სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთში რუსი ოფიცერი და მისი ქალიშვილი მოწამლეს - რუსეთი ჯაშუშებს აფრთხილებს?
ბრიტანეთში რუსი ოფიცერი და მისი ქალიშვილი მოწამლეს - რუსეთი ჯაშუშებს აფრთხილებს?

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ქა­ლაქ სოლსბუ­რი­ში, რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი, 66 წლის სერ­გეი სკრი­პა­ლი შვილ­თან, 33 წლის იუ­ლი­ას­თან ერ­თად, ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც, ორი­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მო­ა­თავ­სეს... თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით, ისი­ნი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად მო­ი­წამლნენ, თუმ­ცა, შემ­დეგ გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი, რომ ისი­ნი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მო­წამ­ლეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ მამა-შვი­ლი უც­ნო­ბი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­წამ­ლეს, თუმ­ცა ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის პა­სუ­ხე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ­ნე­ბა. არა­და, რო­გორც BBC წერს, შე­საძ­ლოა, ამ ფაქ­ტის შემ­დეგ, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და რუ­სეთს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გამ­წვავ­დეს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სკირ­პა­ლე­ბის მო­წამ­ვლა­ში რუ­სულ კვალს იპო­ვი­ან, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ბო­რის ჯონ­სო­ნი, რუ­სე­თის მი­მართ “მკვეთ­რი და ძლი­ე­რი” სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს. მი­სი­ვე თქმით, თუ ამა­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვა და­დას­ტურ­და, უკვე რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­ა­როს დიდი ბრი­ტა­ნე­თის დას­წრე­ბამ ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რუ­სეთ­ში (სა­უ­ბა­რია, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცი­ა­ზე და არა ფეხ­ბურ­თის ნაკ­რებ­ზე). ბრი­ტა­ნე­ლი მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით - ის თითს არა­ვის­კენ იშ­ვერს, მაგ­რამ არც იმის თქმას ერი­დე­ბა, რომ “რუ­სე­თი არის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი და და­მან­გრე­ვე­ლი ძალა”.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, - სერ­გეი სკრი­პა­ლი­სა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­წამ­ვლის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ კი­დევ ერთხელ წა­მოს­წია რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის ასე­ვე ყო­ფი­ლი ოფიც­რის, ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კოს პო­ლო­ნი­უ­მით მო­წამ­ვლა, რაც ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­ში დარ­ჩე­ნა მის­თვის სა­ხი­ფა­თო იყო, ლიტ­ვი­ნენ­კომ 2006 წელს ბრი­ტა­ნეთს შე­ა­ფა­რა თავი, თუმ­ცა, იქი­დან პუ­ტი­ნის კრი­ტი­კას გა­ნაგ­რძობ­და... შემ­დეგ, ის პო­ლო­ნი­უ­მით მო­წამ­ლეს და გარ­და­იც­ვა­ლა. ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ლიტ­ვი­ნენ­კო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა - ФСБ-მ მო­ი­ცი­ლა.

ცნო­ბის­თვის, 1951 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი სერ­გეი სკრი­პა­ლი, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის მთა­ვარ სა­დაზ­ვერ­ვო უწყე­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და, შემ­დეგ კი, მან სამ­სა­ხუ­რი პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბით და­ტო­ვა. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მა­ლო­ბა­ში, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, საქ­მე­თა მწარ­მო­ებ­ლად მუ­შა­ობ­და.

2004 წელს, ФСБ-მ ის ბრი­ტა­ნე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლა. მას სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატ­ში დას­დეს ბრა­ლი. სკრი­პა­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, ის ბრი­ტა­ნე­თის­თვის ჯერ კი­დევ 1995 წლი­დან მუ­შა­ობ­და და დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შემ­დე­გაც კი, ძვე­ლი სა­ი­დუმ­ლო კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ებს გა­დას­ცემ­და... ერთი სი­ტყვით, სკრი­პალს, 13-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. თუმ­ცა, 2010 წელს ამე­რი­კის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როს­თან (FBI) მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, ჯა­შუ­შო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბულ სამ სხვა პირ­თან ერ­თად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­შინ FBI-მ რუ­სე­თის 10 ჯა­შუ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. სკრი­პალ­მა რუ­სე­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­ტო­ვა, რის შემ­დე­გაც, ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­სახ­ლდა.

იუ­ლია სკრი­პა­ლი, რო­მე­ლიც მა­მას­თან ერ­თად მო­წამ­ლეს

BBC-ის ცნო­ბით, სკრი­პა­ლის ახლო გა­რე­მოც­ვის გან­ცხა­დე­ბით, ის ყო­ველ­თვის ში­შობ­და, რომ ოდეს­მე “რუ­სე­თი­დან მო­ა­კი­თხავ­დნენ”. მა­თი­ვე თქმით, - სკრი­პა­ლის ცოლი და ძმა ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუპ­ნენ. ოფიც­რის 43 წლის შვი­ლი კი, ახ­ლა­ხან, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ასე­ვე გა­ურ­ვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრი­ტა­ნე­თი აცხა­დებს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ სკრი­პა­ლის შე­საძ­ლო მო­წამ­ვლის საქ­მეს. ახლა ექ­სპერ­ტე­ბის­თვის მთა­ვა­რია, და­ად­გი­ნონ, არის თუ არა ყო­ფი­ლი ოფიც­რი­სა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში სა­წამ­ლა­ვის კვა­ლი და რამ შე­იძ­ლე­ბა მათი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს...

თა­ვის მხრივ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა უცხო­ე­თის დაზ­ვერ­ვი­დან 400 აგენ­ტის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა გა­ნა­ცხა­და. მან სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, ФСБ-ს უბ­რძა­ნა, გა­არ­კვი­ონ, რო­გორ ახერ­ხე­ბენ ისი­ნი პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ და თავ­დაც­ვით უწყე­ბებ­ში შეღ­წე­ვას და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას... მი­სი­ვე თქმით, ბოლო ხა­ნებ­ში რუ­სეთ­ში უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბი მომ­რავ­ლდნენ და ისი­ნი აგენ­ტუ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს იყე­ნე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ბრიტანეთში რუსი ოფიცერი და მისი ქალიშვილი მოწამლეს - რუსეთი ჯაშუშებს აფრთხილებს?

ბრიტანეთში რუსი ოფიცერი და მისი ქალიშვილი მოწამლეს - რუსეთი ჯაშუშებს აფრთხილებს?

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბურიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკრიპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს და რეანიმაციაში მოათავსეს... თავდაპირველი ვერსიით, ისინი სავაჭრო ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შედეგად მოიწამლნენ, თუმცა, შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ ისინი მიზანმიმართულად მოწამლეს.

სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მამა-შვილი უცნობი ნივთიერებით მოწამლეს, თუმცა ტოქსიკოლოგიური კვლევის პასუხები უახლოეს დღეებში იქნება. არადა, როგორც BBC წერს, შესაძლოა, ამ ფაქტის შემდეგ, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური კრიზისი გამწვავდეს.

იმ შემთხვევაში, თუ სკირპალების მოწამვლაში რუსულ კვალს იპოვიან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი, რუსეთის მიმართ “მკვეთრი და ძლიერი” საპასუხო ქმედების განხორციელებას გეგმავს. მისივე თქმით, თუ ამაში რუსეთის ჩარევა დადასტურდა, უკვე რთული წარმოსადგენია, რამდენად შეიძლება ჩაიაროს დიდი ბრიტანეთის დასწრებამ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში (საუბარია, ოფიციალური დელეგაციაზე და არა ფეხბურთის ნაკრებზე). ბრიტანელი მინისტრის განცხადებით - ის თითს არავისკენ იშვერს, მაგრამ არც იმის თქმას ერიდება, რომ “რუსეთი არის ზიანის მომტანი და დამანგრეველი ძალა”.

გამოცემის ცნობით, - სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის სავარაუდო მოწამვლის შემდეგ, ადგილობრივმა მედიამ კიდევ ერთხელ წამოსწია რუსეთის დაზვერვის ასევე ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლა, რაც ფატალურად დასრულდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთში დარჩენა მისთვის სახიფათო იყო, ლიტვინენკომ 2006 წელს ბრიტანეთს შეაფარა თავი, თუმცა, იქიდან პუტინის კრიტიკას განაგრძობდა... შემდეგ, ის პოლონიუმით მოწამლეს და გარდაიცვალა. ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა - ФСБ-მ მოიცილა.

ცნობისთვის, 1951 წელს დაბადებული სერგეი სკრიპალი, დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის მთავარ სადაზვერვო უწყებაში მსახურობდა, შემდეგ კი, მან სამსახური პოლკოვნიკის წოდებით დატოვა. რამდენიმე წლის განმალობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქმეთა მწარმოებლად მუშაობდა.

2004 წელს, ФСБ-მ ის ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლა. მას სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი. სკრიპალისთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, ის ბრიტანეთისთვის ჯერ კიდევ 1995 წლიდან მუშაობდა და დაზვერვის სამსახურიდან წასვლის შემდეგაც კი, ძველი საიდუმლო კავშირების საშუალებით, მათ საიდუმლო ინფორმაციებს გადასცემდა... ერთი სიტყვით, სკრიპალს, 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, 2010 წელს ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა, რის შემდეგაც, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადასახლდა.

იულია სკრიპალი, რომელიც მამასთან ერთად მოწამლეს

BBC-ის ცნობით, სკრიპალის ახლო გარემოცვის განცხადებით, ის ყოველთვის შიშობდა, რომ ოდესმე “რუსეთიდან მოაკითხავდნენ”. მათივე თქმით, - სკრიპალის ცოლი და ძმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. ოფიცრის 43 წლის შვილი კი, ახლახან, სანკტ-პეტერბურგში მოგზაურობისას ასევე გაურვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ბრიტანეთი აცხადებს, რომ ადგილობრივი შესაბამისი სამსახურები აუცილებლად გამოიძიებენ სკრიპალის შესაძლო მოწამვლის საქმეს. ახლა ექსპერტებისთვის მთავარია, დაადგინონ, არის თუ არა ყოფილი ოფიცრისა და მისი ქალიშვილის ორგანიზმში საწამლავის კვალი და რამ შეიძლება მათი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს...

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა უცხოეთის დაზვერვიდან 400 აგენტის შესახებ გააკეთა განაცხადა. მან სპეცსამსახურებს, ФСБ-ს უბრძანა, გაარკვიონ, როგორ ახერხებენ ისინი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვით უწყებებში შეღწევას და ინფორმაციის მიღებას... მისივე თქმით, ბოლო ხანებში რუსეთში უცხოელი აგენტები მომრავლდნენ და ისინი აგენტურის თანამედროვე მეთოდებს იყენებენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე