საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა განასხვაოს მყიდველმა ცხენის ან ვირის ხორცი საქონლისგან და რატომ არის ქართულ ბაზარზე ხორცის დეფიციტი
როგორ უნდა განასხვაოს მყიდველმა ცხენის ან ვირის ხორცი საქონლისგან და რატომ არის ქართულ ბაზარზე ხორცის დეფიციტი

გა­სულ კვი­რას AMBEBI.GE თბი­ლის­ში, კერ­ძოდ, გლ­და­ნის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­წყო­ბილ დახ­ლებ­ზე, ცხე­ნის ხორ­ცით სა­ვა­რა­უ­დოდ ვაჭ­რო­ბა­ზე წერ­და. ამ სა­კი­თხით ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დით, სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, გლ­დან­ში თუ რო­გორ კლა­ვენ ცხე­ნებს და სა­ქონ­ლის ხორ­ცად ასა­ღე­ბენ.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მი­უ­ღი­ათ, თუმ­ცა გლ­დან­ში ცხე­ნის ხორ­ცის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტე­ბი აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რა­საც სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა.

თეა შვე­ლი­ძე, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს არ­ცერ­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლიც კი, არ და­უ­ტო­ვე­ბია რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე. რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს აქვს ასე­თი ფაქ­ტი, მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც არის, რომ დარ­ე­კოს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე და და­ტო­ვოს შე­ტყო­ბი­ნე­ბა. თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ითა­ნამ­შრომ­ლებს ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებ­თან, არა­ვინ და­ტო­ვებს მომ­ხდარს რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე. რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, სა­უ­ბა­რია გლ­და­ნის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ანუ იქ არ­სე­ბულ გა­რე­ვაჭ­რო­ბა­ზე. გე­ტყვით, რომ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აკონ­ტრო­ლებს რე­გის­ტრი­რე­ბულ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებს.

- ვინ აკონ­ტრო­ლებს აგ­რა­რულ ბა­ზარს?

- აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რის შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ სის­ტე­მა­ტუ­რად ვავ­რცე­ლებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ხორ­ცის კონ­ტრო­ლი ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რად­გა­ნაც ის მა­ღა­ლი რის­კის სურ­სათს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­ცუ­ლი იყოს შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ცხე­ნის ხორცს, გე­ტყვით, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­გის­ტრი­რე­ბულ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებს ვა­მოწ­მებთ, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, გა­სულ წელს, 500 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი ცხე­ნის ხორ­ცი გა­მო­ავ­ლი­ნა გლ­და­ნის მი­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რო­დე­საც მსგავ­სი დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი ფიქ­სირ­დე­ბა, სა­ა­გენ­ტო სხვა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ერ­თად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დებს.

მა­გა­ლი­თად, იყო ასე­თი ფაქ­ტიც, როცა სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხორ­ცის სა­ბი­თუ­მო სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტე­ბი შე­ა­მოწ­მეს. შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, ერთ ტო­ნამ­დე და­უდ­გე­ნე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ხორ­ცი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­საც არ ახ­ლდა ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი მოწ­მო­ბა "ფორ­მა N2". დარ­ღვე­ვე­ბის­თვის 3 ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი და­ჯა­რიმ­და. და­უდ­გე­ნე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ხორცს რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან იღე­ბენ და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით ანად­გუ­რე­ბენ. ასე რომ, თუკი ვინ­მეს აქვს მსგავ­სი ფაქ­ტი, შე­უძ­ლია, სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე 1501-ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­ტო­ვოს", - ამ­ბობს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

რო­გორ უნდა ამო­იც­ნოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა ცხე­ნის ან ვი­რის ხორ­ცი და რო­გორ გა­ნას­ხვა­ვოს სა­ქონ­ლის ხორ­ცი, საკ­ვე­ბად უვარ­გი­სი ხორ­ცის­გან - AMBEBI.GE ინდმე­წარ­მე არ­ჩილ და­ლა­ქიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­ურ პარკს ცხე­ნი­სა და ვი­რის ხორ­ცით ამა­რა­გებს.

ინდმე­წარ­მე თეთ­რწყა­რო­ში ცხვარ-ძრო­ხა­საც ინა­ხავს, ზო­ო­ლო­გი­ურ პარკთან კი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ცხე­ნის და ვი­რის ხორ­ცით მო­მა­რა­გე­ბა­ზე აქვს და­დე­ბუ­ლი და სა­ქონ­ლის ხორ­ცი ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შე­აქვს. ტენ­დე­რი რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­გო.

"თა­ვი­დან ეს საქ­მე გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ მერე ხალ­ხმა გა­მიც­ნო და ახლა უკვე თა­ვად მოჰ­ყავთ ჩემ­თან პი­რუ­ტყვი. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ცხე­ნის და ვი­რის ბევ­რი მომ­წო­დე­ბე­ლი გვყავს - გლე­ხე­ბის­გან ვი­ძენთ, ჩვენ­თან ჩა­მოჰ­ყავთ, სა­საკ­ლა­ო­ში. დაკ­ლუ­ლი ხორ­ცი კი უკვე ზო­ო­პარკში შეგ­ვაქვს.

- თქვე­ნი მომ­წო­დებ­ლე­ბი ცხენს და ვირს სპე­ცი­ა­ლუ­რად თქვენ­თვის აშე­ნე­ბენ?

- არა. ვთქვათ, ცხო­ვე­ლი და­ბერ­და, ან ფეხი მო­ტყდა, ან არ მუ­შა­ობს - მხო­ლოდ ასე­თე­ბი. მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლი იყოს. წლე­ბის წინ პი­რუ­ტყვი კერ­ძო სა­საკ­ლა­ო­ებ­ში იკ­ვლე­ბო­და. ახლა რომ და­იკ­ლას, სურ­სა­თის სა­ა­გენ­ტოს მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვი უნდა ჰქონ­დეს. ბოლო დროს ვარ­კე­თილ­შია ასე­თი სა­საკ­ლაო, რომ­ლი­თაც ვსარ­გებ­ლობთ.

- და­საკ­ლავ პი­რუ­ტყვს თუ უტარ­დე­ბა შე­მოწ­მე­ბა?

- კი, უტარ­დე­ბა და მას მა­ლე­ი­ნი­ზა­ცია ჰქვია. თუ რამე და­ა­ვა­დე­ბა აქვს, ამ პრო­ცე­დუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ვლინ­დე­ბა - თვალ­ში სპე­ცი­ა­ლურ სი­თხეს უწ­ვე­თე­ბენ და 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვლინ­დე­ბა. ამ საქ­მეს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ატა­რე­ბენ. და­ა­ვა­დე­ბა სხვა­დას­ხვა სიმპტო­მით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, მათ შო­რის, თვალ­ზე ცრემ­ლდე­ნით (სპე­ცი­ფი­კუ­რი სიმპტო­მე­ბია) და ასე­თი ცხო­ვე­ლი ნად­გურ­დე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი სა­ხორ­ცედ და­იკ­ვლე­ბა და თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­ურ პარკს მო­ე­წო­დე­ბა.

- ბოლო დროს, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ გლ­და­ნის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხე­ნის და ვი­რის ხორცს ჰყი­დი­ან და მომ­ხმა­რე­ბელს ძრო­ხის ხორ­ცის სა­ნაც­ვლოდ სთა­ვა­ზო­ბენ.

- ამ ამ­ბით მეც შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ. ამას არა­კე­თილ­მო­სურ­ნე ყას­ბე­ბი აკე­თე­ბენ - სოფ­ლებ­ში და­დი­ან, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ცხე­ნე­ბი იკ­ვლე­ბა, მე­ტიც, იკ­ვლე­ბა ასე­თი­ვე რა­ო­დე­ნო­ბით ვირი და ის ადა­მი­ა­ნის საკ­ვებ ხორ­ცად საღ­დე­ბა. იცით, ეს რამ გა­მო­იწ­ვია? ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან ახალ­გაზ­რდა სა­ქო­ნე­ლი გა­დის არა­ბეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ირან­ში. ეს აქ ხორ­ცის დე­ფი­ციტს ქმნის. უცხო­ეთ­ში ახალ­გაზ­რდა სა­ქო­ნე­ლი გაჰ­ყავთ, საკ­ვე­ბად ბე­ბე­რი ძრო­ხა გვრჩე­ბა, უვარ­გი­სი ხორ­ცი, გამ­ხდა­რი. ცუ­დია, რომ ამ ხორ­ცით ის კვე­ბი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მა­რაგ­დე­ბა, სა­დაც ხორცს მო­იხ­მა­რენ და რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, რად­გან სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ არის, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­შიც შე­დის. ყას­ბებს ერთი კი­ლოგ­რა­მი ცხე­ნის ხორ­ცის შე­ძე­ნა 5 ლარი უჯ­დე­ბათ, რო­მელ­საც შემ­დეგ 12 ლა­რად ყი­დი­ან (იგე­ბენ 7 ლარს). გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი კი ყი­დუ­ლობს.

ცხე­ნის და ვი­რის ხორ­ცი ერთი-ორ­ჯერ რომ ნა­ხოთ, ძრო­ხის ხორ­ცში აღარ აგე­რე­ვათ. სა­ქონ­ლის ხორ­ცის­გან გან­სხვავ­დე­ბა, მუქი ვარ­დის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბა აქვს, სუ­ნიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, პრი­ა­ლა ცხი­მი აქვს. მინ­და, ყვე­ლას მივ­მარ­თო და ვთხო­ვო ვი­საც ეხე­ბა, რომ ბაზ­რე­ბი, სა­საკ­ლა­ო­ე­ბი უფრო მე­ტად გა­კონ­ტროლ­დეს.

ავტორი:

როგორ უნდა განასხვაოს მყიდველმა ცხენის ან ვირის ხორცი საქონლისგან და რატომ არის ქართულ ბაზარზე ხორცის დეფიციტი

როგორ უნდა განასხვაოს მყიდველმა ცხენის ან ვირის ხორცი საქონლისგან და რატომ არის ქართულ ბაზარზე ხორცის დეფიციტი

გასულ კვირას AMBEBI.GE თბილისში, კერძოდ, გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ დახლებზე, ცხენის ხორცით სავარაუდოდ ვაჭრობაზე წერდა. ამ საკითხით ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დავინტერესდით, საუბარი იყო იმაზე, გლდანში თუ როგორ კლავენ ცხენებს და საქონლის ხორცად ასაღებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღიათ, თუმცა გლდანში ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტები აქამდე დაფიქსირებულა, რასაც სააგენტოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

თეა შველიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

"სურსათის ეროვნულ სააგენტოს არცერთი შეტყობინება სოციალურ ქსელში გავრცელებულიც კი, არ დაუტოვებია რეაგირების გარეშე. როდესაც ინტერნეტმომხმარებელს აქვს ასეთი ფაქტი, მისი ვალდებულებაც არის, რომ დარეკოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე და დატოვოს შეტყობინება. თუ მომხმარებელი ითანამშრომლებს ოფიციალურ უწყებებთან, არავინ დატოვებს მომხდარს რეაგირების გარეშე. როგორც აღნიშნეთ, საუბარია გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ იქ არსებულ გარევაჭრობაზე. გეტყვით, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს.

- ვინ აკონტროლებს აგრარულ ბაზარს?

- აგრარული ბაზრის შემოწმების შესახებ სისტემატურად ვავრცელებთ ინფორმაციას. ხორცის კონტროლი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგანაც ის მაღალი რისკის სურსათს მიეკუთვნება და მნიშვნელოვანია, დაცული იყოს შენახვისა და რეალიზაციის პირობები. რაც შეეხება ცხენის ხორცს, გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს ვამოწმებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გასულ წელს, 500 კილოგრამზე მეტი ცხენის ხორცი გამოავლინა გლდანის მიდებარე ტერიტორიაზე. როდესაც მსგავსი დარღვევის ფაქტი ფიქსირდება, სააგენტო სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს.

მაგალითად, იყო ასეთი ფაქტიც, როცა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. შემოწმების შედეგად, ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა "ფორმა N2". დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. დაუდგენელი წარმომავლობის ხორცს რეალიზაციიდან იღებენ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით ანადგურებენ. ასე რომ, თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ფაქტი, შეუძლია, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501-ზე შეტყობინება დატოვოს", - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

როგორ უნდა ამოიცნოს მომხმარებელმა ცხენის ან ვირის ხორცი და როგორ განასხვავოს საქონლის ხორცი, საკვებად უვარგისი ხორცისგან - AMBEBI.GE ინდმეწარმე არჩილ დალაქიშვილს დაუკავშირდა, რომელიც თბილისის ზოოლოგიურ პარკს ცხენისა და ვირის ხორცით ამარაგებს.

ინდმეწარმე თეთრწყაროში ცხვარ-ძროხასაც ინახავს, ზოოლოგიურ პარკთან კი ხელშეკრულება ცხენის და ვირის ხორცით მომარაგებაზე აქვს დადებული და საქონლის ხორცი ნაკლები რაოდენობით შეაქვს. ტენდერი რამდენჯერმე მოიგო.

"თავიდან ეს საქმე გამიჭირდა, მაგრამ მერე ხალხმა გამიცნო და ახლა უკვე თავად მოჰყავთ ჩემთან პირუტყვი. მთელი საქართველოს მასშტაბით, ცხენის და ვირის ბევრი მომწოდებელი გვყავს - გლეხებისგან ვიძენთ, ჩვენთან ჩამოჰყავთ, სასაკლაოში. დაკლული ხორცი კი უკვე ზოოპარკში შეგვაქვს.

- თქვენი მომწოდებლები ცხენს და ვირს სპეციალურად თქვენთვის აშენებენ?

- არა. ვთქვათ, ცხოველი დაბერდა, ან ფეხი მოტყდა, ან არ მუშაობს - მხოლოდ ასეთები. მთავარია, ჯანმრთელი იყოს. წლების წინ პირუტყვი კერძო სასაკლაოებში იკვლებოდა. ახლა რომ დაიკლას, სურსათის სააგენტოს მიერ მინიჭებული სპეციალური საშვი უნდა ჰქონდეს. ბოლო დროს ვარკეთილშია ასეთი სასაკლაო, რომლითაც ვსარგებლობთ.

- დასაკლავ პირუტყვს თუ უტარდება შემოწმება?

- კი, უტარდება და მას მალეინიზაცია ჰქვია. თუ რამე დაავადება აქვს, ამ პროცედურის საშუალებით ვლინდება - თვალში სპეციალურ სითხეს უწვეთებენ და 24 საათის განმავლობაში ვლინდება. ამ საქმეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ. დაავადება სხვადასხვა სიმპტომით გამოიხატება, მათ შორის, თვალზე ცრემლდენით (სპეციფიკური სიმპტომებია) და ასეთი ცხოველი ნადგურდება, დანარჩენი სახორცედ დაიკვლება და თბილისის ზოოლოგიურ პარკს მოეწოდება.

- ბოლო დროს, საუბარია იმაზე, რომ გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენის და ვირის ხორცს ჰყიდიან და მომხმარებელს ძროხის ხორცის სანაცვლოდ სთავაზობენ.

- ამ ამბით მეც შეწუხებული ვარ. ამას არაკეთილმოსურნე ყასბები აკეთებენ - სოფლებში დადიან, დიდი რაოდენობით ცხენები იკვლება, მეტიც, იკვლება ასეთივე რაოდენობით ვირი და ის ადამიანის საკვებ ხორცად საღდება. იცით, ეს რამ გამოიწვია? ჩვენი ქვეყნიდან ახალგაზრდა საქონელი გადის არაბეთში, აზერბაიჯანში, ირანში. ეს აქ ხორცის დეფიციტს ქმნის. უცხოეთში ახალგაზრდა საქონელი გაჰყავთ, საკვებად ბებერი ძროხა გვრჩება, უვარგისი ხორცი, გამხდარი. ცუდია, რომ ამ ხორცით ის კვებითი დაწესებულებები მარაგდება, სადაც ხორცს მოიხმარენ და რაც ყველაზე ცუდია, რადგან სხვა არჩევანი არ არის, საბავშვო ბაღებშიც შედის. ყასბებს ერთი კილოგრამი ცხენის ხორცის შეძენა 5 ლარი უჯდებათ, რომელსაც შემდეგ 12 ლარად ყიდიან (იგებენ 7 ლარს). გაჭირვებული მომხმარებელი კი ყიდულობს.

ცხენის და ვირის ხორცი ერთი-ორჯერ რომ ნახოთ, ძროხის ხორცში აღარ აგერევათ. საქონლის ხორცისგან განსხვავდება, მუქი ვარდისფერი შეფერილობა აქვს, სუნიც განსხვავებულია, პრიალა ცხიმი აქვს. მინდა, ყველას მივმართო და ვთხოვო ვისაც ეხება, რომ ბაზრები, სასაკლაოები უფრო მეტად გაკონტროლდეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ