სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავტობუსის მძღოლების ჩხუბის შედეგად ხუთი ადამიანია დაჭრილი
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავტობუსის მძღოლების ჩხუბის შედეგად ხუთი ადამიანია დაჭრილი

გა­ხო­კი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც შუ­ახ­ნის მა­მა­კაც­მა მას­თან ერ­თად მყო­ფი ოთხი პირი დაჭ­რა და შემ­დგომ თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა, შს სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წლის 7 მარტს, სა­ღა­მოს, თბი­ლის­ში, გა­ხო­კი­ძის ქუ­ჩა­ზე, N150 ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლე­ბი კვე­ბის ერთ-ერთ ობი­ექ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ობი­ექ­ტი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ მძღო­ლებს სა­მარ­შრუ­ტო ტაქსში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­დათ.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერ­თმა მძღოლ­მა - 1960 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ი.ჩ.-მ, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა თან­მხლებ პი­რებს - ამა­ვე ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლებს: 1977 წ.დ. ა. ზ-ს, 1965 წ.დ. გ. კ-ს, 1967 წ.დ. ვ. ი.-ს და 1961 წ.დ. გ. კ.-ს, რის შემ­დე­გაც თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა სცა­და. პო­ლი­ცი­ამ იგი ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

„ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მძღო­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. დაჭ­რი­ლი პი­რე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 19-109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავტობუსის მძღოლების ჩხუბის შედეგად ხუთი ადამიანია დაჭრილი

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავტობუსის მძღოლების ჩხუბის შედეგად ხუთი ადამიანია დაჭრილი

გახოკიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც შუახნის მამაკაცმა მასთან ერთად მყოფი ოთხი პირი დაჭრა და შემდგომ თვითდაზიანებები მიიყენა, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა - 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს - ამავე ავტობუსის მძღოლებს: 1977 წ.დ. ა. ზ-ს, 1965 წ.დ. გ. კ-ს, 1967 წ.დ. ვ. ი.-ს და 1961 წ.დ. გ. კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

„ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია. დაჭრილი პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს