პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციიის შეჩერების მექანიზმი - ინტერვიუ ევროპარლამენტართან
რა შემთხვევაში ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციიის შეჩერების მექანიზმი - ინტერვიუ ევროპარლამენტართან

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუ­სის აზ­რით, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­ის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი შე­იძ­ლე­ბა ამოქ­მედ­დეს, თუ არა­ლე­გა­ლუ­რად დამ­რჩენ­თა რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა.

ამის შე­სა­ხებ აუსტრე­ვი­ჩუს­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ 2017 წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის სტა­ტის­ტი­კით, არც ისე­თი დრა­მა­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გვაქვს.

"5%-საც არ აჭარ­ბებს იმ ადა­მი­ან­თა რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც აქ არა­ლე­გა­ლუ­რად რჩე­ბი­ან, მაგ­რამ არ­სე­ბობს ე.წ. ტო­ლე­რან­ტო­ბის ზღვა­რი და თუ გახ­შირ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის შე­სა­ხებ, მოგ­ვი­წევს ზო­მე­ბის მი­ღე­ბა. ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის არის, რომ ამის გამო, უპირ­ვე­ლე­სად, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ზა­რალ­დე­ბი­ან, რად­გან, შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნამ მათ უვი­ზო შეს­ვლა­ზე უარი უთხრას. მოკ­ლედ, რის­კი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებ, მე­ქა­ნიზ­მის ამოქ­მე­დე­ბა სა­ჭი­რო არ იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა.

მან მო­უ­წო­და ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს, რე­ფორ­მე­ბი­სად­მი სე­ლექ­ცი­ურ მიდ­გო­მას ნუ გა­მო­ავ­ლე­ნენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ცდი­ლობს გვი­თხრას, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი - კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა თუ ოპო­ზი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა - ევ­რო­კავ­ში­რის საქ­მე არ არის და თა­ვად მი­ხე­და­ვენ. ასე­თი მიდ­გო­მა სა­ხი­ფა­თოა...

მინ­და აღ­ვნიშ­ნო პრობ­ლე­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ავი­წყდე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს კრი­ტი­კო­სებს: თქვენს ქვე­ყა­ნას სთხო­ვენ, ჰქონ­დეს უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი, ეს იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი თუ სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა, ვიდ­რე მა­ნამ­დე გქონ­დათ. ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს და­ამ­კვიდ­რებს, მაგ­რამ ეს ერთ დღე­ში არ მოხ­დე­ბა. მე კი ვი­ტყო­დი, რომ თბი­ლის­ში ზოგ­ჯერ რე­ფორ­მე­ბის მი­მართ სე­ლექ­ცი­ურ მიდ­გო­მას ცდი­ლო­ბენ. გვე­უბ­ნე­ბი­ან: აი, ამას გა­ვა­კე­თებთ, ეს გა­დავ­დო, ეს არ გვინ­და. ასე საქ­მე არ გა­მო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს შან­სი, წინ წა­ვი­დეს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ ქა­ღალ­დებ­ზე ხელ­მო­წე­რას - ცვლი­ლე­ბე­ბი რე­ა­ლუ­რი უნდა იყოს...

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა ვთხო­ვეთ, მაგ­რამ თვი­თო­ნაც შე­ვას­რუ­ლეთ პი­რო­ბა და უვი­ზო რე­ჟი­მი ავა­მუ­შა­ვეთ. ეს იყო ბრი­უ­სე­ლი­დან აღი­ა­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სწორ გზა­ზე დგას. მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში, იქ­ნე­ბა ეს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა თუ ოპო­ზი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მთავ­რო­ბა ცდი­ლობს გვი­თხრას, რომ ეს ევ­რო­კავ­ში­რის საქ­მე არ არის, ნუ ჩა­ე­რე­ვით, ჩვენ თვი­თონ მივ­ხე­დავ­თო. ასე­თი მიდ­გო­მა სა­ხი­ფა­თოა. არ მინ­და გა­ვაზ­ვი­ა­დო და ვთქვა, რომ ამას მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, მაგ­რამ თუ ეს სის­ტე­მურ მიდ­გო­მად იქ­ცე­ვა, ნა­ბიჯს უკან გა­დად­გამთ", - დას­ძი­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

რა შემთხვევაში ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციიის შეჩერების მექანიზმი - ინტერვიუ ევროპარლამენტართან

რა შემთხვევაში ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციიის შეჩერების მექანიზმი - ინტერვიუ ევროპარლამენტართან

ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის აზრით, ვიზალიბერალიზაციიის შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს, თუ არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი გაიზრდება.

ამის შესახებ აუსტრევიჩუსმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ 2017 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით, არც ისეთი დრამატული მონაცემები გვაქვს.

"5%-საც არ აჭარბებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც აქ არალეგალურად რჩებიან, მაგრამ არსებობს ე.წ. ტოლერანტობის ზღვარი და თუ გახშირდება განცხადებები ქართველი კრიმინალების შესახებ, მოგვიწევს ზომების მიღება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამის გამო, უპირველესად, კანონმორჩილი ადამიანები დაზარალდებიან, რადგან, შესაძლოა, რომელიმე ქვეყანამ მათ უვიზო შესვლაზე უარი უთხრას. მოკლედ, რისკი არსებობს, მაგრამ ვიმედოვნებ, მექანიზმის ამოქმედება საჭირო არ იქნება", - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.

მან მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, რეფორმებისადმი სელექციურ მიდგომას ნუ გამოავლენენ.

"საქართველოს მთავრობა ცდილობს გვითხრას, რომ პოლიტიკური საკითხები - კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება თუ ოპოზიციასთან თანამშრომლობა - ევროკავშირის საქმე არ არის და თავად მიხედავენ. ასეთი მიდგომა სახიფათოა...

მინდა აღვნიშნო პრობლემის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ზოგჯერ ავიწყდებათ საქართველოს კრიტიკოსებს: თქვენს ქვეყანას სთხოვენ, ჰქონდეს უფრო მაღალი სტანდარტები, ეს იქნება ადამიანის უფლებები, ეკონომიკური რეფორმები თუ სამართალწარმოება, ვიდრე მანამდე გქონდათ. ასოცირების ხელშეკრულება ნიშნავს, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს დაამკვიდრებს, მაგრამ ეს ერთ დღეში არ მოხდება. მე კი ვიტყოდი, რომ თბილისში ზოგჯერ რეფორმების მიმართ სელექციურ მიდგომას ცდილობენ. გვეუბნებიან: აი, ამას გავაკეთებთ, ეს გადავდო, ეს არ გვინდა. ასე საქმე არ გამოვა. საქართველოს აქვს შანსი, წინ წავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მხოლოდ ქაღალდებზე ხელმოწერას - ცვლილებები რეალური უნდა იყოს...

ჩვენ საქართველოს ბევრი რამის გაკეთება ვთხოვეთ, მაგრამ თვითონაც შევასრულეთ პირობა და უვიზო რეჟიმი ავამუშავეთ. ეს იყო ბრიუსელიდან აღიარება, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. მაგრამ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ საკითხებში, იქნება ეს კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება თუ ოპოზიციასთან თანამშრომლობა, მთავრობა ცდილობს გვითხრას, რომ ეს ევროკავშირის საქმე არ არის, ნუ ჩაერევით, ჩვენ თვითონ მივხედავთო. ასეთი მიდგომა სახიფათოა. არ მინდა გავაზვიადო და ვთქვა, რომ ამას მასშტაბური ხასიათი აქვს, მაგრამ თუ ეს სისტემურ მიდგომად იქცევა, ნაბიჯს უკან გადადგამთ", - დასძინა ევროპარლამენტარმა.

"რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი

დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის მიმდებარედ - სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "კომენდანტის საათს" არ ემორჩილებიან

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა