პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრანსგენდერი ქალების და მათი მოწინააღმდეგების აქციები იუსტიციის სახლთან
ტრანსგენდერი ქალების და მათი მოწინააღმდეგების აქციები იუსტიციის სახლთან

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან ტრანსგენ­დე­რი ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვი აქ­ცია - "მე ვარ ქალი - აღი­ა­რე !" მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა.

რო­გორც ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრანსგენ­დერ ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ, არის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა­ში სქე­სის შეც­ვლის არაჰუ­მა­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რა.

ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტებ­ში სქე­სის შეც­ვლა უზ­რუნ­ველ­ყოს ტრანსგენ­დე­რი ადა­მი­ა­ნის მიერ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს გენ­დერუ­ლი დის­ფო­რი­ის დი­აგ­ნოზს, მაგ­რამ არა სქე­სის კვლავ­მი­ნი­ჭე­ბის ოპე­რა­ცი­ის ცნო­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცი­ის კონ­ტრაქ­ცი­ას იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან ორ­გა­ნი­ზა­ცია ”ზნე­ო­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მარ­თა­ვენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "ზნე­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აქ­ცი­ის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გამო და­ა­კა­ვეს. ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ტრანსგენ­დე­რი ქა­ლე­ბი და რიგი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი, კვერ­ცხი ის­რო­ლა, რა­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა მოყ­ვა. მის­მა და­კა­ვე­ბამ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ზნე­ო­ბის“ მომ­ხრე­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ად­გილ­ზე ამ დრომ­დე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ეკი­პა­ჟი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ორი ურ­თერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის კო­რი­დო­რი აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი.

ტრანსგენდერი ქალების და მათი მოწინააღმდეგების აქციები იუსტიციის სახლთან

ტრანსგენდერი ქალების და მათი მოწინააღმდეგების აქციები იუსტიციის სახლთან

იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავი აქცია - "მე ვარ ქალი - აღიარე !" მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია ქალთა მოძრაობა.

როგორც ქალთა მოძრაობაში აღნიშნავენ, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა.

ისინი მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას.

აღნიშნული აქციის კონტრაქციას იუსტიციის სახლთან ორგანიზაცია ”ზნეობის” წარმომადგენლებიც მართავენ. სამართალდამცველებმა "ზნეობის" წარმომადგენლების აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს. ფალავანდიშვილმა ტერიტორიაზე, სადაც ტრანსგენდერი ქალები და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილები, კვერცხი ისროლა, რასაც სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება მოყვა. მისმა დაკავებამ ორგანიზაცია „ზნეობის“ მომხრეების უკმაყოფილება გამოიწვია.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. სამართალდამცველებს ორი ურთერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის კორიდორი აქვთ გაკეთებული.

"საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა" - 7 წლის ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ

25 დღის ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა - "ოჯახში კონტაქტით გადაედო, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ"

ხინოს ხეობაში დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ - საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო