საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელყუმბარა, რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეში ნივთმტკიცება იყო, მაგრამ ახლა განადგურებულია, კიდევ სხვა საქმეშიც ფიგურირებს"
"ხელყუმბარა, რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეში ნივთმტკიცება იყო, მაგრამ ახლა განადგურებულია, კიდევ სხვა საქმეშიც ფიგურირებს"

ხელ­ყუმ­ბა­რა, რო­მე­ლიც თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ში ნივთმტკი­ცე­ბა იყო, მაგ­რამ ახლა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, კი­დევ სხვა საქ­მე­შიც ფი­გუ­რი­რებს, - ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა ბრალ­დე­ბულ რუს­ლან ალ­და­მო­ვის საქ­მე­შიც ფი­გუ­რი­რებს. „სას­წრა­ფო წე­სით მოხ­და ამ ხელ­ყუმ­ბა­რის გა­ნად­გუ­რე­ბა, ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში. ხელ­ყუმ­ბა­რა, რო­მე­ლიც მათ წარ­მო­ად­გი­ნეს, კი­დევ სხვა საქ­მე­შიც ფი­გუ­რი­რებს. მე ვარ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ვი­ცავ ბრალ­დე­ბულ რუს­ლან ალ­და­მო­ვის ინ­ტე­რე­სებს. იქ არი­ან კი­დევ სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი. სწო­რედ ამ საქ­მის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლედ იყო წარ­მო­ჩე­ნი­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და სხვა­დას­ხვა ჩვე­ნე­ბე­ბი­დან თე­მირ­ლა­ნის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი და­კა­ვე­ბის გან­ჩი­ნე­ბაც ამას უკავ­შირ­დე­ბა. იქ­ნებ ამ კუ­თხი­და­ნაც მსურ­და შე­მე­მოწ­მე­ბი­ნა?! მხა­რე არის არა­თა­ნა­ბარ ვი­თა­რე­ბა­ში. ჩვენ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რე­ბი­და­ნაც მივ­მარ­თავ­დით მათ და თავი და­ვი­ზღვიე და ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც მივ­მარ­თე. რო­დე­საც მი­ვე­დი და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თე, ჯერ რად­გან მხა­რე არ ვარ და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ხდე­ბა ჩემი მის­ვლა და საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა, მათ მი­თხრეს, რომ ხელ­ყუმ­ბა­რას­თან შე­ხე­ბა არ აქვთ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს აქვს და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა და გა­და­მა­მი­სა­მარ­თეს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან. ამის შემ­დეგ შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა. თუმ­ცა, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იყო, რომ გვსურ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის ჩარ­თვა და არ გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ ხელ­ყუმ­ბა­რა“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შეა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში, ექ­სპერ­ტე­ბის მიერ მოხ­და ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბა და დად­გინ­და, რომ ამო­ღე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა იყო ვარ­გი­სი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: რა კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ხელყუმბარა, რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეში ნივთმტკიცება იყო, მაგრამ ახლა განადგურებულია, კიდევ სხვა საქმეშიც ფიგურირებს"

"ხელყუმბარა, რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეში ნივთმტკიცება იყო, მაგრამ ახლა განადგურებულია, კიდევ სხვა საქმეშიც ფიგურირებს"

ხელყუმბარა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ნივთმტკიცება იყო, მაგრამ ახლა განადგურებულია, კიდევ სხვა საქმეშიც ფიგურირებს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ხელყუმბარა ბრალდებულ რუსლან ალდამოვის საქმეშიც ფიგურირებს. „სასწრაფო წესით მოხდა ამ ხელყუმბარის განადგურება, ოპერაციის ჩატარებიდან ერთ კვირაში. ხელყუმბარა, რომელიც მათ წარმოადგინეს, კიდევ სხვა საქმეშიც ფიგურირებს. მე ვარ წარმომადგენელი და ვიცავ ბრალდებულ რუსლან ალდამოვის ინტერესებს. იქ არიან კიდევ სხვა ბრალდებულები. სწორედ ამ საქმის ერთ-ერთ მონაწილედ იყო წარმოჩენილი თემირლან მაჩალიკაშვილი და სხვადასხვა ჩვენებებიდან თემირლანის მიმართ გამოტანილი დაკავების განჩინებაც ამას უკავშირდება. იქნებ ამ კუთხიდანაც მსურდა შემემოწმებინა?! მხარე არის არათანაბარ ვითარებაში. ჩვენ სატელევიზიო ეთერებიდანაც მივმართავდით მათ და თავი დავიზღვიე და ოფიციალურადაც მივმართე. როდესაც მივედი და თბილისის პროკურატურას მივმართე, ჯერ რადგან მხარე არ ვარ და არაოფიციალურად ხდება ჩემი მისვლა და საქმის მასალების გაცნობა, მათ მითხრეს, რომ ხელყუმბარასთან შეხება არ აქვთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს დანიშნული ექსპერტიზა და გადამამისამართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ამის შემდეგ შევიტანე განცხადება. თუმცა, ჩვენი მოთხოვნა პირველივე დღიდან იყო, რომ გვსურდა დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა და არ გაენადგურებინათ ხელყუმბარა“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარა ექსპერტიზის ჩატარების გარეშეა განადგურებული. მთავარი პროკურატურის განმარტებით, ექსპერტიზის ფარგლებში, ექსპერტების მიერ მოხდა ხელყუმბარის აფეთქება და დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა იყო ვარგისი.

წაიკითხეთ ასევე: რა კომენტარს აკეთებენ პროკურატურაში მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარაზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"