პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დოდო გუგეშაშვილი -  მკვლელმა მთხოვა მასთან სელფის გადაღება, როგორც ჩანს დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა
დოდო გუგეშაშვილი -  მკვლელმა მთხოვა მასთან სელფის გადაღება, როგორც ჩანს დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა

ჩვენ გვინ­და ერ­თობ­ლი­ვად ვი­პო­ვოთ მკვლე­ლიც და შემ­კვე­თიც, ვინც მე ოჯა­ხი გა­მი­ნად­გუ­რა, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" "მხედ­რი­ო­ნის" ერთ-ერ­თმა ყო­ფილ­მა ლი­დერ­მა დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა და მისი დაჭ­რა დაკ­ვე­თით გან­ხორ­ცი­ელ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ებთნ და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ ის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და რომ მათი სა­ერ­თო მი­ზა­ნია დამ­ნა­შა­ვის დას­ჯა.

"ჩვენ გვინ­და ერ­თობ­ლი­ვად ვი­პო­ვოთ მკვლე­ლიც და შემ­კვე­თიც, ვინც მე ოჯა­ხი გა­მი­ნად­გუ­რა. ასე­ვე, მე მაქვს ჩემი შვი­ლის აუს­რუ­ლე­ბე­ლი მიზ­ნე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი ასას­რუ­ლე­ბე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, არც ჩემ­თვის და არც ჩემი ად­ვო­კა­ტის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის ის, თუ რა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მომ­ხდარ­ში ერთი პირი არ ფი­გუ­რი­რებს. ამის თქმის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს ამ მკვლე­ლის თხოვ­ნა, მას­თან სელ­ფის გა­და­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც ჩანს მას დამ­კვე­თის­თვის უნდა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო მი­ზან­თან", - გა­ნა­ცხა­და დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

დოდო გუ­გე­შაშ­ვილს და მის შვილს 7 თე­ბერ­ვალს, დი­ღომ­ში, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში თავს და­ესხნენ. შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის შვი­ლი, პოლ­კოვ­ნი­კი კი და­იჭ­რა. მომ­ხდა­რი ფაქ­ტის ერ­თა­დერ­თი თვითმხილ­ვე­ლი, რო­მელ­მაც მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა იცის, თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლია.

00:00 / 00:00

დოდო გუგეშაშვილი -  მკვლელმა მთხოვა მასთან სელფის გადაღება, როგორც ჩანს დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა

დოდო გუგეშაშვილი -  მკვლელმა მთხოვა მასთან სელფის გადაღება, როგორც ჩანს დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა

ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიპოვოთ მკვლელიც და შემკვეთიც, ვინც მე ოჯახი გამინადგურა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" "მხედრიონის" ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობა და მისი დაჭრა დაკვეთით განხორციელდა. დაზარალებული არ ფლობს ინფორმაციას გამოძიების ვერსიებთნ დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობს და რომ მათი საერთო მიზანია დამნაშავის დასჯა.

"ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიპოვოთ მკვლელიც და შემკვეთიც, ვინც მე ოჯახი გამინადგურა. ასევე, მე მაქვს ჩემი შვილის აუსრულებელი მიზნები და ოცნებები ასასრულებელი. სამწუხაროდ, არც ჩემთვის და არც ჩემი ადვოკატისთვის ცნობილი არ არის ის, თუ რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ მომხდარში ერთი პირი არ ფიგურირებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ამ მკვლელის თხოვნა, მასთან სელფის გადაღებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს მას დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ძალიან ახლოს იყო მიზანთან", - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა. მომხდარი ფაქტის ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც მკვლელის ვინაობა იცის, თავად დაზარალებული დოდო გუგეშაშვილია.

შსს ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

რას ამბობს ადვოკატი, რომელმაც ნიკა მელია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა

შსს სპეცოპერაციის შიდა კადრებს ავრცელებს  - "ვიდეოში ასახულია, თუ როგორ ესვრის მყარ საგანს "ნაცმოძრაობის" აქტივისტი პოლიციას"