"ბიბლუსის" "ლიტერატურული ტურნე" გრძელდება. ამჯერად დიდი ლიტერატურული საღამოები ქუთაისსა და ზუგდიდში მოეწყობა. სახალხო ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები, დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად ქუთაისსა და ზუგდიდს ეწვევიან და ლიტერატურულ საღამოებს გამართავენ.
თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა, ია კარგარეთელი და ელის დოჯსონი მკითხველებს შეხვდებიან, თავიანთ წიგნებზე და იმ აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრებენ, რომლებიც მათ რომანებშია მიმოხილული.
ღონისძიებებზე წიგნები - „აღიარება ხელისგულზე“, „შემოვალ ეტლით“, „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ და „რაფლეზია“ - 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ლიტერატურული ტურნე "ბიბლუსის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმა. მის ფარგლებში მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეხვდნენ ცნობილ ქართველ მწერლებს, გაესაუბრონ მათ შემოქმედებასა და სხვა საინტერესო თემებზე.
ღონისძიების ბმულები: