პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გულშემატკივრის წერილი "ბორჯღალოსნებს" რუსეთ-საქართველოს მატჩის წინ
გულშემატკივრის წერილი "ბორჯღალოსნებს" რუსეთ-საქართველოს მატჩის წინ

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

დღეს რაგ­ბია. კრას­ნო­დარ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მას­პინ­ძელ რუ­სე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. სა­ტურ­ნი­რო თვალ­საზ­რი­სით ამ მატჩს არა­ვი­თა­რი დატ­ვირ­თვა არ აქვს, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს ხვდე­ბა (რა­შიც არ უნდა ხვდე­ბო­დეს) დატ­ვირ­თვა ყო­ველ­თვის დი­დია. რა თქმა უნდა, ბი­ჭებს არა­ვი­თარ ტვირთს არ ვკი­დებ, მით უფრო მა­შინ როცა ჩვე­ნი ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის­თვის რუ­სე­თი დიდი ხა­ნია ისე­თი­ვე მე­ტო­ქეა, რო­გორც წინა კვი­რას ეს­პა­ნე­თი იყო და მომ­დევ­ნო კვი­რას რუ­მი­ნე­თი იქ­ნე­ბა. რაგ­ბი ის იშ­ვი­ა­თი სპორ­ტია, სა­დაც პო­ლი­ტი­კა არა­ფერ შუ­ა­შია, მაგ­რამ გულ­შე­მატ­კი­ვარს მა­ინც გვა­ხა­რებს მტრის გა­ნად­გუ­რე­ბა და ეს ერთი ნაკ­ლი გვა­პა­ტი­ეთ.

მე თქვე­ნი ერთ-ერთი რი­გი­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, რო­მელ­საც თქვენ ასე ძა­ლი­ან შე­აყ­ვა­რეთ რაგ­ბი. ჩემი მსგავ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია. ალ­ბათ იმ­სა­ხუ­რებთ, თო­რემ სა­ქარ­თვე­ლო­ში უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა იოლი არ არის. ჩვენ არა­მარ­ტო ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­ხართ, არა­მედ ძა­ლი­ან გვე­ა­მა­ყე­ბით კი­დეც. თუმ­ცა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნით არ ვი­ა­მა­ყოთ?!

არ მახ­სოვს, მაგ­რამ ბევ­რის­გან მსმე­ნია, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის არარ­სე­ბო­ბის გამო, ქარ­თვე­ლე­ბი ტრაქ­ტორს იყე­ნებ­დნენ რათა შერ­კი­ნე­ბა­ში ევარ­ჯი­შა­თო. ისე­თი დროც იყო, როცა ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი შეკ­რე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით და­დი­ოდ­ნენ, ხოლო ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი ისე ტარ­დე­ბო­და, მთე­ლი სე­ზო­ნი ხელ­ფასს ვერ იღებ­დნენ მო­თა­მა­შე­ე­ბი... თუმ­ცა ერთს არ და­უ­ჩივ­ლია, რად­გან რაგ­ბი­ზე უა­რის თქმა, სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბა­ზე უა­რის თქმას უდ­რი­და. ეს ასე იყო ადრე და ასეა ახ­ლაც. ამ ხალ­ხმა ხმა­უ­რი არ იცის, ამ ხალ­ხის ხმა­უ­რი საქ­მეა, სხვა ხმა­უ­რი ამ ხალ­ხმა არ იცის. სუფ­თე­ბი არი­ან.

რაგ­ბი ჩვე­ნი თა­მა­ში­აო. ჩვე­ნია, აბა, რაა! ჩე­მია, ჩემი ოჯა­ხი­საა, ჩემი მე­გობ­რე­ბი­საა და ჩვე­ნი ყვე­ლა­სია, რად­გან იმ სი­ხა­რულ­მა რაც გუ­შინ გვქონ­და, ყვე­ლა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა, არა­და ყვე­ლა­ზე მე­ტად ხომ ამ ერ­თი­ა­ნო­ბის ეში­ნია მტერს, ეს ბი­ჭე­ბი კი თა­ვი­სი საქ­მით გვა­ერ­თი­ა­ნე­ბენ და ყვე­ლას ერ­თად მე­თექ­ვსმე­ტე მო­თა­მა­შედ გვაქ­ვე­ცენ ხოლ­მე!

რაგ­ბი ერ­თა­დერ­თი სპორ­ტია, რო­დე­საც იცი, რომ შენს უკან მთე­ლი გუნ­დია, იცი მარ­ტო შენ არ ხარ და ამა­ვე დროს შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი გუნ­დის მო­გე­ბაც და წა­გე­ბაც. ალ­ბათ ამი­ტო­მა­ცაა და ერთი შე­ხედ­ვი­თაც ჩანს, რომ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი მო­ე­დან­ზე 15-ნი არი­ან, მაგ­რამ ერ­თნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბენ და აქვთ ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი - წარ­მა­ტე­ბის თა­მა­სა (რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მაღ­ლა აქვთ აწე­უ­ლი) კი­დევ უფრო მაღ­ლა ას­წი­ონ.

იცი­ან ამ ბი­ჭებ­მა გულ­შე­მატ­კივ­რის და­ფა­სე­ბა და ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი თა­მა­შით გაგ­ვა­ხა­რონ, სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლი გვა­დი­ნონ. წა­უ­გე­ბე­ლი ვინ არაა, ჩვენ ნაკ­რებ­საც ბევ­რჯერ წა­უ­გია, ალ­ბათ კი­დევ წა­ა­გებს, მაგ­რამ დე­და­მი­წა­ზე არ მო­ი­ძებ­ნე­ბა კაცი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ ვინ­მემ თავი და­ზო­გა და თა­მა­ში­სას ბო­ლომ­დე არ და­ი­ხარ­ჯა. სწო­რედ ამი­ტომ უყ­ვარს ყვე­ლას "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" - როცა მინ­დორ­ზე "ბორ­ჯღა­ლო­სა­ნი" დგას, ქარ­თვე­ლო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად გე­ა­მა­ყე­ბა!

ბევ­რის­გან გა­მი­გია, ზე­ლან­დი­ე­ლე­ბის "ჰა­კას" მსგავ­სი ჩვენც რომ გვქონ­დეს ცუდი არ იქ­ნე­ბაო. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჰიმ­ნი რი­თაა ჰა­კა­ზე ნაკ­ლე­ბი?! ერთ რა­მედ ღირს მათი ყუ­რე­ბა ჰიმ­ნის დროს. ჩემო ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბო, შე­იძ­ლე­ბა თქვენ ვერ ამ­ჩნევთ, მაგ­რამ ჰიმნს კი არ მღე­რით, არა­მედ ომობთ, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე გა­დახ­დი­ლი ყვე­ლა ბრძო­ლა­ში იღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სულ მი­ნი­მუმ მარ­ტო მა­გი­ტომ ღირს თქვე­ნი ყუ­რე­ბა. სტა­დი­ონ­ზე 15 დგა­ხართ, მაგ­რამ თქვენ გა­ცი­ლე­ბით მეტი ხართ ჩვენ­თვის!

ბი­ჭე­ბო, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ! მინ­და, ჩემი შვი­ლიც თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლით გავ­ზარ­დო, რად­გან თქვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი ნაღ­დია და არა­ფე­რია ყალ­ბი. თქვენ არა­სო­დეს გი­თა­მა­ში­ათ გულ­შე­მატ­კივ­რის სიყ­ვა­რუ­ლით, ბო­რო­ტად არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბი­ათ ჩვე­ნი ნდო­ბა, ამი­ტო­მაც ხართ ყვე­ლა­ზე მაგ­რე­ბი, ამი­ტო­მაც გვე­ი­მე­დე­ბით და ამი­ტო­მაც ვართ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­გა­რი გუნ­დის - სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რე­ბი.

დღეს რაგ­ბია, მაგ­რამ უფრო დიდი რაგ­ბი 18 მარტსაა. ეროვ­ნულ სტა­დი­ონ­ზე რუ­მი­ნეთს და­ვუხ­ვდე­ბით. ერ­თად გა­ვავ­სოთ სტა­დი­ო­ნი, რად­გან - რაგ­ბი ჩვე­ნი თა­მა­შია!!!

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გულშემატკივრის წერილი "ბორჯღალოსნებს" რუსეთ-საქართველოს მატჩის წინ

გულშემატკივრის წერილი "ბორჯღალოსნებს" რუსეთ-საქართველოს მატჩის წინ

ლადო გოგოლაძის ბლოგი

დღეს რაგბია. კრასნოდარში, საქართველოს ნაკრები მასპინძელ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩს არავითარი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ როდესაც საქართველო რუსეთს ხვდება (რაშიც არ უნდა ხვდებოდეს) დატვირთვა ყოველთვის დიდია. რა თქმა უნდა, ბიჭებს არავითარ ტვირთს არ ვკიდებ, მით უფრო მაშინ როცა ჩვენი ბორჯღალოსნებისთვის რუსეთი დიდი ხანია ისეთივე მეტოქეა, როგორც წინა კვირას ესპანეთი იყო და მომდევნო კვირას რუმინეთი იქნება. რაგბი ის იშვიათი სპორტია, სადაც პოლიტიკა არაფერ შუაშია, მაგრამ გულშემატკივარს მაინც გვახარებს მტრის განადგურება და ეს ერთი ნაკლი გვაპატიეთ.

მე თქვენი ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ, რომელსაც თქვენ ასე ძალიან შეაყვარეთ რაგბი. ჩემი მსგავსი საქართველოში ათი ათასობით ადამიანია. ალბათ იმსახურებთ, თორემ საქართველოში უანგარო სიყვარულის დამსახურება იოლი არ არის. ჩვენ არამარტო ძალიან გვიყვარხართ, არამედ ძალიან გვეამაყებით კიდეც. თუმცა, როგორ შეიძლება თქვენით არ ვიამაყოთ?!

არ მახსოვს, მაგრამ ბევრისგან მსმენია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შესაბამისი ტექნიკის არარსებობის გამო, ქართველები ტრაქტორს იყენებდნენ რათა შერკინებაში ევარჯიშათო. ისეთი დროც იყო, როცა ქართველი მორაგბეები შეკრებაზე საკუთარი ხარჯით დადიოდნენ, ხოლო ეროვნული ჩემპიონატი ისე ტარდებოდა, მთელი სეზონი ხელფასს ვერ იღებდნენ მოთამაშეები... თუმცა ერთს არ დაუჩივლია, რადგან რაგბიზე უარის თქმა, საკუთარ პიროვნებაზე უარის თქმას უდრიდა. ეს ასე იყო ადრე და ასეა ახლაც. ამ ხალხმა ხმაური არ იცის, ამ ხალხის ხმაური საქმეა, სხვა ხმაური ამ ხალხმა არ იცის. სუფთები არიან.

რაგბი ჩვენი თამაშიაო. ჩვენია, აბა, რაა! ჩემია, ჩემი ოჯახისაა, ჩემი მეგობრებისაა და ჩვენი ყველასია, რადგან იმ სიხარულმა რაც გუშინ გვქონდა, ყველა გაგვაერთიანა, არადა ყველაზე მეტად ხომ ამ ერთიანობის ეშინია მტერს, ეს ბიჭები კი თავისი საქმით გვაერთიანებენ და ყველას ერთად მეთექვსმეტე მოთამაშედ გვაქვეცენ ხოლმე!

რაგბი ერთადერთი სპორტია, როდესაც იცი, რომ შენს უკან მთელი გუნდია, იცი მარტო შენ არ ხარ და ამავე დროს შენზეა დამოკიდებული გუნდის მოგებაც და წაგებაც. ალბათ ამიტომაცაა და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ჩვენი ბიჭები მოედანზე 15-ნი არიან, მაგრამ ერთნაირად აზროვნებენ და აქვთ ერთადერთი მიზანი - წარმატების თამასა (რომელიც ძალიან მაღლა აქვთ აწეული) კიდევ უფრო მაღლა ასწიონ.

იციან ამ ბიჭებმა გულშემატკივრის დაფასება და ცდილობენ საკუთარი თამაშით გაგვახარონ, სიხარულის ცრემლი გვადინონ. წაუგებელი ვინ არაა, ჩვენ ნაკრებსაც ბევრჯერ წაუგია, ალბათ კიდევ წააგებს, მაგრამ დედამიწაზე არ მოიძებნება კაცი, რომელიც იტყვის, რომ ვინმემ თავი დაზოგა და თამაშისას ბოლომდე არ დაიხარჯა. სწორედ ამიტომ უყვარს ყველას "ბორჯღალოსნები" - როცა მინდორზე "ბორჯღალოსანი" დგას, ქართველობა ყველაზე მეტად გეამაყება!

ბევრისგან გამიგია, ზელანდიელების "ჰაკას" მსგავსი ჩვენც რომ გვქონდეს ცუდი არ იქნებაო. ჩვენი ბიჭების შესრულებული ჰიმნი რითაა ჰაკაზე ნაკლები?! ერთ რამედ ღირს მათი ყურება ჰიმნის დროს. ჩემო ბორჯღალოსნებო, შეიძლება თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ ჰიმნს კი არ მღერით, არამედ ომობთ, თითქოს საქართველოს ისტორიის მანძილზე გადახდილი ყველა ბრძოლაში იღებთ მონაწილეობას, სულ მინიმუმ მარტო მაგიტომ ღირს თქვენი ყურება. სტადიონზე 15 დგახართ, მაგრამ თქვენ გაცილებით მეტი ხართ ჩვენთვის!

ბიჭებო, ძალიან მიყვარხართ! მინდა, ჩემი შვილიც თქვენი სიყვარულით გავზარდო, რადგან თქვენთან ყველაფერი ნაღდია და არაფერია ყალბი. თქვენ არასოდეს გითამაშიათ გულშემატკივრის სიყვარულით, ბოროტად არ გამოგიყენებიათ ჩვენი ნდობა, ამიტომაც ხართ ყველაზე მაგრები, ამიტომაც გვეიმედებით და ამიტომაც ვართ მსოფლიოში ყველაზე მაგარი გუნდის - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარები.

დღეს რაგბია, მაგრამ უფრო დიდი რაგბი 18 მარტსაა. ეროვნულ სტადიონზე რუმინეთს დავუხვდებით. ერთად გავავსოთ სტადიონი, რადგან - რაგბი ჩვენი თამაშია!!!

ლადო გოგოლაძის ბლოგი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ