პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" წესები და პირობები ცნობილია
კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" წესები და პირობები ცნობილია

კონ­კურ­სი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი", რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი, ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა, გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბას იწყებს.

ყვე­ლას, ვი­საც წერა უყ­ვარს, ფიქ­რობს რომ კარ­გად გა­მოს­დის, სა­კუ­თარ წიგნ­სა და წარ­მა­ტე­ბულ სამ­წერ­ლო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობს, ეძ­ლე­ვა შან­სი, ეს ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ოს.

პრო­ექ­ტი უკვე მე­ო­რე წე­ლია ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე, შო­რე­ნა ხუ­ხუა, ია კარ­გა­რე­თე­ლი და ელის დოჯ­სო­ნი გახ­დნენ. მას შემ­დეგ მათი რო­მა­ნე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა. ჰქონ­დათ წიგ­ნე­ბის დიდი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, მიწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა ტელე და რა­დიო გა­და­ცე­მებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ „ბიბ­ლუ­სის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტურ­ნე­ში“ და სხვა.

ამ­ჯე­რად, ას­პა­რე­ზი კი­დევ ერთხელ ეთ­მო­ბა რო­გორც დამ­წყებ, ასე­ვე უკვე შემ­დგარ მწერ­ლებს.

წარ­მო­გიდ­გენთ სრულ წე­სებ­სა და პი­რო­ბებს, რო­მე­ლიც კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მოგ­ვა­წო­დეს.

წე­სე­ბი და პი­რო­ბე­ბი:

კონ­კურ­სზე მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ რო­მა­ნი. ჟან­რი და თე­მა­ტი­კა თა­ვი­სუ­ფა­ლია. (ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს დე­ტექ­ტი­ვი, ფენ­ტე­ზი თუ სხვა)კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, 18 წლის ასა­კი­დან

კონ­კურ­სზე მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ ამ კონ­კურ­სის­თვის შექ­მნი­ლი ან მა­ნამ­დე გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი

კონ­კურ­სში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლის გა­ნა­ცხა­დი უნდა შე­ი­ცავ­დეს შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცი­ას:

გვა­რი, სა­ხე­ლი, ასა­კი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფია. გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია თუ არა ნა­მუ­შევ­რე­ბი კონ­კურ­სამ­დე (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყა­როს მი­თი­თე­ბა: წიგ­ნი, პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მა, სა­ი­ტი და სხვ.);- ინ­ფორ­მა­ცია უნდა გა­მო­იგ­ზავ­ნოს Word დო­კუ­მენ­ტით;

კონ­კურ­სან­ტის ფოტო (JPG ფორ­მა­ტი);

სა­კონ­კურ­სო ნა­წარ­მო­ე­ბის მოკ­ლე აღ­წე­რა/სი­ნოპ­სი­სი (Word დო­კუ­მენ­ტი);

ნა­წარ­მო­ე­ბის და­სა­წყი­სი: 20-30 გვერ­დი, Word დო­კუ­მენ­ტი, შრიფ­ტი − Sylfaen, ზომა − 11, ხა­ზებს შო­რის და­შო­რე­ბა − სტან­დარ­ტუ­ლი (Multiple)

გა­ნა­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა

ნა­წარ­მო­ე­ბის და­სა­წყი­სი (20-30 გვერ­დი) და სხვა მო­თხოვ­ნი­ლი ფა­ი­ლე­ბი უნდა გა­მოგ­ზავ­ნოთ 15 მარ­ტი­დან 15 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით შემ­დეგ ელ­ფოს­ტა­ზე - konkursi@palitra.ge

ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ატ­ვირ­თვის შემ­დეგ კონ­კურ­სან­ტი ელ­ფოს­ტა­ზე მი­ი­ღებს ავ­ტო­მა­ტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბას გა­ნა­ცხა­დის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი გა­ეც­ნო­ბა გა­ნა­ცხა­დებს და კონ­კურ­სზე და­უშ­ვებს იმ ავ­ტო­რებს, რო­მელ­თა გა­ნა­ცხა­დე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს კონ­კურ­სის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

კონ­კურ­სზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა:

• რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დი

• ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კურ­სში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017"

• არას­რულ­ყო­ფი­ლი გა­ნა­ცხა­დი

• ენობ­რი­ვად და სტი­ლის­ტუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი ტექ­სტი

• ტექ­სტი, რო­მელ­შიც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა პლა­გი­ა­ტი

• თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი

• გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი

• შედ­გე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი

• თარ­გმა­ნი

სა­კონ­კურ­სოდ და­იშ­ვე­ბა და სპე­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე (http://www.palitral.ge/literaturuli-konkursi) გან­თავ­სდე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რი, ენობ­რი­ვად და სტი­ლის­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ შე­ი­ცავს პლა­გი­ა­ტის ნიშ­ნებს.

კონ­კურ­სზე დაშ­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აიტ­ვირ­თე­ბა სა­იტ­ზე და მკი­თხველს მათი გაც­ნო­ბი­სა და ხმის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა 20 აპ­რი­ლი­დან 20 მა­ი­სის ჩათ­ვლით.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა იტო­ვებს უფ­ლე­ბას, კონ­კურ­სი­დან მოხ­სნას კონ­კურ­სან­ტი, თუ პლა­გი­ა­ტის ნიშ­ნე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა შემ­დგომ ეტაპ­ზე ან/და თუ რო­მე­ლი­მე მე­სა­მე პირი წარ­მო­ად­გენს და­სა­ბუ­თე­ბულ/კა­ნო­ნი­ერ პრე­ტენ­ზი­ას კონ­კურ­სან­ტის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­მართ. ამას­თან, ნე­ბის­მი­ერ შე­დეგ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კონ­კურ­სან­ტი.

შე­ნიშ­ვნა: ხმე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ან გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კონ­კურ­სან­ტი ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­ე­თი­შე­ბა კონ­კურსს.

ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა

ვებგ­ვერ­დზე ხმის მი­ცე­მა ორი­ვე ტურ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მეშ­ვე­ო­ბით.

ხმის მი­სა­ცე­მად მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­სა­ბა­მის ველ­ში უნდა შე­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და და­ა­ჭი­როს ღი­ლაკს "SMS კო­დის მი­ღე­ბა". მაქ­სი­მუმ ერთ წუთ­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­ი­ღებს SMS კოდს, რო­მელ­საც ხმის მი­ცე­მის­თვის ჩა­წერს ველ­ში SMS კოდი.* თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ერთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მი­ი­ღებს SMS კოდს, ის უნდა და­უ­კავ­შირ­დეს გა­მომ­ცემ­ლო­ბას ნო­მერ­ზე (032) 2 38 38 71; 595 99 99 72* თუ SMS კო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა არ ან ვერ მოხ­დე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ სხვა დროს იმა­ვე კონ­კურ­სან­ტის­თვის (კონ­კურ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დის პი­რო­ბებ­ში)*

ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა უფა­სოა

ტე­ლე­ფო­ნის ერთი ნომ­რი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთ ნა­წარ­მო­ებს მის­ცეთ ხმა მხო­ლოდ ერთხელ კონ­კურ­სის თი­თო­ე­ულ ტურ­ში.

ტე­ლე­ფო­ნის ერთი ნომ­რი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია ხმა მის­ცეთ ნე­ბის­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­წარ­მო­ებს.

ხმე­ბი მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი პრო­ვა­ი­დე­რე­ბის ნომ­რე­ბი­დან.

I ტური

კონ­კურ­სზე გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყე­ბა 15 მარტს.

სა­კონ­კურ­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შე­მო­ტა­ნის ბოლო ვა­დაა 15 აპ­რი­ლი.

I ტუ­რის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­დე­ბა 20 კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­თა­გან 10, მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი გახ­დე­ბა, 10-ს კი კონ­კურ­სის ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს.

II ტური

მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სულ­მა კონ­კურ­სან­ტებ­მა 21 მა­ი­სი­დან 5 ივ­ნი­სამ­დე კონ­კურ­სის ელ­ფოს­ტა­ზე - konkursi@palitra.ge უნდა გა­მოგ­ზავ­ნონ:

• I ტურ­ში გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა – 60-80 გვერ­დამ­დე, Word დო­კუ­მენ­ტი, შრიფ­ტი − Sylfaen, ზომა − 11, ხა­ზებს შო­რის და­შო­რე­ბა − სტან­დარ­ტუ­ლი (Multiple)

• ნა­წარ­მო­ე­ბის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა (Word დო­კუ­მენ­ტი, 60-დან 150 სი­ტყვამ­დე).

8 ივ­ნისს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა კონ­კურ­სის სა­იტ­ზე, პირ­ველ ტურ­ში მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი ანუ­ლირ­დე­ბა და კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა და­ი­წყე­ბა თა­ვი­დან, ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით.

8-25 ივ­ნი­სი – მკი­თხვე­ლი ხმას აძ­ლევს სა­სურ­ველ ნა­წარ­მო­ე­ბებს

26 ივ­ნისს გა­მო­ცხად­დე­ბა 5 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. 3 მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი გახ­დე­ბა, 2 − ჟი­უ­რის.

შე­ნიშ­ვნა: გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევრთა ვი­ნა­ო­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია.

R

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" წესები და პირობები ცნობილია

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" წესები და პირობები ცნობილია

კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი", რომლის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა, განაცხადების მიღებას იწყებს.

ყველას, ვისაც წერა უყვარს, ფიქრობს რომ კარგად გამოსდის, საკუთარ წიგნსა და წარმატებულ სამწერლო კარიერაზე ოცნებობს, ეძლევა შანსი, ეს ოცნება რეალობად აქციოს.

პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება. პირველი სეზონის გამარჯვებულები თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა, ია კარგარეთელი და ელის დოჯსონი გახდნენ. მას შემდეგ მათი რომანები ფართო საზოგადოებამ გაიცნო და შეიყვარა. ჰქონდათ წიგნების დიდი პრეზენტაციები, მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ტელე და რადიო გადაცემებში, მონაწილეობას იღებდნენ „ბიბლუსის ლიტერატურულ ტურნეში“ და სხვა.

ამჯერად, ასპარეზი კიდევ ერთხელ ეთმობა როგორც დამწყებ, ასევე უკვე შემდგარ მწერლებს.

წარმოგიდგენთ სრულ წესებსა და პირობებს, რომელიც კონკურსის ორგანიზატორებმა მოგვაწოდეს.

წესები და პირობები:

კონკურსზე მიიღება მხოლოდ რომანი. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. (ეს შეიძლება იყოს დეტექტივი, ფენტეზი თუ სხვა)კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან

კონკურსზე მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები

კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" მონაწილეობის მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია. გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს მითითება: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.);- ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს Word დოკუმენტით;

კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);

საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი (Word დოკუმენტი);

ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11, ხაზებს შორის დაშორება − სტანდარტული (Multiple)

განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა

ნაწარმოების დასაწყისი (20-30 გვერდი) და სხვა მოთხოვნილი ფაილები უნდა გამოგზავნოთ 15 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე - konkursi@palitra.ge

ნაწარმოებების ატვირთვის შემდეგ კონკურსანტი ელფოსტაზე მიიღებს ავტომატურ შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ.

გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.

კონკურსზე არ განიხილება:

• რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადი

• ნაწარმოები, რომელიც მონაწილეობდა კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017"

• არასრულყოფილი განაცხადი

• ენობრივად და სტილისტურად გაუმართავი ტექსტი

• ტექსტი, რომელშიც გამოიკვეთება პლაგიატი

• თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოები

• გადამუშავებული ნაწარმოები

• შედგენილი ნაწარმოები

• თარგმანი

საკონკურსოდ დაიშვება და სპეციალურ ვებგვერდზე (http://www.palitral.ge/literaturuli-konkursi) განთავსდება ორიგინალური, ენობრივად და სტილისტურად გამართული ნაწარმოებები, რომლებიც არ შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.

კონკურსზე დაშვებული ნაწარმოებები აიტვირთება საიტზე და მკითხველს მათი გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცემა 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით.

გამომცემლობა იტოვებს უფლებას, კონკურსიდან მოხსნას კონკურსანტი, თუ პლაგიატის ნიშნები გამოვლინდება შემდგომ ეტაპზე ან/და თუ რომელიმე მესამე პირი წარმოადგენს დასაბუთებულ/კანონიერ პრეტენზიას კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ნაწარმოების მიმართ. ამასთან, ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებელი იქნება კონკურსანტი.

შენიშვნა: ხმების გაყალბების ან გაყალბების მცდელობის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

ხმის მიცემის პროცედურა

ვებგვერდზე ხმის მიცემა ორივე ტურში ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით.

ხმის მისაცემად მომხმარებელმა შესაბამის ველში უნდა შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს "SMS კოდის მიღება". მაქსიმუმ ერთ წუთში მომხმარებელი მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში SMS კოდი.* თუ მომხმარებელი ერთი წუთის განმავლობაში ვერ მიიღებს SMS კოდს, ის უნდა დაუკავშირდეს გამომცემლობას ნომერზე (032) 2 38 38 71; 595 99 99 72* თუ SMS კოდის გამოყენება არ ან ვერ მოხდება მომენტალურად, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ სხვა დროს იმავე კონკურსანტისთვის (კონკურსით გათვალისწინებული ვადის პირობებში)*

ხმის მიცემის პროცედურა უფასოა

ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს მისცეთ ხმა მხოლოდ ერთხელ კონკურსის თითოეულ ტურში.

ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ხმა მისცეთ ნებისმიერი რაოდენობის ნაწარმოებს.

ხმები მიიღება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებული მობილური პროვაიდერების ნომრებიდან.

I ტური

კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყება 15 მარტს.

საკონკურსო ნაწარმოებების შემოტანის ბოლო ვადაა 15 აპრილი.

I ტურის შედეგად გამოვლინდება 20 კონკურსანტი, რომელთაგან 10, მიღებული ხმების რაოდენობით, მკითხველის რჩეული გახდება, 10-ს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს.

II ტური

მეორე ტურში გადასულმა კონკურსანტებმა 21 მაისიდან 5 ივნისამდე კონკურსის ელფოსტაზე - konkursi@palitra.ge უნდა გამოგზავნონ:

• I ტურში გამოგზავნილი ნაწარმოების გაგრძელება – 60-80 გვერდამდე, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11, ხაზებს შორის დაშორება − სტანდარტული (Multiple)

• ნაწარმოების დეტალური აღწერა (Word დოკუმენტი, 60-დან 150 სიტყვამდე).

8 ივნისს ნაწარმოებების გაგრძელებები გამოქვეყნდება კონკურსის საიტზე, პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით.

8-25 ივნისი – მკითხველი ხმას აძლევს სასურველ ნაწარმოებებს

26 ივნისს გამოცხადდება 5 გამარჯვებული. 3 მკითხველის რჩეული გახდება, 2 − ჟიურის.

შენიშვნა: გამარჯვებულების გამოვლენამდე ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია.

R

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს