მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართვაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება
არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართვაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება

არას­რულ­წლოვ­ნის პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩარ­თვაც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვად დას­ჯა­დი გახ­დე­ბა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი მთავ­რო­ბამ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­ამ­ტკი­ცა.

„სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით დას­ჯა­დი გახ­დე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მა, მისი წა­ქე­ზე­ბა და ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩაბ­მა არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბი­თაც. თქვენ იცით, რომ დღეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შვის პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მას, თუ ეს კეთ­დე­ბა ძა­ლა­დო­ბით. ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში კლუ­ბებ­ში, ბა­რებ­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მა ხდე­ბა მათ­ზე ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რე­შე და ეს ქმე­დე­ბა დღემ­დე არ იყო რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით, შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცი­ე­ლი და პრო­კუ­რო­რი რე­ა­ლუ­რად იყო ბერ­კეტს მოკ­ლე­ბუ­ლი. ეს შე­იც­ვლე­ბა, ამი­ტომ სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მმარ­თვე­ლებს მო­ვუ­წო­დებ, რომ მი­ი­ღონ ეს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რად­გან არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მა თუნ­დაც არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დით ამი­ე­რი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით დას­ჯა­დი იქ­ნე­ბა. ეს მის­ცემს სე­რი­ო­ზულ ბერ­კე­ტებს პო­ლი­ცი­ას, რომ ებ­რძო­ლოს პროს­ტი­ტუ­ცი­ას ყვე­ლა თა­ვი­სი ფორ­მით და გა­მოვ­ლი­ნე­ბით, მათ შო­რის, ე.წ. სუ­ტი­ნი­ო­რო­ბის გზი­თაც“, - გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართვაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება

არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართვაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება

არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართვაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

„სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმა, მისი წაქეზება და ამ საქმიანობაში ჩაბმა არაძალადობრივი მეთოდებითაც. თქვენ იცით, რომ დღეს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმას, თუ ეს კეთდება ძალადობით. ჩვენს დედაქალაქში კლუბებში, ბარებში არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა ხდება მათზე ყოველგვარი ძალადობის განხორციელების გარეშე და ეს ქმედება დღემდე არ იყო რეგულირებული სისხლის სამართლის კოდექსით, შესაბამისად, პოლიციელი და პროკურორი რეალურად იყო ბერკეტს მოკლებული. ეს შეიცვლება, ამიტომ სხვადასხვა გასართობი დაწესებულების მმართველებს მოვუწოდებ, რომ მიიღონ ეს მხედველობაში, რადგან არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა თუნდაც არაძალადობრივი მეთოდით ამიერიდან თავისუფლების აღკვეთით დასჯადი იქნება. ეს მისცემს სერიოზულ ბერკეტებს პოლიციას, რომ ებრძოლოს პროსტიტუციას ყველა თავისი ფორმით და გამოვლინებით, მათ შორის, ე.წ. სუტინიორობის გზითაც“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს