პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამყაროს 5 გამორჩეული ქალის საოცარი ისტორია, რომელიც 8 მარტს უნდა წაიკითხოთ
სამყაროს 5 გამორჩეული ქალის საოცარი ისტორია, რომელიც 8 მარტს უნდა წაიკითხოთ

სამ­ყა­რო­ში ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­დნენ ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ მსოფ­ლიო უკე­თე­სი გა­ე­ხა­დათ, ან უბ­რა­ლოდ, თა­ვი­ან­თი გა­ბე­დუ­ლე­ბით ყვე­ლას­თვის და­ე­ნახ­ვე­ბი­ნათ, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მათი წვლი­ლი დი­დია. ხში­რად ამის გა­კე­თე­ბა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად უწევ­დათ, მაგ­რამ მათ ბრძო­ლას შე­დე­გი ყო­ველ­თვის ჰქონ­და...

ნერ­ჯა - ტე­რო­რის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ

1980-იან წლებ­ში, ამე­რი­კულ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ Pan Am-მა აზი­ე­ლი კლი­ენ­ტე­ბის მეტი კომ­ფორ­ტის­თვის, ეკი­პა­ჟის ყვე­ლა წევ­რი ინ­დო­ე­ლი აიყ­ვა­ნა. სწო­რედ მა­შინ, 23 წლის ინ­დო­ელ­მა გო­გო­ნამ, ყო­ფილ­მა მო­დელ­მა ნერ­ჯა ბჰა­ტო­ნიმ ბორტგამ­ცი­ლებ­ლის პრო­ფე­სია აირ­ჩია...

1986 წლის 5 სექ­ტემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, რო­დე­საც Pan Am რე­ი­სი 73-ის თვითმფრი­ნა­ვი მუმ­ბა­ი­დან ამე­რი­კის­კენ მიფ­რი­ნავ­და, პა­კის­ტან­ში, ყა­რი­ჩის აე­რო­პორ­ტში დაფ­რინ­და. ბორტზე ოთხმა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ტე­რო­რის­ტმა შე­აღ­წია და ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი და მგზავ­რე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. ტე­რო­რის­ტე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცია "აბუ ნი­და­ლის" წევ­რე­ბი იყ­ვნენ და თა­ვი­ან­თი ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ. ბორტზე 361 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 19 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და... ტე­რო­რის­ტე­ბის ბორტზე გა­მო­ჩე­ნი­სას თვითმფრი­ნა­ვის კა­ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ: პი­ლო­ტი, დამ­ხმა­რე და ბორ­ტინ­ჟი­ნე­რი. დაბ­ნე­უ­ლი ბორტგამ­ცი­ლებ­ლე­ბი­დან ერ­თა­დერ­თმა ნერ­ჯამ მო­ა­ხერ­ხა და პი­ლო­ტის კა­ბი­ნას ტე­რო­რის­ტე­ბის თვითმფრი­ნავ­ში ყოფ­ნის ამ­ბა­ვი შე­ა­ტყო­ბი­ნა, რის შემ­დე­გაც, მათ თვითმფი­ნა­ვი ჩუ­მად და­ტო­ვეს. ნერ­ჯა ბორტზე დარ­ჩა, რად­გან ეკი­პა­ჟის დარ­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბი და მგზავ­რე­ბი ვერ მი­ა­ტო­ვა...

მას შემ­დეგ, რაც ტე­რო­რის­ტებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ პი­ლო­ტის კა­ბი­ნა ცა­რი­ე­ლი იყო, თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე მყო­ფი მგზავ­რე­ბის და­ხოც­ვა და­ი­წყეს - ვი­საც აშშ-ს პას­პორ­ტი ჰქონ­და, და­უნ­დობ­ლად კლავ­დნენ... ნერ­ჯამ მგზავ­რე­ბის პას­პორ­ტე­ბი გა­და­მა­ლა და ასე შეძ­ლო 41 ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა.

ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად თვითმფრი­ნა­ვი­დან ხალ­ხის გაყ­ვა­ნა და­ი­წყეს. რო­დე­საც ნერ­ჯა ბჰა­ტო­ნი სამი ამე­რი­კე­ლი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, მას ტე­რო­რის­ტმა ეს­რო­ლა. გო­გო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე და­ი­ღუ­პა.

წლე­ბის შემ­დეგ, სა­ბე­დის­წე­რო ფრე­ნას ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერთ-ერთი ბავ­შვი, ავი­ა­ხა­ზე­ბის კა­პი­ტა­ნი გახ­და. მისი თქმით, ის ინ­დო­ე­ლი ნერ­ჯა ბჰა­ტო­ნის თავ­გან­წირ­ვამ გა­და­არ­ჩი­ნა და მისი კა­რი­ე­რის შთა­გო­ნე­ბის წყა­როც გახ­და....

მა­ლა­ლა - გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის­თვის

ალ­ბათ ბევ­რს წა­უ­კი­თხავს ჩვე­ნი დრო­ის თა­ნა­მედ­რო­ვე გმი­რის, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პა­კის­ტა­ნე­ლი გო­გო­ნას - მა­ლა­ლა იუ­საფ­ზა­ის ის­ტო­რია, რო­მელ­საც “თა­ლი­ბე­ბი” გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის დევ­ნიდ­ნენ, თუმ­ცა, მა­მის მხარ­და­ჭე­რით (რო­მე­ლიც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო), ის სწავ­ლას ჯი­უ­ტად გა­ნაგ­რძობ­და... 11 წლის ასაკ­ში ინ­ტერ­ნეტბ­ლო­გი შექ­მნა, სა­დაც პა­კის­ტან­ში „თა­ლი­ბე­ბის“ ქმე­დე­ბებს აკ­რი­ტი­კებ­და და გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე წერ­და. 2012 წელს, სკო­ლა­ში მი­მა­ვალ 15 წლის მა­ლა­ლას, რო­მე­ლიც თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად, მან­ქა­ნის ძა­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, ტე­რო­რის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "თა­ლი­ბან პა­კის­ტა­ნის” წევ­რე­ბი და­ესხნენ და თავ­ში ეს­რო­ლეს...

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, მა­ლა­ლა ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, არა­ერ­თი ოპე­რა­ცი­ი­სა და ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, ის გა­დარ­ჩა და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა და ძალ­ზე გავ­ლე­ნი­ან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლად იქცა... 2013 წელს მი­ი­ღო ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას სა­ხე­ლო­ბი­სა და სა­ხა­რო­ვის პრე­მია. 2014 წელს მშვი­დო­ბის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ით და­ა­ჯილ­დო­ვეს. გო­გო­ნა დღემ­დე იბ­რძვის მთელს მსოფ­ლი­ო­ში ქა­ლე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად... 2014 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს, მას მი­ა­ნი­ჭეს კი­დევ ერთი პრეს­ტი­ჟუ­ლი - მსოფ­ლი­ოს ბავ­შვთა პრე­მია, რო­მელ­საც მე­დია ნო­ბე­ლის ბავ­შვთა პრე­მი­ას უწო­დებს.

2017 წელს, მა­ლა­ლა იუ­სუფ­ზაი ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და. იუ­სუფ­ზაი ფი­ლო­სო­ფი­ის, პო­ლი­ტი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს.

"ავი­ღოთ ჩვე­ნი წიგ­ნე­ბი და კალ­მე­ბი, ისი­ნი ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ია­რა­ღე­ბია. ექ­სტრე­მის­ტებს მუ­დამ ეში­ნო­დათ და ეში­ნი­ათ წიგ­ნე­ბის და კალ­მე­ბის. მათ ქა­ლე­ბი­საც ეში­ნი­ათ. მე მინ­და, რომ გა­ნათ­ლე­ბა თა­ლი­ბე­ბის, ტე­რო­რის­ტე­ბი­სა და ექ­სტრე­მის­ტე­ბის შვი­ლებ­მა მი­ი­ღონ. ერთ ბავ­შვს, ერთ მას­წავ­ლე­ბელს, ერთ წიგნს და ერთ კა­ლამს შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს მსოფ­ლიო. გა­ნათ­ლე­ბა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია. გა­ნათ­ლე­ბა უპირ­ვე­ლე­სია", - ეს მა­ლა­ლას სი­ტყვე­ბია.

ირე­ნა - ჩუმი გმი­რი

ირე­ნა სენდლე­რი ვარ­შა­ვა­ში 1910 წლის 15 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და. მამა ექი­მი ჰყავ­და და მუ­დამ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლის დახ­მა­რე­ბას ას­წავ­ლი­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ქლიშ­ვილ­მა მა­მის შე­გო­ნე­ბა პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლა, - 1939 წელს პო­ლო­ნე­თის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, ნა­ცის­ტებ­მა, ვარ­შა­ვა­ში, ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის გეტო შექ­მნეს და ასო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­ყა­რეს...

ირე­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ექთ­ნად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი, ებ­რა­ელ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­წევ­რი­ან­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტებ­თან ერ­თად, გე­ტო­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბი სიკ­ვდილს ხე­ლი­დან გა­მოგ­ლი­ჯა და მათ თავ­შე­საფ­რებ­სა და ოჯა­ხებ­ში გაგ­ზავ­ნა და­ი­წყო, იქ სა­დაც ბავ­შვე­ბი მშვი­დად იქ­ნე­ბოდ­ნენ... იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ებ­რა­ე­ლი დე­დე­ბი შვი­ლებს არ ატან­დნენ, - უცხო ადა­მი­ა­ნის ნდო­ბა რთუ­ლი იყო, მით უფრო, მა­შინ, როცა არა­ვინ იცო­და რა მოხ­დე­ბო­და და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბი­დან გა­მო­აღ­წევ­და თუ არა...

ირე­ნა ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნას სხვა­დას­ხვა გზით ცდი­ლობ­და, - მათ ხან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში მა­ლავ­და, ხა­ნაც ძველ­მა­ნე­ბის ტომ­რებ­ში, ნაგ­ვის ურ­ნებ­ში და წარ­მო­იდ­გი­ნეთ - კუ­ბო­ებ­შიც კი... გა­დარ­ჩე­ნილ ბავ­შვებს შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია, პა­ტა­რა ელ­ზას ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ირენ­მა გე­ტო­დან ხუთი თვის ასაკ­ში, ხის ყუ­თით გა­მო­იყ­ვა­ნა. ერ­თა­დერ­თი ნივ­თი, რაც გო­გო­ნას მშობ­ლე­ბის­გან სახ­სოვ­რად დარ­ჩა, - ვერ­ცხლის კოვ­ზი იყო, რო­მე­ლიც დე­დამ ბავ­შვს სა­ფე­ნებ­ში გა­უხ­ვია.

ირენ­მა 25 000-ზე მეტი ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნა. ყვე­ლა მათ­გა­ნის პი­რად მო­ნა­ცე­მებ­სა და ად­გილ­სამ­ყო­ფელს, მე­ზო­ბელ ბაღ­ში და­მა­ლულ ლი­თო­ნის კო­ლოფ­ში ინა­ხავ­და...

ერთ დღე­საც, ნა­ცის­ტებ­მა მას მი­აგ­ნეს, და­ა­პა­ტიმ­რეს და სას­ტი­კად აწა­მეს, თუმ­ცა, გმირ­მა ქალ­მა ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლო... რე­ჟიმ­მა მას სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. თუმ­ცა, ბედ­მა არ გა­წი­რა - მის­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა ჯა­რის­კა­ცე­ბი მო­ის­ყი­დეს და გა­ა­პა­რეს. ირე­ნა სიკ­ვდი­ლამ­დე გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლით ცხოვ­რობ­და... ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ირენ­მა ჩა­ნა­წე­რე­ბით სავ­სე თუ­ნუ­ქის კო­ლო­ფი იპო­ვა და გა­დარ­ჩე­ნი­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის მო­ძი­ე­ბის კო­მი­ტეტს გა­დას­ცა... 2007 წელს, ირე­ნა სენდლე­რი ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ა­ზე წა­რად­გი­ნეს, თუმ­ცა, ერთი წლის შემ­დეგ, 98 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

ედი­თი - არის­ტოკ­რა­ტი ფრონ­ტის ხა­ზი­დან

“ბედ­ნი­ე­რე­ბა მსხვრე­ვა­დია, ამი­ტომ მას ფრთხი­ლად უნდა მო­ვე­პყროთ” - წერ­და ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი ქალი, ედით უორ­ტო­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო ქალი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო. ის პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს ფრონ­ტის ხაზ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ებს აგ­რო­ვებ­და, რო­მელ­საც მა­შინ­დელ გა­მო­ცე­მებს აწ­ვდი­და... იმ წლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი, მან შემ­დეგ, თა­ვის ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ე­ბებ­შიც გა­მო­ი­ყე­ნა.

ცნო­ბი­ლია, რომ ნიუ-იორკში არის­ტოკ­რა­ტულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და, გა­ნათ­ლე­ბა სახ­ლში მი­ი­ღო და პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი 11 წლის ასაკ­ში და­წე­რა... ის წლე­ბის გან­მა­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იბ­რძო­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბის­თვის.

გარ­და სამ­წერ­ლო და დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა (ედი­თი ფორ­მებს კე­რავ­და ჰოს­პი­ტა­ლე­ბის­თვის) ამე­რი­კელ­მა ნო­ვე­ლის­ტმა მო­ა­ხერ­ხა ასი ათა­სო­ბით დო­ლა­რი შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა ლტოლ­ვი­ლე­ბი­სა და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად, ამას­თან, ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ფლან­დრი­ე­ლი (ბელ­გი­ის რე­გი­ო­ნი) ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნის კო­მი­ტეტს, რო­მელ­თა ქა­ლა­ქე­ბიც და­ი­ბომ­ბა გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ.

1916 წელს, საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბის დევ­ნი­ლებს აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და, რის­თვი­საც ლე­გი­ო­ნის სა­პა­ტიო ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვეს... 1921 წელს ედით­მა პუ­ლიტ­ცე­რის პრე­მია მი­ი­ღო - ის პირ­ვე­ლი ქა­ლია, ვინ ამ პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და.

ძი­უნ­კო - პირ­ვე­ლი ქალი ევე­რესტზე

ძი­უნ­კო ტა­ბეი იყო პირ­ვე­ლი მთამ­სვლე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ევე­რეს­ტი და­ლაშ­ქრა. მან პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ჯერ კი­დევ 10 წლი­სამ მი­ი­ღო, რო­დე­საც ია­პო­ნი­ა­ში კლას­თან ერ­თად წა­ვი­და ლაშ­ქრო­ბა­ში და ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნა­ში ცნო­ბილ ნა­სას მთა­ზე ავიდ­ნენ. გო­გო­ნას ალ­პი­ნიზ­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, ოჯახს არ ჰქონ­და ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შვილს ოც­ნე­ბა­ში დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, ამას მის­თვის ხელი სუ­ლაც არ შე­უძ­ლია, - ძი­უნ­კომ ყვე­ლა სი­მაღ­ლის დაპრყო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვი­ტა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ქალ­თა ალ­პი­ნიზ­მის კლუ­ბი და­ა­ფუძნა და ლო­ზუნ­გად გა­ი­ხა­და ფრა­ზა “თა­ვად წა­ვი­დეთ უცხო­ე­თის ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში”. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ძი­უნ­კო იხ­სე­ნებ­და, რომ ქალ­თა კლუ­ბის გახ­სნა იყო პა­სუ­ხი მა­მა­კა­ცე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც ქალ­თან ერ­თად მთა­ში წას­ვლა­ზე უარს ამ­ბობ­დნენ... 1965 წელს ის ასე­ვე მთამ­სვლელ მა­ნა­სო­ბუ ტა­ბე­ის შეხ­ვდა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი შე­უღლდნენ და ორი შვი­ლი გა­უჩ­ნდათ...

1972 წელს ძი­უნ­კო ტა­ბეი თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში უკვე აღი­ა­რეს ალ­პი­ნის­ტად. ევე­რეს­ტის და­სა­პყრო­ბად, 15 ქალი შე­იკ­რი­ბა, ორი მათ­გა­ნი, მათ შო­რის ერთ-ერთი ძი­უნ­კო, უკვე დედა იყო... ექ­სპე­დი­ცი­ის­თვის ფი­ნან­სუ­რი მხა­რის მოგ­ვა­რე­ბა მათ ბო­ლომ­დე ვერ შეძ­ლეს, ია­პო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თავი არ შე­ი­წუ­ხა, ამი­ტო­მაც ქა­ლებ­მა სა­ძი­ლე ტომ­რე­ბი, ლა­ბა­დე­ბი და ხელ­თათ­მე­ბი თა­ვად და­ამ­ზა­დეს...

1975 წელს, ია­პო­ნელ­მა ქა­ლებ­მა ნე­პა­ლიც და­ლაშ­ქრეს. მა­ი­სის და­სა­წყის­ში, 6 300 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მყოფ ბა­ნაკს ზვავ­მა გა­და­უ­რა. ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რებ­მა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს. ტა­ბეი უგო­ნოდ იყო, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­მო­ჯან­მრთელ­და და საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­აგ­რძე­ლა... ალ­პი­ნიზ­მის კვალ­დაკ­ვალ, ის ეკო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზეც მუ­შა­ობ­და და ია­პო­ნი­ა­სა და ჰი­მა­ლა­ის შეს­წავ­ლა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა...

ტა­ბეი 2016 წელს, 77 წლის ასაკ­ში, სიმ­სივ­ნით გარ­დაც­ვა­ლა. მან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით ძა­ლი­ან ბევრ ქალს ჩა­უ­ნერ­გა სა­კუ­თა­რი თა­ვის და ძა­ლე­ბის რწმე­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

სამყაროს 5 გამორჩეული ქალის საოცარი ისტორია, რომელიც 8 მარტს უნდა წაიკითხოთ

სამყაროს 5 გამორჩეული ქალის საოცარი ისტორია, რომელიც 8 მარტს უნდა წაიკითხოთ

სამყაროში ყოველთვის არსებობდნენ ქალები, რომლებიც ცდილობდნენ მსოფლიო უკეთესი გაეხადათ, ან უბრალოდ, თავიანთი გაბედულებით ყველასთვის დაენახვებინათ, რომ კაცობრიობის განვითარებაში მათი წვლილი დიდია. ხშირად ამის გაკეთება საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევდათ, მაგრამ მათ ბრძოლას შედეგი ყოველთვის ჰქონდა...

ნერჯა - ტერორისტების წინააღმდეგ

1980-იან წლებში, ამერიკულმა ავიაკომპანიამ Pan Am-მა აზიელი კლიენტების მეტი კომფორტისთვის, ეკიპაჟის ყველა წევრი ინდოელი აიყვანა. სწორედ მაშინ, 23 წლის ინდოელმა გოგონამ, ყოფილმა მოდელმა ნერჯა ბჰატონიმ ბორტგამცილებლის პროფესია აირჩია...

1986 წლის 5 სექტემბერს, გამთენიისას, როდესაც Pan Am რეისი 73-ის თვითმფრინავი მუმბაიდან ამერიკისკენ მიფრინავდა, პაკისტანში, ყარიჩის აეროპორტში დაფრინდა. ბორტზე ოთხმა შეიარაღებულმა ტერორისტმა შეაღწია და ეკიპაჟის წევრები და მგზავრები მძევლად აიყვანა. ტერორისტები ორგანიზაცია "აბუ ნიდალის" წევრები იყვნენ და თავიანთი ტერორისტული დაჯგუფების წევრების ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბორტზე 361 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა... ტერორისტების ბორტზე გამოჩენისას თვითმფრინავის კაბინაში იმყოფებოდნენ: პილოტი, დამხმარე და ბორტინჟინერი. დაბნეული ბორტგამცილებლებიდან ერთადერთმა ნერჯამ მოახერხა და პილოტის კაბინას ტერორისტების თვითმფრინავში ყოფნის ამბავი შეატყობინა, რის შემდეგაც, მათ თვითმფინავი ჩუმად დატოვეს. ნერჯა ბორტზე დარჩა, რადგან ეკიპაჟის დარჩენილი წევრები და მგზავრები ვერ მიატოვა...

მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა გაარკვიეს, რომ პილოტის კაბინა ცარიელი იყო, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრების დახოცვა დაიწყეს - ვისაც აშშ-ს პასპორტი ჰქონდა, დაუნდობლად კლავდნენ... ნერჯამ მგზავრების პასპორტები გადამალა და ასე შეძლო 41 ადამიანის გადარჩენა.

ეკიპაჟის წევრებმა სიცოცხლის რისკის ფასად თვითმფრინავიდან ხალხის გაყვანა დაიწყეს. როდესაც ნერჯა ბჰატონი სამი ამერიკელი ბავშვის გადარჩენას ცდილობდა, მას ტერორისტმა ესროლა. გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

წლების შემდეგ, საბედისწერო ფრენას ცოცხლად გადარჩენილი ერთ-ერთი ბავშვი, ავიახაზების კაპიტანი გახდა. მისი თქმით, ის ინდოელი ნერჯა ბჰატონის თავგანწირვამ გადაარჩინა და მისი კარიერის შთაგონების წყაროც გახდა....

მალალა - განათლების უფლებისთვის

ალბათ ბევრს წაუკითხავს ჩვენი დროის თანამედროვე გმირის, 1997 წელს დაბადებული პაკისტანელი გოგონას - მალალა იუსაფზაის ისტორია, რომელსაც “თალიბები” განათლების მიღებისთვის დევნიდნენ, თუმცა, მამის მხარდაჭერით (რომელიც სკოლის დირექტორი იყო), ის სწავლას ჯიუტად განაგრძობდა... 11 წლის ასაკში ინტერნეტბლოგი შექმნა, სადაც პაკისტანში „თალიბების“ ქმედებებს აკრიტიკებდა და განათლების მნიშვნელობაზე წერდა. 2012 წელს, სკოლაში მიმავალ 15 წლის მალალას, რომელიც თანატოლებთან ერთად, მანქანის ძარაზე იმყოფებოდა, ტერორისტული მოძრაობა "თალიბან პაკისტანის” წევრები დაესხნენ და თავში ესროლეს...

საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მალალა ბრიტანეთში გადაიყვანეს, არაერთი ოპერაციისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ის გადარჩა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა და ძალზე გავლენიან უფლებადამცველად იქცა... 2013 წელს მიიღო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობისა და სახაროვის პრემია. 2014 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. გოგონა დღემდე იბრძვის მთელს მსოფლიოში ქალებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის მოსაპოვებლად... 2014 წლის 29 ოქტომბერს, მას მიანიჭეს კიდევ ერთი პრესტიჟული - მსოფლიოს ბავშვთა პრემია, რომელსაც მედია ნობელის ბავშვთა პრემიას უწოდებს.

2017 წელს, მალალა იუსუფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. იუსუფზაი ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს.

"ავიღოთ ჩვენი წიგნები და კალმები, ისინი ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღებია. ექსტრემისტებს მუდამ ეშინოდათ და ეშინიათ წიგნების და კალმების. მათ ქალებისაც ეშინიათ. მე მინდა, რომ განათლება თალიბების, ტერორისტებისა და ექსტრემისტების შვილებმა მიიღონ. ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო. განათლება ერთადერთი გამოსავალია. განათლება უპირველესია", - ეს მალალას სიტყვებია.

ირენა - ჩუმი გმირი

ირენა სენდლერი ვარშავაში 1910 წლის 15 თებერვალს დაიბადა. მამა ექიმი ჰყავდა და მუდამ გაჭირვებულის დახმარებას ასწავლიდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ქლიშვილმა მამის შეგონება პირნათლად შეასრულა, - 1939 წელს პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტებმა, ვარშავაში, ებრაელებისთვის გეტო შექმნეს და ასობით ადამიანი შეყარეს...

ირენა სოციალური დახმარების განყოფილებაში ექთნად მუშაობდა, შემდეგ კი, ებრაელთა დახმარების საზოგადოებაში გაწევრიანდა. მოგვიანებით, კოლაბორაციონისტებთან ერთად, გეტოში მყოფი ბავშვები სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა და მათ თავშესაფრებსა და ოჯახებში გაგზავნა დაიწყო, იქ სადაც ბავშვები მშვიდად იქნებოდნენ... იყო შემთხვევები, როდესაც ებრაელი დედები შვილებს არ ატანდნენ, - უცხო ადამიანის ნდობა რთული იყო, მით უფრო, მაშინ, როცა არავინ იცოდა რა მოხდებოდა და მათი უმრავლესობა საკონცენტრაციო ბანაკებიდან გამოაღწევდა თუ არა...

ირენა ბავშვების გამოყვანას სხვადასხვა გზით ცდილობდა, - მათ ხან სასწრაფო დახმარების მანქანაში მალავდა, ხანაც ძველმანების ტომრებში, ნაგვის ურნებში და წარმოიდგინეთ - კუბოებშიც კი... გადარჩენილ ბავშვებს შორის ყველაზე გამორჩეულია, პატარა ელზას ისტორია, რომელიც ირენმა გეტოდან ხუთი თვის ასაკში, ხის ყუთით გამოიყვანა. ერთადერთი ნივთი, რაც გოგონას მშობლებისგან სახსოვრად დარჩა, - ვერცხლის კოვზი იყო, რომელიც დედამ ბავშვს საფენებში გაუხვია.

ირენმა 25 000-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა. ყველა მათგანის პირად მონაცემებსა და ადგილსამყოფელს, მეზობელ ბაღში დამალულ ლითონის კოლოფში ინახავდა...

ერთ დღესაც, ნაცისტებმა მას მიაგნეს, დააპატიმრეს და სასტიკად აწამეს, თუმცა, გმირმა ქალმა ყველაფერს გაუძლო... რეჟიმმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუმცა, ბედმა არ გაწირა - მისმა თანამოაზრეებმა ჯარისკაცები მოისყიდეს და გააპარეს. ირენა სიკვდილამდე გამოგონილი სახელით ცხოვრობდა... ომის დასრულების შემდეგ, ირენმა ჩანაწერებით სავსე თუნუქის კოლოფი იპოვა და გადარჩენილი ებრაელების მოძიების კომიტეტს გადასცა... 2007 წელს, ირენა სენდლერი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა...

ედითი - არისტოკრატი ფრონტის ხაზიდან

“ბედნიერება მსხვრევადია, ამიტომ მას ფრთხილად უნდა მოვეპყროთ” - წერდა ამერიკელი მწერალი ქალი, ედით უორტონი, რომელიც შეიძლება ითქვას, პირველი სამხედრო ქალი ჟურნალისტი იყო. ის პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა და მნიშვნელოვან ინფორმაციებს აგროვებდა, რომელსაც მაშინდელ გამოცემებს აწვდიდა... იმ წლებში მოპოვებული ცნობები, მან შემდეგ, თავის ცნობილ ნაწარმოებებშიც გამოიყენა.

ცნობილია, რომ ნიუ-იორკში არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა, განათლება სახლში მიიღო და პირველი ნაწარმოები 11 წლის ასაკში დაწერა... ის წლების განმალობაში აქტიურად იბრძოდა განათლების მიღების თანაბარი უფლებებისთვის.

გარდა სამწერლო და დიზაინერული საქმიანობისა (ედითი ფორმებს კერავდა ჰოსპიტალებისთვის) ამერიკელმა ნოველისტმა მოახერხა ასი ათასობით დოლარი შეეგროვებინა ლტოლვილებისა და ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად, ამასთან, ხელმძღვანელობდა ფლანდრიელი (ბელგიის რეგიონი) ბავშვების გადარჩენის კომიტეტს, რომელთა ქალაქებიც დაიბომბა გერმანელების მიერ.

1916 წელს, საფრანგეთის მთავრობის დევნილებს აქტიურად ეხმარებოდა, რისთვისაც ლეგიონის საპატიო ორდენით დააჯილდოვეს... 1921 წელს ედითმა პულიტცერის პრემია მიიღო - ის პირველი ქალია, ვინ ამ პრემიის ლაურეატი გახდა.

ძიუნკო - პირველი ქალი ევერესტზე

ძიუნკო ტაბეი იყო პირველი მთამსვლელი ქალი, რომელმაც ევერესტი დალაშქრა. მან პირველი გამოცდილება, ჯერ კიდევ 10 წლისამ მიიღო, როდესაც იაპონიაში კლასთან ერთად წავიდა ლაშქრობაში და ამომავალი მზის ქვეყანაში ცნობილ ნასას მთაზე ავიდნენ. გოგონას ალპინიზმის მიმართ ინტერესის მიუხედავად, ოჯახს არ ჰქონდა ფინანსური საშუალება, რომ შვილს ოცნებაში დახმარებოდნენ, თუმცა, ამას მისთვის ხელი სულაც არ შეუძლია, - ძიუნკომ ყველა სიმაღლის დაპრყობა დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ქალთა ალპინიზმის კლუბი დააფუძნა და ლოზუნგად გაიხადა ფრაზა “თავად წავიდეთ უცხოეთის ექსპედიციებში”. მოგვიანებით, ძიუნკო იხსენებდა, რომ ქალთა კლუბის გახსნა იყო პასუხი მამაკაცების დამოკიდებულებაზე, რომლებიც ქალთან ერთად მთაში წასვლაზე უარს ამბობდნენ... 1965 წელს ის ასევე მთამსვლელ მანასობუ ტაბეის შეხვდა, რის შემდეგაც ისინი შეუღლდნენ და ორი შვილი გაუჩნდათ...

1972 წელს ძიუნკო ტაბეი თავის ქვეყანაში უკვე აღიარეს ალპინისტად. ევერესტის დასაპყრობად, 15 ქალი შეიკრიბა, ორი მათგანი, მათ შორის ერთ-ერთი ძიუნკო, უკვე დედა იყო... ექსპედიციისთვის ფინანსური მხარის მოგვარება მათ ბოლომდე ვერ შეძლეს, იაპონიის ხელისუფლებამ თავი არ შეიწუხა, ამიტომაც ქალებმა საძილე ტომრები, ლაბადები და ხელთათმები თავად დაამზადეს...

1975 წელს, იაპონელმა ქალებმა ნეპალიც დალაშქრეს. მაისის დასაწყისში, 6 300 მეტრის სიმაღლეზე მყოფ ბანაკს ზვავმა გადაურა. ექსპედიციის წევრებმა ფიზიკური დაზიანება მიიღეს. ტაბეი უგონოდ იყო, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა და საყვარელი საქმიანობა გააგრძელა... ალპინიზმის კვალდაკვალ, ის ეკოლოგიურ პრობლემებზეც მუშაობდა და იაპონიასა და ჰიმალაის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა...

ტაბეი 2016 წელს, 77 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაცვალა. მან თავისი ცხოვრებით ძალიან ბევრ ქალს ჩაუნერგა საკუთარი თავის და ძალების რწმენა.

ცარიელი მილანი, ვენეცია და რიგები მაღაზიებთან  - რა ხდება იტალიაში კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადების შემდეგ (ფოტოები)

ჩინეთში ჩამონგრეული სასტუმროს ფოტოები, სადაც საკარანტინო ზონა იყო  - ტრაგედიას 10 ადამიანი ემსხვერპლა

კორონავირუსის გამო, იტალიაში, ლომბარდიის რეგიონი და 14 პროვინცია ჩაკეტეს - სავალდებულო კარანტინში 16 მილიონი ადამიანია