პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითვალისწინებს ტაქსით მომსახურების რეგულაცის 3 ეტაპი - "მრიცხველის დამონტაჟება სავალდებულო იქნება"
რას ითვალისწინებს ტაქსით მომსახურების რეგულაცის 3 ეტაპი - "მრიცხველის დამონტაჟება სავალდებულო იქნება"

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ, მაია ბი­თა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის იურ­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნე­ბარ­თვო რე­გუ­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თა.

მაია ბი­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ტაქ­სის მძღო­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბის ნე­ბარ­თვის­თვის ერთჯე­რა­დად - ე.წ. ფურ­ცლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ, ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი­სა და ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის კი ეს გა­და­სა­ხა­დი ბევ­რად ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის რე­გუ­ლა­ცია 3 ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, პირ­ველ ეტაპ­ზე, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს უჩ­ნდე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი იმის­თვის, რომ გა­მოს­ცეს აქტი, სა­დაც დად­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბე­ბი. ანუ პირ­ველ ეტაპ­ზე არის აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბა, გა­მო­ხა­ტუ­ლი სტა­ტის­ტი­კურ ფორ­მა­ში რო­გორც ნე­ბარ­თვა, რო­მე­ლიც გა­ი­ცე­მა მარ­ტი­ვად, ერთი სარ­კმლის პრინ­ცი­პით ელექტრო­ნუ­ლად ან არა­ე­ლექტრო­ნუ­ლად, რო­გორც მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რომლსაც თა­ვი­სი სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბა უნდა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ერთჯე­რა­დი სა­ფა­სუ­ლი - ე.წ. ფურ­ცლის სა­ფა­სუ­რი, რა­საც ჩვენ მა­გა­ლი­თად, პას­პორ­ტის ასა­ღე­ბად ვიხ­დით. ჰიბ­რი­დულ და ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე შე­რა­ვა­თი­ა­ნი იქ­ნე­ბა ეს გა­და­სა­ხა­დიც - პრაქ­ტი­კუ­ლად, ნული იქ­ნე­ბა ელექტრო­მო­ბი­ლის­თვის.

ტაქ­სის მძღო­ლი რე­გის­ტრირ­დე­ბა, იხ­დის თან­ხას და ის არის ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლი. ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლო­ბა პრაქ­ტი­კა­ში რას გუ­ლის­ხმობს და რას აკონ­ტრო­ლებს შემ­დეგ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო?! ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის დროს იქო­ნი­ოს სა­ნე­ბარ­თვო ფორ­მა, რო­მე­ლიც გაკ­რუ­ლი უნდა ჰქონ­დეს მან­ქა­ნა­ში. იქ იქ­ნე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვის ნო­მე­რი, ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი. ასე­ვე მას ევა­ლე­ბა, რომ ავ­ტო­მო­ბილ­ზე ჰქონ­დეს მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ ის არის ტაქ­სი. ეს არის პირ­ვე­ლი ეტა­პი, რო­მე­ლიც არის აღ­რი­ცხვი­სა და რე­გის­ტრა­ცი­ის მარ­ტი­ვი ფორ­მა და სა­მარ­თლებ­რი­ვად ამას ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა ჰქვია.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ეტაპს... რა­ტომ ვა­კე­თებთ და რა­ტომ ვფიქ­რობთ, რომ ეს არის სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და მათ შო­რის ავ­ტო­პარ­კის და­რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის გა­დად­გმუ­ლი ერთი ნა­ბი­ჯი. 2019 წელს ემ­თხვე­ვა ეს, როცა უკვე ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც შე­მო­ვა. ეს არის ამ ქა­ლა­ქის იმი­ჯი, რო­მე­ლიც ასე­ვე უნდა გვა­დარ­დებ­დეს და ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც მუ­შა­ობს ამ ქა­ლაქ­ში, ყვე­ლა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად უნდა ას­რუ­ლებ­დეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს. ასე­ვე, მე­ო­რე ფაქ­ტო­რი არის ის, რომ სან­დოდ და უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბა მოხ­დეს. თუ ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, რომ ვა­კონ­ტრო­ლოთ ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლე­ბი და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლე­ბი, რომ ისი­ნი უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას და ტუ­რის­ტებს, რა­ტომ არ უნდა მო­ე­თხო­ვოთ იგი­ვე ტაქ­სის მძღო­ლებს, რომ­ლე­ბიც მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა­ში ბევ­რად მეტს იღე­ბენ. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ტაქ­სის ვი­ზუ­ა­ლი გა­რე­დან და მდგო­მა­რე­ო­ბა შიგ­ნით.

მე­სა­მე ეტაპ­ზე, როცა სის­ტე­მა სრუ­ლად ამოქ­მედ­დე­ბა და ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს 3 წლის შემ­დეგ, ტაქ­სის მძღოლს და­ე­ვა­ლე­ბა ტაქ­სო­მეტ­რის და­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც სან­დოს გახ­დის მგზავ­რო­ბის ხარ­ჯებს და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ მო­წყვლა­დი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ტუ­რის­ტი ან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირი“, - გა­ნა­ცხა­და მაია ბი­თა­ძემ.

რას ითვალისწინებს ტაქსით მომსახურების რეგულაცის 3 ეტაპი - "მრიცხველის დამონტაჟება სავალდებულო იქნება"

რას ითვალისწინებს ტაქსით მომსახურების რეგულაცის 3 ეტაპი - "მრიცხველის დამონტაჟება სავალდებულო იქნება"

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტაქსით მომსახურების სანებართვო რეგულაციასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

მაია ბითაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს საქმიანობის ნებართვისთვის ერთჯერადად - ე.წ. ფურცლის საფასურის გადახდა მოუწევთ, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელებისთვის კი ეს გადასახადი ბევრად ნაკლები იქნება.

მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების რეგულაცია 3 ეტაპად განხორციელდება.

„კანონპროექტის თანახმად, პირველ ეტაპზე, თბილისის საკრებულოს უჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ გამოსცეს აქტი, სადაც დადგენილი იქნება საქმიანობის სანებართვო პირობები. ანუ პირველ ეტაპზე არის აღრიცხვიანობა, გამოხატული სტატისტიკურ ფორმაში როგორც ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივად, ერთი სარკმლის პრინციპით ელექტრონულად ან არაელექტრონულად, როგორც მოსახერხებელი იქნება იმ ადამიანისთვის, რომლსაც თავისი სერვისის მიწოდება უნდა მოსახლეობისთვის. იქნება მხოლოდ ერთჯერადი საფასული - ე.წ. ფურცლის საფასური, რასაც ჩვენ მაგალითად, პასპორტის ასაღებად ვიხდით. ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე შერავათიანი იქნება ეს გადასახადიც - პრაქტიკულად, ნული იქნება ელექტრომობილისთვის.

ტაქსის მძღოლი რეგისტრირდება, იხდის თანხას და ის არის ნებართვის მფლობელი. ნებართვის მფლობელობა პრაქტიკაში რას გულისხმობს და რას აკონტროლებს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო?! ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, მგზავრთა გადაყვანის დროს იქონიოს სანებართვო ფორმა, რომელიც გაკრული უნდა ჰქონდეს მანქანაში. იქ იქნება იდენტიფიცირებული ნებართვის ნომერი, ადამიანის სახელი და გვარი. ასევე მას ევალება, რომ ავტომობილზე ჰქონდეს მანიშნებელი, რომ ის არის ტაქსი. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც არის აღრიცხვისა და რეგისტრაციის მარტივი ფორმა და სამართლებრივად ამას ნებართვის გაცემა ჰქვია.

რაც შეეხება მეორე ეტაპს... რატომ ვაკეთებთ და რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მათ შორის ავტოპარკის დარეგულირებისთვის გადადგმული ერთი ნაბიჯი. 2019 წელს ემთხვევა ეს, როცა უკვე ტექნიკური დათვალიერებაც შემოვა. ეს არის ამ ქალაქის იმიჯი, რომელიც ასევე უნდა გვადარდებდეს და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მუშაობს ამ ქალაქში, ყველა კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, მეორე ფაქტორი არის ის, რომ სანდოდ და უსაფრთხოდ გადაადგილება მოხდეს. თუ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვაკონტროლოთ ავტობუსის მძღოლები და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, რომ ისინი უსაფრთხოდ გადაადგილებენ მოსახლეობას და ტურისტებს, რატომ არ უნდა მოეთხოვოთ იგივე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მომსახურეობაში ბევრად მეტს იღებენ. ასევე, მნიშვნელოვანია, ტაქსის ვიზუალი გარედან და მდგომარეობა შიგნით.

მესამე ეტაპზე, როცა სისტემა სრულად ამოქმედდება და ეს შეიძლება იყოს 3 წლის შემდეგ, ტაქსის მძღოლს დაევალება ტაქსომეტრის დაყენება, რომელიც სანდოს გახდის მგზავრობის ხარჯებს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოწყვლადი მომხმარებლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ტურისტი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ