პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეიძლება მოხვდეს საქართველოდან ივანიშვილის გარდა "ფორბსის" მილიარდერთა სიაში
ვინ შეიძლება მოხვდეს საქართველოდან ივანიშვილის გარდა "ფორბსის" მილიარდერთა სიაში

ფი­ნან­სუ­რი გა­მო­ცე­მა Forbes-ი 32 წე­ლი­წა­დია, მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­წლი­ურ რე­ი­ტინგს აქ­ვეყ­ნებს. წლე­ულს ამ სი­ა­ში რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის - 2208 მი­ლი­არ­დე­რი მოხ­ვდა (შარ­შან­დელ რე­ი­ტინ­გში 2043 მი­ლი­არ­დე­რი იყო). მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი 72 ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გე­ნენ და მათი ჯა­მუ­რი კა­პი­ტა­ლი 9,1 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია, შარ­შან­დელ­ზე 18%-ით მეტი. მათ შო­რის 20 ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის ჯა­მუ­რი ქო­ნე­ბა 1,2 ტრი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევს; ანუ, თვით უმ­დიდ­რეს­თა სიის 1%-ზე ნაკ­ლე­ბი ფლობს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მი­ლი­არ­დე­რის სა­ერ­თო ქო­ნე­ბის 13%-ს.

რე­ი­ტინ­გში 585 მი­ლი­არ­დე­რით აშშ ლი­დე­რობს, ჩი­ნე­თი კვლავ მე­ო­რეა 373 მი­ლი­არ­დე­რით. 4-წლი­ა­ნი პირ­ვე­ლო­ბის შემ­დეგ ბილ გე­იტსმა ად­გი­ლი და­უთ­მო "ამა­ზო­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბელ ჯეფ ბე­ზოსს, რო­მე­ლიც 1 წე­ლი­წად­ში 39 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით გამ­დიდ­რდა და რე­ი­ტინგს სა­თა­ვე­ში პირ­ვე­ლად მო­ექ­ცა. ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი გახ­და LVMH-ის თავ­მჯდო­მა­რე და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბერ­ნარ არნო, "ფე­ის­ბუ­კის" დამ­ფუძ­ნე­ბელ მარკ ცუ­კერ­ბერ­გის ქო­ნე­ბა კი 542 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით შემ­ცირ­და. "და­მარ­ცხე­ბულ­თა" შო­რის არის აგ­რეთ­ვე აშშ-ის 71 წლის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პიც, რო­მე­ლიც 400 მი­ლი­ო­ნით გა­ღა­რიბ­და და "მხო­ლოდ" 3,1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი დარ­ჩა.

სი­ა­ში 259 ახა­ლი მი­ლი­არ­დე­რია, ხოლო რე­ი­ტინ­გი და­ტო­ვა 121-მა. სა­ქარ­თვე­ლო­დან რე­ი­ტინ­გში კვლავ მხო­ლოდ 62 წლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია 4,6-მი­ლი­არ­დი­ა­ნი ქო­ნე­ბით (456-ე ად­გი­ლი). 2017 წლის რე­ი­ტინ­გში მისი ქო­ნე­ბა 4,5 მი­ლი­არდ დოლა­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი (367-ე­ ად­გი­ლი).

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მი­ლი­არ­დე­რია 21 წლის ნორ­ვე­გი­ე­ლი ალექ­სან­დრა ან­დერ­სე­ნი. ის და მისი და კა­ტე­რი­ნა 1,4-1,4 მი­ლი­არ­დით 1650-ე ად­გილს იყო­ფენ. დებ­მა ქო­ნე­ბა ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნია Ferd-ის წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბით მი­ი­ღეს. ალექ­სან­დრა დაზე ერთი წლით უმ­ცრო­სია და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მი­ლი­არ­დე­რის სტა­ტუ­სიც მას ერგო. მა­მა­კა­ცებს შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდაა ნორ­ვე­გი­ე­ლი 24 წლის გუს­ტავ მაგ­ნარ ვიტ­ცო (1,9 მი­ლი­არ­დი). გუს­ტა­ვი ფლობს თევ­ზის მწარ­მო­ე­ბე­ლი მსხვი­ლი კომ­პა­ნია Salmar ASA-ს თით­ქმის ნა­ხე­ვარს. ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი მი­ლი­არ­დე­რია 99 წლის სინ­გა­პუ­რე­ლი ჩან იუნ ჩან­გი (1,9 მი­ლი­არ­დი; 1284-ე). მას­ზე ორი წლით უმ­ცრო­სე­ბი არი­ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის კა­ნა­დე­ლი მაგ­ნა­ტი მარ­სელ ადამ­სი (1,7 მი­ლი­არ­დი) და ბრა­ზი­ლი­ე­ლი ბან­კი­რი ალო­ი­ზიო დე ან­დრა­დე ფა­რია (2,5 მი­ლი­არ­დი). გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ შეიძლება მოხვდეს საქართველოდან ივანიშვილის გარდა "ფორბსის" მილიარდერთა სიაში

ვინ შეიძლება მოხვდეს საქართველოდან ივანიშვილის გარდა "ფორბსის" მილიარდერთა სიაში

ფინანსური გამოცემა Forbes-ი 32 წელიწადია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. წლეულს ამ სიაში რეკორდული რაოდენობის - 2208 მილიარდერი მოხვდა (შარშანდელ რეიტინგში 2043 მილიარდერი იყო). მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები 72 ქვეყანას წარმოადგენენ და მათი ჯამური კაპიტალი 9,1 ტრილიონი დოლარია, შარშანდელზე 18%-ით მეტი. მათ შორის 20 ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯამური ქონება 1,2 ტრილიონ დოლარს აღწევს; ანუ, თვით უმდიდრესთა სიის 1%-ზე ნაკლები ფლობს მსოფლიოს ყველა მილიარდერის საერთო ქონების 13%-ს.

რეიტინგში 585 მილიარდერით აშშ ლიდერობს, ჩინეთი კვლავ მეორეა 373 მილიარდერით. 4-წლიანი პირველობის შემდეგ ბილ გეიტსმა ადგილი დაუთმო "ამაზონის" დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს, რომელიც 1 წელიწადში 39 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და რეიტინგს სათავეში პირველად მოექცა. ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა LVMH-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ბერნარ არნო, "ფეისბუკის" დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის ქონება კი 542 მილიონი დოლარით შემცირდა. "დამარცხებულთა" შორის არის აგრეთვე აშშ-ის 71 წლის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც 400 მილიონით გაღარიბდა და "მხოლოდ" 3,1 მილიარდი დოლარი დარჩა.

სიაში 259 ახალი მილიარდერია, ხოლო რეიტინგი დატოვა 121-მა. საქართველოდან რეიტინგში კვლავ მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია 4,6-მილიარდიანი ქონებით (456-ე ადგილი). 2017 წლის რეიტინგში მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული (367-ე ადგილი).

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია 21 წლის ნორვეგიელი ალექსანდრა ანდერსენი. ის და მისი და კატერინა 1,4-1,4 მილიარდით 1650-ე ადგილს იყოფენ. დებმა ქონება ოჯახის კუთვნილი კომპანია Ferd-ის წილების გადანაწილებით მიიღეს. ალექსანდრა დაზე ერთი წლით უმცროსია და ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსიც მას ერგო. მამაკაცებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა ნორვეგიელი 24 წლის გუსტავ მაგნარ ვიტცო (1,9 მილიარდი). გუსტავი ფლობს თევზის მწარმოებელი მსხვილი კომპანია Salmar ASA-ს თითქმის ნახევარს. ყველაზე ასაკოვანი მილიარდერია 99 წლის სინგაპურელი ჩან იუნ ჩანგი (1,9 მილიარდი; 1284-ე). მასზე ორი წლით უმცროსები არიან უძრავი ქონების კანადელი მაგნატი მარსელ ადამსი (1,7 მილიარდი) და ბრაზილიელი ბანკირი ალოიზიო დე ანდრადე ფარია (2,5 მილიარდი). განაგრძეთ კითხვა

წყალი ისევ 18 საათით შეწყდება - რომელ უბნებს შეეზღუდება წყალმომარაგება

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა