მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმებთან აღარც მივლია, ვინც ვერ მშველიდა, რისთვის ვდევდი" - ხელოვანი, რომელმაც საყვარელი საქმის დახმარებით კიბო დაამარცხა
"ექიმებთან აღარც მივლია, ვინც ვერ მშველიდა, რისთვის ვდევდი" - ხელოვანი, რომელმაც საყვარელი საქმის დახმარებით კიბო დაამარცხა

აფხა­ზე­თის ომში მო­ხა­ლი­სედ წა­ვე­დი და იქ ერთხელ ძა­ლი­ან შემ­ცივ­და. ნა­ხე­ვა­რი ლიტ­რი არა­ყი დავ­ლიე და მა­ინც ვერ გავ­თბი. იქე­დან წა­მო­ვი­და ჩემი ავად­მყო­ფო­ბა.

"ფილ­მი "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა" ხომ გახ­სოვთ? - დღეს მისი მთა­ვა­რი გმი­რის როლ­ში ვარ", - გვე­უბ­ნე­ბა და­ვით ბუ­ჩუ­კუ­რი. მან ოცი წლის წინ მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე კენ­ჭე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო და თა­ვის გა­ტა­ცე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნა.

- ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ახ­მე­ტა­ში სტუმ­რად იტა­ლი­ე­ლი ჩა­მო­იყ­ვა­ნა. გვი­ა­ნო­ბამ­დე ვქე­ი­ფობ­დით მე­გო­ბარ­თან, შემ­დეგ ამ კაცს ხელი ჩავ­კი­დეთ და ჩემ­თან სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ენა არ­ცერ­თმა ვი­ცო­დით და ორiვე მხრი­დან "პოდ­რუ­ჩკით" მოგ­ვყავ­და ეს კაცი სოფ­ლის ბნელ გზა­ზე. სტუ­მა­რი ხმას არ იღებ­და, გა­ჩუ­მე­ბუ­ლი მოგ­ვყვე­ბო­და. ჩემ­თან სახ­ლში რომ შე­მო­ვე­დით და შუქი ავან­თე, უცებ გა­ოგ­ნე­ბულ­მა ბოლო ხმა­ზე იყ­ვი­რა - "მა­მა­მია". გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით იხე­დე­ბო­და აქეთ-იქეთ. იტა­ლი­ე­ლი შენი შე­მოქ­მე­დე­ბით გა­აკ­ვირ­ვო, ამა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლო არა­ფე­რია. ღვი­ნოც და­ვა­ლე­ვი­ნეთ და ეს კაცი თურ­მე ერთი კვი­რა ამ­ბობ­და, ისევ და­თოს სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნე­თო.

- რო­დის და­ი­წყეთ ქვე­ბის­გან უამ­რა­ვი რა­მის შექ­მნა?

- 1998 წელს! ცუ­დად ვი­ყა­ვი და ვერ ვი­გებ­დი გა­მო­სა­ვა­ლი რაში მე­პოვ­ნა. ექი­მე­ბი ვერ მშვე­ლოდ­ნენ. კიბო მქონ­და, პროს­ტა­ტის ჯირ­კვა­ლი უნდა ამო­ეკ­ვე­თათ. ეს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­მა­კა­ცის­თვის მე­ო­რე გუ­ლია. ბავ­შვო­ბი­დან­ვე ბი­ო­ლო­გი­ას ძა­ლი­ან კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, სა­განს მა­ღალ დო­ნე­ზე ვფლობ­დი და კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რა პრობ­ლე­მას­თან მქონ­და საქ­მე. გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი კი ის გახ­და, რომ აფხა­ზე­თის ომში მო­ხა­ლი­სედ წა­ვე­დი და იქ ერთხელ ძა­ლი­ან შემ­ცივ­და. ნა­ხე­ვა­რი ლიტ­რი არა­ყი დავ­ლიე და მა­ინც ვერ გავ­თბი. იქე­დან წა­მო­ვი­და ჩემი ავად­მყო­ფო­ბა და ექიმ­თან რომ მი­ვე­დი, ცდი­ლობ­და ჩემ­თვის და­ე­მა­ლა, თუ რა უი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. ბო­ლოს გა­მო­მი­ტყდა, ამას ვერ­სად ვერ შვე­ლი­ან, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნემ­სე­ბი უნდა იკე­თო, ან ოპე­რა­ცი­აა გა­მო­სა­ვა­ლიო. ვუ­თხა­რი, რომ მერ­ჩივ­ნა ამ ავად­მყო­ფო­ბით მოვმკვდა­რი­ყა­ვი, ვიდ­რე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცო­ცხალ-მკვდა­რი ვყოფ­ლი­ყა­ვი. 24 წლის ვი­ყა­ვი და სი­ჭა­ბუ­კის წლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მქო­ნია. არე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა იყო, ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი წლე­ბი და ზედ უმ­ძი­მე­სი ავად­მყო­ფო­ბა დარ­თუ­ლი.

- ამ დროს და­ი­წყო კენ­ჭე­ბით თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა?

- დიახ... ბავ­შვე­ბი ალა­ზან­ზე წა­ვიყ­ვა­ნე სა­ბა­ნა­ოდ, რო­დე­საც წყალ­ში ჩა­ვიდ­ნენ, შე­ვე­ცა­დე მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე გა­მე­სე­ირ­ნა და ცოტა გული გა­და­მე­ყო­ლე­ბი­ნა. ერთი ლა­მა­ზი კენ­ჭი შემ­ხვდა, ავი­ღე, თან ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და თან გზას ვაგ­რძე­ლებ­დი. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სე­ნით არის ავად, სი­ლა­მა­ზეს ვე­ღარ ამ­ჩნევს. შავ-თეთრ ფე­რებ­ში ვხე­დავ­დი ყვე­ლა­ფერს. უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია გო­ნე­ბას ფა­რავ­და და გა­მიკ­ვირ­და, რა­ტომ მეჩ­ვე­ნა კენ­ჭი ისე ლა­მა­ზი. მივ­ხვდი, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი სამ­ყა­რო გა­და­ი­შა­ლა. და­ვი­წყე კენ­ჭე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და თავ­და­პირ­ვე­ლად ია­ტაკ­ზე ვშლი­დი, ერ­თმა­ნეთ­თან მი­ვა­წყობ­დი, რო­გორც მო­ზა­ი­კას და მერე ისევ გვერ­დზე ვი­ნა­ხავ­დი. სახ­ლი მო­სა­წყო­ბი მქონ­და და არა­ნა­ი­რი სახ­სრე­ბი არ გა­მაჩ­ნდა. ქვე­ბით ერთი კუ­თხის ამო­შე­ნე­ბა და­ვი­წყე და რომ შევ­ხე­დე დას­რუ­ლე­ბულს, შიშ­მა შე­მი­პყრო, იმ­დე­ნად ლა­მა­ზი მეჩ­ვე­ნა. რო­გორც კუ­ლი­სე­ბი გა­ი­წევს და სცე­ნა გა­მოჩ­ნდე­ბა, ისე გა­და­ვი­ხე­დე ამ თე­მა­ში. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე ვე­ღარ ვე­კა­რე­ბო­დი ჩემს საყ­ვა­რელ კენ­ჭებს.

- თქვენს ირ­გვლივ რო­გორ შეხ­ვდნენ ამ სი­ახ­ლეს?

- ადა­მი­ანს რომ ცოლ-შვი­ლი მში­ე­რი ჰყავს და ის მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე კენ­ჭე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად გარ­ბის, სხვის თვალ­ში მთლად ნორ­მა­ლუ­რი ვერ გა­მოჩ­ნდე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წელი სა­ში­ნელ წნეხ­ში გა­ვა­ტა­რე, სა­ნამ გა­მოჩ­ნდე­ბო­და რას ვა­კე­თებ­დი... ვერ გა­მე­გო, რა სა­ი­დან და­მე­წყო და ბო­ლოს ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია, ყვე­ლა­ფე­რი შენი სახ­ლი­დან და­ი­წყეო. კა­ნა­ფის მე­შო­კის პა­ტა­რა ჩან­თა გა­ვა­კე­თე და ამ ჩან­თით ვე­ზი­დე­ბო­დი კენ­ჭებს სახ­ლში. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი სი­ლა­მა­ზე რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. სი­ლა­მა­ზე კურ­ნავს და ვინც ამას ხე­დავს და აღიქ­ვამს, თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­საც იუმ­ჯო­ბე­სებს. დღეს უკვე გარ­და ჩემი სახ­ლი­სა, ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში დგას ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი. არის მო­თხოვ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა რეს­ტორ­ნე­ბი­დან, მაგ­რამ იქ ხე­ლოვ­ნე­ბას ნაკ­ლე­ბად აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას და ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს ვერ ემ­თხვე­ვა. ამი­ტო­მაც ყვე­ლას უარი ვუ­თხა­რი.

- დღეს რო­გო­რია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- სა­უ­კე­თე­სო! სა­ში­ნე­ლი დაგ­ნო­ზი მა­ლე­ვე დავძლიე. იმის შემ­დეგ ბავ­შვიც გაგ­ვიჩ­ნდა. მთა­ში ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ და ყო­ველ­დღე მი­წევს ბა­ნა­ო­ბა ყი­ნუ­ლი­ვით ცივ წყალ­ში. შიში უნდა დაძ­ლიო - ში­შია ავა­დო­ბა! კენ­ჭე­ბით სხვა­დას­ხვა რა­მე­ე­ბის შექ­მნა ჩემი ჰო­ბია და ეს არა­სო­დეს დას­რულ­დე­ბა! ამო­უ­წუ­რა­ვი ფან­ტა­ზი­აა ამ სამ­ყა­რო­ში! ჩემ­მა ამ საყ­ვა­რელ­მა საქ­მემ გა­და­მარ­ჩი­ნა! ექი­მებ­თან აღარც მივ­ლია, ვინც ვერ მშვე­ლი­და, რის­თვის ვდევ­დი?! აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნო იოგა, ამით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და დიდი ხნის წინ ვირ­წმუ­ნე, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ ჯე­რათ, რომ ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა წამ­ლის გა­რე­შეც იყოს ჯან­მრთე­ლი და ბედ­ნი­ე­რი!

ეთერი
1

გენიალურია! გისურვებთ ჯანმრთელობასა და შემოქმედებით წარმატებებს! უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ექიმებთან აღარც მივლია, ვინც ვერ მშველიდა, რისთვის ვდევდი" - ხელოვანი, რომელმაც საყვარელი საქმის დახმარებით კიბო დაამარცხა

"ექიმებთან აღარც მივლია, ვინც ვერ მშველიდა, რისთვის ვდევდი" - ხელოვანი, რომელმაც საყვარელი საქმის დახმარებით კიბო დაამარცხა

აფხაზეთის ომში მოხალისედ წავედი და იქ ერთხელ ძალიან შემცივდა. ნახევარი ლიტრი არაყი დავლიე და მაინც ვერ გავთბი. იქედან წამოვიდა ჩემი ავადმყოფობა.

"ფილმი "არაჩვეულებრივი გამოფენა" ხომ გახსოვთ? - დღეს მისი მთავარი გმირის როლში ვარ", - გვეუბნება დავით ბუჩუკური. მან ოცი წლის წინ მდინარის ნაპირზე კენჭების შეგროვება დაიწყო და თავის გატაცება ხელოვნების უმაღლეს დონეზე აიყვანა.

- ჩემმა მეგობარმა ახმეტაში სტუმრად იტალიელი ჩამოიყვანა. გვიანობამდე ვქეიფობდით მეგობართან, შემდეგ ამ კაცს ხელი ჩავკიდეთ და ჩემთან სახლში წამოვიყვანეთ. ენა არცერთმა ვიცოდით და ორiვე მხრიდან "პოდრუჩკით" მოგვყავდა ეს კაცი სოფლის ბნელ გზაზე. სტუმარი ხმას არ იღებდა, გაჩუმებული მოგვყვებოდა. ჩემთან სახლში რომ შემოვედით და შუქი ავანთე, უცებ გაოგნებულმა ბოლო ხმაზე იყვირა - "მამამია". გაფართოებული თვალებით იხედებოდა აქეთ-იქეთ. იტალიელი შენი შემოქმედებით გააკვირვო, ამაზე სასიხარულო არაფერია. ღვინოც დავალევინეთ და ეს კაცი თურმე ერთი კვირა ამბობდა, ისევ დათოს სახლში წამიყვანეთო.

- როდის დაიწყეთ ქვებისგან უამრავი რამის შექმნა?

- 1998 წელს! ცუდად ვიყავი და ვერ ვიგებდი გამოსავალი რაში მეპოვნა. ექიმები ვერ მშველოდნენ. კიბო მქონდა, პროსტატის ჯირკვალი უნდა ამოეკვეთათ. ეს, მოგეხსენებათ, მამაკაცისთვის მეორე გულია. ბავშვობიდანვე ბიოლოგიას ძალიან კარგად ვსწავლობდი, საგანს მაღალ დონეზე ვფლობდი და კარგად ვაცნობიერებდი, რა პრობლემასთან მქონდა საქმე. გამომწვევი მიზეზი კი ის გახდა, რომ აფხაზეთის ომში მოხალისედ წავედი და იქ ერთხელ ძალიან შემცივდა. ნახევარი ლიტრი არაყი დავლიე და მაინც ვერ გავთბი. იქედან წამოვიდა ჩემი ავადმყოფობა და ექიმთან რომ მივედი, ცდილობდა ჩემთვის დაემალა, თუ რა უიმედო მდგომარეობა იყო. ბოლოს გამომიტყდა, ამას ვერსად ვერ შველიან, მთელი ცხოვრება ნემსები უნდა იკეთო, ან ოპერაციაა გამოსავალიო. ვუთხარი, რომ მერჩივნა ამ ავადმყოფობით მოვმკვდარიყავი, ვიდრე მთელი ცხოვრება ცოცხალ-მკვდარი ვყოფლიყავი. 24 წლის ვიყავი და სიჭაბუკის წლები, ფაქტობრივად, არ მქონია. არეული ცხოვრება იყო, ძალიან გაჭირვებული წლები და ზედ უმძიმესი ავადმყოფობა დართული.

- ამ დროს დაიწყო კენჭებით თქვენი შემოქმედება?

- დიახ... ბავშვები ალაზანზე წავიყვანე საბანაოდ, როდესაც წყალში ჩავიდნენ, შევეცადე მდინარის ნაპირზე გამესეირნა და ცოტა გული გადამეყოლებინა. ერთი ლამაზი კენჭი შემხვდა, ავიღე, თან ვათვალიერებდი და თან გზას ვაგრძელებდი. ადამიანი, რომელიც მძიმე სენით არის ავად, სილამაზეს ვეღარ ამჩნევს. შავ-თეთრ ფერებში ვხედავდი ყველაფერს. უარყოფითი ენერგია გონებას ფარავდა და გამიკვირდა, რატომ მეჩვენა კენჭი ისე ლამაზი. მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი სამყარო გადაიშალა. დავიწყე კენჭების შეგროვება და თავდაპირველად იატაკზე ვშლიდი, ერთმანეთთან მივაწყობდი, როგორც მოზაიკას და მერე ისევ გვერდზე ვინახავდი. სახლი მოსაწყობი მქონდა და არანაირი სახსრები არ გამაჩნდა. ქვებით ერთი კუთხის ამოშენება დავიწყე და რომ შევხედე დასრულებულს, შიშმა შემიპყრო, იმდენად ლამაზი მეჩვენა. როგორც კულისები გაიწევს და სცენა გამოჩნდება, ისე გადავიხედე ამ თემაში. დაახლოებით ერთი თვე ვეღარ ვეკარებოდი ჩემს საყვარელ კენჭებს.

- თქვენს ირგვლივ როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს?

- ადამიანს რომ ცოლ-შვილი მშიერი ჰყავს და ის მდინარის ნაპირზე კენჭების შესაგროვებლად გარბის, სხვის თვალში მთლად ნორმალური ვერ გამოჩნდება. დაახლოებით ხუთი წელი საშინელ წნეხში გავატარე, სანამ გამოჩნდებოდა რას ვაკეთებდი... ვერ გამეგო, რა საიდან დამეწყო და ბოლოს ერთმა მეგობარმა მირჩია, ყველაფერი შენი სახლიდან დაიწყეო. კანაფის მეშოკის პატარა ჩანთა გავაკეთე და ამ ჩანთით ვეზიდებოდი კენჭებს სახლში. ბედნიერი ვიყავი სილამაზე რომ აღმოვაჩინე. სილამაზე კურნავს და ვინც ამას ხედავს და აღიქვამს, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც იუმჯობესებს. დღეს უკვე გარდა ჩემი სახლისა, ხელოვნების სკოლაში დგას ჩემი ნამუშევრები. არის მოთხოვნები სხვადასხვა რესტორნებიდან, მაგრამ იქ ხელოვნებას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ამიტომაც ყველას უარი ვუთხარი.

- დღეს როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- საუკეთესო! საშინელი დაგნოზი მალევე დავძლიე. იმის შემდეგ ბავშვიც გაგვიჩნდა. მთაში ხშირად ვმოგზაურობ და ყოველდღე მიწევს ბანაობა ყინულივით ცივ წყალში. შიში უნდა დაძლიო - შიშია ავადობა! კენჭებით სხვადასხვა რამეების შექმნა ჩემი ჰობია და ეს არასოდეს დასრულდება! ამოუწურავი ფანტაზიაა ამ სამყაროში! ჩემმა ამ საყვარელმა საქმემ გადამარჩინა! ექიმებთან აღარც მივლია, ვინც ვერ მშველიდა, რისთვის ვდევდი?! აუცილებლად უნდა ვახსენო იოგა, ამით ვარ დაკავებული და დიდი ხნის წინ ვირწმუნე, რაც საქართველოში ჯერ კიდევ არ ჯერათ, რომ ადამიანი შეიძლება წამლის გარეშეც იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი!

"ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია" - როგორია იტალიაში მყოფი ქართველი გოგონას მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

11 წესი თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის - რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან

"უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ონლაინ სწავლებებზე გადავიდეთ" - ამირან გამყრელიძე