კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენის გადახდა მოუწევს მერიას "სითი პარკისთვის" და ვინ განახორციელებს მის ფუნქციებს თბილისში
რამდენის გადახდა მოუწევს მერიას "სითი პარკისთვის" და ვინ განახორციელებს მის ფუნქციებს თბილისში

თბი­ლი­სის მე­რი­ას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის სა­ნაც­ვლოდ „სითი პარ­კის­თვის“ პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს გა­დახ­და მო­უ­წევს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­გა­სამ­ტეხ­ლო 25 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს, თუმ­ცა, თა­ვის მხრივ, კომ­პა­ნი­ა­ში აქამ­დე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით, სა­ჯა­რი­მო თან­ხის კონ­კრე­ტუ­ლი ოდე­ნო­ბა სა­სა­მარ­თლომ უნდა გა­და­წყვი­ტოს.

კახა კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, 10 აპ­რი­ლი­დან, პარ­კი­რე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე, "სითი პარ­კის" ფუნ­ქცი­ებს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"ჩვე­ნი მხრი­დან არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კომ­პა­ნია მას­ზე და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ ას­რუ­ლებს, რაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვი­სა და პარ­კი­რე­ბის მარ­თვის სფე­რო­ში სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის მი­ზე­ზად იქცა.

მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, „სითი პარკთან“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შევ­წყვი­ტოთ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში შევა 2018 წლის 10 აპ­რი­ლი­დან. კონ­ტრაქ­ტის გა­უქ­მე­ბის დღი­დან, პარ­კი­რე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე, „სითი პარ­კის“ ფუნ­ქცი­ებს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის და პი­რა­დად მის­თვის, რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის­თვის, ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, რომ თბი­ლი­სი იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე და კომ­ფორ­ტუ­ლი ქა­ლა­ქი, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და თი­თო­ე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­მარ­თუ­ლია ამ მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ.

”ჩვენს მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის მი­ზა­ნია კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რო­ლის შემ­ცი­რე­ბა და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის დამ­კვიდ­რე­ბა, სა­დაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი პარ­კი­რე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბაა. ეს ნიშ­ნავს სა­მარ­თლი­ა­ნი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მის შექ­მნას, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი სა­პარ­კინ­გე სის­ტე­მის შექ­მნა­ზე, მე­ო­რე მხრივ კი, ქა­ლა­ქის სა­ცო­ბე­ბის­გან გან­ტვირ­თვა­სა და ეფექ­ტი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის ხელ­შე­წყო­ბა­ზე. გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მა­ღალ სტან­დარ­ტებ­თან რა­დი­კა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მიდ­გო­მე­ბი, მი­უ­ღე­ბე­ლია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა. არა­ნა­ი­რად არ შე­ვე­გუ­ე­ბი არც ერთი კომ­პა­ნი­ის მხრი­დან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, სა­ჯა­რო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის არა სა­თა­ნა­დო შეს­რუ­ლე­ბას. ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად ვქმნით ქა­ლა­ქის უკე­თეს მო­მა­ვალს და ვნერ­გავთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის მა­ღალ სტან­დარ­ტებს”, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით „სითი პარკში“ კო­მენ­ტა­რი ცოტა ხან­ში გა­კეთ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რამდენის გადახდა მოუწევს მერიას "სითი პარკისთვის" და ვინ განახორციელებს მის ფუნქციებს თბილისში

რამდენის გადახდა მოუწევს მერიას "სითი პარკისთვის" და ვინ განახორციელებს მის ფუნქციებს თბილისში

თბილისის მერიას ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ „სითი პარკისთვის“ პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, პირგასამტეხლო 25 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა, თავის მხრივ, კომპანიაში აქამდე გაკეთებული განცხადებებით, საჯარიმო თანხის კონკრეტული ოდენობა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

კახა კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

"ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისელებისთვის და პირადად მისთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომ თბილისი იყოს თანამედროვე და კომფორტული ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება მოწესრიგებული და თითოეული გადაწყვეტილება მიმართულია ამ მიზნის განხორციელებისკენ.

”ჩვენს მიერ დაანონსებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებისთვის მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამკვიდრება, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების პრობლემის მოგვარებაა. ეს ნიშნავს სამართლიანი პარკირების სისტემის შექმნას, რომელიც ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე სისტემის შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის ხელშეწყობაზე. განვითარებასა და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები, მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არანაირად არ შევეგუები არც ერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას, საჯარო უფლებამოსილებების არა სათანადო შესრულებას. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ვქმნით ქალაქის უკეთეს მომავალს და ვნერგავთ საზოგადოებრივი მომსახურებების მაღალ სტანდარტებს”, - აღნიშნა კალაძემ.

მერიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „სითი პარკში“ კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები