კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავერთიანდეთ 18 წლის მზისფერი ბიჭის გადასარჩენად..." - ავარიაში მძიმედ დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება
"გავერთიანდეთ 18 წლის მზისფერი ბიჭის გადასარჩენად..." - ავარიაში მძიმედ დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება

უკვე 3 თვეა, რაც 18 წლის ავთო კიკ­ნა­ვე­ლი­ძე ავა­რი­ის შემ­დეგ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. რუს­თა­ველ­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად, მე­ექ­ვსე სკო­ლელ მო­ზარდს და­უ­ზი­ან­და ზურ­გის ტვი­ნი და ყვე­ლა კი­დუ­რი წარ­თმე­უ­ლი აქვს. ის ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს, სა­დაც კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა ბი­ჭის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას.

ჟურ­ნა­ლის­ტი ნი­ნია ახვლე­დი­ა­ნი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ პოსტს ავ­რცე­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ავ­თოს დახ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს:

"...და­ი­ღა­ლა. ენერ­გია აღარ აქვს... წევს და ფიქ­რობს.. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 18 წლის სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი მე­სა­მე თვეა თეთრ პა­ლა­ტა­ში მარ­ტოდ­მარ­ტო, გა­უნ­ძრევ­ლად წევს, უყუ­რებს ერ­თსა და იმა­ვე წერ­ტილს და ფიქ­რობს.. არის პე­რი­ო­დე­ბი იბ­რძვის, თუმ­ცა არის მო­მენ­ტე­ბი როცა აღარ უნდა ეს ტან­ჯვა და უარს ამ­ბობს, საკ­ვებ­ზეც კი...

სა­ბე­დის­წე­რო ავა­რი­ი­დან, რო­მელ­მაც ჩემი შვი­ლის, მისი მე­გობ­რე­ბის და ჩვე­ნი ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა, 3 თვე გა­დის...

ავთო ახლა გერ­მა­ნი­ა­შია. 3 კვი­რა­ზე მეტი გა­ვი­და, რაც იქაა. საღ გო­ნე­ბა­ზეა პირ­ვე­ლი დღი­დან. ტრა­ქე­ოს­ტო­მი­ის გამო ლა­პა­რა­კი მხო­ლოდ ჩურ­ჩუ­ლით შე­უძ­ლია.. ახალ კლი­ნი­კა­ში ჩას­ვლი­სას უკე­თეს გან­წყო­ბა­ზე იყო, იმე­დი­ა­ნად. ჩვენც მას­თან ერ­თად. რე­ა­ლუ­რად ოდ­ნა­ვი უკე­თე­სო­ბაც იყო, ხე­ლებ­ზე მა­სა­ჟე­ბიც კი და­უ­წყეს. მაგ­რამ ასეთ დროს შე­საძ­ლოა ყო­ველ წამს რა­ღაც გარ­თულ­დეს.

ახლა ავ­თუ­კა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბას ებ­რძვის. ინ­ფექ­ცი­ე­ბის და ან­თე­ბის გამო რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ნევ­რო­ლო­გი­ის გარ­და, თავი იჩი­ნა უამ­რავ­მა პრობ­ლე­მამ. უჭირს ყლაპ­ვა. და­იკ­ლო ძა­ლი­ან ბევ­რი... გერ­მა­ნელ ექი­მებს ჯერ კი­დევ არ შე­უძ­ლი­ათ ზუს­ტი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ მი­ნი­მუმ 6 თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი.

ახლა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ავ­თოს­თან დე­დას დღე­ში სამ­ჯერ უშ­ვე­ბენ. ავ­თოს იქ სამ­წუ­ხა­როდ არ ჰყავს თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი, ყოვ­ლის­შემ­ძლე მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გან­საც­დე­ლის დროს მუდ­მი­ვად ახა­ლი­სებ­დნენ და ბრძო­ლის ძა­ლას მა­ტებ­დნენ. ისი­ნი ახლა აქე­დან ცდი­ლო­ბენ ტე­ლე­ფო­ნით და ვი­დე­ო­ქო­ლე­ბით მის­ცენ ისევ ის ენერ­გია, რო­მელ­მაც უნდა გა­ი­მარ­ჯვოს.

თუკი რამე კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა არ­სე­ბობს ამ­ქვეყ­ნად, ავ­თუ­კამ ეს გარ­თუ­ლე­ბაც უნდა და­ა­მარ­ცხოს და მალე მე­გობ­რებს და­უბ­რუნ­დეს.

ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მე­კი­თხე­ბო­და ბოლო დროს ავ­თოს შე­სა­ხებ და გა­დავ­წყვი­ტე კი­დევ ერთხელ გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა თქვენ­თვის მისი ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, მარ­თლა უდი­დეს თა­ნად­გო­მას ვგრძნობთ!

ჩვენ საყ­ვა­რელ ბიჭს ისევ სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი თა­ნად­გო­მა. გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კა­ში ჯერ მხო­ლოდ 2 თვის მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხა გვაქვს გა­დახ­დი­ლი. შე­დე­გის­თვის მი­ნი­მუმ 6 თვეა სა­ჭი­რო. მალე და­ვა­ა­ნონ­სებთ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის აუქ­ცი­ონს. თუ ვინ­მეს გაქვთ სურ­ვი­ლი შე­ი­ტა­ნოთ წვლი­ლი ავ­თოს­თვის გა­მარ­თულ აუქ­ცი­ონ­ში, ნა­მუ­შევ­რებს მე-6 სა­ავ­ტო­რო სკო­ლა­ში ვაგ­რო­ვებთ.

უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ვი­საც რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ, გა­ვერ­თი­ან­დეთ 18 წლის მზის­ფე­რი ბი­ჭის გა­და­სარ­ჩე­ნად. ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დოთ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დეს და ფეხ­ზე დად­გეს, ან თუნ­დაც ეტ­ლით, ჩვენს გვერ­დით გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან გთხოვთ, ახ­ლაც გა­ვერ­თი­ან­დეთ #ავ­თოს­თვის

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ ან­გა­რი­შის ნომ­რებს:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი, სა­ბან­კო კოდი BAGAGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE44BG0000000035929400

თი­ბი­სი ბან­კი, სა­ბან­კო კოდი TBCBGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE59TB7465345062100003.

მიმ­ღე­ბი - მე­რაბ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე. და­სა­ხე­ლე­ბა­ში მი­უ­თი­თეთ "ავ­თოს­თვის".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გავერთიანდეთ 18 წლის მზისფერი ბიჭის გადასარჩენად..." - ავარიაში მძიმედ დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება

"გავერთიანდეთ 18 წლის მზისფერი ბიჭის გადასარჩენად..." - ავარიაში მძიმედ დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება

უკვე 3 თვეა, რაც 18 წლის ავთო კიკნაველიძე ავარიის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაშია. რუსთაველზე მომხდარი ავარიის შედეგად, მეექვსე სკოლელ მოზარდს დაუზიანდა ზურგის ტვინი და ყველა კიდური წართმეული აქვს. ის ამჟამად გერმანიის კლინიკაში მკურნალობს, სადაც კოლოსალური თანხები სჭირდება ბიჭის გამოჯანმრთელებას.

ჟურნალისტი ნინია ახვლედიანი ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას ავთოს დახმარებისკენ მოუწოდებს:

"...დაიღალა. ენერგია აღარ აქვს... წევს და ფიქრობს.. წარმოიდგინეთ, 18 წლის სიცოცხლით სავსე ბიჭი მესამე თვეა თეთრ პალატაში მარტოდმარტო, გაუნძრევლად წევს, უყურებს ერთსა და იმავე წერტილს და ფიქრობს.. არის პერიოდები იბრძვის, თუმცა არის მომენტები როცა აღარ უნდა ეს ტანჯვა და უარს ამბობს, საკვებზეც კი...

საბედისწერო ავარიიდან, რომელმაც ჩემი შვილის, მისი მეგობრების და ჩვენი ყველას ცხოვრება შეცვალა, 3 თვე გადის...

ავთო ახლა გერმანიაშია. 3 კვირაზე მეტი გავიდა, რაც იქაა. საღ გონებაზეა პირველი დღიდან. ტრაქეოსტომიის გამო ლაპარაკი მხოლოდ ჩურჩულით შეუძლია.. ახალ კლინიკაში ჩასვლისას უკეთეს განწყობაზე იყო, იმედიანად. ჩვენც მასთან ერთად. რეალურად ოდნავი უკეთესობაც იყო, ხელებზე მასაჟებიც კი დაუწყეს. მაგრამ ასეთ დროს შესაძლოა ყოველ წამს რაღაც გართულდეს.

ახლა ავთუკა ფილტვების ანთებას ებრძვის. ინფექციების და ანთების გამო რეანიმაციაშია გადაყვანილი. ნევროლოგიის გარდა, თავი იჩინა უამრავმა პრობლემამ. უჭირს ყლაპვა. დაიკლო ძალიან ბევრი... გერმანელ ექიმებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ მინიმუმ 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ გამოიკვეთება რეალური სურათი.

ახლა რეანიმაციაში ავთოსთან დედას დღეში სამჯერ უშვებენ. ავთოს იქ სამწუხაროდ არ ჰყავს თავისი საყვარელი, ყოვლისშემძლე მეგობრები, რომლებიც ამ განსაცდელის დროს მუდმივად ახალისებდნენ და ბრძოლის ძალას მატებდნენ. ისინი ახლა აქედან ცდილობენ ტელეფონით და ვიდეოქოლებით მისცენ ისევ ის ენერგია, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს.

თუკი რამე კანონზომიერება არსებობს ამქვეყნად, ავთუკამ ეს გართულებაც უნდა დაამარცხოს და მალე მეგობრებს დაუბრუნდეს.

ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხებოდა ბოლო დროს ავთოს შესახებ და გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გამეზიარებინა თქვენთვის მისი ახლანდელი მდგომარეობა. დიდი მადლობა ყველას, მართლა უდიდეს თანადგომას ვგრძნობთ!

ჩვენ საყვარელ ბიჭს ისევ სჭირდება ჩვენი თანადგომა. გერმანიის კლინიკაში ჯერ მხოლოდ 2 თვის მკურნალობის თანხა გვაქვს გადახდილი. შედეგისთვის მინიმუმ 6 თვეა საჭირო. მალე დავაანონსებთ ცნობილი ქართველი მხატვრების აუქციონს. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი შეიტანოთ წვლილი ავთოსთვის გამართულ აუქციონში, ნამუშევრებს მე-6 საავტორო სკოლაში ვაგროვებთ.

უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, გავერთიანდეთ 18 წლის მზისფერი ბიჭის გადასარჩენად. ყველაფერი ვცადოთ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს და ფეხზე დადგეს, ან თუნდაც ეტლით, ჩვენს გვერდით გააგრძელოს ცხოვრება. ძალიან გთხოვთ, ახლაც გავერთიანდეთ #ავთოსთვის

დახმარების მსურველებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ანგარიშის ნომრებს:

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400

თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003.

მიმღები - მერაბ კიკნაველიძე. დასახელებაში მიუთითეთ "ავთოსთვის".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს