პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იყიდება თუ არა თბილისის ბაზრებში ცხენის ხორცი - რა რეაგირება მოახდინეს უწყებებმა "ფეისბუქში" გავრცელებულ ფოტოებზე
იყიდება თუ არა თბილისის ბაზრებში ცხენის ხორცი - რა რეაგირება მოახდინეს უწყებებმა "ფეისბუქში" გავრცელებულ ფოტოებზე

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა თე­ო­ნა კუპ­რე­იშ­ვილ­მა ფე­ის­ბუქ­ზე შემ­ზა­რა­ვი ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით თბი­ლის­ში, გლ­დან­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ცხე­ნებს კლა­ვენ და ბა­ზარ­ში რო­გორც სა­ქო­ნელს ასა­ღე­ბენ.

"ორი კვი­რაა, სი­სას­ტი­კის და ადა­მი­ა­ნის ბო­რო­ტე­ბის თვითმხილ­ვე­ლი ვარ. უმო­წყა­ლოდ კლა­ვენ ცხე­ნებს და მერე ბა­ზარ­ში რო­გორც სა­ქო­ნელს ისე ასა­ღე­ბენ. ვი­საც შე­მეძ­ლო ყვე­ლას ხმა მი­ვაწ­ვდი­ნე, მაგ­რამ უშე­დე­გოდ... არა­ვის არ აღელ­ვებს უბე­დუ­რი ცხე­ნე­ბის ბედი და არც ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტყუვ­დე­ბი­ან და უნებ­ლი­ედ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხდე­ბი­ან. ნუთუ არ შე­ი­ლე­ბა ქუ­ჩა­ში ვაჭ­რო­ბის აკ­რძალ­ვა?! იქ­ნებ ამით მა­ინც ვუშ­ვე­ლოთ სა­ცო­დავ არ­სე­ბებს... ამ ადა­მი­ანს თუ ეს სის­ხლისღვრა შერ­ჩე­ბა და არ და­ის­ჯე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს. ცანტრა­ლურ ბა­ზარ­შიც ხში­რად არი­სო, ერთ-ერ­თმა ხორ­ცის გამ­ყიდ­ველ­მა მი­თხრა... ამ ლო­დინ­ში 4 ცხე­ნი მოკ­ლეს და ხორ­ცად გა­ყი­დეს "მარ­შრუტ­კე­ბი­დან" ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე" - წერს კუპ­რე­იშ­ვი­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვის ფო­ტო­ებ­საც ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ: "დღის თემა" - გლ­დან­ში ცხე­ნებს ხო­ცა­ვენ და დახ­ლებ­ზე ძრო­ხის ხორ­ცად ასა­ღე­ბენ?

Ambebi.ge-მ გა­და­წყვი­ტა გა­ერ­კვია, რა რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს სხვა­დას­ხვა უწყე­ბებ­მა მო­ქა­ლა­ქის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და და­დას­ტურ­და თუ არა, რომ გლ­და­ნის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხე­ნის ხორ­ცი იყი­დე­ბა.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მი­უ­ღი­ათ, თუმ­ცა გლ­დან­ში ცხე­ნის ხორ­ცის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტე­ბი აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რა­საც სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა.

"ასე­თი ფაქ­ტე­ბი სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს გა­მო­უვ­ლე­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ პოსტს, თუ ვინ­მემ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია და კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი იცის, შე­უძ­ლია, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე 1501-ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­ტო­ვოს და ვი­თა­რე­ბას შე­ვის­წავ­ლით. ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ხორ­ცის ობი­ექ­ტე­ბის კონ­ტრო­ლი, რად­გან ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე სურ­სა­თია და სა­ა­გენ­ტოს არა­ერ­თხელ აქვს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რო­გორ მოწ­მდე­ბა აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი. და­ფიქ­სირ­და ფაქ­ტე­ბიც, როცა ცხე­ნის ხორ­ცი იყი­დე­ბო­და" - გან­მარ­ტა სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თეა შვე­ლი­ძემ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხე­ნის ხორცს გლ­და­ნის ბა­ზარ­თან გარე ვაჭ­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი პირ­და­პირ "მარ­შრუტ­კე­ბი­დან" ყი­დი­ან, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი მათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში მხო­ლოდ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა შე­დის.

"სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გარე ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ვრცელ­დე­ბა, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ისე­დაც აკ­რძა­ლუ­ლია. ცხე­ნის ხორ­ცის გა­ყიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რძა­ლუ­ლი არ არის, თუ სა­საკ­ლა­ო­ზე და­იკ­ვლე­ბა და ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორც სა­ქონ­ლის ხორ­ცის რე­ა­ლი­ზა­ცია, ისე ცხე­ნის შე­საძ­ლე­ბე­ლია" - გან­მარ­ტა შვე­ლი­ძემ.

იმის გა­სარ­კვე­ვად, აქვთ თუ არა ცხე­ნე­ბის დაკ­ვლის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია სხვა უფ­ლე­ბა­მო­სილ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს, Ambebi.ge ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში ცხო­ველ­თა მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა და გარე ვაჭ­რო­ბის სა­კი­თხის და­რე­გუ­ლი­რე­ბაც შე­დის. უწყე­ბა­ში გან­მარ­ტეს, რომ მსგავს ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

შს სა­მი­ნის­ტროს მსგავ­სად, ცხე­ნე­ბის და­ხოც­ვა­სა და მათი ხორ­ცის უკა­ნო­ნოდ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არც თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს აქვს, სა­დაც გან­მარ­ტა­ვენ, რომ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა შსს-ს კომ­პე­ტენ­ცი­აა.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით დე­პარ­ტა­მენ­ტში კი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ისი­ნი მხო­ლოდ გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე ახ­დე­ნენ რე­ა­გი­რე­ბას და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი მათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას სცდე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რედ ცხე­ნის ხორ­ცის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, გა­სულ წელს სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბა არა­ერ­თხელ გა­აფრ­თხი­ლა, რომ გარე ვაჭ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში პრო­დუქ­ცია არ შე­ი­ძი­ნონ, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში კი და­ახ­ლო­ე­ბით 500 კი­ლოგ­რა­მი სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ცხე­ნის ხორ­ცის ამო­ღე­ბა მოხ­და.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
ავტორი:

იყიდება თუ არა თბილისის ბაზრებში ცხენის ხორცი - რა რეაგირება მოახდინეს უწყებებმა "ფეისბუქში" გავრცელებულ ფოტოებზე

იყიდება თუ არა თბილისის ბაზრებში ცხენის ხორცი - რა რეაგირება მოახდინეს უწყებებმა "ფეისბუქში" გავრცელებულ ფოტოებზე

ინტერნეტმომხმარებელმა თეონა კუპრეიშვილმა ფეისბუქზე შემზარავი ფოტოები გაავრცელა, რომელიც მისი ინფორმაციით თბილისში, გლდანშია გადაღებული, სადაც ცხენებს კლავენ და ბაზარში როგორც საქონელს ასაღებენ.

"ორი კვირაა, სისასტიკის და ადამიანის ბოროტების თვითმხილველი ვარ. უმოწყალოდ კლავენ ცხენებს და მერე ბაზარში როგორც საქონელს ისე ასაღებენ. ვისაც შემეძლო ყველას ხმა მივაწვდინე, მაგრამ უშედეგოდ... არავის არ აღელვებს უბედური ცხენების ბედი და არც ადამიანები, რომლებიც ტყუვდებიან და უნებლიედ თანამონაწილეები ხდებიან. ნუთუ არ შეილება ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვა?! იქნებ ამით მაინც ვუშველოთ საცოდავ არსებებს... ამ ადამიანს თუ ეს სისხლისღვრა შერჩება და არ დაისჯება, აუცილებლად გააგრძელებს. ცანტრალურ ბაზარშიც ხშირად არისო, ერთ-ერთმა ხორცის გამყიდველმა მითხრა... ამ ლოდინში 4 ცხენი მოკლეს და ხორცად გაყიდეს "მარშრუტკებიდან" ბაზრის ტერიტორიაზე" - წერს კუპრეიშვილი და აღნიშნული შემთხვევის ფოტოებსაც ავრცელებს.

იხილეთ: "დღის თემა" - გლდანში ცხენებს ხოცავენ და დახლებზე ძროხის ხორცად ასაღებენ?

Ambebi.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, რა რეაგირება მოახდინეს სხვადასხვა უწყებებმა მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე და დადასტურდა თუ არა, რომ გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენის ხორცი იყიდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღიათ, თუმცა გლდანში ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტები აქამდე დაფიქსირებულა, რასაც სააგენტოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

"ასეთი ფაქტები სურსათის ეროვნულ სააგენტოს გამოუვლენია. რაც შეეხება აღნიშნულ პოსტს, თუ ვინმემ რაიმე ინფორმაცია და კონკრეტული ფაქტი იცის, შეუძლია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501-ზე შეტყობინება დატოვოს და ვითარებას შევისწავლით. ინტენსიურად მიმდინარეობს ხორცის ობიექტების კონტროლი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მქონე სურსათია და სააგენტოს არაერთხელ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ გავრცელებული, როგორ მოწმდება აგრარული ბაზრები. დაფიქსირდა ფაქტებიც, როცა ცხენის ხორცი იყიდებოდა" - განმარტა სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა შველიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხენის ხორცს გლდანის ბაზართან გარე ვაჭრობით დაკავებული პირები პირდაპირ "მარშრუტკებიდან" ყიდიან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კი მათ უფლებამოსილებაში მხოლოდ რეგისტრირებული ობიექტების შემოწმება შედის.

"სააგენტოს უფლებამოსილება გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით არ ვრცელდება, რადგან აღნიშნული საქმიანობა ისედაც აკრძალულია. ცხენის ხორცის გაყიდვა საქართველოში აკრძალული არ არის, თუ სასაკლაოზე დაიკვლება და ეტიკეტირებული იქნება, ასეთ შემთხვევაში როგორც საქონლის ხორცის რეალიზაცია, ისე ცხენის შესაძლებელია" - განმარტა შველიძემ.

იმის გასარკვევად, აქვთ თუ არა ცხენების დაკვლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს, Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რომლის მოვალეობებში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე რეაგირება და გარე ვაჭრობის საკითხის დარეგულირებაც შედის. უწყებაში განმარტეს, რომ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღიათ.

შს სამინისტროს მსგავსად, ცხენების დახოცვასა და მათი ხორცის უკანონოდ რეალიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს, სადაც განმარტავენ, რომ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება შსს-ს კომპეტენციაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობით დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ ისინი მხოლოდ გარეულ ცხოველებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე ახდენენ რეაგირებას და მსგავსი ფაქტები მათ უფლებამოსილებას სცდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ბაზრის მიმდებარედ ცხენის ხორცის რეალიზაციის პირველი შემთხვევა არ არის, გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა არაერთხელ გააფრთხილა, რომ გარე ვაჭრობის პირობებში პროდუქცია არ შეიძინონ, ამავე პერიოდში კი დაახლოებით 500 კილოგრამი სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენის ხორცის ამოღება მოხდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ