პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის "გაერთიანებული ისტორიის დაწერა" სურს
კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის "გაერთიანებული ისტორიის დაწერა" სურს

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა კიმ ჩენ ინმა სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ მზად არის "სამ­შობ­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ახა­ლი ის­ტო­რი­ის და­წე­რა" და­ი­წყოს. ეს იყო პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა სამ­ხრეთ კო­რე­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მას შემ­დეგ, რაც ის 2011 წელს პრე­ზი­დენ­ტი გახ­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნია CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­ლე­გა­ტებ­მა კიმ ჩენ ინს სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი კო­ლე­გის, მუნ ჯე ინის წე­რი­ლი გა­დას­ცეს. სამ­ხრეთ კო­რე­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ორ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით ჩა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კო­რე­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ერთ-ერთი თემა ფხე­ნი­ან­სა და ვა­შინგტონს შო­რის დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა იყო.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ კიმ ჩენ ინმა გა­ნა­ცხა­და, რომ "პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ახ­ლო­ე­ბა".

სამ­ხრეთ კო­რე­ის დე­ლე­გა­ცია ათი წევ­რის­გან შედ­გე­ბო­და და მათ შო­რის იყო ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი სო ხუნი და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი ჩონ ი ენი.

სო ხუნ­მა 2000-2007 წლებ­ში, სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ის­ტო­რი­უ­ლი სა­მი­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩონ ი ენს, ის დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს ახლო კონ­ტაქ­ტებს თა­ვის ამე­რი­კელ კო­ლე­გას­თან, ჰერ­ბერტ მაკ­მას­ტერ­თან.

სამ­ხრეთ კო­რე­ის დე­ლე­გა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, გა­ირ­კვა, რომ კიმ ჩენ ინი თა­ნახ­მაა, აპ­რილ­ში სამ­ხრეთ კო­რე­ამ და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ სა­მი­ტი ჩა­ა­ტა­როს. სე­უ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის მე­თა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბირ­თვულ შე­ი­ა­რა­ღე­ბას სამ­ხრეთ კო­რე­ის წი­ნა­აღ­მდეგ არ გა­მო­ი­ყე­ნებს; ასე­ვე, ბირ­თვულ და სა­რა­კე­ტო შე­ი­ა­რა­ღე­ბას ამე­რი­კას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში არ გა­მოც­დის.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ცნო­ბით, კიმ ჩენ ინს მი­აჩ­ნია, რომ სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა ორი­ვე მხა­რის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სწო­რედ ამ დროს გა­მოთ­ქვა მან სურ­ვი­ლი, რომ სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ახა­ლი ის­ტო­რია და­ი­წე­როს.

ცნო­ბის­თვის, კიმ ჩენ ინის მა­მამ, კიმ ჩენ ინმა, სამ­ხრეთ კო­რე­ის დე­ლე­გა­ცია ბო­ლოს, 2007 წელს მი­ი­ღო. შემ­დეგ, 2011 წელს ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მისი მემ­კვიდ­რე მო­ვი­და, რო­მელ­საც სამ­ხრეთ კო­რე­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა არას­დროს შეხ­ვედ­რია, ასე­ვე, ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია არ­ცერთ ოფი­ცი­ა­ლურ პირ­თან.

"ბოლო ვი­ზი­ტი­სას კიმ ჩენ ინმა, სამ­ხრეთ კო­რე­ის დე­ლე­გა­ცია "თბილ გა­რე­მო­ში" მი­ი­ღო და შემ­დეგ ვახ­შამ­ზეც და­პა­ტი­ჟა, რო­მელ­საც მისი მე­უღ­ლე და დაც ეს­წრე­ბოდ­ნენ", - აღ­ნიშ­ნავს სა­ა­გენ­ტო TAC-ი.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან დიდი ინ­ტე­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩა, რით გა­უ­მას­პინ­ძლდა ექ­სცენ­ტრი­უ­ლი დიქ­ტა­ტო­რი უცხო­ელ სტუმ­რებს, თუმ­ცა, ცნო­ბი­ლია, რომ ვახ­შა­მი 4 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და.

bbc.com-ის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, სამ­ხრეთ კო­რე­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვა­შინგტონ­ში იქ­ნე­ბი­ან, სა­დაც ისი­ნი ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, კიმ ჩენ ინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის დე­ტა­ლებს მი­აწ­ვდი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის "გაერთიანებული ისტორიის დაწერა" სურს

კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის "გაერთიანებული ისტორიის დაწერა" სურს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის დელეგაციასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მზად არის "სამშობლოს გაერთიანების ახალი ისტორიის დაწერა" დაიწყოს. ეს იყო პირველი შეხვედრა სამხრეთ კორეის წარმომადგენლებთან, მას შემდეგ, რაც ის 2011 წელს პრეზიდენტი გახდა.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, დელეგატებმა კიმ ჩენ ინს სამხრეთ კორეელი კოლეგის, მუნ ჯე ინის წერილი გადასცეს. სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები ჩრდილოეთ კორეაში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდნენ, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ კორეის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის დაწყება იყო.

შეხვედრის შემდეგ კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ "პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის დაახლოება".

სამხრეთ კორეის დელეგაცია ათი წევრისგან შედგებოდა და მათ შორის იყო ეროვნული დაზვერვის უფროსი სო ხუნი და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჩონ ი ენი.

სო ხუნმა 2000-2007 წლებში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ისტორიული სამიტის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. რაც შეეხება ჩონ ი ენს, ის დღემდე ინარჩუნებს ახლო კონტაქტებს თავის ამერიკელ კოლეგასთან, ჰერბერტ მაკმასტერთან.

სამხრეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, გაირკვა, რომ კიმ ჩენ ინი თანახმაა, აპრილში სამხრეთ კორეამ და ჩრდილოეთ კორეამ სამიტი ჩაატაროს. სეულის ინფორმაციით, კომუნისტური რეჟიმის მეთაურმა განაცხადა, რომ ბირთვულ შეიარაღებას სამხრეთ კორეის წინააღმდეგ არ გამოიყენებს; ასევე, ბირთვულ და სარაკეტო შეიარაღებას ამერიკასთან მოლაპარაკების პროცესში არ გამოცდის.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო უწყებების ცნობით, კიმ ჩენ ინს მიაჩნია, რომ სამხრეთ კორეასთან დაახლოების პოლიტიკა ორივე მხარისთვის აუცილებელია. სწორედ ამ დროს გამოთქვა მან სურვილი, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის გაერთიანების ახალი ისტორია დაიწეროს.

ცნობისთვის, კიმ ჩენ ინის მამამ, კიმ ჩენ ინმა, სამხრეთ კორეის დელეგაცია ბოლოს, 2007 წელს მიიღო. შემდეგ, 2011 წელს ქვეყნის სათავეში მისი მემკვიდრე მოვიდა, რომელსაც სამხრეთ კორეის წარმომადგენლობა არასდროს შეხვედრია, ასევე, ურთიერთობა არ ჰქონია არცერთ ოფიციალურ პირთან.

"ბოლო ვიზიტისას კიმ ჩენ ინმა, სამხრეთ კორეის დელეგაცია "თბილ გარემოში" მიიღო და შემდეგ ვახშამზეც დაპატიჟა, რომელსაც მისი მეუღლე და დაც ესწრებოდნენ", - აღნიშნავს სააგენტო TAC-ი.

ჟურნალისტების მხრიდან დიდი ინტერესის მიუხედავად, საიდუმლოდ დარჩა, რით გაუმასპინძლდა ექსცენტრიული დიქტატორი უცხოელ სტუმრებს, თუმცა, ცნობილია, რომ ვახშამი 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

bbc.com-ის ცნობით, რამდენიმე დღის შემდეგ, სამხრეთ კორეის წარმომადგენლები ვაშინგტონში იქნებიან, სადაც ისინი ამერიკის ადმინისტრაციას, კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკების დეტალებს მიაწვდიან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე