კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს

რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ უწყე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის, გი­რო­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის 9 მარ­ტის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ, რო­მე­ლიც უწყე­ბის ვებგ­ვერ­დზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მოს­კოვ­ში ყუ­რა­დღე­ბით გა­ეც­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის 9 მარ­ტის გან­ცხა­დე­ბას.

"კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ მას­ში გად­მო­ცე­მულ გან­წყო­ბას ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის პრო­ცე­სის გაღ­რმა­ვე­ბის შე­სა­ხებ. არა­ვის უნდა ჰქონ­დეს ეჭვი, რომ რუ­სე­თი, რო­გორც მა­ნამ­დე, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მე­ზო­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბით და მზა­დაა იმ­დე­ნად შორს წა­ვი­დეს, რამ­დე­ნა­დაც ამის­თვის მზად იქ­ნე­ბა თბი­ლი­სი.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მიერ ხსე­ნე­ბუ­ლი სწრაფ­ვა პროგ­რე­სის­კენ ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ებ­ში იმედს გვაძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მარ­ტის ბო­ლოს­თვის და­გეგ­მილ მო­რიგ რა­უნდს უკავ­შირ­დე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ასე­თი მიდ­გო­მა მხარ­და­ჭე­რი­ლი იქ­ნე­ბო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­ე­რაც, იმის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, თუ ვინ უხელ­მძღვა­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას.

შე­უძ­ლე­ბე­ლია არ მი­ვე­სალ­მოთ, ასე­ვე, დეკ­ლა­რი­რე­ბულ მის­წრა­ფე­ბას აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთ­თან პირ­და­პირ დი­ა­ლო­გის შე­სა­ხებ. სწო­რედ ასე­თია ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი გზა იმ სა­კი­თხე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს აწუ­ხებს, რო­მე­ლიც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მხრი­ვი დღის წეს­რი­გის ფარ­გლებს გა­რეთ არ­სე­ბობს. კერ­ძოდ, ეს ეხე­ბა ცოტა ხნის წი­ნან­დელ ინ­ცი­დენტს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მწუ­ხა­რე­ბას იწ­ვევს", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

რუსეთის საგარეო უწყება გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს

რუსეთის საგარეო უწყება გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს

რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიროგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას.

"კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.

შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.