პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სითი პარკის" მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ
"სითი პარკის" მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ

"სითი პარ­კის" მიერ უკვე გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს მა­ინც მო­უ­წევთ, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხდა.

ხმა­ლა­ძის თქმით, კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა ჯა­რი­მე­ბის გა­უქ­მე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს.

"მო­ქა­ლა­ქე­ებს და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და მო­უ­წევთ, ამას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას კავ­ში­რი არ აქვს. ვის­ზეც გა­მო­წე­რი­ლია სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, მათ მი­უ­წევთ ამ ჯა­რი­მის გა­დახ­და თუ ეს ჯა­რი­მა უკა­ნო­ნოდ არ არის გა­მო­წე­რი­ლი, რა­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ჰქონ­და ად­გი­ლი კომ­პა­ნი­ის მხრი­დან. ესეც იყო მი­ზე­ზი იმის, რომ დღეს ამ შე­დე­გამ­დე მი­ვე­დით.

ეს არის რა­დი­კა­ლუ­რი ზომა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა მი­ი­ღო. ჩვენ ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ვი­ღებთ მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დრღვე­ვას და არ ვა­პა­ტი­ებთ არ­ცერთ კომ­პა­ნი­ას, რომ შე­ლა­ხოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი,"- გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თმით, პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რის მოკ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ გაგ­რძელ­დე­ბა და თან­ხაც არ შე­იც­ვლე­ბა.

"სა­ფა­სუ­რის მოკ­რე­ბა, რა თქმა უნდა, გაგ­რძელ­დე­ბა ისე­ვე, რო­გორც და­ჯა­რი­მე­ბის, ევა­კუ­ა­ცი­ის პრო­ცე­სი იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც და­ირ­ღვე­ვა პარ­კი­რე­ბის წესი. ოღონდ ამას აღარ გა­ა­კე­თებს "სითი პარ­კი", ამას გა­ა­კე­თებს თბი­ლი­სის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი 10 აპ­რი­ლი­დან. არა­ნა­ირდ არ უნდა ვე­ლო­დოთ სა­ჯა­რი­მო თან­ხე­ბის შემ­ცი­რე­ბას. დღეს რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ვი­ღეთ ამას­თან კავ­შირ­ში არ არის. ეს არის 2007 წელს და­დე­ბუ­ლი პარ­კი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სურ­თან,"- გა­ნა­ცხდა ხმა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: პა­სუ­ხი 2 მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც მძღო­ლებს "სითი პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის შემ­დეგ გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სითი პარკის" მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ

"სითი პარკის" მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ

"სითი პარკის" მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხდა.

ხმალაძის თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ჯარიმების გაუქმებას არ გამოიწვევს.

"მოქალაქეებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, ამასთან ხელშეკრულების შეწყვეტას კავშირი არ აქვს. ვისზეც გამოწერილია სამართალდარღვევა, მათ მიუწევთ ამ ჯარიმის გადახდა თუ ეს ჯარიმა უკანონოდ არ არის გამოწერილი, რასაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან. ესეც იყო მიზეზი იმის, რომ დღეს ამ შედეგამდე მივედით.

ეს არის რადიკალური ზომა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სისტემატური ხასიათი აქვს მოქალაქეების უფლებების დრღვევას და არ ვაპატიებთ არცერთ კომპანიას, რომ შელახოს საზოგადოებრივი ინტერესი,"- განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თმით, პარკირების საფასურის მოკრება ჩვეულებრივ გაგრძელდება და თანხაც არ შეიცვლება.

"საფასურის მოკრება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისევე, როგორც დაჯარიმების, ევაკუაციის პროცესი იმ შემთხვევაში, როდესაც დაირღვევა პარკირების წესი. ოღონდ ამას აღარ გააკეთებს "სითი პარკი", ამას გააკეთებს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტი 10 აპრილიდან. არანაირდ არ უნდა ველოდოთ საჯარიმო თანხების შემცირებას. დღეს რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ამასთან კავშირში არ არის. ეს არის 2007 წელს დადებული პარკირების ხელშეკრულების გაუქმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას არანაირი კავშირი არ აქვს პარკირების საფასურთან,"- განაცხდა ხმალაძემ.

იხილეთ ვიდეო: პასუხი 2 მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც მძღოლებს "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ გაგიჩნდებოდათ

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ