მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან წითელ ნუსხაში შეტანილი ზღვის ღორი გამორიყა
ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან წითელ ნუსხაში შეტანილი ზღვის ღორი გამორიყა

ზღვამ ბა­თუ­მის იახ­ტკლუბ­თან წი­თელ ნუს­ხა­ში შე­ტა­ნი­ლი ძუ­ძუმ­წო­ვა­რი - ზღვის ღორი გა­მო­რი­ყა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა არ­ჩილ გუჩ­მა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ძუ­ძუმ­წო­ვარს სა­თევ­ზაო ბა­დის ნაჭ­დე­ვე­ბი ეტყო­ბა, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ზღვის ღორი სა­თევ­ზაო ბა­დე­ში მოყ­ვა, და­ზი­ან­და და და­ი­ღუ­პა. არ­ჩილ გუჩ­მა­ნი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მეტი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო, რათა მსგავ­სი სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს.

"ეს უკვე მე­ცხრე შემ­თხვე­ვაა, რაც გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ვა­ფიქ­სი­რეთ ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რის შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რიყ­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ძუ­ძუმ­წო­ვარს სა­თევ­ზაო ბა­დის ნაჭ­დე­ვე­ბი ემ­ჩნე­ვა - სა­ვა­რა­უ­დოდ, ზღვის ღორი ბა­დე­შია მო­ყო­ლი­ლი, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ან­და და და­ი­ღუ­პა. ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბი მთე­ლი რიგი კონ­ვენ­ცი­ე­ბით არი­ან და­ცუ­ლე­ბი. ზღვის ღორი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­რი­ყა, წი­თე­ლი ნუს­ხა­შია, რაც ნიშ­ნავს, რომ ეს არის მა­ღა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტის მქო­ნე სა­ხე­ო­ბა და მისი დაც­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეტი ძა­ლის­ხმე­ვაა ამ კუ­თხით გა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ გუჩ­მა­ნი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, ზღვის ღორი საკ­მა­ოდ დიდი ზო­მი­საა და მსგავ­სი პა­რა­მეტ­რე­ბის ძუ­ძუმ­წოვ­რის შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რიყ­ვა პრაქ­ტი­კუ­ლად, არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა არ­ჩილ გუჩ­მა­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან წითელ ნუსხაში შეტანილი ზღვის ღორი გამორიყა

ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან წითელ ნუსხაში შეტანილი ზღვის ღორი გამორიყა

ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან წითელ ნუსხაში შეტანილი ძუძუმწოვარი - ზღვის ღორი გამორიყა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ განუცხადა, ძუძუმწოვარს სათევზაო ბადის ნაჭდევები ეტყობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზღვის ღორი სათევზაო ბადეში მოყვა, დაზიანდა და დაიღუპა. არჩილ გუჩმანიძე მიიჩნევს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა მსგავსი სამწუხარო შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს.

"ეს უკვე მეცხრე შემთხვევაა, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა დავაფიქსირეთ ზღვის ძუძუმწოვრის შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყვა. სამწუხაროდ, ძუძუმწოვარს სათევზაო ბადის ნაჭდევები ემჩნევა - სავარაუდოდ, ზღვის ღორი ბადეშია მოყოლილი, რის შედეგადაც დაზიანდა და დაიღუპა. ძუძუმწოვრები მთელი რიგი კონვენციებით არიან დაცულები. ზღვის ღორი, რომელიც გამოირიყა, წითელი ნუსხაშია, რაც ნიშნავს, რომ ეს არის მაღალი პრიორიტეტის მქონე სახეობა და მისი დაცვა ჩვენი ქვეყნის ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, მეტი ძალისხმევაა ამ კუთხით გასატარებელი, რომ მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ", - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ. მისივე თქმით, ზღვის ღორი საკმაოდ დიდი ზომისაა და მსგავსი პარამეტრების ძუძუმწოვრის შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყვა პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა. შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა არჩილ გუჩმანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი