ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს 55 წლის თანამშრომელი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია. საამქროს თანამშრომელი ჭერის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.