„ღამის ეკონომიკა“ არის საკმაოდ მზარდი ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ ამის დიდი პოტენციალი გვაქვს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პროექტ „ღამის ეკონომიკის“ ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში აქტიურად განიხილება, როგორც თანამედროვე კულტურის ცენტრად და ხშირია მასზე საერთაშორისო ინტერესიც. სერგი გვარჯალაძის განცხადებით, მსგავსი პროექტები წარმატებით მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რითაც ეკონომიკა მნიშვნელოვან მოგებას ნახულობს.
„გვაქვს კლუბები, გვაქვს ინდუსტრია, რომელიც ძალიან წარმატებულია და ბოლო სამი წლის განმავლობაში ფაქტიურად არ დარჩენილა საერთაშორისო პუბლიკაცია, რომელსაც ეს თემა არ უხსენებია. საქართველო ამ კონტექსტშია ნახსენები, როდესაც თანამედროვე, კულტურულ ღონისძიებებზეა საუბარი. ჩვენ რეალურად ვართ ერთ-ერთი თანამედროვე კულტურული ცენტრი.
„ღამის ეკონომიკა“ არის საკმად მზარდი ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ ამის დიდი პოტენციალი გვაქვს. მაგალითად ლონდონში რამდენიმე მილიარდიანი ბრუნვა აქვს, გერმანიაში საკმაოდ სერიოზული ინსტიტუციაა ჩართული, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე არის ვილნიუსი და მას დიდ პოტენციალი აქვს“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.