პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საქმიანობენ დღეს ქართული პოლიტიკის ერთ დროს გავლენიანი ქალბატონები?
რას საქმიანობენ დღეს ქართული პოლიტიკის ერთ დროს გავლენიანი ქალბატონები?

რო­გორც წესი, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ქა­ლე­ბი არც თუ დიდი სიმ­რავ­ლით არი­ან ხოლ­მე წარ­მოდ­გე­ნილ­ნი, თუმ­ცა ხში­რად ისი­ნი საკ­მა­ოდ დიდ როლს თა­მა­შო­ბენ მა­მა­კაც­თა ჩრდილ­ქვე­შაც კი. წარ­მო­გიდ­გენთ ქა­ლებს, რო­მელ­თაც დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­დათ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, ახლა კი ნაკ­ლე­ბად ან სა­ერ­თოდ არ ჩა­ნან.

ელე­ნე თევ­დო­რა­ძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­უ­რი წევ­რი და რამ­დე­ნი­მე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი ელე­ნე თევ­დო­რა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი სახე ახლა პენ­სი­ა­ზეა გა­სუ­ლი.

მაია ნა­დი­რა­ძე

მაია ნა­დი­რა­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად "ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რის" წევ­რი გახ­ლდათ, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს­თა­ნაც მე­გობ­რობ­და, თუმ­ცა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის წევ­რი გახ­და. ის მე-6 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი გახ­ლდათ და რო­გორც ამ­ბობ­და, საკ­მაო გავ­ლე­ნაც ჰქონ­და. სკან­და­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო, 2006 წელს ნა­დი­რა­ძემ პო­ლი­ტი­კურ კუ­ლი­სებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებ­თან ერ­თად, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში 2012 წელს ისევ გა­მოჩ­ნდა - სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში შეკ­რე­ბილ ყო­ფილ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს შე­უ­ერ­თდა. პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ ნა­დი­რა­ძე ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ობ­და და სო­ლი­დუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბაც ჰქონ­და. რო­გორც 2014 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, 2013 წელს ხელ­ფა­სის სა­ხით 287. 110 ლარი მი­ი­ღო. ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ამ საქ­მი­ა­ნო­ბამ მი­ლი­ონ–ნა­ხევ­რამ­დე ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მო­უ­ტა­ნა. მას კო­მი­სი­ის წევ­რო­ბის ვადა 2015 წელს ამო­ე­წუ­რა.

მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი

მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი აღ­მას­ვლა 2000-2001 წლებ­ში­ და­ი­წყო, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სო­ბი­სას. 2001 წელს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" პრე­სი­სა და სა­ზო­გა­დო­ებას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გახ­და, შემ­დეგ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი­ თავ­მჯდო­მა­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრესმდი­ვა­ნი გახ­ლდათ. 2003-2004 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე. 2004, 2008 და 2012 წლებ­ში აირ­ჩი­ეს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად, თუმ­ცა 2008 წლი­დან მისი გავ­ლე­ნა ნელ-ნელა იკ­ლებს. 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ მის მე­ო­რე მე­უღ­ლეს აპა­ტიმ­რე­ბენ და გვა­რი­ან ფულ­საც "ახე­ვენ". "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბი­დან მა­ლე­ვე ის "ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან" წა­ვი­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ქმა­რი, პა­ა­ტა ცნო­ბი­ლა­ძე, რო­მელ­მაც ცოლი შვი­ლის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­ა­ტო­ვა, ამ­ბობ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას მა­რი­კამ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა და მას­ზე და მის ოჯახ­ზე შური იძია.

ვერა ქო­ბა­ლია

2010 წელს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ 28 წლის ვერა ქო­ბა­ლი­ას ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პოს­ტი ჩა­ა­ბა­რეს. კა­ნა­დი­დან ჩა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ლე­ვე მო­ექ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში და თით­ქმის სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭო­რე­ბი არ მოჰ­კლე­ბია. 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ჯერ სა­ა­კაშ­ვი­ლის მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო. ამჟ­მად კი, რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ამ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, ინ­დო­ნე­ზი­ის მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლია ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რას საქმიანობენ დღეს ქართული პოლიტიკის ერთ დროს გავლენიანი ქალბატონები?

რას საქმიანობენ დღეს ქართული პოლიტიკის ერთ დროს გავლენიანი ქალბატონები?

როგორც წესი, ქართულ პოლიტიკაში, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ქალები არც თუ დიდი სიმრავლით არიან ხოლმე წარმოდგენილნი, თუმცა ხშირად ისინი საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ მამაკაცთა ჩრდილქვეშაც კი. წარმოგიდგენთ ქალებს, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ ქართულ პოლიტიკაში, ახლა კი ნაკლებად ან საერთოდ არ ჩანან.

ელენე თევდორაძე

"ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი და რამდენიმე მოწვევის პარლამენტარი ელენე თევდორაძე წლების განმავლობაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გახლდათ. ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი სახე ახლა პენსიაზეა გასული.

მაია ნადირაძე

მაია ნადირაძე თავდაპირველად "ტრადიციონალისტთა კავშირის" წევრი გახლდათ, ნინო ბურჯანაძესთანაც მეგობრობდა, თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გახდა. ის მე-6 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი გახლდათ და როგორც ამბობდა, საკმაო გავლენაც ჰქონდა. სკანდალური გამონათქვამების გამო, 2006 წელს ნადირაძემ პოლიტიკურ კულისებში გადაინაცვლა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად, საჯარო სივრცეში 2012 წელს ისევ გამოჩნდა - სპორტის სასახლეში შეკრებილ ყოფილ თანაპარტიელებს შეუერთდა. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ნადირაძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და სოლიდური ანაზღაურებაც ჰქონდა. როგორც 2014 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული, 2013 წელს ხელფასის სახით 287. 110 ლარი მიიღო. ექვსი წლის განმავლობაში კი ამ საქმიანობამ მილიონ–ნახევრამდე ლარის შემოსავალი მოუტანა. მას კომისიის წევრობის ვადა 2015 წელს ამოეწურა.

მარიკა ვერულაშვილი

მარიკა ვერულაშვილის პოლიტიკური აღმასვლა 2000-2001 წლებში დაიწყო, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსობისას. 2001 წელს "ნაცმოძრაობის" პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გახდა, შემდეგ თბილისის საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი გახლდათ. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე. 2004, 2008 და 2012 წლებში აირჩიეს პარლამენტის წევრად, თუმცა 2008 წლიდან მისი გავლენა ნელ-ნელა იკლებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მის მეორე მეუღლეს აპატიმრებენ და გვარიან ფულსაც "ახევენ". "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან მალევე ის "ნაცმოძრაობიდან" წავიდა. საინტერესოა, რომ ვერულაშვილის პირველი ქმარი, პაატა ცნობილაძე, რომელმაც ცოლი შვილის გაჩენისთანავე მიატოვა, ამბობდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას მარიკამ საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენა და მასზე და მის ოჯახზე შური იძია.

ვერა ქობალია

2010 წელს, საზოგადოებისთვის უცნობ 28 წლის ვერა ქობალიას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ჩააბარეს. კანადიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალბატონი მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და თითქმის სამი წლის განმავლობაში ჭორები არ მოჰკლებია. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჯერ სააკაშვილის მრჩევლად დაინიშნა, მოგვიანებით, ტურისტული ბიზნესი წამოიწყო. ამჟმად კი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ