მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი
მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო დას­კვნა დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ტექ­სტის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მიერ მოწ­ვე­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­ეც­ნო­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, დას­კვნის ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ, მას შემ­დგო­მი კვლე­ვის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა წა­ი­ღებს.

"გა­ვეც­ნო­ბი ტექ­სტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ანტს და თუ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იქნა, მო­ვა­წერ ხელს, რის შემ­დე­გაც მას გა­მო­ძი­ე­ბა წა­ი­ღებს. დას­კვნა­ში ყვე­ლა ის სა­კი­თხი და­ფიქ­სირ­დე­ბა, რა­ზეც პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე ვი­სა­უბ­რე, მათ შო­რის ისიც, რომ შუბ­ლის ნა­წი­ლი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო, რის გა­მოც სრო­ლის მან­ძი­ლის დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სრო­ლის მო­მენ­ტში თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი, ამის და­სად­გე­ნად კვლე­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო დას­კვნის შემ­დეგ უნდა ჩა­ტარ­დეს.

"მე თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ ცოტა შე­მაღ­ლე­ბულ ბა­ლიშ­ზე ედო თავი სრო­ლის დროს. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მწო­ლი­ა­რე. თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბის დად­გე­ნა უნდა მოხ­დეს, ამ დას­კვნის და­დე­ბის შემ­დეგ. სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბამ­დე არა­ვი­თა­რი სხვა კვლე­ვა არ უნდა ჩა­ტარ­დეს", - აღ­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. ტექსტის საბოლოო ვერსიას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დღის მეორე ნახევარში გაეცნობა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნიკოლეიშვილმა განუცხადა, დასკვნის ხელმოწერის შემდეგ, მას შემდგომი კვლევისთვის გამოძიება წაიღებს.

"გავეცნობი ტექსტის საბოლოო ვარიანტს და თუ ყველაფერი წესრიგში იქნა, მოვაწერ ხელს, რის შემდეგაც მას გამოძიება წაიღებს. დასკვნაში ყველა ის საკითხი დაფიქსირდება, რაზეც პირველივე ეტაპზე ვისაუბრე, მათ შორის ისიც, რომ შუბლის ნაწილი განადგურებული იყო, რის გამოც სროლის მანძილის დადგენა შეუძლებელი იყო", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი აღნიშნავს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი, ამის დასადგენად კვლევა აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

"მე თავიდანვე ვთქვი, რომ ცოტა შემაღლებულ ბალიშზე ედო თავი სროლის დროს. მისი მდგომარეობა იყო მწოლიარე. თუმცა მისი მდგომარეობის დადგენა უნდა მოხდეს, ამ დასკვნის დადების შემდეგ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამდე არავითარი სხვა კვლევა არ უნდა ჩატარდეს", - აღნიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ