მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მალავს რუსეთი უკრაინაში დაღუპულ საკუთარ სამხედროებს?
რატომ მალავს რუსეთი უკრაინაში დაღუპულ საკუთარ სამხედროებს?

უკვე მე­ო­თხე წე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ას ბოლო არ უჩანს. ომს უკვე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, სხვა­დას­ხვა ფრონ­ტის ხაზ­ზე მებ­რძო­ლებს სხვა­დას­ხვა ბედი ეწი­ათ.

"პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და ჩუ­მად და­მარ­ხუ­ლი რუ­სე­ბი" - წერს novayagazeta.ru სტა­ტი­ა­ში, სა­დაც ავ­ტო­რი ბოლო დღე­ებ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ავ­დე­ევ­კა­სა და ნო­ვო­ტო­რეცკ­ში და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რე­ბის გვა­რებს აქ­ვეყ­ნებს...

“არ­კვე­ვენ მათ გვა­რებ­სა და წო­დე­ბას. შემ­დეგ კი, უკავ­შირ­დე­ბი­ან სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ატს, ან იმ ბრი­გა­დას, სა­დაც ისი­ნი მსა­ხუ­რობ­დნენ. ასე­ვე, ად­გილს, ქა­ლაქს, სო­ფელს, სკო­ლას, სამ­ხედ­რო ნა­წილს... მა­შინ­ვე პო­უ­ლო­ბენ მის ფო­ტოს და ყვე­ლა­ნი, ნაც­ნო­ბე­ბი თუ უც­ნო­ბე­ბი, დამ­წუხ­რე­ბუ­ლი დას­ცქე­რი­ან მათ ფო­ტო­ებს, თა­ნაგ­რძნო­ბით, სი­ნა­ნუ­ლით, ემო­ცი­ით... იცი­ან, რომ ომში კვდე­ბი­ან, თუმ­ცა, ეს მა­ინც ყვე­ლას­თვის მძი­მეა... ოდე­სე­ლი ვა­დიმ სა­პეს­კი, 20 წლის ალექ­სან­დრე სივ­კო, 20 წლის მედ­და სა­ბი­ნა გა­ლიც­კა­ია, 22 წლის არ­ტემ სკუ­პე­ი­კო და ასე უსას­რუ­ლოდ... აქ ყვე­ლას ჩა­მოთ­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რო­დის და სად კრძა­ლა­ვენ მათ...

შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი იყ­ვნენ კი­ე­ვი­დან, ხარ­კო­ვი­დან, ჟი­ტო­მო­რი­დან, ოდე­სი­დან და მათ დაბ­რუ­ნე­ბას, ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში, ასო­ბით კი­ლო­მეტრზე გა­და­ჭი­მუ­ლი, მუხ­ლებ­ზე მდგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის “ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი” ხვდე­ბა... ასე ეთხო­ვე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თა­ვი­ანთ და­ღუ­პუ­ლებს... მა­მა­კა­ცე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად ქუ­დებს იხ­დი­ან... მუხ­ლებ­ზე დგა­ნან სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც", - წერს ავ­ტო­რი...

novayagazeta.ru-ს ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ეს არის ერ­თგვა­რი მად­ლი­ე­რე­ბა იმ უკ­რა­ი­ნე­ლი ბი­ჭე­ბის მი­მართ, ვინც ხალ­ხის­თვის გას­წი­რა თავი:

"სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძალ­ვა, გულ­ზე დას­ვე­ნე­ბულ ჯვარ­ზე იმ ადა­მი­ა­ნის ოქ­როს­ფრად ამოტვიფ­რუ­ლი სა­ხე­ლი და ძლი­ერ ყინ­ვა­ში მას­ზე გა­და­ფა­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის დრო­შა, არის იმის ნი­შა­ნი, რომ მათ იქ აფა­სე­ბენ, ახ­სოვთ და პა­ტივს სცე­მენ..."

ამის სა­პირ­წო­ნედ კი, უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლებს რუ­სეთ­ში ჩუ­მად და სა­ი­დუმ­ლოდ მარ­ხა­ვენ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუს­მა პო­ლი­ტი­კოს­მა და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ლევ შლოს­ბერ­გმა ახა­და ფარ­და ამ სა­ი­დუმ­ლოს და თავ­ში აგუ­რი მოხ­ვდა... სხვას ამ პრობ­ლე­მის გან­ხილ­ვა და მით უფრო, გაკ­რი­ტი­კე­ბა არ გა­უ­რის­კავს.

“უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა რა უნდა გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ონ? - ომი მათ არ და­უ­წყი­ათ, არ და­უ­გეგ­მავთ, არც უცხო ქვე­ყა­ნა­ში შე­ვარ­დნი­ლან, - თავს და­ესხნენ და თავს იცა­ვენ, რა აქვთ და­სა­მა­ლი?.. ამი­ტო­მაც ასაფ­ლა­ვე­ბენ თა­ვი­ანთ და­ღუ­პუ­ლებს ღიად...” - წერს ავ­ტო­რი ალექ­სეი პო­ლი­კოვ­სკი.

ინ­ტერ­ტენ­გა­მო­ცე­მა pravda.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრემ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გის აფი­ში­რე­ბას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერი­დე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტე­ბი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი და და­ღუ­პულ­თა მშობ­ლე­ბიც კი გრძნო­ბენ საფრ­თხეს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ამა­ვე გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუსი პუბ­ლი­ცის­ტი ბო­რის მი­რო­ნო­ვი აღ­ნიშ­ნავს, რომ ასე­თი რამ - ომში და­ღუ­პუ­ლე­ბი სა­ი­დუმ­ლოდ და­ე­მარ­ხათ და და­ღუ­პულ­თა მშობ­ლე­ბი გა­ე­ჩუ­მე­ბი­ნათ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და ავ­ღა­ნე­თის ომის დრო­საც კი არ ხდე­ბო­და.

“ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო ის არის, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ღუპ­ვის შემ­დე­გაც ვერ მი­ი­ღეს ღირ­სე­უ­ლად დაკ­რძალ­ვის უფ­ლე­ბა... მათ ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ საფ­ლა­ვებს უთხრი­ან და მარ­ხა­ვენ, შემ­დეგ მათ საფ­ლა­ვებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­გან იცა­ვენ... ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტებს ფო­ტო­ა­პა­რა­ტებს არ­თმე­ვენ და ცხვირ-პირს უმტვრე­ვენ... ეს არის ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა... ასე­თი რამ ავ­ღა­ნეთ­თან ომის დრო­საც არ ხდე­ბო­და. ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტი არას­დროს მომ­ხდა­რა” - აღ­ნიშ­ნა პუბ­ლი­ცის­ტმა ბო­რის მი­რო­ნოვ­მა.

რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში სულ 2700-ზე სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ა­ლუ­რად, გა­ცი­ლე­ბით მეტი... 2017 წლის ხუთი თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, - დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კე­ბის მხა­რეს მებ­რძო­ლი 1700 სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა, უფრო ადრე, 2016 წელს – 850, 2015-ში - 627.

უკ­რა­ი­ნის ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ზო­ნა­ში, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, სულ 2378 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის, - 138 ბავ­შვია... დონ­ბა­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე წელს, 21 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რატომ მალავს რუსეთი უკრაინაში დაღუპულ საკუთარ სამხედროებს?

რატომ მალავს რუსეთი უკრაინაში დაღუპულ საკუთარ სამხედროებს?

უკვე მეოთხე წელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ბოლო არ უჩანს. ომს უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სხვადასხვა ფრონტის ხაზზე მებრძოლებს სხვადასხვა ბედი ეწიათ.

"პატივით დაკრძალული უკრაინელი სამხედროები და ჩუმად დამარხული რუსები" - წერს novayagazeta.ru სტატიაში, სადაც ავტორი ბოლო დღეებში, უკრაინაში, ავდეევკასა და ნოვოტორეცკში დაღუპული მეომრების გვარებს აქვეყნებს...

“არკვევენ მათ გვარებსა და წოდებას. შემდეგ კი, უკავშირდებიან სამხედრო კომისარიატს, ან იმ ბრიგადას, სადაც ისინი მსახურობდნენ. ასევე, ადგილს, ქალაქს, სოფელს, სკოლას, სამხედრო ნაწილს... მაშინვე პოულობენ მის ფოტოს და ყველანი, ნაცნობები თუ უცნობები, დამწუხრებული დასცქერიან მათ ფოტოებს, თანაგრძნობით, სინანულით, ემოციით... იციან, რომ ომში კვდებიან, თუმცა, ეს მაინც ყველასთვის მძიმეა... ოდესელი ვადიმ საპესკი, 20 წლის ალექსანდრე სივკო, 20 წლის მედდა საბინა გალიცკაია, 22 წლის არტემ სკუპეიკო და ასე უსასრულოდ... აქ ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, თუმცა, თავის ქვეყანაში, ყველასთვის ცნობილია, როდის და სად კრძალავენ მათ...

შეიძლება ისინი იყვნენ კიევიდან, ხარკოვიდან, ჟიტომორიდან, ოდესიდან და მათ დაბრუნებას, ნებისმიერ ქალაქსა და სოფელში, ასობით კილომეტრზე გადაჭიმული, მუხლებზე მდგარი ადამიანების “ცოცხალი ჯაჭვი” ხვდება... ასე ეთხოვებიან უკრაინელები თავიანთ დაღუპულებს... მამაკაცები პატივისცემის ნიშნად ქუდებს იხდიან... მუხლებზე დგანან სკოლის მოსწავლეებიც", - წერს ავტორი...

novayagazeta.ru-ს ჟურნალისტის თქმით, ეს არის ერთგვარი მადლიერება იმ უკრაინელი ბიჭების მიმართ, ვინც ხალხისთვის გასწირა თავი:

"სამხედრო პატივით დაკრძალვა, გულზე დასვენებულ ჯვარზე იმ ადამიანის ოქროსფრად ამოტვიფრული სახელი და ძლიერ ყინვაში მასზე გადაფარებული უკრაინის დროშა, არის იმის ნიშანი, რომ მათ იქ აფასებენ, ახსოვთ და პატივს სცემენ..."

ამის საპირწონედ კი, უკრაინაში დაღუპულებს რუსეთში ჩუმად და საიდუმლოდ მარხავენ. გამოცემის ცნობით, რუსმა პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა ლევ შლოსბერგმა ახადა ფარდა ამ საიდუმლოს და თავში აგური მოხვდა... სხვას ამ პრობლემის განხილვა და მით უფრო, გაკრიტიკება არ გაურისკავს.

“უკრაინელებმა რა უნდა გაასაიდუმლოონ? - ომი მათ არ დაუწყიათ, არ დაუგეგმავთ, არც უცხო ქვეყანაში შევარდნილან, - თავს დაესხნენ და თავს იცავენ, რა აქვთ დასამალი?.. ამიტომაც ასაფლავებენ თავიანთ დაღუპულებს ღიად...” - წერს ავტორი ალექსეი პოლიკოვსკი.

ინტერტენგამოცემა pravda.com-ის ინფორმაციით, კრემლი ადამიანური დანაკარგის აფიშირებას წლების განმავლობაში ერიდება. რაც ყველაზე მთავარია, რუსი ჟურნალისტები, საზოგადოებრივი აქტივისტები, უფლებადამცველები და დაღუპულთა მშობლებიც კი გრძნობენ საფრთხეს, როდესაც უკრაინაში დაღუპულებზე საუბრობენ.

ამავე გამოცემის ცნობით, რუსი პუბლიცისტი ბორის მირონოვი აღნიშნავს, რომ ასეთი რამ - ომში დაღუპულები საიდუმლოდ დაემარხათ და დაღუპულთა მშობლები გაეჩუმებინათ, საბჭოთა კავშირისა და ავღანეთის ომის დროსაც კი არ ხდებოდა.

“ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ამ ადამიანებმა დაღუპვის შემდეგაც ვერ მიიღეს ღირსეულად დაკრძალვის უფლება... მათ ახლობლების გარეშე, უბრალოდ საფლავებს უთხრიან და მარხავენ, შემდეგ მათ საფლავებს ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისგან იცავენ... ფოტოჟურნალისტებს ფოტოაპარატებს ართმევენ და ცხვირ-პირს უმტვრევენ... ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა... ასეთი რამ ავღანეთთან ომის დროსაც არ ხდებოდა. ასეთი სამარცხვინო ფაქტი არასდროს მომხდარა” - აღნიშნა პუბლიცისტმა ბორის მირონოვმა.

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომში სულ 2700-ზე სამხედრო დაიღუპა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, რეალურად, გაცილებით მეტი... 2017 წლის ხუთი თვის მონაცემებით, - დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მხარეს მებრძოლი 1700 სამხედრო დაიღუპა, უფრო ადრე, 2016 წელს – 850, 2015-ში - 627.

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში, სულ 2378 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, - 138 ბავშვია... დონბასის გააქტიურებულ საბრძოლო მოქმედებებში მხოლოდ მიმდინარე წელს, 21 ადამიანი დაიღუპა...

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?