პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლასელებისთვის მიუწერია, მაპატიეთ, მიყვარხართ, მაგრამ უნდა წავიდეო..." - რას ყვება მე-8 სართულიდან გადმომხტარი 16 წლის ბიჭის და
"კლასელებისთვის მიუწერია, მაპატიეთ, მიყვარხართ, მაგრამ უნდა წავიდეო..." - რას ყვება მე-8 სართულიდან გადმომხტარი 16 წლის ბიჭის და

რამ­დე­ნი­მე დღის წინ 16 წლის სან­დრო სა­კუ­თა­რი სახ­ლის მე-8 სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტა. მო­ზარ­დი მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს. ბოლო დროს ბიჭს სხე­ულ­ზე ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი შე­ამ­ჩნი­ეს. ოჯა­ხის წევ­რე­ბის ვა­რა­უ­დით, სან­დრო სა­სიკ­ვდი­ლო ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­შის მო­რი­გი სა­მიზ­ნე შე­იქ­ნა.

დრო­დად­რო თავ­ზარ­დამ­ცე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით გვახ­სე­ნებს თავს სა­სიკ­ვდი­ლო ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­ში "ლურ­ჯი ვე­შა­პი". რო­გორც წესი, მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მო­ზარ­დე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის­გან იღე­ბენ და­ვა­ლე­ბებს. ბოლო, 50-ე და­ვა­ლე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბაა. "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ამ თე­მა­ზე ვრცე­ლი სტა­ტია მო­ამ­ზა­და, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით "ლურ­ჯი ვე­შა­პის" ბოლო სამი­ზნის, 16 წლის სან­დროს დას, სა­ლო­მეს:

"ოჯახ­ში სან­დრო ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იქც­ეოდა. ერ­თია, რომ სწავ­ლას მო­უკ­ლო, რის გა­მოც სკო­ლა­ში­ გვი­ბა­რებ­დნენ. თურ­მე ერთხანს ძველ მე­გობ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი გა­უ­წყვე­ტია, უფრო სწო­რად, სკო­ლა­ში კი ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და, მაგ­რამ აღარ და­დი­ო­და და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე, შეკ­რე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც სკო­ლის შემ­დეგ იმარ­თე­ბო­და. მეტ­წი­ლად ონ­ლა­ინ­მე­გობ­რებ­თან ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია.

სან­დროს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პა­რო­ლი მო­ვი­პო­ვე, შე­ვე­დი მის გვერ­დზე და ვნა­ხე მი­მო­წე­რე­ბი, სა­ი­და­ნაც ცხა­დი ხდე­ბა, რომ ძა­ლი­ან არ უნ­დო­და ამის გა­კე­თე­ბა, გა­ნიც­დი­და, მაგ­რამ მა­ინც გა­დახ­ტა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ცრო­სი ძმის მოკ­ვლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. პირ­ვე­ლი, რაც გად­მოხ­ტო­მის შემ­დეგ იკი­თხა, უმ­ცრო­სი ძმის ამ­ბა­ვი იყო.

რო­გორც გა­ვი­გე, და­ვა­ლე­ბას ღა­მის 04:20 სა­ათ­ზე იძ­ლე­ვი­ან, 04:22 სა­ათ­ზე კი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის მი­უ­წე­რია, ძა­ლი­ან მი­ჭირს ამის გა­კე­თე­ბაო. კვი­რა­დღეს დე­ი­დამ ხელ­ზე ნა­კაწ­რე­ბი შე­ამ­ჩნია სან­დროს. უთ­ქვამს, სკო­ლა­ში დამ­კაწ­რე­სო. მე­ო­რე დღეს სკო­ლა­ში არ გა­უშ­ვეს. დღის 14:30-ზე სტუმ­რე­ბი გვყავ­და, სწო­რედ ამ დროს გა­დახ­ტა სან­დრო მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან. 14:23 სა­ათ­ზე კლა­სე­ლე­ბის­თვის მი­უ­წე­რია, მა­პა­ტი­ეთ, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ, მაგ­რამ უნდა წა­ვი­დეო...

იხი­ლეთ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი, შე­ი­ძი­ნეთ სა­სურ­ვე­ლი პა­კე­ტი და წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"კლასელებისთვის მიუწერია, მაპატიეთ, მიყვარხართ, მაგრამ უნდა წავიდეო..." - რას ყვება მე-8 სართულიდან გადმომხტარი 16 წლის ბიჭის და

"კლასელებისთვის მიუწერია, მაპატიეთ, მიყვარხართ, მაგრამ უნდა წავიდეო..." - რას ყვება მე-8 სართულიდან გადმომხტარი 16 წლის ბიჭის და

რამდენიმე დღის წინ 16 წლის სანდრო საკუთარი სახლის მე-8 სართულიდან გადმოხტა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ბოლო დროს ბიჭს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები შეამჩნიეს. ოჯახის წევრების ვარაუდით, სანდრო სასიკვდილო ინტერნეტთამაშის მორიგი სამიზნე შეიქნა.

დროდადრო თავზარდამცემი ინფორმაციით გვახსენებს თავს სასიკვდილო ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი". როგორც წესი, მისი მომხმარებლები მოზარდები არიან, რომლებიც ე.წ. ადმინისტრატორისგან იღებენ დავალებებს. ბოლო, 50-ე დავალება თვითმკვლელობაა. "კვირის პალიტრამ" ამ თემაზე ვრცელი სტატია მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ჩვენ დავუკავშირდით "ლურჯი ვეშაპის" ბოლო სამიზნის, 16 წლის სანდროს დას, სალომეს:

"ოჯახში სანდრო ჩვეულებრივად იქცეოდა. ერთია, რომ სწავლას მოუკლო, რის გამოც სკოლაში გვიბარებდნენ. თურმე ერთხანს ძველ მეგობრებთან კონტაქტი გაუწყვეტია, უფრო სწორად, სკოლაში კი ეკონტაქტებოდა, მაგრამ აღარ დადიოდა დაბადების დღეებზე, შეკრებაზე, რომლებიც სკოლის შემდეგ იმართებოდა. მეტწილად ონლაინმეგობრებთან ჰქონდა კომუნიკაცია.

სანდროს სოციალური ქსელის პაროლი მოვიპოვე, შევედი მის გვერდზე და ვნახე მიმოწერები, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ძალიან არ უნდოდა ამის გაკეთება, განიცდიდა, მაგრამ მაინც გადახტა, წინააღმდეგ შემთხვევაში უმცროსი ძმის მოკვლით ემუქრებოდნენ. პირველი, რაც გადმოხტომის შემდეგ იკითხა, უმცროსი ძმის ამბავი იყო.

როგორც გავიგე, დავალებას ღამის 04:20 საათზე იძლევიან, 04:22 საათზე კი შეყვარებულისთვის მიუწერია, ძალიან მიჭირს ამის გაკეთებაო. კვირადღეს დეიდამ ხელზე ნაკაწრები შეამჩნია სანდროს. უთქვამს, სკოლაში დამკაწრესო. მეორე დღეს სკოლაში არ გაუშვეს. დღის 14:30-ზე სტუმრები გვყავდა, სწორედ ამ დროს გადახტა სანდრო მერვე სართულიდან. 14:23 საათზე კლასელებისთვის მიუწერია, მაპატიეთ, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ უნდა წავიდეო...

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

უკრაინაში ავარიას ქართველები ემსხვერპლნენ

გუმათში, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, ხმაური იყო - რამ გამოიწვია აქტივისტებისა და პოლიციის დაპირისპირება

ფინანსთა სამინისტრო თანამშრომელი, არჩილ ჩაჩანიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა