პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე შიო - ნებისმიერი ქმარი თუ ცოლს სცემს, არაკაცია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ვინც ბავშვი მოკლა ნატურალური ფაშისტია?
მეუფე შიო - ნებისმიერი ქმარი თუ ცოლს სცემს, არაკაცია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ვინც ბავშვი მოკლა ნატურალური ფაშისტია?

აბორ­ტი არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მი; რო­მელ ჩხუბ­ზე და დაჭ­რა­ზე სა­უბ­რობთ, როცა წე­ლი­წად­ში 40 ათა­სი აბორ­ტი კეთ­დე­ბა?, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ, მე­უ­ფე შიო მუ­ჯირ­მა ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­სა და ფსი­ქო­ლო­გებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრის თქმით, ღმერ­თი არას­დროს მის­ცემს იმ ერს ბედ­ნი­ე­რე­ბას და გა­მარ­ჯვე­ბას, რო­მე­ლიც არის სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის მკვლე­ლი. „ჩვენ ხში­რად გვეს­მის სა­უ­ბა­რი აგ­რე­სი­ა­ზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე, ამას ვებ­რძვით, მაგ­რამ არც ერთი ე.წ. მებ­რძო­ლი ამის წი­ნა­აღ­მდეგ არ ამ­ბობს, რომ აბორ­ტი ცუ­დია. აბორ­ტი არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მი. რო­მელ ჩხუბ­ზე და დაჭ­რა­ზე სა­უბ­რობთ, როცა წე­ლი­წად­ში 40 ათა­სი აბორ­ტი კეთ­დე­ბა და ეს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად? თუ მი­ვა­მა­ტებთ ამას ქი­მი­ურ აბორ­ტებს, ეს ადის ასო­ბით ათას­ზე. სუ­ლი­ე­რად რომ შევ­ხე­დოთ, ღმერ­თი არას­დროს მის­ცემს იმ ერს ბედ­ნი­ე­რე­ბას და გა­მარ­ჯვე­ბას, რო­მე­ლიც არის სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის მკვლე­ლი. სა­ნამ ეს არ გა­მოს­წორ­დე­ბა, ჩემი აზ­რით, რამ­დე­ნიც არ უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, არა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავ­შვებს ვკლავთ ათო­ბით და ასო­ბით ათასს და ამას არ ვუ­წო­დებთ აგ­რე­სი­ას, ვი­ცავთ ქა­ლის უფ­ლე­ბას, ბავ­შვის უფ­ლე­ბას, მაგ­რამ არ ვი­ცავთ ბავ­შვის უფ­ლე­ბას რომ და­ი­ბა­დოს, ამა­ზე ხმას არა­ვინ იღებს. რა არის ეს, თუ არა ორ­მა­გი სტან­დარ­ტი? კი­თხვა იბა­დე­ბა - ვის აწყობს ეს? იქ, რო­გორც ჩანს, ფული კეთ­დე­ბა და დიდი პა­რა­დიგ­მაა, მსოფ­ლიო მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რომ ამა­ზე არ იფიქ­რო, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ეს არ არის აგ­რე­სია, ამა­ზე არ გა­ბე­დო თქმა იმი­ტომ, რომ ქა­ლის უფ­ლე­ბაა, და­კუ­წოს სა­კუ­თა­რი შვი­ლი და­ნით. აქ კი­დევ თუ შე­ე­ხო ქმა­რი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზ­რზე­ნია, ნე­ბის­მი­ე­რი ქმა­რი ცოლს თუ სცემს, ის არა­კა­ცია, და­სას­ჯე­ლია, ამა­ზე ორი აზრი არ არის, მაგ­რამ იქვე რა­ტომ არ ამ­ბობთ, რომ ეს ვინც გა­ა­კე­თა ის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ფა­შის­ტია? ნი­უნ­ბერ­გის პრო­ცეს­ზე ამის გამო ხო­ცავ­დნენ და ახ­რჩობ­დნენ ადა­მი­ა­ნებს. ჩვენ ამას ვა­კე­თებთ და მერე გვინ­და, რომ რა­ღაც გა­მოს­წორ­დეს, აგ­რე­სია და­იძ­ლი­ოს. რო­გორ უნდა და­იძ­ლი­ოს? როცა მთე­ლი ერი ამით სცო­დავს პრაქ­ტი­კუ­ლად. ახლა მარ­ხვის პე­რი­ო­დია და თუ ჩვენ ამას სი­ნა­ნუ­ლით არ შევ­ხე­დეთ, თუ ჩვენ, რო­გორც ერმა ეს არ გა­მო­ვას­წო­რეთ, ამა­ზე არ ვიყ­ვი­რეთ სკო­ლა­შიც, უფ­როსკლა­სებ­შიც, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც, არა­ფე­რი გა­მო­ვა, ჩემი აზ­რით.

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, თქვენ ხში­რად ამ­ბობ­დით, რომ სამ­ღვდე­ლო­ე­ბა აღარ უნდა იყოს მარ­ტო ტაძ­რებ­ში, ეს ძველ დროს იყო, საბ­ჭო­თა დროს, მღვდლებს აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ გა­რეთ გას­ვლა და მი­სი­ო­ნე­რო­ბა. დღეს ის დროა, რო­დე­საც ჩვენ ტაძ­რე­ბი­დან უნდა გა­ვი­დეთ, ვი­ქა­და­გოთ და ეს მი­სი­ო­ნე­რო­ბა გა­ვაძ­ლი­ე­როთ. მე მგო­ნია, რომ ერთ-ერთი გა­მო­სა­ვა­ლი ესეც იქ­ნე­ბა, ფსი­ქო­ლო­გებ­თან ერ­თად, ფი­ლო­სო­ფო­სებ­თან ერ­თად“, - აღ­ნიშ­ნა შეხ­ვედ­რი­სას მე­უ­ფე შიომ.

ცნო­ბის­თვის, პატ­რი­არ­ქმა და მე­უ­ფე შიომ ახალ­გაზ­რდებ­ში მო­მა­ტე­ბულ აგ­რე­სი­ის სა­კი­თხებ­ზე მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­სა და ფსი­ქო­ლო­გებ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის პრობ­ლე­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ მო­ის­მი­ნა გა­მომ­სვლელ­თა აზ­რე­ბი, რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ახალ­გაზ­რდებ­ში მო­მა­ტე­ბულ აგ­რე­სი­ას. პრობ­ლე­მებს შო­რის და­სა­ხელ­და აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ფონი, გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და სხვა.

შეხ­ვედ­რა სა­პატ­რი­არ­ქო­ში გუ­შინ გა­ი­მარ­თა.

jorj
0

ბატონ შიოს იქნებ აუხსნან არსებობს კონტრაცეპტივები რომლების ააცილებს ადამიანებს აბორტისგან. ეს რომ იცოდნენ საზოგადოებამ განათლება უნდა დაიწყოს სკოლებიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მეუფე შიო - ნებისმიერი ქმარი თუ ცოლს სცემს, არაკაცია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ვინც ბავშვი მოკლა ნატურალური ფაშისტია?

მეუფე შიო - ნებისმიერი ქმარი თუ ცოლს სცემს, არაკაცია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ვინც ბავშვი მოკლა ნატურალური ფაშისტია?

აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი; რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება?, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

პატრიარქის მოსაყდრის თქმით, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. „ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ. მებრძოლი ამის წინააღმდეგ არ ამბობს, რომ აბორტი ცუდია. აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება და ეს არაოფიციალურად? თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შევხედოთ, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩემი აზრით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ ათობით და ასობით ათასს და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას, ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ ბავშვის უფლებას რომ დაიბადოს, ამაზე ხმას არავინ იღებს. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი? კითხვა იბადება - ვის აწყობს ეს? იქ, როგორც ჩანს, ფული კეთდება და დიდი პარადიგმაა, მსოფლიო მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ქალის უფლებაა, დაკუწოს საკუთარი შვილი დანით. აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია, ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ სცემს, ის არაკაცია, დასასჯელია, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა ის ნატურალური ფაშისტია? ნიუნბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს, აგრესია დაიძლიოს. როგორ უნდა დაიძლიოს? როცა მთელი ერი ამით სცოდავს პრაქტიკულად. ახლა მარხვის პერიოდია და თუ ჩვენ ამას სინანულით არ შევხედეთ, თუ ჩვენ, როგორც ერმა ეს არ გამოვასწორეთ, ამაზე არ ვიყვირეთ სკოლაშიც, უფროსკლასებშიც, საზოგადოებაშიც, არაფერი გამოვა, ჩემი აზრით.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ხშირად ამბობდით, რომ სამღვდელოება აღარ უნდა იყოს მარტო ტაძრებში, ეს ძველ დროს იყო, საბჭოთა დროს, მღვდლებს აკრძალული ჰქონდათ გარეთ გასვლა და მისიონერობა. დღეს ის დროა, როდესაც ჩვენ ტაძრებიდან უნდა გავიდეთ, ვიქადაგოთ და ეს მისიონერობა გავაძლიეროთ. მე მგონია, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ესეც იქნება, ფსიქოლოგებთან ერთად, ფილოსოფოსებთან ერთად“, - აღნიშნა შეხვედრისას მეუფე შიომ.

ცნობისთვის, პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. მათივე ცნობით, მისმა უწმინდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვა.

შეხვედრა საპატრიარქოში გუშინ გაიმართა.

გორში კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის 2 პედაგოგს კორონავირუსი ​დაუდგინდა

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე