სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოუწევს თუ არა მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა და დაეკისრება თუ არა კომპანიას პასუხისმგებლობა
მოუწევს თუ არა მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა და დაეკისრება თუ არა კომპანიას პასუხისმგებლობა

კომ­პა­ნია "სითი პარკს", შე­საძ­ლოა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როს, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რან­ტიო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლა­რამ­დეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. "თუმ­ცა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რა­ზეც ორ­მხრივ რე­ჟიმ­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბას. გარ­კვე­ულ­წი­ლად გად­მო­ბა­რე­ბის პრო­ცე­სი უნდა და­ი­წყოს მომ­დევ­ნო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რად­გან უწყვე­ტად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ოპე­რი­რე­ბა. რო­გორც კახა კა­ლა­ძემ ბრძა­ნა, 10 აპ­რი­ლი­დან მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია ჩა­ა­ნაც­ვლებს „სითი პარკს“ და პარ­კი­რე­ბის ოპე­რი­რე­ბა უწყვეტ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვე­რა­ნა­ირ საფრ­თხეს ამ სფე­როს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ვერ ვხე­დავთ. მარ­თვა­ზე სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია აი­ღებს", - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის ვიცე-მერი გან­მარ­ტავს, რომ "სითი პარ­კის" შე­მო­სავ­ლე­ბის მხო­ლოდ 40% შე­დი­ო­და თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­ში, 60%-ს კი კომ­პა­ნია იტო­ვებ­და.

"ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­მო­სავ­ლე­ბი გე­ნე­რირ­დე­ბო­და თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­ში. ყვე­ლა შე­მო­სა­ვალს სხვა­დას­ხვა გა­ნა­წი­ლე­ბის მე­თო­დი ჰქონ­და. ჯა­მუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 40% მი­დი­ო­და ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯეტ­ში, 60% კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

რო­გორც ხმა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, თბი­ლი­სის მე­რი­ას "სითი პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის გამო სა­ჯა­რი­მო თან­ხის გა­დახ­და არ მო­უ­წევს. მისი თქმით, მე­რია პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­იხ­დი­და, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უსა­ფუძ­ვლოდ გა­წყვეტ­და.

"სა­ჯა­რი­მო თან­ხის გა­დახ­და მხა­რეს მა­შინ უწევს, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უსა­ფუძ­ვლოდ გა­წყვეტ­და, რაც ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში არ მომ­ხდა­რა. კომ­პა­ნი­ამ და­არ­ღვია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, შე­ლა­ხა ყო­ველ­მხრივ სა­ზო­გა­დო­ებრვი ინ­ტე­რე­სე­ბი და უფ­ლე­ბე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ კომ­პა­ნი­ას ვას­წავ­ლოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. კომ­პა­ნია, რო­მელ­საც არ ეს­მის, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა არ­ღვევს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბებს და ამას შეს­რუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, ჩვენ მას­თან საქ­მე არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

რო­გორც ვიცე მერი აცხა­დებს, "სითი პარ­კმა" არ შე­ას­რუ­ლა მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, კერ­ძოდ, მან არ მო­ა­წყო სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი.

"ერთ-ერთი მთა­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­პარ­კინ­გე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა და ნიშ­ნე­ბის და­ყე­ნე­ბა იყო. ასე­ვე შშმ პი­რე­ბის­თვის სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის მო­წყო­ბა, რა­საც სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. 30% სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის არის მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნად, სწო­რად, სა­მარ­თლებ­რი­ვად კა­ნო­ნი­სა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის დაც­ვით, რის გა­მოც ჯა­რი­მის გა­დახ­და არ მოგ­ვი­წევს," - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ "სითი პარკს" ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მე­რი­ამ ვადა რამ­დენ­ჯერ­მე მის­ცა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

"იმა­ზე მეტი ვადა მი­ვე­ცით, ვიდ­რე ამას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვადა უშე­დე­გოდ გა­ვი­და",- გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის ვიცე-მერი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ კომ­პა­ნი­ას­თან დავა სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­რძელ­დეს.

"შე­საძ­ლოა, კომ­პა­ნი­ამ მი­იჩ­ნი­ოს, რომ მისი უფ­ლე­ბა და­ირ­ღვა და მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს სა­მარ­თლებ­რი­ვად მყა­რი პი­რო­ბე­ბი და გვჯე­რა, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. ამი­ტომ არა­ნა­ი­რი შიში, რომ და­ვის შემ­თხვე­ვა­ში რამე ცუ­დად დას­რულ­დე­ბა, არ გვაქვს,"- გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: პა­სუ­ხი 2 მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც მძღო­ლებს "სითი პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის შემ­დეგ გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მოუწევს თუ არა მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა და დაეკისრება თუ არა კომპანიას პასუხისმგებლობა

მოუწევს თუ არა მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა და დაეკისრება თუ არა კომპანიას პასუხისმგებლობა

კომპანია "სითი პარკს", შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საგარანტიო უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი. "თუმცა, ამასთან დაკავშირებით დამატებითი სამართლებრივი პროცედურებია გასატარებელი, რაზეც ორმხრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მოლაპარაკებას. გარკვეულწილად გადმობარების პროცესი უნდა დაიწყოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, რადგან უწყვეტად განხორციელდება ოპერირება. როგორც კახა კალაძემ ბრძანა, 10 აპრილიდან მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებს „სითი პარკს“ და პარკირების ოპერირება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირ საფრთხეს ამ სფეროს უზრუნველსაყოფად ვერ ვხედავთ. მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია აიღებს", - განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი განმარტავს, რომ "სითი პარკის" შემოსავლების მხოლოდ 40% შედიოდა თბილისის ბიუჯეტში, 60%-ს კი კომპანია იტოვებდა.

"ამ ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა სახის შემოსავლები გენერირდებოდა თბილისის ბიუჯეტში. ყველა შემოსავალს სხვადასხვა განაწილების მეთოდი ჰქონდა. ჯამური შემოსავლების დაახლოებით 40% მიდიოდა ადგილობრივ ბიუჯეტში, 60% კომპანიის ანგარიშზე", - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც ხმალაძე განმარტავს, თბილისის მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს. მისი თქმით, მერია პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა.

"საჯარიმო თანხის გადახდა მხარეს მაშინ უწევს, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა. კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შელახა ყოველმხრივ საზოგადოებრვი ინტერესები და უფლებები. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ კომპანიას ვასწავლოთ მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კომპანია, რომელსაც არ ესმის, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არღვევს მოქალაქეების უფლებებს და ამას შესრულება სჭირდება, ჩვენ მასთან საქმე არ გვაქვს", - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც ვიცე მერი აცხადებს, "სითი პარკმა" არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, მან არ მოაწყო საპარკინგე ადგილები.

"ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა და ნიშნების დაყენება იყო. ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. 30% საპარკინგე ადგილების არის მოუწესრიგებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით სამართლიანად, სწორად, სამართლებრივად კანონისა და ხელშეკრულების პირობების დაცვით, რის გამოც ჯარიმის გადახდა არ მოგვიწევს," - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ "სითი პარკს" ვალდებულებების შესასრულებლად მერიამ ვადა რამდენჯერმე მისცა, თუმცა უშედეგოდ.

"იმაზე მეტი ვადა მივეცით, ვიდრე ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, ეს ვადა უშედეგოდ გავიდა",- განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი არ გამორიცხავს, რომ კომპანიასთან დავა სასამართლოში გაგრძელდეს.

"შესაძლოა, კომპანიამ მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პირობები და გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამიტომ არანაირი შიში, რომ დავის შემთხვევაში რამე ცუდად დასრულდება, არ გვაქვს,"- განაცხადა ხმალაძემ.

იხილეთ ვიდეო: პასუხი 2 მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც მძღოლებს "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ გაგიჩნდებოდათ

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო