პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საოცარი ისტორია საქართველოზე შეყვარებულ ნიუ-იორკელ ლექტორზე - გაიცანით ევან სიგელი
საოცარი ისტორია საქართველოზე შეყვარებულ ნიუ-იორკელ ლექტორზე - გაიცანით ევან სიგელი

სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია ქარ­თულ ან­ბან­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ნიუ-იორ­კე­ლი ლექ­ტო­რის შე­სა­ხებ, ქარ­თულ­მა ინ­ტერ­ნეტ-სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2015 წელს შე­ი­ტყო. ნიუ-იორკში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ გვან­ცა არჩვა­ძემ, მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ნიუ-იორ­კის მეტ­რო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­თაა სავ­სე. დღეს შემ­თხვე­ვით მა­მა­კაცს მი­ვუ­ჯე­ქი გვერ­დზე, რო­მელ­საც მუ­ზე­უ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვე­კი­თხე. მოკ­ლე სა­უბ­რის შემ­დეგ ჩემ ტე­ლე­ფონ­ში ტექ­სტებს მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა და აჟი­ტი­რე­ბულ­მა მკი­თხა: "ქარ­თვე­ლი ხარ?"

გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა შევ­ხე­დე, არც ქარ­თველს გავ­და აშ­კა­რად და არც რო­მე­ლი­მე საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს. კი-თქო ვუ­პა­სუ­ხე. მუხ­ლზე გა­დაშ­ლი­ლი წიგ­ნი ამო­ატ­რი­ა­ლა და რა და­ვი­ნა­ხე - ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი საკ­მა­ოდ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი გრა­მა­ტი­კის წიგ­ნი. წა­მი­კი­თხე-თქო, ჩემ­და გა­სა­ოც­რად ფან­ტას­ტი­უ­რად წა­ი­კი­თხა.

ეს ადა­მი­ა­ნი არის ევან სი­გე­ლი, ლექ­ტო­რი, სპარ­სო­ლო­გი, რო­მე­ლიც ახლა ქარ­თულს ეუფ­ლე­ბა. ქარ­თულ ის­ტო­რი­ას და კულ­ტუ­რას კარ­გად იც­ნობს, ასე­ვე გეგ­მა­ში აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ამ ამ­ბავ­მა დღე გა­მი­ხა­ლი­სა, სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა შენს პა­ტა­რა სამ­შობ­ლო­ზე ამ­ხე­ლა ვე­ე­ბერ­თე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შეხ­ვდე­ბი უხო­ელ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ბევრ ქარ­თველ­ზე უკეთ იცის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა" - წერ­და გვან­ცა.

გა­დავ­წყვი­ტეთ მოგ­ვე­ძებ­ნა და თქვენ­თვის უკეთ გაგ­ვეც­ნო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ენით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. AMBEBI.GE მას ნიუ-იორკში და­უ­კავ­შირ­და. ამე­რი­კელ­მა ლექ­ტორ­მა, სპარ­სო­ლოგ­მა გვი­თხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად წელს ჩა­მო­დის, რი­თაც დიდი ხნის ოც­ნე­ბას აის­რუ­ლებს.

აი, რა გვი­ამ­ბო სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ამე­რი­კელ­მა ლექ­ტორ­მა:

”64 წლის ვარ. და­ვი­ბა­დე ბრუკ­ლინ­ში, ნიუ-იორკში, ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის სახ­ლად იქცა. მა­თე­მა­ტი­კას ვსწავ­ლობ­დი. 2000 წელს მა­თე­მა­ტი­კო­სის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხიც მი­ვი­ღე. 35 წე­ლია, მა­თე­მა­ტი­კა­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მი­რე­ბას ვას­წავ­ლი. თუმ­ცა, ჩემი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი ირა­ნის ის­ტო­რი­აა”

- რო­დის და რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით სა­ქარ­თვე­ლო­თი ?

- სა­ქარ­თვე­ლო­თი 20 წე­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ. თავ­და­პირ­ვე­ლად შე­მიყ­ვარ­და მრა­ვალ­ხმი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა. შემ­დეგ იყო ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა... ნიუ-იორკში ან­სამ­ბლი "რუს­თა­ვი" იყო ჩა­მო­სუ­ლი, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლად აღ­მაფრ­თო­ვა­ნა!

თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მე­ტად ირა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში ქარ­თველ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა რო­ლის სა­კი­თხი მა­ინ­ტე­რე­სებს. ამის შე­სა­ხებ პრო­ფე­სორ გრი­გოლ ბე­რი­ძეს ვე­სა­უბ­რე გერ­მა­ნი­ა­ში ერთ-ერთ სე­მი­ნარ­ზე. მან კი დიდსუ­ლოვ­ნე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და გა­მო­მიგ­ზავ­ნა სტა­ტი­ე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის შეკ­ვრა, რო­მე­ლიც ქარ­თველ პრო­ფე­სორს გი­ორ­გი ჭი­პაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. მან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მა­ო­ცა თა­ვი­სი თა­მა­მი კრი­ტი­კით კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის, სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქარ­თვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბის ირა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. მის­მა ყუ­რა­დღე­ბამ დე­ტა­ლე­ბის მი­მართ და რე­სურ­სე­ბის გო­ნივ­რულ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ, ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩემი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რის, თეა ჯა­ნა­ში­ა­სი, რო­მელ­მაც დრო და­მით­მო და ქარ­თუ­ლი­დან ჩემი თარ­გმა­ნე­ბი შე­ა­მოწ­მა და გა­ას­წო­რა. ჩე­მით ვის­წავ­ლე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და თურ­ქუ­ლი, მო­ვამ­ზა­დე ბევ­რი სტა­ტია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ კავ­კა­სი­ე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი ირა­ნელ­თა პროგ­რე­სულ კულ­ტუ­რა­ზე. მა­სა­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იბეჭ­დე­ბო­და სა­ტი­რულ ჟურ­ნალ­ში Mulla Nasr od-Din, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში და­არ­სდა.

- რო­გორ სწავ­ლობთ ქარ­თულს?

- პრო­ფე­სორ ჰო­ვარდ არონ­სო­ნის ქარ­თულ გრა­მა­ტი­კას ვსწავ­ლობ­დი. არონ­სო­ნი ქარ­თულ ლინგვის­ტი­კა­ში ერთ-ერთი ბრწყინ­ვა­ლე მეც­ნი­ე­რია. ქარ­თველ თა­ნა­ავ­ტორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ახა­ლი გრა­მა­ტი­კა და სა­კი­თხა­ვი, რო­მე­ლიც მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და მისი სა­მეც­ნი­ე­რი კა­რი­ე­რის ნამ­დვი­ლი შე­დევ­რია.

არონ­სო­ნის გრა­მა­ტი­კის სწავ­ლის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რის - ბე­რი­ძის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წიგ­ნე­ბი­სა და სტა­ტი­ე­ბის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე. ამის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩემი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რის, რო­მე­ლიც აქ ინ­გლი­სურს სწავ­ლობ­და და შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში ტუ­რიზ­მი­სა და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის ინ­დუსტრი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ დაბ­რუნ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მას­თან კონ­ტაქ­ტი დავ­კარ­გე და დიდსუ­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბის გა­დახ­და პი­რა­დად ვერ შევ­ძე­ლი.

- ამ­ჟა­მად რა გა­კავ­ში­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ქარ­თვე­ლებ­თან?

- მყავს ბევ­რი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. ასე­ვე, ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. წელს, მარ­ტში კი ჩემს პირ­ველ ვი­ზიტს ვგეგ­მავ თქვენს ქვე­ყა­ნა­ში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

საოცარი ისტორია საქართველოზე შეყვარებულ ნიუ-იორკელ ლექტორზე - გაიცანით ევან სიგელი

საოცარი ისტორია საქართველოზე შეყვარებულ ნიუ-იორკელ ლექტორზე - გაიცანით ევან სიგელი

საოცარი ისტორია ქართულ ანბანზე შეყვარებული ნიუ-იორკელი ლექტორის შესახებ, ქართულმა ინტერნეტ-საზოგადოებამ 2015 წელს შეიტყო. ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ გვანცა არჩვაძემ, მაშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"ნიუ-იორკის მეტრო თავგადასავლებითაა სავსე. დღეს შემთხვევით მამაკაცს მივუჯექი გვერდზე, რომელსაც მუზეუმის მიმართულება შევეკითხე. მოკლე საუბრის შემდეგ ჩემ ტელეფონში ტექსტებს მიაქცია ყურადღება და აჟიტირებულმა მკითხა: "ქართველი ხარ?"

გაკვირვებულმა შევხედე, არც ქართველს გავდა აშკარად და არც რომელიმე საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელს. კი-თქო ვუპასუხე. მუხლზე გადაშლილი წიგნი ამოატრიალა და რა დავინახე - ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საკმაოდ ძველი ქართული გრამატიკის წიგნი. წამიკითხე-თქო, ჩემდა გასაოცრად ფანტასტიურად წაიკითხა.

ეს ადამიანი არის ევან სიგელი, ლექტორი, სპარსოლოგი, რომელიც ახლა ქართულს ეუფლება. ქართულ ისტორიას და კულტურას კარგად იცნობს, ასევე გეგმაში აქვს საქართველოს მონახულება. ამ ამბავმა დღე გამიხალისა, სასიამოვნოა, როცა შენს პატარა სამშობლოზე ამხელა ვეებერთელა ქვეყანაში შეხვდები უხოელ ადამიანს, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია და კულტურა" - წერდა გვანცა.

გადავწყვიტეთ მოგვეძებნა და თქვენთვის უკეთ გაგვეცნო ადამიანი, რომელიც ქართული ენით არის დაინტერესებული. AMBEBI.GE მას ნიუ-იორკში დაუკავშირდა. ამერიკელმა ლექტორმა, სპარსოლოგმა გვითხრა, რომ საქართველოში პირველად წელს ჩამოდის, რითაც დიდი ხნის ოცნებას აისრულებს.

აი, რა გვიამბო საკუთარი ცხოვრების შესახებ ამერიკელმა ლექტორმა:

”64 წლის ვარ. დავიბადე ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ქალაქში, რომელიც ბოლო პერიოდში ბევრი ქართველისთვის სახლად იქცა. მათემატიკას ვსწავლობდი. 2000 წელს მათემატიკოსის დოქტორის ხარისხიც მივიღე. 35 წელია, მათემატიკასა და კომპიუტერულ პროგრამირებას ვასწავლი. თუმცა, ჩემი მთავარი ინტერესი ირანის ისტორიაა”

- როდის და რატომ დაინტერესდით საქართველოთი ?

- საქართველოთი 20 წელია დაინტერესებული ვარ. თავდაპირველად შემიყვარდა მრავალხმიანი ქართული სიმღერა, რომელსაც მსოფლიოში ვერაფერი შეედრება. შემდეგ იყო ქართული ცეკვა... ნიუ-იორკში ანსამბლი "რუსთავი" იყო ჩამოსული, რომელმაც ნამდვილად აღმაფრთოვანა!

თუმცა, ყველაზე მეტად ირანის კონსტიტუციურ რევოლუციაში ქართველ რევოლუციონერთა როლის საკითხი მაინტერესებს. ამის შესახებ პროფესორ გრიგოლ ბერიძეს ვესაუბრე გერმანიაში ერთ-ერთ სემინარზე. მან კი დიდსულოვნება გამოიჩინა და გამომიგზავნა სტატიებისა და წიგნების შეკვრა, რომელიც ქართველ პროფესორს გიორგი ჭიპაშვილს ეკუთვნოდა. მან განსაკუთრებულად გამაოცა თავისი თამამი კრიტიკით კომუნისტური პარტიის, სერგო ორჯონიკიძის მიმართ, განსაკუთრებით კი ქართველი რევოლუციონერების ირანის კონსტიტუციურ რევოლუციაში მონაწილეობაზე. მისმა ყურადღებამ დეტალების მიმართ და რესურსების გონივრულმა გამოყენებამ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მადლობელი ვარ ჩემი ქართველი მეგობრის, თეა ჯანაშიასი, რომელმაც დრო დამითმო და ქართულიდან ჩემი თარგმანები შეამოწმა და გაასწორა. ჩემით ვისწავლე აზერბაიჯანული და თურქული, მოვამზადე ბევრი სტატია იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენენ კავკასიელი აზერბაიჯანელი ინტელექტუალები ირანელთა პროგრესულ კულტურაზე. მასალები ძირითადად იბეჭდებოდა სატირულ ჟურნალში Mulla Nasr od-Din, რომელიც თბილისში დაარსდა.

- როგორ სწავლობთ ქართულს?

- პროფესორ ჰოვარდ არონსონის ქართულ გრამატიკას ვსწავლობდი. არონსონი ქართულ ლინგვისტიკაში ერთ-ერთი ბრწყინვალე მეცნიერია. ქართველ თანაავტორთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა ახალი გრამატიკა და საკითხავი, რომელიც მაღალ პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული და მისი სამეცნიერი კარიერის ნამდვილი შედევრია.

არონსონის გრამატიკის სწავლის შემდეგ, ქართველი პროფესორის - ბერიძის მიერ გამოგზავნილი წიგნებისა და სტატიების შესწავლა დავიწყე. ამისთვის მადლობელი ვარ ჩემი ქართველი მეგობრის, რომელიც აქ ინგლისურს სწავლობდა და შემდეგ სამშობლოში ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში სამუშაოდ დაბრუნდა. სამწუხაროდ, მასთან კონტაქტი დავკარგე და დიდსულოვანი დახმარებისთვის მადლობის გადახდა პირადად ვერ შევძელი.

- ამჟამად რა გაკავშირებთ საქართველოსთან და ქართველებთან?

- მყავს ბევრი ქართველი მეგობარი, რომელთან ურთიერთობაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ასევე, ურთიერთობა მაქვს ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არასდროს ვყოფილვარ. წელს, მარტში კი ჩემს პირველ ვიზიტს ვგეგმავ თქვენს ქვეყანაში!

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 800-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით  კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე