მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესამე შემზარავი შემთხვევა ბოლო სამ დღეში - კორპუსიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა
მესამე შემზარავი შემთხვევა ბოლო სამ დღეში - კორპუსიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა

შე­ნო­ბი­დან კი­დევ ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი გად­მო­ვარ­და. შემ­თხვე­ვა აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მოხ­და.

რო­გორც AMBEBI.GE-ს სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს, მო­ზარ­დი ამ წუ­თებ­ში ექი­მებს ინ­გო­როყ­ვას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­დაჰ­ყავთ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი უკვე მი­ვიდ­ნენ.

ბოლო სამ დღე­ში, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბი­დან არას­რულ­წლოვ­ნის გად­მო­ვარ­დნის ეს უკვე მე­სა­მე შემ­თხვე­ვაა. გუ­შინ თემ­ქა­ზე 20 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-6 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ორი დღის წინ კი 16 წლის სკო­ლის მოს­წავ­ლე გად­მო­ვარ­და მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან, ბიჭი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა და ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. 2 დღის წინ მომ­ხდარ ამ შემ­თხვე­ვას ოჯა­ხი სა­ხი­ფა­თო ინ­ტერ­ნეტ-თა­მაშს უკავ­ში­რებს. 16 წლის ბი­ჭის ოჯა­ხის წევ­რმა ფე­ის­ბუ­ქით მი­მარ­თვაც გა­ავ­რცე­ლა: "ეს არის სექ­ტა, რო­მელ­საც მო­ზარ­დე­ბი სუ­ი­ცი­დამ­დე მიჰ­ყავს, და­ში­ნე­ბით, შან­ტა­ჟით და სხვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით. ჩემი 16 წლის ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი, ნა­ფე­რე­ბი, კომ­ფორ­ტსა და სიყ­ვა­რულ­ში გაზ­რდი­ლი ძმა თა­ვის ოთა­ხის აივ­ნი­დან, მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა! დროა ამ ბავ­შვებს უთხრათ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს და დრო­ზე უნდა ამო­ი­ღონ ხმა, რომ ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით, ვუშ­ვე­ლით, და­ვი­ცავთ. ჩემი სან­დრო გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ათე­უ­ლო­ბით ბავ­შვი ვერ! ეს არის რუ­სეთ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ სექ­ტა, კო­მუ­ნი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს რუ­სულ ენა­ზე, რო­მე­ლიც ბავ­შვებს და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევს, ბოლო და­ვა­ლე­ბა კი სა­ხუ­რა­ვი­დან გა­დახ­ტო­მაა! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის მოკ­ვლით ემუქ­რე­ბი­ან!" (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

მესამე შემზარავი შემთხვევა ბოლო სამ დღეში - კორპუსიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა

მესამე შემზარავი შემთხვევა ბოლო სამ დღეში - კორპუსიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა

შენობიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.

როგორც AMBEBI.GE-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მოზარდი ამ წუთებში ექიმებს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები უკვე მივიდნენ.

ბოლო სამ დღეში, მაღალსართულიანი შენობიდან არასრულწლოვნის გადმოვარდნის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. გუშინ თემქაზე 20 წლამდე ასაკის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ორი დღის წინ კი 16 წლის სკოლის მოსწავლე გადმოვარდა მაღალი სართულიდან, ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. 2 დღის წინ მომხდარ ამ შემთხვევას ოჯახი სახიფათო ინტერნეტ-თამაშს უკავშირებს. 16 წლის ბიჭის ოჯახის წევრმა ფეისბუქით მიმართვაც გაავრცელა: "ეს არის სექტა, რომელსაც მოზარდები სუიციდამდე მიჰყავს, დაშინებით, შანტაჟით და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლით. ჩემი 16 წლის ნალოლიავები, ნაფერები, კომფორტსა და სიყვარულში გაზრდილი ძმა თავის ოთახის აივნიდან, მერვე სართულიდან გადახტა! დროა ამ ბავშვებს უთხრათ, რომ გამოსავალი არსებობს და დროზე უნდა ამოიღონ ხმა, რომ ჩვენ დავეხმარებით, ვუშველით, დავიცავთ. ჩემი სანდრო გადარჩა, მაგრამ ათეულობით ბავშვი ვერ! ეს არის რუსეთში ჩამოყალიბებული ინტერნეტ სექტა, კომუნიკაცია მიმდინარეობს რუსულ ენაზე, რომელიც ბავშვებს დავალებებს აძლევს, ბოლო დავალება კი სახურავიდან გადახტომაა! წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან!" (წაიკითხეთ ვრცლად)

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"