საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელ ბრიტანეთში იყვნენ იბერიული ტომები, მარტო ირლანდიის კუნძულზე არ ყოფილან" - მკვლევარი სამი იბერიისა და უნიკალური აღმოჩენების შესახებ
"მთელ ბრიტანეთში იყვნენ იბერიული ტომები, მარტო ირლანდიის კუნძულზე არ ყოფილან" - მკვლევარი სამი იბერიისა და უნიკალური აღმოჩენების შესახებ

პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნე - კა­ხა­ბერ ჭიღ­ლა­ძე მრა­ვა­ლი წე­ლია კვლე­ვებს აწარ­მო­ებს იბე­რი­ულ-კავ­კა­სი­უ­რი ტო­მე­ბის გან­სახ­ლე­ბის სფე­რო­ში. იგი ბას­კეთ­ში ათი წელი ცხოვ­რობ­და და კუნ­ძულ კრე­ტა­ზე ორი წელი, გა­მოს­ცა სამი წიგ­ნი "იბე­რი­უ­ლი დნმ, სამ­ყა­როს კოდი-ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი", "კავ­კა­სი­უ­რი იოგა" და "სა­ქარ­თვე­ლო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის აკ­ვა­ნი". დღეს სი­ნა­ნუ­ლით აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებს ბას­კებ­თან დიდი ხა­ნია კავ­ში­რი აქვთ გა­წყვე­ტი­ლი და ამ სა­კითხს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა... კა­ხა­ბერ ჭიღ­ლა­ძემ უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძია და შეკ­რი­ბა იბე­რი­ე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, რაც მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, ნა­წილს ჩვენც გვი­ზი­ა­რებს...

- ორი იბე­რი­ის არ­სე­ბო­ბა­ზე ბევ­რი გვსმე­ნია, მაგ­რამ ფიქ­სირ­დე­ბა მე­სა­მეც!

- უდი­დე­სი მა­სა­ლა არ­სე­ბობს ბრი­ტა­ნე­თის იბე­რი­ა­ზე. ამ რუ­ქა­ზე ირ­ლან­დი­ის კუნ­ძულს H-ჰი­ბერ­ნია ეწო­დე­ბა და ვი­კი­პე­დი­ა­შიც მო­ცე­მუ­ლია, რომ ეს არის ივერ­ნი­ის ლა­თი­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ხე­ლი. კუნ­ძულ­ზე რომ იბე­რე­ბიც ხოვ­რობ­დნენ, არა­ერ­თი ფაქ­ტი მოწ­მობს. ბრი­ტა­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, რომ ამ კუნ­ძუ­ლებ­ზე ჩვენ­წელ­თა­ღი­ცხვამ­დე 3000-2400 წლებ­ში დო­მი­ნი­რებ­დნენ იბე­რი­უ­ლი ტო­მე­ბი. ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მათ შე­ი­ტა­ნეს მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა და ზო­გა­დად ცი­ვი­ლი­ზა­ცია. ეს ბრი­ტა­ნე­ლე­ბის მი­ე­რაა და­წე­რი­ლი და მათი ის­ტო­რი­აა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე არ არის ამ სა­კი­თხზე დიდი ინ­ტე­რე­სი.

რო­დე­საც ბას­კეთ­ში ჩა­ვე­დი, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი, ბას­კი ქარ­თვე­ლო­ლო­გი, ბილ­ბა­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ბას­კუ­რი ენის აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი - შა­ვი­ერ კინ­ტა­ნა გა­ვი­ცა­ნი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მან ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი თარ­გმნა, ძა­ლი­ან კარ­გად იცის ჩვე­ნი კულ­ტუ­რა და მი­თხრა, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლე­ბამ­დე ჩვენ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი და შემ­დეგ კავ­ში­რი გა­წყვი­ტე­სო. რო­გორც ჩანს ზე­ვი­დან იყო ბრძა­ნე­ბა, სა­მუ­შაო შე­წყვე­ტი­ლი­ყო, რად­გან ბევ­რი რამ არ გა­მო­ევ­ლი­ნათ მეც­ნი­ე­რებს. პი­რი­ქი­თაც კი მოხ­და: მეც­ნი­ე­რებს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით ამუ­შა­ვებ­დნენ თით­ქოს კავ­კა­სი­ის და და­სავ­ლე­თის იბე­რე­ბი სხვა­დას­ხვაა. არა­და გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­თაც კი დას­ტურ­დე­ბა, რომ წარ­მო­მავ­ლო­ბა ერთი და იგი­ვეა.

არ ვიცი რა­ტომ არ ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბა იტა­ლი­ის - ლი­გუ­რი­ას. სა­ნამ რო­მა­ე­ლე­ბი ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ვი­დოდ­ნენ, იქ მოღ­ვა­წე­ობ­დნენ ეტ­რუს­კე­ბი, ანუ იბე­რი­უ­ლი ტომი. მათ სა­ხელ­მწი­ფოს - ლი­გუ­რია ერ­ქვა და დე­და­ქა­ლა­ქი იყო სამ­დუ­ქა­ნი. სა­დაც დღეს რო­მია იქვე მდე­ბა­რე­ობ­და და იქ მთლი­ა­ნად იბე­რი­უ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

- თქვენ ათი წელი ბას­კეთ­ში ცხოვ­რობ­დით... რა აღ­მო­ა­ჩი­ნეთ იქ, რაც ქარ­თვე­ლებ­მა დღემ­დე არ ვი­ცით?

- უამ­რა­ვი რამ, სა­ერ­თო სი­ტყვე­ბი, ცხო­ველ­თა სა­ხე­ლე­ბი: ქარ­თუ­ლად "გოჭი", მო­ფე­რე­ბით "გო­ჭუ­ნია" და ეს­პა­ნუ­რად - "გო­ჭი­ნიო," ქართ "შო­შია" ბას­კუ­რად - "შო­შუა", ქართ. "ბუ" ეს­პა­ნუ­რად "ბუო", "ბატი" - "პატო" ქართ. - "ღორი" ბერ­ძნუ­ლად - "ღო­რუ­ნი", ქართ. - "კატა" ბას­კუ­რად "კატა", ლა­თი­ნუ­რად - "ღატა", "გატა", "ქეთ", ქართ: ძაღ­ლი, იგი­ვე "ჯო­ღო­რი" (მეგრ.) და ბას­კუ­რად "ჩა­კუ­რი", ასე­ვე "ჩი­გა­რუ" ძვ. ეგ­ვიპ­ტუ­რად და "ჯუ­კა­რუ" კორ­სი­კა­ზე. ცხე­ნის სა­ხე­ლიც მთელს ევ­რო­პა­ში იბე­რი­უ­ლი­და­ნაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი: "ლა­ჩუ­ალ" "ასპა", "ქური", "ჰონი", ... და ა.შ. შა­ვი­ერ კინ­ტა­ნამ მი­თხრა: "რა თქმა უნდა, თქვე­ნი სა­ხე­ლე­ბი ბევრ რა­მეს ერ­ქმე­ვა, რად­გან იბე­რი­ე­ლე­ბი ჩა­მოხ­ვე­დით აქ და ად­გი­ლობ­რივ ტო­მებს ცოდ­ნა გა­უ­ზი­ა­რე­თო. ამას იქა­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ და ქარ­თველ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა რა­ტომ შე­წყვი­ტეს მუ­შა­ო­ბა, სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლია. უმ­თავ­რე­სი კი ის არის, რომ გრა­მა­ტი­კაც იგი­ვე გვაქვს. მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გრა­მა­ტი­კე­ბი­დან - შუ­მე­რუ­ლი, ქარ­თუ­ლი და ბას­კუ­რი იდენ­ტუ­რია.

უდი­დეს­მა გერ­მა­ნელ­მა მეც­ნი­ერ­მა - ჰუმ­ბოლტმა კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა ამის თა­ო­ბა­ზე და მისი ნაშ­რო­მი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია. ასე­ვეა თვლის სის­ტე­მაც, ჩვენ და ბას­კებს გვაქვს ოცო­ბი­თი, სხვებს კი ათო­ბი­თი, სამ­წუ­ხა­როდ დღეს არც ამას ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბა.

- ჰი­ბერ­ნი­ას­თან რა სა­ერ­თო გვაქვს?

- მათი ენა და­კარ­გუ­ლია, ლა­თი­ნი­ზი­რე­ბუ­ლია, კვა­ლი არ­სე­ბობს და ერთ-ერთი ვა­ი­ნა­ხი მეც­ნი­ე­რი რომ ჩა­ვი­და შოტ­ლან­დი­ა­ში და იქა­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლი­და, გაკ­ვირ­ვე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და რომ, სა­ო­ცა­რი მსგავ­სე­ბაა კავ­კა­სი­ურ და შოტ­ლან­დი­ურ ენებს შო­რის, მისი ნაშ­რო­მი "კავ­კა­სი­ის ალ­ბა­ნე­ბი­დან შოტ­ლან­დი­ელ ალ­ბა­ნა­ხე­ბამ­დე" ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, მთელ ბრი­ტა­ნეთ­ში იყ­ვნენ იბე­რი­უ­ლი ტო­მე­ბი, მარ­ტო ირ­ლან­დი­ის კუნ­ძულ­ზე არ ყო­ფი­ლან. ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­დაც ახლა სტო­უ­ნ­ჰენ­ჯია, ის იბე­რი­ე­ლი ქუ­რუ­მე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი მე­გა­ლი­თე­ბია. მსგავ­სი მე­გა­ლი­თე­ბია – საფ­რან­გეთ­შიც, ეს­პა­ნეთ­შიც, კორ­სი­კა­ზეც, სა­ქარ­თვე­ლო­შიც... ირ­ლან­დი­ის ჰი­ბერ­ნი­ა­ზე უამ­რა­ვი რა­მაა გა­მო­საკ­ვლე­ვი.

უკ­რა­ი­ნელ მკვლე­ვარს - ივან­ცოვს ფილ­მე­ბი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც აუ­ა­რე­ბე­ლი მა­სა­ლაა. იქ იყო იბე­რი­უ­ლი ტო­მე­ბი­დან - პიქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ტა­ნის მო­ხატ­ვა ახა­სი­ა­თებ­დათ. დღეს ჰი­ბერ­ნი­ა­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია ტო­პო­ნი­მე­ბი და მა­თი­ვე ის­ტო­რი­ის წიგ­ნი, სა­დაც თვი­თონ­ვე აფიქ­სი­რე­ბენ, იბე­რი­ე­ლებ­მა რომ შე­ი­ტა­ნეს ცოდ­ნა და ცი­ვი­ლი­ზა­ცია. მეღ­ვი­ნე­ო­ბა ჰი­ბერ­ნი­ა­ში ნაკ­ლე­ბად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ჩრდი­ლო­ე­თის ტო­მე­ბია და უფრო მე­ტად ლუ­დია მი­ღე­ბუ­ლი. რო­გორც ჩვენ­თან ჩრდი­ლო-კვკა­სი­ა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­შიც, ასეა ირ­ლან­დი­ის ამ კუნ­ძულ­ზეც. ბას­კეთ­ში კი, რა თქმა უნდა, ღვი­ნოა მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

ბას­კე­თი დღეს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ორად არის გა­ყო­ფი­ლი. სამი პრო­ვინ­ცია საფ­რან­გეთ­შია და ოთხი პრო­ვინ­ცია ეს­პა­ნეთ­ში. გან­თქმუ­ლი ფრან­გუ­ლი და ეს­პა­ნუ­რი ღვი­ნო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ბას­კეთ­შია. მე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დავ­ბრუნ­დი, რად­გან მსურ­და შვი­ლე­ბი სამ­შობ­ლო­ში, ქარ­თუ­ლად გაზ­რდი­ლიყ­ვნენ. ბას­კეთ­თან დღემ­დე მაქვს კავ­ში­რი.

- თქვენ ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ, თუ რამ­დე­ნად მა­ღალ დო­ნე­ზე ფლობ­დნენ ცოდ­ნას კოს­მოს­ზე უძ­ველ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­ში...

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ შუ­მე­რე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი ერთი და იგი­ვე ტო­მე­ბი არი­ან. შუ­მე­რე­ბი თა­ვის თავს - სან­გი­გებს ეძახ­დნენ, ანუ შავ­თა­ვი­ა­ნებს და უძ­ვე­ლე­სი გად­მო­ცე­მით ის­ტო­რი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ნი­გე­ბი ქარ­თუ­ლი ტო­მია, რომ­ლე­ბიც სახ­ლობ­დენ მცი­რე აზი­ა­შიც და ესე­ნი არი­ან სვა­ნე­ბი. ქარ­თუ­ლად დღე­საც სანგ-ზანგ შავს ნიშ­ნავს. შუ­მე­რულ-ქარ­თულ პა­რა­ლე­ლებს აღარ მოვ­ყვე­ბი, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რია ამა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ერთი და იგი­ვე ტო­მე­ბი იყ­ვნენ. დღეს მსოფ­ლი­ომ იცის, რომ შუ­მე­რე­ბი­დან იწყე­ბა ის­ტო­რია და მათ დაყ­ვეს ვარ­სკვლა­ვე­თი ხომ­ლე­ბად. ეს ქარ­თვე­ლი ქუ­რუ­მე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა იყო და ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი და­ფა­რუ­ლი იყო. შუ­მე­რი ჩა­სახ­ლდა "ოთხი ქა­რის ქვე­ყა­ნა­ში", ანუ შუ­ამ­დი­ნა­რეთ­ში , რათა ვე­ლუ­რი "მარ­თუს" ხალ­ხი გა­ე­ა­და­მი­ა­ნუ­რე­ბი­ნა, რომ­ლებ­მაც არ იცოდ­ნენ ხორ­ცის შეწ­ვა, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­მარ­ხვა და ასე შემ­დეგ... 5604 წ. არის ქარ­თუ­ლი წელ­თაღ­რი­ცხვა ქრის­ტემ­დე. იგი­ვეა შუ­მე­რუ­ლიც. ბა­ბი­ლო­ნუ­რი უკვე 5500-ით იწყე­ბა და 104 წლით ჩა­მორ­ჩე­ბა ჩვენ­სას.

კოს­მო­სის მა­ღალ დო­ნე­ზე ცოდ­ნა ჩვენ­თან ხვამ­ლის მთა­ზეც ფიქ­სირ­დე­ბა. გა­მოქ­ვა­ბულ­ში რომ შე­ვიდ­ნენ კე­დელ­ზე აღ­მოჩ­ნდა ვარ­სკვლა­ვე­ბის ზუს­ტად ისე­თი გან­ლა­გე­ბა, რო­გო­რიც ფიქ­სირ­დე­ბო­და 5604 წელს ჩვ.წ.აღ-მდე. ანუ იქ ხალ­ხი სახ­ლობ­და იმ დროს და ეს ცოდ­ნა ჰქონ­დათ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფილ­მიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი. რაც არის ზე­ვით, ის არის ქვე­ვით!

- ეს უამ­რავ სწავ­ლე­ბა­შიც არის და რე­ლი­გი­ა­შიც. მე გა­დავ­თარ­გმნე წიგ­ნი "კავ­კა­სი­უ­რი იოგა", რო­მე­ლიც არ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ო­და. წიგ­ნის ავ­ტო­რია - გრაფ ვა­ლევ­სკი, მკვლე­ვა­რი, მოგ­ზა­უ­რი. იგი იო­გა­თი იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ტი­ბეტ­ში უთხრეს, რომ თუ გინ­და უმაღ­ლეს ცოდ­ნას მი­აღ­წიო კავ­კა­სი­ა­ში ჩა­დიო. 1920 წლი­დან ორი წელი კავ­კა­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სვა­ნი და ინ­გუ­ში გან­დო­ბი­ლე­ბის ნდო­ბა მო­ი­პო­ვა და მათი ცოდ­ნა ჩა­წე­რა იო­გას შე­სა­ხებ. კავ­კა­სი­უ­რი ოგა­ში ისე­თი სწავ­ლე­ბაა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­მა ის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით და­აგ­რო­ვოს, ეს არის ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, აქ აღ­წე­რი­ლია ლე­ვი­ტა­ცია, გრა­ვი­ტა­ცი­ა­ზე და სტი­ქი­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, "მე­სა­მე თვა­ლის" გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და ა.შ.

უამ­რა­ვი ფაქ­ტის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა იბე­რი­ულ-კავ­კა­სი­უ­რი მოდ­გმის მიღ­წე­ვებ­ზე და უნი­კა­ლუ­რო­ბა­ზე, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, მისი გვირ­გვი­ნია ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი ან­ბა­ნი, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს კო­დია და უნი­ვერ­სა­ლუ­რი მატ­რი­ცის პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი, რო­გორც დნმ-ი და კა­ცობ­რი­ო­ბის მი­ზა­ნი უნდა იყოს, რომ ჩავ­წვდეთ ამ სიღ­რმე­ებს და შე­ვიც­ნოთ ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის არსი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მთელ ბრიტანეთში იყვნენ იბერიული ტომები, მარტო ირლანდიის კუნძულზე არ ყოფილან" - მკვლევარი სამი იბერიისა და უნიკალური აღმოჩენების შესახებ

"მთელ ბრიტანეთში იყვნენ იბერიული ტომები, მარტო ირლანდიის კუნძულზე არ ყოფილან" - მკვლევარი სამი იბერიისა და უნიკალური აღმოჩენების შესახებ

პროფესიით სამართალმცოდნე - კახაბერ ჭიღლაძე მრავალი წელია კვლევებს აწარმოებს იბერიულ-კავკასიური ტომების განსახლების სფეროში. იგი ბასკეთში ათი წელი ცხოვრობდა და კუნძულ კრეტაზე ორი წელი, გამოსცა სამი წიგნი "იბერიული დნმ, სამყაროს კოდი-ქართული ანბანი", "კავკასიური იოგა" და "საქართველო ცივილიზაციის აკვანი". დღეს სინანულით აღნიშნავს, რომ ქართველ მეცნიერებს ბასკებთან დიდი ხანია კავშირი აქვთ გაწყვეტილი და ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცევა... კახაბერ ჭიღლაძემ უამრავი ინფორმაცია მოიძია და შეკრიბა იბერიელების მნიშვნელობაზე მსოფლიო მასშტაბით, რაც მეცნიერულად დადასტურებული და დასაბუთებულია, ნაწილს ჩვენც გვიზიარებს...

- ორი იბერიის არსებობაზე ბევრი გვსმენია, მაგრამ ფიქსირდება მესამეც!

- უდიდესი მასალა არსებობს ბრიტანეთის იბერიაზე. ამ რუქაზე ირლანდიის კუნძულს H-ჰიბერნია ეწოდება და ვიკიპედიაშიც მოცემულია, რომ ეს არის ივერნიის ლათინიზებული სახელი. კუნძულზე რომ იბერებიც ხოვრობდნენ, არაერთი ფაქტი მოწმობს. ბრიტანეთის ისტორიაში დაფიქსირებულია, რომ ამ კუნძულებზე ჩვენწელთაღიცხვამდე 3000-2400 წლებში დომინირებდნენ იბერიული ტომები. ამ ტერიტორიებზე მათ შეიტანეს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და ზოგადად ცივილიზაცია. ეს ბრიტანელების მიერაა დაწერილი და მათი ისტორიაა. საქართველოში დღემდე არ არის ამ საკითხზე დიდი ინტერესი.

როდესაც ბასკეთში ჩავედი, საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერი, ბასკი ქართველოლოგი, ბილბაოს უნივერსიტეტის პროფესორი, ბასკური ენის აკადემიის აკადემიკოსი - შავიერ კინტანა გავიცანი. მოგეხსენებათ, მან ვეფხისტყაოსანი თარგმნა, ძალიან კარგად იცის ჩვენი კულტურა და მითხრა, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობდნენ ქართველი მეცნიერები და შემდეგ კავშირი გაწყვიტესო. როგორც ჩანს ზევიდან იყო ბრძანება, სამუშაო შეწყვეტილიყო, რადგან ბევრი რამ არ გამოევლინათ მეცნიერებს. პირიქითაც კი მოხდა: მეცნიერებს იმ მიმართულებით ამუშავებდნენ თითქოს კავკასიის და დასავლეთის იბერები სხვადასხვაა. არადა გენეტიკური კვლევებითაც კი დასტურდება, რომ წარმომავლობა ერთი და იგივეა.

არ ვიცი რატომ არ ექცევა ყურადღება იტალიის - ლიგურიას. სანამ რომაელები ასპარეზზე გამოვიდოდნენ, იქ მოღვაწეობდნენ ეტრუსკები, ანუ იბერიული ტომი. მათ სახელმწიფოს - ლიგურია ერქვა და დედაქალაქი იყო სამდუქანი. სადაც დღეს რომია იქვე მდებარეობდა და იქ მთლიანად იბერიული ცივილიზაცია იყო გავრცელებული.

- თქვენ ათი წელი ბასკეთში ცხოვრობდით... რა აღმოაჩინეთ იქ, რაც ქართველებმა დღემდე არ ვიცით?

- უამრავი რამ, საერთო სიტყვები, ცხოველთა სახელები: ქართულად "გოჭი", მოფერებით "გოჭუნია" და ესპანურად - "გოჭინიო," ქართ "შოშია" ბასკურად - "შოშუა", ქართ. "ბუ" ესპანურად "ბუო", "ბატი" - "პატო" ქართ. - "ღორი" ბერძნულად - "ღორუნი", ქართ. - "კატა" ბასკურად "კატა", ლათინურად - "ღატა", "გატა", "ქეთ", ქართ: ძაღლი, იგივე "ჯოღორი" (მეგრ.) და ბასკურად "ჩაკური", ასევე "ჩიგარუ" ძვ. ეგვიპტურად და "ჯუკარუ" კორსიკაზე. ცხენის სახელიც მთელს ევროპაში იბერიულიდანაა გავრცელებული: "ლაჩუალ" "ასპა", "ქური", "ჰონი", ... და ა.შ. შავიერ კინტანამ მითხრა: "რა თქმა უნდა, თქვენი სახელები ბევრ რამეს ერქმევა, რადგან იბერიელები ჩამოხვედით აქ და ადგილობრივ ტომებს ცოდნა გაუზიარეთო. ამას იქაური მეცნიერები ამბობენ და ქართველმა მეცნიერებმა რატომ შეწყვიტეს მუშაობა, სრულიად გაურკვეველია. უმთავრესი კი ის არის, რომ გრამატიკაც იგივე გვაქვს. მსოფლიოში გავრცელებული გრამატიკებიდან - შუმერული, ქართული და ბასკური იდენტურია.

უდიდესმა გერმანელმა მეცნიერმა - ჰუმბოლტმა კვლევა ჩაატარა ამის თაობაზე და მისი ნაშრომი გამოქვეყნებულია. ასევეა თვლის სისტემაც, ჩვენ და ბასკებს გვაქვს ოცობითი, სხვებს კი ათობითი, სამწუხაროდ დღეს არც ამას ექცევა ყურადღება.

- ჰიბერნიასთან რა საერთო გვაქვს?

- მათი ენა დაკარგულია, ლათინიზირებულია, კვალი არსებობს და ერთ-ერთი ვაინახი მეცნიერი რომ ჩავიდა შოტლანდიაში და იქაურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, გაკვირვებით აღნიშნავდა რომ, საოცარი მსგავსებაა კავკასიურ და შოტლანდიურ ენებს შორის, მისი ნაშრომი "კავკასიის ალბანებიდან შოტლანდიელ ალბანახებამდე" ამის ნათელი მაგალითია, მთელ ბრიტანეთში იყვნენ იბერიული ტომები, მარტო ირლანდიის კუნძულზე არ ყოფილან. ბრიტანეთში, სადაც ახლა სტოუნჰენჯია, ის იბერიელი ქურუმების მიერ გაკეთებული მეგალითებია. მსგავსი მეგალითებია – საფრანგეთშიც, ესპანეთშიც, კორსიკაზეც, საქართველოშიც... ირლანდიის ჰიბერნიაზე უამრავი რამაა გამოსაკვლევი.

უკრაინელ მკვლევარს - ივანცოვს ფილმები აქვს გადაღებული, სადაც აუარებელი მასალაა. იქ იყო იბერიული ტომებიდან - პიქტები, რომლებსაც ტანის მოხატვა ახასიათებდათ. დღეს ჰიბერნიაში შემორჩენილია ტოპონიმები და მათივე ისტორიის წიგნი, სადაც თვითონვე აფიქსირებენ, იბერიელებმა რომ შეიტანეს ცოდნა და ცივილიზაცია. მეღვინეობა ჰიბერნიაში ნაკლებად არის გავრცელებული. ჩრდილოეთის ტომებია და უფრო მეტად ლუდია მიღებული. როგორც ჩვენთან ჩრდილო-კვკასიაში და საქართველოს მთიანეთშიც, ასეა ირლანდიის ამ კუნძულზეც. ბასკეთში კი, რა თქმა უნდა, ღვინოა მეტად გავრცელებული.

ბასკეთი დღეს, მოგეხსენებათ, ორად არის გაყოფილი. სამი პროვინცია საფრანგეთშია და ოთხი პროვინცია ესპანეთში. განთქმული ფრანგული და ესპანური ღვინოების უმეტესობა ბასკეთშია. მე საქართველოში საცხოვრებლად დავბრუნდი, რადგან მსურდა შვილები სამშობლოში, ქართულად გაზრდილიყვნენ. ბასკეთთან დღემდე მაქვს კავშირი.

- თქვენ ასევე ძალიან საინტერესო ინფორმაციას ფლობთ, თუ რამდენად მაღალ დონეზე ფლობდნენ ცოდნას კოსმოსზე უძველლეს საქართველოში...

- მოგეხსენებათ, რომ შუმერები და ქართველები ერთი და იგივე ტომები არიან. შუმერები თავის თავს - სანგიგებს ეძახდნენ, ანუ შავთავიანებს და უძველესი გადმოცემით ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ სანიგები ქართული ტომია, რომლებიც სახლობდენ მცირე აზიაშიც და ესენი არიან სვანები. ქართულად დღესაც სანგ-ზანგ შავს ნიშნავს. შუმერულ-ქართულ პარალელებს აღარ მოვყვები, რადგან ძალიან ბევრია ამაზე გამოქვეყნებული. ერთი და იგივე ტომები იყვნენ. დღეს მსოფლიომ იცის, რომ შუმერებიდან იწყება ისტორია და მათ დაყვეს ვარსკვლავეთი ხომლებად. ეს ქართველი ქურუმების პრეროგატივა იყო და ჩვენთან ყველაფერი დაფარული იყო. შუმერი ჩასახლდა "ოთხი ქარის ქვეყანაში", ანუ შუამდინარეთში , რათა ველური "მართუს" ხალხი გაეადამიანურებინა, რომლებმაც არ იცოდნენ ხორცის შეწვა, მიცვალებულის დამარხვა და ასე შემდეგ... 5604 წ. არის ქართული წელთაღრიცხვა ქრისტემდე. იგივეა შუმერულიც. ბაბილონური უკვე 5500-ით იწყება და 104 წლით ჩამორჩება ჩვენსას.

კოსმოსის მაღალ დონეზე ცოდნა ჩვენთან ხვამლის მთაზეც ფიქსირდება. გამოქვაბულში რომ შევიდნენ კედელზე აღმოჩნდა ვარსკვლავების ზუსტად ისეთი განლაგება, როგორიც ფიქსირდებოდა 5604 წელს ჩვ.წ.აღ-მდე. ანუ იქ ხალხი სახლობდა იმ დროს და ეს ცოდნა ჰქონდათ. ამ ყველაფერზე ფილმიც არის გადაღებული. რაც არის ზევით, ის არის ქვევით!

- ეს უამრავ სწავლებაშიც არის და რელიგიაშიც. მე გადავთარგმნე წიგნი "კავკასიური იოგა", რომელიც არ იყო გავრცელებული საქართველოში და ყურადღება არ ექცეოდა. წიგნის ავტორია - გრაფ ვალევსკი, მკვლევარი, მოგზაური. იგი იოგათი იყო გატაცებული და ტიბეტში უთხრეს, რომ თუ გინდა უმაღლეს ცოდნას მიაღწიო კავკასიაში ჩადიო. 1920 წლიდან ორი წელი კავკასიაში იმყოფებოდა, სვანი და ინგუში განდობილების ნდობა მოიპოვა და მათი ცოდნა ჩაწერა იოგას შესახებ. კავკასიური ოგაში ისეთი სწავლებაა, რომ შეუძლებელია ადამიანმა ის საკუთარი გამოცდილებით დააგროვოს, ეს არის ზებუნებრივი ძალით მინიჭებული, აქ აღწერილია ლევიტაცია, გრავიტაციაზე და სტიქიებზე ზემოქმედება, "მესამე თვალის" გააქტიურება და ა.შ.

უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება იბერიულ-კავკასიური მოდგმის მიღწევებზე და უნიკალურობაზე, მაგრამ ჩემი აზრით, მისი გვირგვინია ქართული ასომთავრული ანბანი, რომელიც სამყაროს კოდია და უნივერსალური მატრიცის პრინციპზეა აგებული, როგორც დნმ-ი და კაცობრიობის მიზანი უნდა იყოს, რომ ჩავწვდეთ ამ სიღრმეებს და შევიცნოთ ჩვენი არსებობის არსი.

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს