კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი 16 წლის ნალოლიავები ძმა მერვე სართულიდან გადახტა... დროა ვინმემ ხმა ამოიღოს!" - რას წერს ქართველი "ფეისბუქ-მომხმარებელი"
"ჩემი 16 წლის ნალოლიავები ძმა მერვე სართულიდან გადახტა... დროა ვინმემ ხმა ამოიღოს!" - რას წერს ქართველი "ფეისბუქ-მომხმარებელი"

"ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი" სა­ლო­მე შო­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი მო­ზარ­დი ძმის ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა, რო­მე­ლიც, მისი თქმით, "ლურჯ ვე­შაპს" უკავ­შირ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და შსს-ს მი­მარ­თავს:

"ეს არის სექ­ტა "ლურ­ჯი ვე­შა­პი", («голубой кит») რო­მელ­საც მო­ზარ­დე­ბი სუ­ი­ცი­დამ­დე მიჰ­ყავს, და­ში­ნე­ბით, შან­ტა­ჟით და სხვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით. რა­ტომ ვწერ? 2018 წლის 5 მარტს, რო­დე­საც მშვი­დად ვსე­ირ­ნობ­დი მი­ლა­ნის ქუ­ჩებ­ში, სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბულს დამ­ხვდა ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ამ­ბა­ვი. ჩემი 16 წლის ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი, ნა­ფე­რე­ბი, კომ­ფორ­ტსა და სიყ­ვა­რულ­ში გაზ­რდი­ლი ძმა თა­ვის ოთა­ხის აივ­ნი­დან, მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა! ჩემი სან­დრო, რო­მელ­საც სი­მაღ­ლის ისე ეში­ნო­და, რომ ლიფ­ტის 5 თეთ­რსაც ვერ ჩა­მო­გიგ­დებ­და, სულ რომ სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლოდ დაგ­ჭირ­ვე­ბო­და! ჩემი სან­დრო, რო­მელ­საც და­ბა­დე­ბის წა­მი­დან თვა­ლებ­ში შევ­ცი­ცი­ნებთ და მის სუნ­თქვას ძილ­შიც კი ყურს ვუგ­დებთ! ჩემი სან­დრო, მე რომ და­ვარ­ქვი სა­ხე­ლი და მის ამ ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნამ­დე "ძმას ვფი­ცა­ვარ­თქო" ვი­ფი­ცებ­დი და თავი უკვე დიდი მე­გო­ნა, უფ­რო­სი და ვხდე­ბო­დი! ჩემი სან­დრო, რო­მელ­საც ინ­დი­გოს ვე­ძა­ხი და ჩემი პი­რა­დი Google-ა, ყვე­ლა­ფე­რი რომ იცის სამ­ყა­რო­ში და იმის იქი­თაც!აი ასეთ სან­დრო­ზე ვი­გებ, რომ მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა!

გ ა დ ა რ ჩ ა ! სას­წა­უ­ლად, ისიც ისე გა­დარ­ჩა, რომ გო­ნე­ბაც არ და­უ­კარ­გავს და სა­ო­პე­რა­ცი­ომ­დე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი იყო! დღე­ი­დან სან­დრო ტერ­მი­ნა­ტო­რი და­ვარ­ქვი.

ახლა კი რაც შე­ე­ხე­ბა მისი ქა­ვე­რის ფო­ტოს და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც გუ­ლე­ბი გაქვთ რე­აქ­ცი­ე­ბად! ვეჭ­ვობ თქვენც ამ ლა­ბი­რინთში ხართ და­კარ­გუ­ლი და დროა ვინ­მემ ხმა ამო­ი­ღოს! დროა ამ ბავ­შვებს უთხრათ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს და დრო­ზე უნდა ამო­ი­ღონ ხმა, რომ ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით, ვუშ­ვე­ლით, და­ვი­ცავთ. ჩემი სან­დრო გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ათე­უ­ლო­ბით ბავ­შვი ვერ! ეს არის რუ­სეთ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ სექ­ტა, კო­მუ­ნი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს რუ­სულ ენა­ზე, რო­მე­ლიც ბავ­შვებს და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევს, ბოლო და­ვა­ლე­ბა კი სა­ხუ­რა­ვი­დან გა­დახ­ტო­მაა! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის მოკ­ვლით ემუქ­რე­ბი­ან! იცი­ან მი­სა­მარ­თე­ბი და მსხვერ­პლის ოჯახ­ზე ყვე­ლა დე­ტა­ლი!

მივ­მარ­თავ ყვე­ლას, დროა ამ კოშ­მარ­ზე ხმა­მაღ­ლა ვი­ლა­პა­რა­კოთ, გა­დაჭ­რის გზე­ბი მო­ვი­ძი­ოთ და სკო­ლებ­ში ბავ­შვებ­სა და მშობ­ლებს ავუხ­სნათ რა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან მო­ზარ­დე­ბი, სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლო ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში. ეს ყვე­ლას ეხე­ბა! და­იბ­ლო­კოს სა­ი­ტე­ბი, გა­კონ­ტროლ­დნენ მო­ზარ­დე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში. კრი­მი­ნა­ლი ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­და­ვი­და და ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა დრო­უ­ლად უნდა მოხ­დეს! კი­დევ რამ­დე­ნი მფრი­ნა­ვი ბავ­შვია სა­ჭი­რო, რომ იმოქ­მე­დოთ?! სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა | Government of Georgia ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia.

პ.ს. "ლურ­ჯი ვე­შა­პის" ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებს და შემ­ქმნე­ლებს კი ერთ რა­მეს ვე­ტყვი! დღეს მო­წე­რეს "კი­დევ არ გად­მომხტარ­ხა­რო?" ხოდა მის­მი­ნე შე ნა­ბიჭ­ვა­რო! სი­ცო­ცხლის ბოლო წა­მამ­დე შენს ძებ­ნა­ში ვიქ­ნე­ბი და გპირ­დე­ბი, მო­გაგ­ნებ, ისეთ დღე­ში ჩა­გაგ­დებ და­ჩო­ქი­ლი შე­მე­ვედ­რე­ბი, რომ რო­მე­ლი­მე სა­ხუ­რა­ვი­დან გა­და­გაფ­რი­ნო!".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: რო­გორ ამო­ვიც­ნოთ, რომ ბავ­შვი "ლურ­ჯი ვე­შა­პის" მო­თა­მა­შეა და რო­გორ და­ვეხ­მა­როთ მას - ფსი­ქო­ლო­გის რჩე­ვე­ბი მშობ­ლებს

ყვე­ლა სტა­ტია "ლურ­ჯი ვე­შა­პის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჩემი 16 წლის ნალოლიავები ძმა მერვე სართულიდან გადახტა... დროა ვინმემ ხმა ამოიღოს!" - რას წერს ქართველი "ფეისბუქ-მომხმარებელი"

"ჩემი 16 წლის ნალოლიავები ძმა მერვე სართულიდან გადახტა... დროა ვინმემ ხმა ამოიღოს!" - რას წერს ქართველი "ფეისბუქ-მომხმარებელი"

"ფეისბუქ-მომხმარებელი" სალომე შონია სოციალურ ქსელში საკუთარი მოზარდი ძმის ისტორიას ჰყვება, რომელიც, მისი თქმით, "ლურჯ ვეშაპს" უკავშირდება და საქართველოს მთავრობასა და შსს-ს მიმართავს:

"ეს არის სექტა "ლურჯი ვეშაპი", («голубой кит») რომელსაც მოზარდები სუიციდამდე მიჰყავს, დაშინებით, შანტაჟით და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლით. რატომ ვწერ? 2018 წლის 5 მარტს, როდესაც მშვიდად ვსეირნობდი მილანის ქუჩებში, სასტუმროში დაბრუნებულს დამხვდა ჯოჯოხეთური ამბავი. ჩემი 16 წლის ნალოლიავები, ნაფერები, კომფორტსა და სიყვარულში გაზრდილი ძმა თავის ოთახის აივნიდან, მერვე სართულიდან გადახტა! ჩემი სანდრო, რომელსაც სიმაღლის ისე ეშინოდა, რომ ლიფტის 5 თეთრსაც ვერ ჩამოგიგდებდა, სულ რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაგჭირვებოდა! ჩემი სანდრო, რომელსაც დაბადების წამიდან თვალებში შევციცინებთ და მის სუნთქვას ძილშიც კი ყურს ვუგდებთ! ჩემი სანდრო, მე რომ დავარქვი სახელი და მის ამ ქვეყნად მოვლენამდე "ძმას ვფიცავართქო" ვიფიცებდი და თავი უკვე დიდი მეგონა, უფროსი და ვხდებოდი! ჩემი სანდრო, რომელსაც ინდიგოს ვეძახი და ჩემი პირადი Google-ა, ყველაფერი რომ იცის სამყაროში და იმის იქითაც!აი ასეთ სანდროზე ვიგებ, რომ მერვე სართულიდან გადახტა!

გ ა დ ა რ ჩ ა ! სასწაულად, ისიც ისე გადარჩა, რომ გონებაც არ დაუკარგავს და საოპერაციომდე კომუნიკაბელური იყო! დღეიდან სანდრო ტერმინატორი დავარქვი.

ახლა კი რაც შეეხება მისი ქავერის ფოტოს და ადამიანებს, რომლებსაც გულები გაქვთ რეაქციებად! ვეჭვობ თქვენც ამ ლაბირინთში ხართ დაკარგული და დროა ვინმემ ხმა ამოიღოს! დროა ამ ბავშვებს უთხრათ, რომ გამოსავალი არსებობს და დროზე უნდა ამოიღონ ხმა, რომ ჩვენ დავეხმარებით, ვუშველით, დავიცავთ. ჩემი სანდრო გადარჩა, მაგრამ ათეულობით ბავშვი ვერ! ეს არის რუსეთში ჩამოყალიბებული ინტერნეტ სექტა, კომუნიკაცია მიმდინარეობს რუსულ ენაზე, რომელიც ბავშვებს დავალებებს აძლევს, ბოლო დავალება კი სახურავიდან გადახტომაა! წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან! იციან მისამართები და მსხვერპლის ოჯახზე ყველა დეტალი!

მივმართავ ყველას, დროა ამ კოშმარზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გადაჭრის გზები მოვიძიოთ და სკოლებში ბავშვებსა და მშობლებს ავუხსნათ რა საფრთხეების წინაშე დგანან მოზარდები, სრულიად უკონტროლო ინტერნეტ სივრცეში. ეს ყველას ეხება! დაიბლოკოს საიტები, გაკონტროლდნენ მოზარდები ინტერნეტსივრცეში. კრიმინალი ვირტუალურ სამყაროში გადავიდა და ამაზე რეაგირება დროულად უნდა მოხდეს! კიდევ რამდენი მფრინავი ბავშვია საჭირო, რომ იმოქმედოთ?! საქართველოს მთავრობა | Government of Georgia შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia.

პ.ს. "ლურჯი ვეშაპის" ადმინისტრატორებს და შემქმნელებს კი ერთ რამეს ვეტყვი! დღეს მოწერეს "კიდევ არ გადმომხტარხარო?" ხოდა მისმინე შე ნაბიჭვარო! სიცოცხლის ბოლო წამამდე შენს ძებნაში ვიქნები და გპირდები, მოგაგნებ, ისეთ დღეში ჩაგაგდებ დაჩოქილი შემევედრები, რომ რომელიმე სახურავიდან გადაგაფრინო!".

წაიკითხეთ ასევე: როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვი "ლურჯი ვეშაპის" მოთამაშეა და როგორ დავეხმაროთ მას - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

ყველა სტატია "ლურჯი ვეშაპის შესახებ

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"