სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იტაცებენ "უპატრონო" საფლავებს - რა სქემა მოქმედებს თბილისის სასაფლაოებზე
როგორ იტაცებენ "უპატრონო" საფლავებს - რა სქემა მოქმედებს თბილისის სასაფლაოებზე

ის­ტო­რი­კო­სი ბუბა კუ­და­ვა თბი­ლის­ში ბოლო წლებ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ შე­მაშ­ფო­თე­ბელ ტენ­დენ­ცი­ა­ზე წერს, რო­მე­ლიც ძვე­ლი საფ­ლა­ვე­ბის მი­ტა­ცე­ბის სქე­მას უკავ­შირ­დე­ბა. აი, რას წერს კუ­და­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე:

"თბი­ლი­სის ძველ სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად უამ­რა­ვი საფ­ლა­ვი ნად­გურ­დე­ბა. ეტა­პე­ბი ასე­თია: წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან და ირ­ჩე­ვენ საფ­ლავს, რო­მელ­საც უკვე კარ­გა ხა­ნია არა­ვინ აკი­თხავს და არა­ვინ უვ­ლის. შემ­დეგ გან­ზრახ აზი­ა­ნე­ბენ სუ­რათს, წარ­წე­რას, ქვას, ღო­ბეს... თუ საფ­ლავს კვლავ არ მო­ა­კი­თხეს და რე­აქ­ცი­აც არა­ვის ჰქონ­და, და­ზი­ა­ნე­ბის მას­შტა­ბე­ბი უფრო და უფრო იზ­რდე­ბა. შემ­დეგ მთე­ლი საფ­ლა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­გავს ყრი­ან და ასე ტო­ვე­ბენ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე. შემ­დეგ ღო­ბეს ურ­ღვე­ვენ და საფ­ლა­ვის ქვა­საც ანად­გუ­რე­ბენ. აი, კი­დევ თუ არა­ვინ გა­აპ­რო­ტეს­ტა, საფ­ლა­ვის გა­ყიდ­ვის დროც დგე­ბა...

ეს ყვე­ლა­ფე­რი დღი­სით, მზი­სით, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში, დიდ და ცნო­ბილ სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე, წლე­ბი­სა და ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე... გა­მო­სა­ვა­ლი ალ­ბათ ისაა, რომ ასეთ „უპატ­რო­ნო“ საფ­ლა­ვებ­ზე გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობ­დეს და საფ­ლა­ვის ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბა ასე­თი ვან­და­ლუ­რი გზით კი არ ხდე­ბო­დეს, არა­მედ ლე­გა­ლუ­რად, სა­თა­ნა­დო პრო­ცე­დუ­რე­ბით, დას­კვნე­ბით, „ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დე­ბის“ დაც­ვით, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბით... მო­რა­ლუ­რი მხა­რის გარ­და სა­კი­თხი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კუ­თხი­თა­ცაა სა­ყუ­რა­დღე­ბო: ასეთ საფ­ლავ­თა დიდი ნა­წი­ლი ეპო­ქის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნი­მუ­შე­ბია, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად კი სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბია, თუ­გინდ ის­ტო­რი­უ­ლი, თუ­გინდ კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით.

მა­ვა­ნი იფიქ­რებს, რა დროს საფ­ლა­ვე­ბი და საფ­ლა­ვის ქვე­ბი­აო... ვინ მოთ­ვლის, ჩვენ­მა ამ „რა დროს ესაა“-მ რამ­დე­ნი რამ გა­უ­ყე­ნა მო­უ­სავ­ლეთ­ში. ეს საფ­ლა­ვი 5 წლის წინ გა­და­ვი­ღე, პეტ­რე-პავ­ლეს სა­საფ­ლა­ო­ზე. და­ას­რუ­ლეს ნე­ტავ თა­ვი­სი „ბიზ­ნეს-პრო­ექ­ტი“ საფ­ლავ­თმა­ოხ­რებ­მა?..." - წერს კუ­და­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მის მიერ 2013 წელს გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გო­რაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი საფ­ლა­ვის ქვა­ზე.

პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მსგავს ის­ტო­რი­ებს წე­რენ. "კუ­კი­ა­ზე, ჩემი დიდი ბე­ბი­ის გვერ­დით, არის რამ­დე­ნი­მე ძვე­ლი საფ­ლა­ვი. ერთ-ერთი საფ­ლა­ვი ზუს­ტად ასე გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად გა­წი­რეს: ნა­გა­ვი და­ა­ყა­რეს, ღობე გა­ი­ტა­ცეს... ეს რომ ვნა­ხეთ, ჩვენ გავ­წმინ­დეთ ის საფ­ლა­ვი და ახ­ლაც ყო­ველ­თვის, იქ რომ ავ­დი­ვართ, იმ საფ­ლავ­ზეც ვტო­ვებთ ყვა­ვი­ლებს. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ ერ­ჩის. რამ­დე­ნი ასე­თი საფ­ლა­ვი და­ი­კარ­გა, ღმერ­თმა უწყის..." - წერ ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

კი­დევ ერთი კო­მენ­ტა­რის ავ­ტო­რი თე­ო­დო­რე ფარ­ნაშ­ვი­ლი კი წერს: " ერთხელ მახ­სოვს, პეტ­რე-პავ­ლეს სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ყი­დულ საფ­ლავს პატ­რო­ნი გა­მო­უჩ­ნდა და უნდა გე­ნა­ხათ იქ რა ხდე­ბო­და. ცი­ხე­ში იჯდა კაცი და დე­დის საფ­ლა­ვი გა­უ­ყი­დეს..."

"მა­ფი­აა ნამ­დვი­ლი. ის "დამ­ლა­გებ­ლე­ბიც" თა­ვად აყ­რი­ან ნა­გავს, რომ პატ­რო­ნი როც აგა­მოჩ­ნდე­ბა, გა­ტა­ნა და­ა­ვა­ლოს და ფული გა­და­უ­ხა­დოს. რაც მე­ტია ნაგ­ვის გრო­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, "სტავ­კაც" მეტი აქვთ გა­ტა­ნა­ზე. კუ­კი­ა­ზე ვი­ჩხუ­ბე მა­გის გამო ერთი კვი­რის წინ. აფხა­ზეთ­ში და­ღუ­პუ­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბის უკან კე­დე­ლია, სა­დაც ნაგ­ვი მი­მალ­ვა შე­იძ­ლე­ბა და აი ამ საფ­ლა­ვებს რომ და­ა­ლა­გე­ბენ, იმ კედ­ლის უკან ყრი­ან თა­ვი­ან­თი მკვდრე­ბის ნა­გავს. ეს ადა­მი­ა­ნო­ბაა??" - წერს კი­დევ ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი პოს­ტის კო­მენ­ტარ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორ იტაცებენ "უპატრონო" საფლავებს - რა სქემა მოქმედებს თბილისის სასაფლაოებზე

როგორ იტაცებენ "უპატრონო" საფლავებს - რა სქემა მოქმედებს თბილისის სასაფლაოებზე

ისტორიკოსი ბუბა კუდავა თბილისში ბოლო წლებში დამკვიდრებულ შემაშფოთებელ ტენდენციაზე წერს, რომელიც ძველი საფლავების მიტაცების სქემას უკავშირდება. აი, რას წერს კუდავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"თბილისის ძველ სასაფლაოებზე ყოველწლიურად უამრავი საფლავი ნადგურდება. ეტაპები ასეთია: წლების განმავლობაში აკვირდებიან და ირჩევენ საფლავს, რომელსაც უკვე კარგა ხანია არავინ აკითხავს და არავინ უვლის. შემდეგ განზრახ აზიანებენ სურათს, წარწერას, ქვას, ღობეს... თუ საფლავს კვლავ არ მოაკითხეს და რეაქციაც არავის ჰქონდა, დაზიანების მასშტაბები უფრო და უფრო იზრდება. შემდეგ მთელი საფლავის ტერიტორიაზე ნაგავს ყრიან და ასე ტოვებენ გარკვეული დროის მანძილზე. შემდეგ ღობეს ურღვევენ და საფლავის ქვასაც ანადგურებენ. აი, კიდევ თუ არავინ გააპროტესტა, საფლავის გაყიდვის დროც დგება...

ეს ყველაფერი დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, დიდ და ცნობილ სასაფლაოებზე, წლებისა და ათწლეულების მანძილზე... გამოსავალი ალბათ ისაა, რომ ასეთ „უპატრონო“ საფლავებზე გარკვეული რეგულაციები არსებობდეს და საფლავის ხელმეორედ გამოყენება ასეთი ვანდალური გზით კი არ ხდებოდეს, არამედ ლეგალურად, სათანადო პროცედურებით, დასკვნებით, „ხანდაზმულობის ვადების“ დაცვით, დოკუმენტირებით... მორალური მხარის გარდა საკითხი კულტურული მემკვიდრეობის კუთხითაცაა საყურადღებო: ასეთ საფლავთა დიდი ნაწილი ეპოქის დამახასიათებელი ძალიან საინტერესო ნიმუშებია, არცთუ იშვიათად კი სრულიად განსაკუთრებული ძეგლებია, თუგინდ ისტორიული, თუგინდ კულტურული თვალსაზრისით.

მავანი იფიქრებს, რა დროს საფლავები და საფლავის ქვებიაო... ვინ მოთვლის, ჩვენმა ამ „რა დროს ესაა“-მ რამდენი რამ გაუყენა მოუსავლეთში. ეს საფლავი 5 წლის წინ გადავიღე, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. დაასრულეს ნეტავ თავისი „ბიზნეს-პროექტი“ საფლავთმაოხრებმა?..." - წერს კუდავა სოციალურ ქსელში და მის მიერ 2013 წელს გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, როგორაა დაზიანებული გარდაცვლილების ფოტოები საფლავის ქვაზე.

პოსტის კომენტარებში ფეისბუქ-მომხმარებლები მსგავს ისტორიებს წერენ. "კუკიაზე, ჩემი დიდი ბებიის გვერდით, არის რამდენიმე ძველი საფლავი. ერთ-ერთი საფლავი ზუსტად ასე გასანადგურებლად გაწირეს: ნაგავი დააყარეს, ღობე გაიტაცეს... ეს რომ ვნახეთ, ჩვენ გავწმინდეთ ის საფლავი და ახლაც ყოველთვის, იქ რომ ავდივართ, იმ საფლავზეც ვტოვებთ ყვავილებს. ჯერჯერობით არავინ ერჩის. რამდენი ასეთი საფლავი დაიკარგა, ღმერთმა უწყის..." - წერ ერთ-ერთი მომხმარებელი.

კიდევ ერთი კომენტარის ავტორი თეოდორე ფარნაშვილი კი წერს: " ერთხელ მახსოვს, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე გაყიდულ საფლავს პატრონი გამოუჩნდა და უნდა გენახათ იქ რა ხდებოდა. ციხეში იჯდა კაცი და დედის საფლავი გაუყიდეს..."

"მაფიაა ნამდვილი. ის "დამლაგებლებიც" თავად აყრიან ნაგავს, რომ პატრონი როც აგამოჩნდება, გატანა დაავალოს და ფული გადაუხადოს. რაც მეტია ნაგვის გროვა, შესაბამისად, "სტავკაც" მეტი აქვთ გატანაზე. კუკიაზე ვიჩხუბე მაგის გამო ერთი კვირის წინ. აფხაზეთში დაღუპულების საფლავების უკან კედელია, სადაც ნაგვი მიმალვა შეიძლება და აი ამ საფლავებს რომ დაალაგებენ, იმ კედლის უკან ყრიან თავიანთი მკვდრების ნაგავს. ეს ადამიანობაა??" - წერს კიდევ ერთი მომხმარებელი პოსტის კომენტარში.

"მშვიდად არ მიძინია, რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან" - ლევან ხურცია მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს

"ნაციონალებმა" კონცერტი ჩამიშალეს... არ მჯერა რომ ეს მე გადამხდა" - რატომ ჩამოვიდა იტალიიდან გულდაწყვეტილი თემურ თათარაშვილი

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო