სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განასხვავებთ ღარიბი და მდიდარი ფსიქოლოგიის ადამიანებს - "ასეთ ქალებს ახასიათებთ სახლში ძველმანების შენახვა..."
რა განასხვავებთ ღარიბი და მდიდარი ფსიქოლოგიის ადამიანებს - "ასეთ ქალებს ახასიათებთ სახლში ძველმანების შენახვა..."

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თუ ადა­მი­ა­ნის შე­მოს­ვლის 50%-ზე მეტი იხარ­ჯე­ბა კვე­ბა­ზე, ასეთ ადა­მი­ანს ჰქვია ღა­რი­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბი იყო­ფი­ან ორ ფი­ქო­ტი­პად - ღა­რი­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ის და მდი­და­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის მა­ტა­რებ­ლად. რა სხვა­ო­ბე­ბია მათ შო­რის და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნის ამოც­ნო­ბა - ამა­ზე ფსი­ქო­ლო­გი ირი­ნე ტა­ბუ­ცი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

"ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი გან­სხვა­ვე­ბა ამ ორი ფსი­ქო­ტი­პის ადა­მი­ანს შო­რის მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, თუ რამ­დე­ნად ხე­და­ვენ პერ­სპექ­ტი­ვას. ღა­რი­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვერ ხე­დავს პერ­სპექ­ტი­ვას, მას რაც დღეს აქვს, დღეს­ვე ხარ­ჯავს. არ ახ­დენს ფუ­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბას მო­მა­ვალ­ში, არც გათ­ვლას - დღეს თუ ამ­დენს ჩავ­დებ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა ორი ამ­დე­ნი ამო­ვი­ღო. მის­გან გას­ხვა­ვე­ბით მდი­და­რი ფსი­ქო­ლო­ო­გი­ის ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ფიქ­რობს, რომ რაც არ უნდა პა­ტა­რა შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეს, ნა­წი­ლი გა­და­დოს მო­მა­ვა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბის­თვის და შე­სა­ბა­მი­სად, რის­კებ­ზეც წა­ვი­დეს.

მთა­ვა­რი, რაც გა­ნას­ხვა­ვებს ღა­რი­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ის მქო­ნე ადა­მი­ანს მდიდ­რის­გან, ეს გარ­კვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რო­მე­ლიც მას ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და ან აღ­ზრდის, ან იმ გა­რე­მოს შე­დე­გად, რო­მელ­შიც ტრი­ა­ლებს. ამის ერთ-ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც ჩვენს შემ­თვე­ვა­ში, ალ­ბათ უფ­როს თა­ო­ბას ეხე­ბა, (იმი­ტომ რომ მთე­ლი საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ამას ის­მენ­დნენ და იმე­ო­რებ­დნენ) არის - "მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ცუდი ადა­მი­ა­ნია! უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟია!". თუ მე მაქვს გან­წყო­ბა რომ მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ცუ­დია, რა­ტომ უნდა მო­მინ­დეს ვიყო მდი­და­რი?! ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი რომ ასე­თი იარ­ლი­ყი არ მო­მეკ­რას.

არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბის­თვის ფუ­ლის ქონა ხდე­ბა თვით­მი­ზა­ნი. მათ­თვის ფუ­ლის ქონა კმა­ყო­ფი­ლე­ბის მომ­ტა­ნია. მუ­შა­ობს ფუ­ლის­თვის, აგ­რო­ვებს და თეთ­რს ვერ გა­აგ­დე­ბი­ნებ, ვერ იმე­ტებს და­სა­ხარ­ჯად სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვი­საც. ასე­თი ადა­მი­ა­ნი მდი­და­რია, ოღონდ ღა­რი­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ის მქო­ნე.

ზო­გი­ერ­თის ფული მი­აჩ­ნია აღი­ა­რე­ბის, სტა­ტუ­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლად. ასე­თი ადა­მი­ა­ნი, მში­ე­რი დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ "ჯი­პით" იმოძ­რა­ვებს და ბოლო თა­ო­ბის მო­ბი­ლურს იყი­დის, იმი­ტომ, რომ სხვამ შე­ა­ფა­სოს და აღი­ა­როს, რო­გორც მდი­და­რი ნივ­თე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. ასე­თი პი­როვ­ნე­ბა ღა­რი­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ის მქო­ნეა.

- თუ ადა­მი­ანს გა­უ­მარ­თლა და წა­მო­წყე­ბულ საქ­მე­ში ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბა ნახა, გამ­დიდ­რე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლოა ფსი­ქო­ლო­გი­აც შე­ეც­ვა­ლოს?

- თუ მი­მაჩ­ნია, რომ მე თითი არ გა­მიძ­რე­ვია და ფი­ნან­სურ წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლია, ბო­ლომ­დე ვი­ცხოვ­რებ ამ გან­წყო­ბით. მაგ­რამ თუ ჩემი ფუ­ლის შოვ­ნა­ში ზუს­ტად და კარ­გად ვხე­დავ ჩემს წვლილს, ეს არის ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი გზა, რომ მე­ო­რედ და მე­სა­მე­დაც გა­ვა­კე­თო იგი­ვე. თუ მთლი­ა­ნად გა­რე­მო­ზე და ბედ­ზე ვარ მინ­დო­ბი­ლი, კლა­სი­კუ­რი ღა­რი­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ის ადა­მი­ა­ნის სახე ვარ.

ღა­რიბ ადა­მი­ა­ნებს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვთ მომ­ჭირ­ნე­ო­ბა. ისი­ნი ვერ­ფერს იმე­ტე­ბენ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. შე­იძ­ლე­ბა ნა­ყი­ნიც კი არ გა­ვი­მე­ტო, იმი­ტომ რომ სა­კუ­თარ თავს და­ხარ­ჯვის უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ. ვერ ვი­მე­ტებ ჩემი წვრილ-წვრი­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის, კომ­ფორ­ტის­თვის. ვფიქ­რობ რომ მის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა ვი­ცხოვ­რო. ყვე­ლა­ზე ცუდი კი ისაა ამ გან­წო­ბა­ში რომ, მე ვა­მა­ყობ ასე­თი მომ­ჭირ­ნე რომ ვარ, აი, რო­გორ გო­ნივ­რუ­ლად ვცხოვ­რო­ბო. ასეთ გან­წყო­ბას რო­გორც წესი მშობ­ლე­ბი აყა­ლი­ბე­ბენ. თუ ისი­ნი თვლი­ან, რომ გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერ­ში ეკო­ნო­მი­ას აკე­თებს, ასე­თი გან­წყო­ბა თუ მაქვს ვარ ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნი.

ვთქვათ, მაქვს ბა­ზი­სუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, მინ­და მქონ­დეს ასე თუ ისე ნორ­მა­ლუ­რი სახ­ლი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­ვემ­გზავ­რო და­სას­ვე­ნებ­ლად და ჩემს შვი­ლებს ნორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მივ­ცე... თუ ეს ჩემ­თვის გა­სა­კე­თე­ბე­ლი ამო­ცა­ნაა ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმი­სათ­ვის რომ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი ამ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს მო­ერ­გოს. რო­გორც კი და­ვი­ჯე­რებ, რომ მე ეს ყვე­ლა­ფე­რი მჭირ­დე­ბა და რაც მთა­ვა­რია ვიმ­სა­ხუ­რებ, ვი­წყებ ბრძო­ლას ჩემი შე­მო­სავ­ლის გაზ­რდის­თვის. ჯერ გან­წყო­ბა იც­ვლე­ბა, ვი­ჯე­რებ რომ მე ამას ვიმ­სა­ხუ­რებ და უნდა მქონ­დეს, მერე შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თვის რომ მქონ­დეს.

ნე­ბის­მი­ერ ღა­რიბ ადა­მი­ანს გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა აქვს მდი­დარ­ზე. გინ­და თუ არა, ჩნდე­ბა გარ­კვე­უ­ლი შუ­რის მო­მენ­ტი. იმას რომ აქვს, მეც მინ­და. მაგ­რამ რო­გორც კი კი­თხვას დას­ვამ: რას აკე­თებ იმის­თვის რომ შენც გქონ­დეს, რო­გორც წესი - არა­ფერს. უბ­რა­ლოდ უნდა... შუ­რის შე­ფა­რუ­ლი და შე­ფუ­თუ­ლი ფორ­მაა - მე კი არ მაქვს, მაგ­რამ ჰქონ­დეს იმას და იყოს ბედ­ნი­ე­რი.

კი­დევ ერთი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­რი­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ის ქა­ლებს ახა­სი­ა­თებთ, ესაა სახ­ლში ძველ­მა­ნე­ბის შე­ნახ­ვა. უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბით აქვთ გა­მო­ტე­ნი­ლი სახ­ლი. ძველ­მა­ნე­ბის შე­ნახ­ვა პირ­და­პი­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ ად­გილს არ ვუთ­მობ ახ­ლებს, ეს ეხე­ბა ნივ­თებს, სა­მოსს და ასე შემ­დეგ. თუ მე არ გავ­თა­ვი­სუფ­ლდი იმის­გან, რაც დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის, რო­გორ შე­ვიქ­მნი კომ­ფორ­ტს?!

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დიდ­ხანს ცხოვ­რობს გაჭრ­ვე­ბა­ში, იწყებს შე­გუ­ე­ბას, რომ არის გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი და ვინ­მე უნდა დეხ­მა­როს. ესაა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ძა­ლი­ან კარ­გი ფორ­მა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ტახ­ტზე წა­მო­კოტ­რი­ა­ლე­ბულ­ნი, რომ­ლე­ბიც ითხო­ვენ რომ დე­დამ და მა­მამ არ­ჩი­ნოს. არის ქა­ლე­ბის ისე­თი ტი­პიც, რო­მე­ლიც ამ­ბობს: კაცი იმის­თვი­საა, რომ მარ­ჩი­ნოს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ად­ვი­ლად ირ­გე­ბენ ტან­ჯუ­ლის როლს. ტან­ჯუ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უყ­ვარს და რი­ყავს. მე ვლა­პა­რა­კობ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც შე­ფე­რე­ბუ­ლი აქვთ ეს მდგო­მა­რო­ბა და თითს არ ან­ძრე­ვენ ცვლი­ლე­ბის­თვის; ვი­ღაც 40 წლის კაცს დედა სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან არ­ჩენს, ვი­ღაც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და სა­ხელ­მწი­ფო უხ­დის... არ წუხ­დე­ბი­ან ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ღა­რი­ბის ფსი­ქო­ლო­გია აქვთ. ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც მიჩ­ვე­უ­ლია სა­კუ­თა­რი შრო­მით რა­ღა­ცის კე­თე­ბას ასე ვერ გა­ჩერ­დე­ბა.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე არამ­ხო­ლოდ პი­როვ­ნე­ბე­ბის და­ყო­ფა შე­იძ­ლე­ბა მდი­და­რი და ღა­რი­ბი მსი­ფო­ლო­გი­ის მქო­ნედ, არა­მედ ქვეყ­ნე­ბი­საც...

- ასეა. თუ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნია, სი­ტყვა­ზე, 70-80% შეგ­ვიძ­ლია ვთვათ, რომ ქვე­ყა­ნა ღა­რი­ბია. თუ წლე­ბია ასე გრძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს ქვე­ყა­ნა ცხოვ­რობს ღა­რი­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ით, რო­მელ­საც მო­მა­ვალ­ზე გათ­ვლა არ აქვს. მა­გა­ლი­თად: თუ ქვე­ყა­ნა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ას არ დებს, შეგ­ვიძ­ლია პირ­და­პირ ვთქვათ, რომ ის გან­წი­რუ­ლია სი­ღა­რი­ბი­სათ­ვის. არის რა­ღაც კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რა­საც თუ ქვე­ყა­ნა არ აკე­თებს - ის ღა­რი­ბია.

რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში გარ­კვე­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბას აპი­რე­ბენ, მას წი­ნას­წარ სწავ­ლო­ბენ. მა­გა­ლი­თად აფ­რი­კის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ზე პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბაა, რომ იქ აზრი არ აქვს არა­ვი­თა­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბას. ზუს­ტად ისე იქ­ცე­ვა ქვე­ყა­ნა, რო­გორც ცალ­კე­უ­ლი ღა­რი­ბი ინ­დი­ვი­დი. ასეთ გა­ჭირ­ვე­ულ ქვეყ­ნებ­შიც ბუ­ნებ­რი­ვია ჩნდე­ბი­ან ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც თა­ვი­სი გა­ნათ­ლე­ბით ან ცოდ­ნით შუძ­ლი­ათ დიდი ფული იშო­ვონ. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ქვე­ყა­ნას ტო­ვე­ბენ. რაც უფრო ღა­რი­ბია ქვე­ყა­ნა, მით მე­ტად ხდე­ბა გა­დი­ნე­ბა იქ სა­დაც ცოდ­ნას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, იმი­ტომ რომ ნიჭი მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევთ. ღა­რიბ ქვე­ყა­ნა­ში ჩნდე­ბა ისე­თი პრო­ფე­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც აღა­რაა მო­თხოვ­ნა­დი. მხატ­ვა­რი, მუ­სი­კო­სი, ქი­მი­კო­სი... - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დი­ან და ასე ხდე­ბა ნა­ღე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­დი­ნე­ბა ქვეყ­ნი­დან. თა­ო­ბა იზ­რდე­ბა იმ აზ­რით, რომ უნდა წა­ვი­დეს, სამ­შობ­ლო­ში არა­ფე­რი გა­მოს­დის.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ის შეც­ვლა?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამის­თვის არ­სე­ბო­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ახ­ლა­ხანს, ახ­ლო­ბე­ლი კუ­ბა­ში იყო და გა­ო­ცე­ბუ­ლი ჩა­მო­ვი­და, ეგე­თი გა­ჭირ­ვე­ბა 90-ია­ნებ­შიც კი არ გვქო­ნია ჩვენ, მაგ­რამ კუ­ბე­ლე­ბი სა­დაც მუ­სი­კას გა­ი­გე­ბენ, ყველ­გან ცეკ­ვა­ვე­ნო.

- მა­შა­სა­და­მე რო­გო­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის გა­მო­დი­ან?

- ღა­რი­ბი. ასეთ კა­ტე­გო­რი­ას ფული არას­დროს არ ექ­ნე­ბა. კმა­ყო­ფი­ლია იმით, რაც აქვს. ეს გან­სხვა­ვე­ბე­ბია მდი­დარ­სა და ღა­რი­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ის ადა­მი­ნებს შო­რის. მდი­და­რი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნი ვერ ეგუ­ე­ბა სი­ღა­რი­ბეს. მუ­შად წავა, ეზოს და­ა­ლა­გებს, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს, ხოლო ვინც სი­ღა­რი­ბეს ეგუ­ე­ბა, ის ხელ­საც გა­იშ­ვერს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რა განასხვავებთ ღარიბი და მდიდარი ფსიქოლოგიის ადამიანებს - "ასეთ ქალებს ახასიათებთ სახლში ძველმანების შენახვა..."

რა განასხვავებთ ღარიბი და მდიდარი ფსიქოლოგიის ადამიანებს - "ასეთ ქალებს ახასიათებთ სახლში ძველმანების შენახვა..."

ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ადამიანის შემოსვლის 50%-ზე მეტი იხარჯება კვებაზე, ასეთ ადამიანს ჰქვია ღარიბი. ადამიანები იყოფიან ორ ფიქოტიპად - ღარიბი ფსიქოლოგიის და მდიდარი ფსიქოლოგიის მატარებლად. რა სხვაობებია მათ შორის და როგორ შეიძლება თითოეული კატეგორიის ადამიანის ამოცნობა - ამაზე ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე გვესაუბრება.

"ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება ამ ორი ფსიქოტიპის ადამიანს შორის მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად ხედავენ პერსპექტივას. ღარიბი ფსიქოლოგიის მატარებელი ადამიანი ვერ ხედავს პერსპექტივას, მას რაც დღეს აქვს, დღესვე ხარჯავს. არ ახდენს ფულის ინვესტირებას მომავალში, არც გათვლას - დღეს თუ ამდენს ჩავდებ, ხვალ შეიძლება ორი ამდენი ამოვიღო. მისგან გასხვავებით მდიდარი ფსიქოლოოგიის ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რომ რაც არ უნდა პატარა შემოსავალი ჰქონდეს, ნაწილი გადადოს მომავალი პერსპექტივებისთვის და შესაბამისად, რისკებზეც წავიდეს.

მთავარი, რაც განასხვავებს ღარიბი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანს მდიდრისგან, ეს გარკვეული სტერეოტიპების ერთობლიობაა, რომელიც მას ჩამოუყალიბდა ან აღზრდის, ან იმ გარემოს შედეგად, რომელშიც ტრიალებს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რომელიც ჩვენს შემთვევაში, ალბათ უფროს თაობას ეხება, (იმიტომ რომ მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ამას ისმენდნენ და იმეორებდნენ) არის - "მდიდარი ადამიანი ცუდი ადამიანია! უარყოფითი პერსონაჟია!". თუ მე მაქვს განწყობა რომ მდიდარი ადამიანი ცუდია, რატომ უნდა მომინდეს ვიყო მდიდარი?! ყველანაირად შევეწინააღმდეგები რომ ასეთი იარლიყი არ მომეკრას.

არის შემთხვევები, როდესაც პიროვნებისთვის ფულის ქონა ხდება თვითმიზანი. მათთვის ფულის ქონა კმაყოფილების მომტანია. მუშაობს ფულისთვის, აგროვებს და თეთრს ვერ გააგდებინებ, ვერ იმეტებს დასახარჯად საკუთარი სიამოვნებისთვისაც. ასეთი ადამიანი მდიდარია, ოღონდ ღარიბი ფსიქოლოგიის მქონე.

ზოგიერთის ფული მიაჩნია აღიარების, სტატუსის მაჩვენებელად. ასეთი ადამიანი, მშიერი დარჩება, მაგრამ "ჯიპით" იმოძრავებს და ბოლო თაობის მობილურს იყიდის, იმიტომ, რომ სხვამ შეაფასოს და აღიაროს, როგორც მდიდარი ნივთების მატარებელი. ასეთი პიროვნება ღარიბი ფსიქოლოგიის მქონეა.

- თუ ადამიანს გაუმართლა და წამოწყებულ საქმეში ფინანსური მოგება ნახა, გამდიდრების შემდეგ შესაძლოა ფსიქოლოგიაც შეეცვალოს?

- თუ მიმაჩნია, რომ მე თითი არ გამიძრევია და ფინანსურ წარმატებაში ყველაფერი ბედზეა დამოკიდებულია, ბოლომდე ვიცხოვრებ ამ განწყობით. მაგრამ თუ ჩემი ფულის შოვნაში ზუსტად და კარგად ვხედავ ჩემს წვლილს, ეს არის ყველაზე ჯანსაღი გზა, რომ მეორედ და მესამედაც გავაკეთო იგივე. თუ მთლიანად გარემოზე და ბედზე ვარ მინდობილი, კლასიკური ღარიბი ფსიქოლოგიის ადამიანის სახე ვარ.

ღარიბ ადამიანებს დამახასიათებელი აქვთ მომჭირნეობა. ისინი ვერფერს იმეტებენ საკუთარი თავისთვის. შეიძლება ნაყინიც კი არ გავიმეტო, იმიტომ რომ საკუთარ თავს დახარჯვის უფლებას არ ვაძლევ. ვერ ვიმეტებ ჩემი წვრილ-წვრილი სიამოვნებისთვის, კომფორტისთვის. ვფიქრობ რომ მის გარეშეც შეიძლება ვიცხოვრო. ყველაზე ცუდი კი ისაა ამ განწობაში რომ, მე ვამაყობ ასეთი მომჭირნე რომ ვარ, აი, როგორ გონივრულად ვცხოვრობო. ასეთ განწყობას როგორც წესი მშობლები აყალიბებენ. თუ ისინი თვლიან, რომ გონიერი ადამიანი ყველაფერში ეკონომიას აკეთებს, ასეთი განწყობა თუ მაქვს ვარ ღარიბი ადამიანი.

ვთქვათ, მაქვს ბაზისური მოთხოვნილებები, მინდა მქონდეს ასე თუ ისე ნორმალური სახლი, საცხოვრებელი პირობები, წელიწადში ერთხელ გავემგზავრო დასასვენებლად და ჩემს შვილებს ნორმალური განათლება მივცე... თუ ეს ჩემთვის გასაკეთებელი ამოცანაა ცხოვრებაში, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ ჩემი შემოსავალი ამ მოთხოვნილებებს მოერგოს. როგორც კი დავიჯერებ, რომ მე ეს ყველაფერი მჭირდება და რაც მთავარია ვიმსახურებ, ვიწყებ ბრძოლას ჩემი შემოსავლის გაზრდისთვის. ჯერ განწყობა იცვლება, ვიჯერებ რომ მე ამას ვიმსახურებ და უნდა მქონდეს, მერე შესაბამისად ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მქონდეს.

ნებისმიერ ღარიბ ადამიანს გარკვეული წარმოდგენა აქვს მდიდარზე. გინდა თუ არა, ჩნდება გარკვეული შურის მომენტი. იმას რომ აქვს, მეც მინდა. მაგრამ როგორც კი კითხვას დასვამ: რას აკეთებ იმისთვის რომ შენც გქონდეს, როგორც წესი - არაფერს. უბრალოდ უნდა... შურის შეფარული და შეფუთული ფორმაა - მე კი არ მაქვს, მაგრამ ჰქონდეს იმას და იყოს ბედნიერი.

კიდევ ერთი, რაც განსაკუთრებით ღარიბი ფსიქოლოგიის ქალებს ახასიათებთ, ესაა სახლში ძველმანების შენახვა. უსარგებლო ნივთებით აქვთ გამოტენილი სახლი. ძველმანების შენახვა პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ადგილს არ ვუთმობ ახლებს, ეს ეხება ნივთებს, სამოსს და ასე შემდეგ. თუ მე არ გავთავისუფლდი იმისგან, რაც დისკომფორტს მიქმნის, როგორ შევიქმნი კომფორტს?!

ადამიანი, რომელიც დიდხანს ცხოვრობს გაჭრვებაში, იწყებს შეგუებას, რომ არის გაჭირვებული და ვინმე უნდა დეხმაროს. ესაა მანიპულაციის ძალიან კარგი ფორმა. არიან ადამიანები ტახტზე წამოკოტრიალებულნი, რომლებიც ითხოვენ რომ დედამ და მამამ არჩინოს. არის ქალების ისეთი ტიპიც, რომელიც ამბობს: კაცი იმისთვისაა, რომ მარჩინოს. ასეთი ადამიანები ადვილად ირგებენ ტანჯულის როლს. ტანჯულები საზოგადოებას არ უყვარს და რიყავს. მე ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომელთაც შეფერებული აქვთ ეს მდგომარობა და თითს არ ანძრევენ ცვლილებისთვის; ვიღაც 40 წლის კაცს დედა საზღვარგარეთიდან არჩენს, ვიღაც სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო უხდის... არ წუხდებიან ცვლილებებისთვის, ღარიბის ფსიქოლოგია აქვთ. ადამიანი რომელიც მიჩვეულია საკუთარი შრომით რაღაცის კეთებას ასე ვერ გაჩერდება.

- როგორც შევიტყვე არამხოლოდ პიროვნებების დაყოფა შეიძლება მდიდარი და ღარიბი მსიფოლოგიის მქონედ, არამედ ქვეყნებისაც...

- ასეა. თუ ქვეყანაში ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანია, სიტყვაზე, 70-80% შეგვიძლია ვთვათ, რომ ქვეყანა ღარიბია. თუ წლებია ასე გრძელდება ცხოვრება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ცხოვრობს ღარიბის ფსიქოლოგიით, რომელსაც მომავალზე გათვლა არ აქვს. მაგალითად: თუ ქვეყანა მომავალი თაობის განათლებაში დიდ ინვესტიციას არ დებს, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ის განწირულია სიღარიბისათვის. არის რაღაც კომპონენტები, რასაც თუ ქვეყანა არ აკეთებს - ის ღარიბია.

როდესაც რომელიმე ქვეყანაში გარკვეული ინვესტიციის ჩადებას აპირებენ, მას წინასწარ სწავლობენ. მაგალითად აფრიკის რამდენიმე ქვეყანაზე პირდაპირი მითითებაა, რომ იქ აზრი არ აქვს არავითარი ინვესტიციის ჩადებას. ზუსტად ისე იქცევა ქვეყანა, როგორც ცალკეული ღარიბი ინდივიდი. ასეთ გაჭირვეულ ქვეყნებშიც ბუნებრივია ჩნდებიან ჭკვიანი ადამიანები, რომელთაც თავისი განათლებით ან ცოდნით შუძლიათ დიდი ფული იშოვონ. ასეთი ადამიანები ქვეყანას ტოვებენ. რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით მეტად ხდება გადინება იქ სადაც ცოდნას გამოიყენებენ, იმიტომ რომ ნიჭი მოსვენებას არ აძლევთ. ღარიბ ქვეყანაში ჩნდება ისეთი პროფესიები, რომელიც აღარაა მოთხოვნადი. მხატვარი, მუსიკოსი, ქიმიკოსი... - ეს ადამიანები გადიან და ასე ხდება ნაღები საზოგადოების გადინება ქვეყნიდან. თაობა იზრდება იმ აზრით, რომ უნდა წავიდეს, სამშობლოში არაფერი გამოსდის.

- შესაძლებელია ღარიბი ადამიანის ფსიქოლოგიის შეცვლა?

- შესაძლებელია. ამისთვის არსებობენ სპეციალისტები. ახლახანს, ახლობელი კუბაში იყო და გაოცებული ჩამოვიდა, ეგეთი გაჭირვება 90-იანებშიც კი არ გვქონია ჩვენ, მაგრამ კუბელები სადაც მუსიკას გაიგებენ, ყველგან ცეკვავენო.

- მაშასადამე როგორი ფსიქოლოგიის გამოდიან?

- ღარიბი. ასეთ კატეგორიას ფული არასდროს არ ექნება. კმაყოფილია იმით, რაც აქვს. ეს განსხვავებებია მდიდარსა და ღარიბი ფსიქოლოგიის ადამინებს შორის. მდიდარი ფსიქიკის ადამიანი ვერ ეგუება სიღარიბეს. მუშად წავა, ეზოს დაალაგებს, რომ მინიმალური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, ხოლო ვინც სიღარიბეს ეგუება, ის ხელსაც გაიშვერს...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

დაკვამლიანება თბილისის მეტროში - საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეწყდა