პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არიან და რას საქმიანობენ ახლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები
სად არიან და რას საქმიანობენ ახლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს სულ 15 პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჰყავ­და. მათ­გან ორი - ზუ­რაბ ჟვა­ნია და გი­ორ­გი არ­სე­ნიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, მე-16 კი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბას ახ­ლაც იკა­ვებს.

1995-2004 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არა პრე­მი­ე­რის, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც არა მთავ­რო­ბის მე­თა­ურს, არა­მედ პრე­ზი­დენ­ტის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როსს ნიშ­ნავ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის ხშირ ცვლას­თან ერ­თად, იც­ვლე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და და­სა­ხე­ლე­ბე­ბი.

ზო­გი­ერ­თი პრე­მი­ე­რი თუ სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბამ­დეც პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი, ზოგ­მა კი პო­ლი­ტი­კა­ში ბიზ­ნე­სი­დან ან სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­დან გა­და­ი­ნაც­ვლა. ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ ისევ ბიზ­ნეს სექ­ტორს და­უბ­რუნ­და, ნა­წი­ლი კი უკვე სა­პენ­სიო ასაკ­შია.

თენ­გიზ სი­გუა

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში თენ­გიზ სი­გუა იყო, რომ­ლის სტა­ტუ­სი 1990-1991 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. თენ­გიზ სი­გუ­ამ პრე­მი­ე­რის სტა­ტუ­სით მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს კი­დევ ერთხელ, 1992-1993 წლებ­ში უხელ­მძღვა­ნე­ლა. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე იყო.

პირ­ვე­ლი პრე­მი­ე­რი, თენ­გიზ სი­გუა ამ­ჟა­მად 83 წლი­საა, ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს და დე­პუ­ტა­ტის პენ­სი­ას იღებს. რო­გორც თა­ვად გან­მარ­ტავს, აღარ მუ­შა­ობს, რად­გან ხელს არც ასა­კი და არც ჯან­მრთე­ლო­ბა არ უწყობს.

"ინ­ფარ­ქტი მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი, ინ­სტულ­ტის ნიშ­ნე­ბიც მქონ­და და ექი­მებ­მა მუ­შა­ო­ბა ამიკ­რძა­ლეს. 3 წელი ვი­ყა­ვი პრე­მი­ე­რი, ხელ­ფა­სი კი და­ახ­ლო­ე­ბით 60 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით მქონ­და. ვარ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი,“ - გან­მარ­ტავს სი­გუა. რო­გორც თენ­გიზ სი­გუა ამ­ბობს, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი­დან, ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი იყო ის, რომ „გამ­სა­ხურ­დი­ამ ვერ გა­ა­მარ­თლა.“

"პირ­ვე­ლი 6 თვე რომ გა­ვი­და, უკვე მივ­ხვდი, რომ რა­ღა­ცას ურევ­და, პრე­მი­ე­რად რომ დამ­ნიშ­ნეს, ზვი­ად­მა მკი­თხა, რამ­დენ სა­მი­ნის­ტროს აპი­რებ, მე 18-ს დავ­ტო­ვებ და სულ ცოტა 12 მი­ნის­ტრი თქვენ აირ­ჩი­ე­თო. ძა­ლი­ან მენ­დო­ბო­და, მაგ­რამ ისე­თი მი­ნის­ტრე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა, რომ უკვე მივ­ხვდი, რომ არც შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა და არც გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­დათ" - იხ­სე­ნებს თენ­გიზ სი­გუა (იხი­ლეთ ყო­ფილ პრე­მი­ერ­თან ინ­ტერ­ვიუ ვრცლად)

ბე­სა­რი­ონ გუ­გუშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს მომ­დევ­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­სა­რი­ონ გუ­გუშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას 1991-1992 წლებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მა­ნამ­დე კი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, იმავდრო­უ­ლად კი სა­ხელ­მწი­ფო-კერ­ძო კომ­პა­ნი­ის, „სა­ქარ­თვე­ლოს კორ­პო­რა­ცი­ის“ პრე­ზი­დენ­ტი იყო. პრე­მი­ე­რი „მრგვა­ლი მა­გი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი გახ­ლდათ, 1991-1992 წლე­ბის ომის დროს კი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად დევ­ნი­ლო­ბა­ში წა­ვი­და. ბე­სა­რი­ონ გუ­გუშ­ვი­ლი 1945 წელს საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, შე­სა­ბა­მი­სად, მან უკვე სა­პენ­სიო ასაკს მი­აღ­წია. ის ფი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

ოთარ ფა­ცა­ცია

პრე­მი­ე­რის პო­ზი­ცი­ას 1993-1995 წლებ­ში იკა­ვებ­და. ყო­ფი­ლი კო­მუ­ნის­ტი ბი­უ­როკ­რა­ტი და ქა­ღალ­დის სა­წარ­მოს მე­ნე­ჯე­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­და. ოთარ ფა­ცა­ცია 1929 წლის 15 მარტს და­ი­ბა­და, ის ამ­ჟა­მად სა­პენ­სიო ასაკ­შია და 88 წლი­საა.

ნი­კო­ლოზ ლე­კიშ­ვი­ლი

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას 1995-1998 წლებ­ში იკა­ვებ­და. მა­ნამ­დე კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და თბი­ლი­სის მერი იყო. ნიკო ლე­კიშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრო­ბამ­დე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე დაგ­რო­ვი­ლი ჰქონ­და, ის სხვა­დას­ხვა დროს კომ­კავ­ში­რის თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი მა­ი­სის რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი, კომ­კავ­ში­რის თბი­ლი­სის კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი და რა­ი­აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რე, ასე­ვე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო.

ლე­კიშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პოსტს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში იკა­ვებ­და. რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში თა­ვად გან­მარ­ტავს, ის არ იყო მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, არ ატა­რებ­და მთავ­რო­ბის სხდო­მებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში პრე­ზი­დენტს ჰქონ­და, თა­ვად კი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის კან­ცე­ლა­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ამ­ჟა­მად ნიკო ლე­კიშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, მარ­თავს ღვი­ნის სა­წარ­მოს და დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

„მე სამ­სა­ხუ­რი არ მაქვს, რამ­დე­ნი­მე პირ­თან ერ­თად მაქვს ღვი­ნის ქარ­ხა­ნა რა­ჭა­ში, ღვი­ნის და მეტი არა­ფე­რი ისე­თი. ჩემ­თან ერ­თად ღვი­ნის ბიზ­ნეს­ში კი­დევ 5 პი­რია ჩარ­თუ­ლი, ეს არის კომ­პა­ნია "ხვან­ჭა­კა­რა პრე­მი­უ­მი", რა­ჭა­ში გვაქვს ვე­ნა­ხე­ბი. ასე­ვე ვარ კომ­პა­ნია GRDC-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც 2003 წელს შე­იქ­მნა. ეს არის დიდი კოპმ­პა­ნია, რო­მელ­მაც მშე­ნებ­ლო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ბა­კუ­რი­ან­ში, კუ­რორტ მი­ტარ­ბი­ში... კომ­პა­ნია აშე­ნებს და მარ­თავს. რომ ვთქვა, რომ მე აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ვარ, ასე არ არის, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ არ ვმარ­თავ. GRDC-ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხია, ეს არის სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მაქვს ჩემი პრო­ცენ­ტე­ბი იქ და სხვა არა­ფერს ვა­კე­თებ,“ - გან­მარ­ტა ნიკო ლე­კიშ­ვილ­მა. ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის დროს „მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის“ წევ­რი იყო, ამ­ჟა­მად 70 წლი­საა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: სა­ქარ­თვე­ლოს 15 პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­დან 11 გა­დად­გა - სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი ქვეყ­ნის ყვე­ლა პრე­მი­ერ­ზე

ვაჟა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

ის ასე­ვე „მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის“ წევ­რი იყო, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ას ისიც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1998-2000 წლებ­ში იკა­ვებ­და. ვაჟა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ამ­ჟა­მად სა­პენ­სიო ასაკ­შია, ის 69 წლი­საა.

ავ­თან­დილ ჯორ­ბე­ნა­ძე

2001-2003 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას ასე­ვე „მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის“ წევ­რი, ავ­თან­დილ ჯორ­ბე­ნა­ძე იკა­ვებ­და. პრო­ფე­სი­ით ექი­მი, ავ­თან­დილ ჯორ­ბე­ნა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 67 წლი­საა, თავ­და­პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, შემ­დეგ კი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და. პო­ზი­ცია მან ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ და­ტო­ვა. ამ­ჟა­მად ავ­თან­დილ ჯორ­ბე­ნა­ძე გ. ჩა­ფი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რია.

ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­ღუპ­ვის შემ­დეგ და­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ნო­ღა­ი­დე­ლი და­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად. პოსტზე მან 2007 წლის 16 ნო­ემ­ბრამ­დე იმუ­შა­ვა. პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", თა­ნამ­დე­ბო­ბას ნო­ღა­ი­დე­ლი 1002 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და.

უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი მის შემ­თხვე­ვა­ში გა­დად­გო­მა იყო, რის შემ­დე­გაც ის დრო­ე­ბით ჩა­მო­შორ­და პო­ლი­ტი­კას და კახა კა­ლა­ძის ბიზ­ნესს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. 2008 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ნო­ღა­ი­დელ­მა პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პარ­ტია - "მოძ­რა­ო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის".

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობს ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი, AMBEBI.GE თა­ვად ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მე­დი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აღარ აქვს და არც სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ვლა­დი­მერ გურ­გე­ნი­ძე

ნო­ღა­ი­დე­ლის შემ­ცვლე­ლი ბან­კი­რი ლადო გურ­გე­ნი­ძე გახ­და, რო­მე­ლიც არ­ცერ­თი პარ­ტი­ის წევ­რი არ ყო­ფი­ლა. პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ის 2007-2008 წლებ­ში იკა­ვებ­და.

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, 2009 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გურ­გე­ნი­ძემ რუ­მი­ნელ მი­ლი­არ­დერ ბიზ­ნეს­მენ დინუ პატ­რი­ჩი­უს­თან ერ­თად და­ა­არ­სა სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია Liberty Investments, რომ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. ამა­ვე წელს Liberty Investments-მა შე­ი­ძი­ნა „ლი­ბერ­თი ბან­კის“ (ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო ბან­კი) აქ­ცი­ე­ბის 91,2%.

2017 წელს ლადო გურ­გე­ნი­ძე „ლი­ბერ­თი ბან­კი­დან“ 4Finance-ში გა­და­ვი­და და კომ­პა­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გახ­და. 4Finance ევ­რო­პა­ში უმ­სხვი­ლე­სი და ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი ონ­ლა­ინ საკ­რე­დი­ტო კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც 2008 წელს და­არ­სდა და დღე­ის­თვის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც საქ­მი­ა­ნობს. კომ­პა­ნი­ის ბრენ­დე­ბია Vivus, SMSCredit და Zaplo.

გრი­გოლ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი

ლადო გურ­გე­ნი­ძის შემ­დეგ პრე­მი­ე­რის პოს­ტი დიპ­ლო­მატ­მა გრი­გოლ (გეგა) მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2008 წლის 1 ნო­ემ­ბრი­დან 2009 წლის იან­ვრამ­დე მუ­შა­ობ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. ის იყო თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მდი­ვა­ნი, შემ­დეგ მრჩე­ვე­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მუ­შა­ობ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩევ­ლად, იყო აშშ-ს, კა­ნა­დი­სა და ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ევ­რო­პულ საქ­მე­თა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, 2004 წლი­დან კი სა­ნამ პრე­მი­ე­რი გახ­დე­ბო­და იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი თურ­ქეთ­ში, ალ­ბა­ნეთ­სა და ბოს­ნია-ჰერ­ცო­გო­ვი­ნა­ში.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყვე­ლა­ზე ცოტა - 97 დღე დაჰ­ყო, 2009 წლის 30 იან­ვარს გა­დად­გა. ამის შემ­დეგ კი ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის პოსტს იკა­ვებ­და. მან აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ტო­ვა, რის შემ­დე­გაც მე­დი­ას­თან აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ნიკა გი­ლა­უ­რი

მომ­დევ­ნო პრე­მი­ე­რი ნიკა გი­ლა­უ­რი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბას 2009-2012 წლებ­ში იკა­ვებ­და. ამ­ჟა­მად ნიკა გი­ლა­უ­რი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ას უდ­გას სა­თა­ვე­ში. Reformatics სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ ლი­დე­რებ­თან 2012 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს. რო­გორც ნიკა გი­ლა­ურ­მა ქარ­თუ­ლე­ნო­ვან Forbes-ს გა­ნუ­ცხა­და, მათი უპი­რა­ტე­სო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბაა, რი­თაც ქვეყ­ნე­ბი იხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ. ამი­სათ­ვის გი­ლა­ურ­მა ახა­ლი წიგ­ნიც და­წე­რა - „პრაქ­ტი­კუ­ლი ეკო­ნო­მი­კა“, რო­მელ­საც სა­ვი­ზი­ტო ბა­რათს უწო­დებს და რო­მე­ლიც მარ­თა­ლია არ არის მე­მუ­ა­რე­ბი, მაგ­რამ მის პი­როვ­ნულ ის­ტო­რი­ა­საც მო­ი­ცავს.

Reformatics ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში თა­ვის ყო­ფილ მრჩევ­ლებ­თან, თა­მარ კოვ­ზი­რი­ძე­სა და „თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ რექ­ტორ­თან, ვახ­ტანგ ლეჟა­ვას­თან ერ­თად და­არ­სა. გი­ლა­უ­რი მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ძი­რი­თა­დად თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე გა­მოდ­გა ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბა. ამას­თან, ის ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი - არ­ჩევ­ნე­ბის გზით და­ტო­ვა პოს­ტი. მე­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბა მხო­ლოდ 113 დღეს გაგ­რძელ­და. ამ­ჟა­მად მე­რა­ბიშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა ყო­ფილ პრე­მი­ერს მოს­ყიდ­ვას, გაფ­ლან­გვა­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ედა­ვე­ბა.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იყო. პრე­მი­ე­რო­ბამ­დე 2004-2012 წლებ­ში ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­ვი­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა 2013 წელს და­ტო­ვა და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, 2014 წელს ივა­ნიშ­ვილ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქე" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წეს­დე­ბის თა­ნახ­მად, მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა, ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად კი ორ­გა­ნი­ზა­ცია ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ, ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბას.

ამ­ჟა­მად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ისევ ბიზ­ნეს-საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. Forbes-ის 2018 წლის რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი 456-ე ად­გილ­ზეა 4,6 მი­ლი­არ­დის ქო­ნე­ბით. 2016 წლის მი­ლი­არ­დე­რე­ბის რე­ი­ტინ­გში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 4,8 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენ­და, შე­სა­ბა­მი­სად ორ წე­ლი­წად­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 200 მი­ლი­ო­ნით შემ­ცირ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე Bitfury Group-ის დატა ცენ­ტრთა­ნაც, რომ­ლის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბაც ე.წ. "მა­ი­ნინ­გი" ანუ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ბლო­კჩე­ინ სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბაა.

კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტებ­თან ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ვა­რა­უ­დო კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ, სა­უბ­რე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­არ­სე­ბულ­მა თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდმა 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ კომ­პა­ნია Bitfury-ს ამ დატა ცენ­ტრის ასა­შე­ნებ­ლად 20 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის სეს­ხი მის­ცა. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში ჯამ­ში 45 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი აქვს და­ბან­დე­ბუ­ლი, ხოლო მისი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის პი­რა­დი კო­ლექ­ცია ღი­რე­ბუ­ლე­ბით მი­ლი­არდ დო­ლარს უტოლ­დე­ბა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­დეგ პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა, რო­მე­ლიც პოსტზე და­ნიშ­ვნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, 2016 წლის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ამ­ჟა­მად, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ჩი­ნე­თის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კონ­გლო­მე­რა­ტის CEFC Energy Company Limited-ის რე­გი­ო­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის კომ­პა­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს მრჩე­ვე­ლად მუ­შა­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია ჩი­ნე­თის მე-8 ყვე­ლა­ზე მსხვილ კომ­პა­ნი­ად და­სა­ხელ­და, მისი წლი­უ­რი ბრუნ­ვა წე­ლი­წად­ში 40 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს აღ­წევს.

ავტორი:

სად არიან და რას საქმიანობენ ახლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები

სად არიან და რას საქმიანობენ ახლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, საქართველოს სულ 15 პრემიერ-მინისტრი ჰყავდა. მათგან ორი - ზურაბ ჟვანია და გიორგი არსენიშვილი გარდაცვლილები არიან, მე-16 კი გიორგი კვირიკაშვილია, რომელიც თანამდებობას ახლაც იკავებს.

1995-2004 წლებში საქართველოში არა პრემიერის, არამედ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არსებობა, რომელიც არა მთავრობის მეთაურს, არამედ პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს ნიშნავდა. საქართველოს მთავრობის შემადგენლობის ხშირ ცვლასთან ერთად, იცვლებოდა სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები და დასახელებები.

ზოგიერთი პრემიერი თუ სახელმწიფო მინისტრი აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდეც პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული, ზოგმა კი პოლიტიკაში ბიზნესიდან ან სამოქალაქო სექტორიდან გადაინაცვლა. ყოფილი პრემიერების ნაწილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ისევ ბიზნეს სექტორს დაუბრუნდა, ნაწილი კი უკვე საპენსიო ასაკშია.

თენგიზ სიგუა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში თენგიზ სიგუა იყო, რომლის სტატუსი 1990-1991 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. თენგიზ სიგუამ პრემიერის სტატუსით მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთხელ, 1992-1993 წლებში უხელმძღვანელა. ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო.

პირველი პრემიერი, თენგიზ სიგუა ამჟამად 83 წლისაა, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და დეპუტატის პენსიას იღებს. როგორც თავად განმარტავს, აღარ მუშაობს, რადგან ხელს არც ასაკი და არც ჯანმრთელობა არ უწყობს.

"ინფარქტი მაქვს გადატანილი, ინსტულტის ნიშნებიც მქონდა და ექიმებმა მუშაობა ამიკრძალეს. 3 წელი ვიყავი პრემიერი, ხელფასი კი დაახლოებით 60 დოლარის ოდენობით მქონდა. ვარ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,“ - განმარტავს სიგუა. როგორც თენგიზ სიგუა ამბობს, მისი პოლიტიკური წარსულიდან, ყველაზე ტრაგიკული იყო ის, რომ „გამსახურდიამ ვერ გაამართლა.“

"პირველი 6 თვე რომ გავიდა, უკვე მივხვდი, რომ რაღაცას ურევდა, პრემიერად რომ დამნიშნეს, ზვიადმა მკითხა, რამდენ სამინისტროს აპირებ, მე 18-ს დავტოვებ და სულ ცოტა 12 მინისტრი თქვენ აირჩიეთო. ძალიან მენდობოდა, მაგრამ ისეთი მინისტრები წარმოადგინა, რომ უკვე მივხვდი, რომ არც შესაბამისი განათლება და არც გამოცდილება არ ჰქონდათ" - იხსენებს თენგიზ სიგუა (იხილეთ ყოფილ პრემიერთან ინტერვიუ ვრცლად)

ბესარიონ გუგუშვილი

საქართველოს მომდევნო პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი გახლდათ, რომელიც მთავრობას 1991-1992 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე კი კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იმავდროულად კი სახელმწიფო-კერძო კომპანიის, „საქართველოს კორპორაციის“ პრეზიდენტი იყო. პრემიერი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ წევრი გახლდათ, 1991-1992 წლების ომის დროს კი ზვიად გამსახურდიასთან ერთად დევნილობაში წავიდა. ბესარიონ გუგუშვილი 1945 წელს საბჭოთა საქართველოში დაიბადა, შესაბამისად, მან უკვე საპენსიო ასაკს მიაღწია. ის ფინეთის მოქალაქეა და ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

ოთარ ფაცაცია

პრემიერის პოზიციას 1993-1995 წლებში იკავებდა. ყოფილი კომუნისტი ბიუროკრატი და ქაღალდის საწარმოს მენეჯერი პრემიერ-მინისტრად ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა. ოთარ ფაცაცია 1929 წლის 15 მარტს დაიბადა, ის ამჟამად საპენსიო ასაკშია და 88 წლისაა.

ნიკოლოზ ლეკიშვილი

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 1995-1998 წლებში იკავებდა. მანამდე კი პრემიერ-მინისტრის მოადგილე და თბილისის მერი იყო. ნიკო ლეკიშვილს სახელმწიფო მინისტრობამდე პოლიტიკური გამოცდილება უკვე დაგროვილი ჰქონდა, ის სხვადასხვა დროს კომკავშირის თბილისის პირველი მაისის რაიკომის მდივანი, კომკავშირის თბილისის კომიტეტის პირველი მდივანი და რაიაღმასკომის თავმჯდომარე, ასევე თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ლეკიშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში თავად განმარტავს, ის არ იყო მთავრობის მეთაური, არ ატარებდა მთავრობის სხდომებს, აღნიშნული მოვალეობები ამ პერიოდში პრეზიდენტს ჰქონდა, თავად კი ქვეყნის პირველი პირის კანცელარიას ხელმძღვანელობდა.

ამჟამად ნიკო ლეკიშვილი ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული. კერძოდ, მართავს ღვინის საწარმოს და დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელია.

„მე სამსახური არ მაქვს, რამდენიმე პირთან ერთად მაქვს ღვინის ქარხანა რაჭაში, ღვინის და მეტი არაფერი ისეთი. ჩემთან ერთად ღვინის ბიზნესში კიდევ 5 პირია ჩართული, ეს არის კომპანია "ხვანჭაკარა პრემიუმი", რაჭაში გვაქვს ვენახები. ასევე ვარ კომპანია GRDC-ის დამფუძნებელი, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. ეს არის დიდი კოპმპანია, რომელმაც მშენებლობები განახორციელა ბაკურიანში, კურორტ მიტარბიში... კომპანია აშენებს და მართავს. რომ ვთქვა, რომ მე აღნიშნული კომპანიის საქმიანობაში ჩართული ვარ, ასე არ არის, დამფუძნებელი ვარ, მაგრამ არ ვმართავ. GRDC-ის საქმიანობაში ძალიან ბევრი ხალხია, ეს არის სააქციო საზოგადოება. მაქვს ჩემი პროცენტები იქ და სხვა არაფერს ვაკეთებ,“ - განმარტა ნიკო ლეკიშვილმა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც პოლიტიკაში ყოფნის დროს „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი იყო, ამჟამად 70 წლისაა.

ასევე დაგაინტერესებთ: საქართველოს 15 პრემიერ-მინისტრიდან 11 გადადგა - საინტერესო ფაქტები ქვეყნის ყველა პრემიერზე

ვაჟა ლორთქიფანიძე

ის ასევე „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი იყო, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ პოზიციას ისიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში 2 წლის განმავლობაში 1998-2000 წლებში იკავებდა. ვაჟა ლორთქიფანიძე ამჟამად საპენსიო ასაკშია, ის 69 წლისაა.

ავთანდილ ჯორბენაძე

2001-2003 წლებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ასევე „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი, ავთანდილ ჯორბენაძე იკავებდა. პროფესიით ექიმი, ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც ამჟამად 67 წლისაა, თავდაპირველად ჯანდაცვის მინისტრის, შემდეგ კი სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა. პოზიცია მან ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვა. ამჟამად ავთანდილ ჯორბენაძე გ. ჩაფიძის სახელობის საავადმყოფოს დირექტორია.

ზურაბ ნოღაიდელი

ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ დანიშნა, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნოღაიდელი დანიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. პოსტზე მან 2007 წლის 16 ნოემბრამდე იმუშავა. პარტიული კუთვნილება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თანამდებობას ნოღაიდელი 1002 დღის განმავლობაში იკავებდა.

უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი მის შემთხვევაში გადადგომა იყო, რის შემდეგაც ის დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას და კახა კალაძის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 2008 წლის შემოდგომაზე ნოღაიდელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და ჩამოაყალიბა პარტია - "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის".

იმის გასარკვევად, თუ ამჟამად რას საქმიანობს ყოფილი პრემიერი, AMBEBI.GE თავად ზურაბ ნოღაიდელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მედიასთან კომუნიკაცია აღარ აქვს და არც საქართველოში იმყოფება.

ვლადიმერ გურგენიძე

ნოღაიდელის შემცვლელი ბანკირი ლადო გურგენიძე გახდა, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა. პრემიერის თანამდებობას ის 2007-2008 წლებში იკავებდა.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 2009 წლის სექტემბერში გურგენიძემ რუმინელ მილიარდერ ბიზნესმენ დინუ პატრიჩიუსთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია Liberty Investments, რომლის ძირითადი მიზანი ფინანსური მომსახურების კომპანიებში ინვესტიციების განხორციელებას წარმოადგენს. ამავე წელს Liberty Investments-მა შეიძინა „ლიბერთი ბანკის“ (ყოფილი სახალხო ბანკი) აქციების 91,2%.

2017 წელს ლადო გურგენიძე „ლიბერთი ბანკიდან“ 4Finance-ში გადავიდა და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 4Finance ევროპაში უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ონლაინ საკრედიტო კომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და დღეისთვის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. კომპანიის ბრენდებია Vivus, SMSCredit და Zaplo.

გრიგოლ მგალობლიშვილი

ლადო გურგენიძის შემდეგ პრემიერის პოსტი დიპლომატმა გრიგოლ (გეგა) მგალობლიშვილმა დაიკავა, რომელიც თანამდებობაზე 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2009 წლის იანვრამდე მუშაობდა. წლების განმავლობაში მგალობლიშვილი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. ის იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მდივანი, შემდეგ მრჩეველი, მოგვიანებით მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩევლად, იყო აშშ-ს, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, 2004 წლიდან კი სანამ პრემიერი გახდებოდა იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში.

პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობაზე ყველაზე ცოტა - 97 დღე დაჰყო, 2009 წლის 30 იანვარს გადადგა. ამის შემდეგ კი ნატოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. მან აღნიშნული თანამდებობა რამდენიმე წლის წინ დატოვა, რის შემდეგაც მედიასთან აღარ გამოჩენილა.

ნიკა გილაური

მომდევნო პრემიერი ნიკა გილაური გახლდათ, რომელიც თანამდებობას 2009-2012 წლებში იკავებდა. ამჟამად ნიკა გილაური საკონსულტაციო კომპანიას უდგას სათავეში. Reformatics საჯარო სექტორში დასაქმებულ ლიდერებთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. როგორც ნიკა გილაურმა ქართულენოვან Forbes-ს განუცხადა, მათი უპირატესობა პრაქტიკული რჩევების შეთავაზებაა, რითაც ქვეყნები იხელმძღვანელებენ. ამისათვის გილაურმა ახალი წიგნიც დაწერა - „პრაქტიკული ეკონომიკა“, რომელსაც სავიზიტო ბარათს უწოდებს და რომელიც მართალია არ არის მემუარები, მაგრამ მის პიროვნულ ისტორიასაც მოიცავს.

Reformatics ყოფილმა პრემიერმა ეკონომიკის საკითხებში თავის ყოფილ მრჩევლებთან, თამარ კოვზირიძესა და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ რექტორთან, ვახტანგ ლეჟავასთან ერთად დაარსა. გილაური მეუღლესთან და შვილებთან ერთად ძირითადად თურქეთში ცხოვრობს.

ვანო მერაბიშვილი

ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე გამოდგა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პრემიერობა. ამასთან, ის ერთადერთია, რომელმაც ყველაზე დემოკრატიული - არჩევნების გზით დატოვა პოსტი. მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობა მხოლოდ 113 დღეს გაგრძელდა. ამჟამად მერაბიშვილი პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება ყოფილ პრემიერს მოსყიდვას, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

მერაბიშვილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური მდივანი იყო. პრემიერობამდე 2004-2012 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

ბიძინა ივანიშვილი

2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, პრემიერ-მინისტრის პოსტი ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა, რომელმაც თანამდებობა 2013 წელს დატოვა და თანამდებობაზე ყოფილი შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2014 წელს ივანიშვილმა ორგანიზაცია "მოქალაქე" ჩამოაყალიბა. არასამთავრობო ორგანიზაციის წესდების თანახმად, მისი მთავარი მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ განვითარებას.

ამჟამად, ბიძინა ივანიშვილი ისევ ბიზნეს-საქმიანობაშია ჩართული. Forbes-ის 2018 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი 456-ე ადგილზეა 4,6 მილიარდის ქონებით. 2016 წლის მილიარდერების რეიტინგში ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად ორ წელიწადში ბიძინა ივანიშვილის ქონება 200 მილიონით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი ფიგურირებს თბილისში მდებარე Bitfury Group-ის დატა ცენტრთანაც, რომლის ძირითადი საქმიანობაც ე.წ. "მაინინგი" ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება და სხვა კომპანიებისთვის ბლოკჩეინ სერვისის მიწოდებაა.

კრიპტოვალუტებთან ივანიშვილის სავარაუდო კავშირების შესახებ, საუბრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა თანაინვესტირების ფონდმა 2015 წელს საქართველოში შემოსულ კომპანია Bitfury-ს ამ დატა ცენტრის ასაშენებლად 20 მილიონი აშშ დოლარის სესხი მისცა. სხვადასხვა მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილს უძრავ ქონებაში ჯამში 45 მილიონი დოლარი აქვს დაბანდებული, ხოლო მისი ხელოვნების ნიმუშების პირადი კოლექცია ღირებულებით მილიარდ დოლარს უტოლდება.

ირაკლი ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ პრემიერის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, რომელიც პოსტზე დანიშვნიდან დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მუშაობდა, 2016 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე კი თანამდებობა დატოვა. ამჟამად, ყოფილი პრემიერი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველად მუშაობს. აღნიშნული კომპანია ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა, მისი წლიური ბრუნვა წელიწადში 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება

პრემიერის დავალებით შექმნილ სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს

ინფორმაცია ევროპის იმ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთის, საიდანაც საერთაშორისო ავიახაზებმა პირდაპირი ფრენები შეწყვიტეს