10 მომწამვლელი და მომაკვდინებელი პროდუქტი, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევთ

10 მომწამვლელი და მომაკვდინებელი პროდუქტი, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევთ

მავნე პროდუქტების თემა, რომლებიც ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს, დღესდღეობით ძალიან აქტუალურია. მეცნიერები მომწამვლელ პროდუქტებზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. ჩამონათვალში მოხვდნენ შემდეგი პროდუქტები:

1. შებოლილი ძეხვი

უმი ძეხვი უკვე დიდი ხანია მავნე პროდუქტად ითვლება და ჯანსაღი კვებისგან ძალიან შორს დგას. რაც შეეხება შებოლილ ძეხვს, კიდევ ერთი მინუსი ის არის, რომ ნატურალურად შებოლილს უკვე ვერსად ნახავთ და სპეციალური ნივთიერებებითაა გაჯერებული. გარდა ამისა, გენმოდიფიცირებული სოიით ამზადებენ.

2. მიწის თხილი

სულ ტყუილად ფიქრობთ, რომ ეს მცენარეული და სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის არ ინახება და მომწამლავი პროდუქტია. მაგალითისთვის - მწერები მიწის თხილს არ ჭამენ.

3. წითელი ხიზილალა

ახლად დამზადებული და მცირე დოზით წითელი ხიზილალა სასარგებლოცაა, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს ინახება. გამოსავალი შეიძლება იყოს, მისი დამარილება ან გაყინვა. თუ მწარმოებელი გულახდილად გაგიმხელთ, რომ ხიზილალა დამარილებული და გაყინულია, სანერვიულო აღარაფერია - გემრიელი არ იქნება, თუმცა, არც სასიკვდილოდ მავნე.

4. ტკბილეული

ბარბარისი ან მსგავსი კანფეტები საბჭოთა კავშირის დროს, სუფთა პროდუქტად ითვლებოდა, თუმცა დღეს არცერთი მწარმოებელი არ ამზადებს მათ ძლიერი ქიმიური დანამატების გარეშე.

5. "შპროტი"

ლატვიურ "შპროტს" ლატვიაში არავინ მიირთმევს. მწარმოებლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პროდუქტი კონცეროგენულ ნივთიერებას, ბენზპირენს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში ილექება და სავალალო მდგომარეობამდე მიჰყავს.

6. რძის პროდუქრები ხანგრძლივი ვადით

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თუ რძე 2 კვირამდე ინახება, ეს შედარებით დასაშვებია, მაგრამ თუ უფრო მეტ ხანს, მაშინ შეფუთვა ანტიბიოტიკებითაა გაჯერებული. დასკვნები თავად გააკეთეთ.

7. საზამთრო

ადრე საზამთრო აგვისტოში ჩნდებოდა, ახლა კი წლის ნებისმიერ დროს იპოვით. შესაბამისად, საშიში და მომწამლავი ქიმიკატებითაა გაჯერებული.

8. ქათამი

დღეს ბაზარზე უმეტესად ბოილერის ქათამია წარმოდგენილი, რომელიც ზრდის ჰორმონის გარეშე არ იზრდება. წიწილებს ძალიან დიდი რაოდენობით ქალურ ჰორმონს უკეთებენ, სწორედ ამიტომაა ამ ქათმის ხორცი საშიში - განსაკუთრებით მამაკაცებისთვის.

9. მდნარი ყველი

ექიმების თქმით, ამ უცნაურ პროდუქტს კუჭი საერთოდ ვერ ითვისებს.

10. ტკბილი გაზიანი სასმელები

ტკბილი გაზიანი სასმელები - შაქრის, ქიმიისა და გაზის ნაზავია. მომაკვდინებელი სასმელი უსწრაფესად ვრცელდება ორგანიზმში და წამლავს.

ასევე, არანაკლებ საზიანოა წვენები სპეციალურ შეფუთვებში და ნატურალურს მათ მხოლოდ მწარმოებლები უწოდებენ. სინამდვილეში ნამდვილი ქიმიაა.

ლეა ხიმშიაშვილი

reitingi.ge

"სპორტი უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, სამწუხაროდ, ეს ხშირად  პირიქით ხდება", -  რა კომენტარს აკეთებს თორნიკე შენგელია მოსკოვში ჩასვლის შემდეგ

რას ყვება გოგონა, რომელსაც საფრანგეთში სწავლის  დროს ცხოვრებას პრეზიდენტი პირადი ხარჯებიდან დაუფინანსებს - "მას ხელით დაწერილი წერილი მივწერე"

ვინ არიან ქართველი სპორტსმენების მომხიბვლელი ცოლები (ფოტოები)