ირანელი ქალი, რომელმაც საჯაროდ მოიხსნა ჰიჯაბი, 2 წლით დააპატიმრეს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. თეირანელი პროკურორის აბას ჯაფარი - დოლატაბადის განცხადებით, ის "გარყვნილების პროპაგანდაში" დაადანაშაულეს.
მისივე ინფორმაციით, ქალი ავად არის და მკურნალობას საჭიროებს.
ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში ამავე ბრალდებით არაერთი ქალი დააკავეს, რადგან სულ უფრო იზრდება ადამიანების რაოდენობა, ვინც ჰიჯაბის წინააღმდეგ გამოდის.
1979 წელს ირანში რევოლუციის შემდეგ ქალები ვალდებულები არიან, თავსაბურავით იარონ.