მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია..." - კალაძე ელისაშვილს პასუხობს
"ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია..." - კალაძე ელისაშვილს პასუხობს

გა­უ­გე­ბა­რია, რამ­დე­ნად უნდა გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი ადა­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი შე­უქ­მნია; ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უქ­ნა­რა, ნა­ცარ­ქე­ქია, - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტის, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ღა­მის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

კა­ლა­ძის თქმით, ღა­მის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა მისი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო და ამას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებს.

„გა­უ­გე­ბა­რია, რამ­დე­ნად უნდა გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი ადა­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი შე­უქ­მნია. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უქ­ნა­რა, ნა­ცარ­ქე­ქია. მე მაქვს ჩემი ხედ­ვა, რო­მელ­საც დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­უ­ჭი­რა მხა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი და­პი­რე­ბა რაც იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ეს და­პი­რე­ბა შე­ვას­რუ­ლო. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ იმას, რომ თბი­ლი­სი იქ­ნე­ბა სი­ცო­ცხლით სავ­სე ქა­ლა­ქი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის ღა­მის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძე წა­რად­გი­ნა. კა­ლა­ძის თქმით, ღა­მის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს გა­ნა­ვი­თა­რებს. კა­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვას გუ­შინ­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და: „რა ღა­მის ეკო­ნო­მი­კა, რა გა­რიჟ­რა­ჟის და დოლ-გარ­მო­ნის, ალი­ონ­ზე შე­გე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია, მე­რი­ა­ში არ­სე­ბობს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი, დი­ლის ეკო­ნო­მი­კაც შე­დის იმა­ში, შუ­ა­დღის ნა­ბა­ხუ­სევ­ზე გა­მოს­ვლაც და სა­ღა­მოს და­ი­სიც რას იგო­ნე­ბენ, ეს არის ხალ­ხის აგ­დე­ბა და თა­ვის თა­ვის აგ­დე­ბაც. ღა­მის ცხოვ­რე­ბის რა­ი­მე შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი თუ არ­სე­ბობს, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად გა­წე­რე. თუ რე­სურ­სი არ გყოფ­ნის ერთჯე­რა­დი შეხ­ვედ­რა გა­ა­კე­თე კლუ­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან, და­წე­რე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და გა­მო­ას­წო­რე“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია..." - კალაძე ელისაშვილს პასუხობს

"ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია..." - კალაძე ელისაშვილს პასუხობს

გაუგებარია, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი ადამიანის განცხადებაზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია; ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას ღამის ეკონომიკის განვითარების საკითხთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, ღამის ეკონომიკის განვითარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამას აუცილებლად შეასრულებს.

„გაუგებარია, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი ადამიანის განცხადებაზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია. ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია. მე მაქვს ჩემი ხედვა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი დაპირება რაც იყო წინასაარჩევნოდ, ვალდებული ვარ, ეს დაპირება შევასრულო. აუცილებლად გავაკეთებ იმას, რომ თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე წარადგინა. კალაძის თქმით, ღამის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესს განავითარებს. კალაძის ინიციატივას გუშინვე გამოეხმაურა ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა: „რა ღამის ეკონომიკა, რა გარიჟრაჟის და დოლ-გარმონის, ალიონზე შეგებების ადმინისტრაცია, მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების სამსახური, დილის ეკონომიკაც შედის იმაში, შუადღის ნაბახუსევზე გამოსვლაც და საღამოს დაისიც რას იგონებენ, ეს არის ხალხის აგდება და თავის თავის აგდებაც. ღამის ცხოვრების რაიმე შემაფერხებელი თუ არსებობს, კონცეპტუალურად გაწერე. თუ რესურსი არ გყოფნის ერთჯერადი შეხვედრა გააკეთე კლუბების ხელმძღვანელებთან, დაწერე რეკომენდაციები და გამოასწორე“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"