უკრაინელმა მესაზღვრეებმა ხარკოვის ოლქში საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი სუმბათ აბასოვი („სუმბათ თბილისკი“) დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური იუწყება.
„დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც „სუმბათ თბილისკის“ სახელით არის ცნობილი. უკრაინის პოლიცია მას ქვეყნის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში შესაძლო მონაწილეობის გამო ეძებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებული სუმბათ აბასოვი მესაზღვრეებმა პოლიციას გადასცეს.
იხილეთ: ე.წ. კანონიერი ქურდი "სუმბატ თბილისკი" უკრაინაში დააკავეს