მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოქალაქეებს, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე გვარი ერთხელ უკვე შეიცვალეს, მისი ხელმეორედ შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ
მოქალაქეებს, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე გვარი ერთხელ უკვე შეიცვალეს, მისი ხელმეორედ შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ

სრულ­წლო­ვან მო­ქა­ლა­ქეს გვა­რის შეც­ვლა მხო­ლოდ ერთხელ შე­ეძ­ლე­ბა. ამას­თან, მცირ­დე­ბა იმ გვა­რე­ბის არე­ა­ლი, რომ­ლის მი­ღე­ბაც მო­ქა­ლა­ქეს შე­ეძ­ლე­ბა, თუმ­ცა ერთხელ გვა­რის შეც­ვლის ინ­სტი­ტუ­ტი არ შე­ე­ხე­ბა ქორ­წი­ნე­ბა-გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვებს.

„სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­ამ­ტკი­ცა და შემ­დგო­მი გან­ხილ­ვე­ბის­თვის პარ­ლა­მენტს გა­და­უგ­ზავ­ნა, გვა­რის შეც­ვლის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მკაცრ­დე­ბა.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, პირს სრულ­წლო­ვან ასაკ­ში კვლავ შე­ეძ­ლე­ბა გვა­რის შეც­ვლა მა­მო­ბის დად­გე­ნის სა­ფუძ­ვლით, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, თუკი პირი იმ მო­მენ­ტში არის ძებ­ნი­ლი ან სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით დევ­ნი­ლი; ამას­თან, სრულ­წლო­ვა­ნე­ბი­სას პირს შე­ეძ­ლე­ბა, ერთხელ გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი, მი­ი­ღოს თუ არა მშო­ბელ­თა შე­ერ­თე­ბუ­ლი გვა­რი, პირ­და­პი­რი აღ­მა­ვა­ლი შტოს ერთ-ერთი ნა­თე­სა­ვის გვა­რი (მხო­ლოდ მშობ­ლე­ბის ბე­ბია-ბა­ბუ­ის თა­ო­ბამ­დე), ფაქ­ტობ­რი­ვი აღ­მზრდე­ლის გვა­რი ან აღიდ­გი­ნოს ის­ტო­რი­უ­ლი გვა­რი ან შე­ა­ერ­თოს თა­ვი­სი და აღ­მა­ვა­ლი შტოს ნა­თე­სა­ვის გვა­რი.

ყვე­ლა ადა­მი­ანს კვლავ შე­ეძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბი­სას და გან­ქორ­წი­ნე­ბი­სას აირ­ჩი­ოს მე­უღ­ლის გვა­რი ან შე­ა­ერ­თოს სა­კუ­თა­რი და მე­უღ­ლის გვა­რე­ბი, თუმ­ცა ამ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მხო­ლოდ ქორ­წი­ნე­ბის მო­მენ­ტში იქ­ნე­ბა და­საშ­ვე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ერთხელ უკვე შე­იც­ვა­ლა გვა­რი 2017 წლის 28 მარ­ტის შემ­დეგ, რო­დე­საც ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლა ამოქ­მედ­და, გვა­რის ხელ­მე­ო­რედ შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ ექ­ნე­ბათ.

ამას­თან, ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ იც­ვლე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი გვა­რის აღ­დგე­ნის მკაც­რი წე­სე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მოქალაქეებს, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე გვარი ერთხელ უკვე შეიცვალეს, მისი ხელმეორედ შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ

მოქალაქეებს, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე გვარი ერთხელ უკვე შეიცვალეს, მისი ხელმეორედ შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ

სრულწლოვან მოქალაქეს გვარის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლება. ამასთან, მცირდება იმ გვარების არეალი, რომლის მიღებაც მოქალაქეს შეეძლება, თუმცა ერთხელ გვარის შეცვლის ინსტიტუტი არ შეეხება ქორწინება-განქორწინების შემთხვევებს.

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებული ცვლილებებით, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა და შემდგომი განხილვებისთვის პარლამენტს გადაუგზავნა, გვარის შეცვლის რეგულაციები მკაცრდება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, პირს სრულწლოვან ასაკში კვლავ შეეძლება გვარის შეცვლა მამობის დადგენის საფუძვლით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი პირი იმ მომენტში არის ძებნილი ან სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი; ამასთან, სრულწლოვანებისას პირს შეეძლება, ერთხელ გააკეთოს არჩევანი, მიიღოს თუ არა მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი (მხოლოდ მშობლების ბებია-ბაბუის თაობამდე), ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან აღიდგინოს ისტორიული გვარი ან შეაერთოს თავისი და აღმავალი შტოს ნათესავის გვარი.

ყველა ადამიანს კვლავ შეეძლება ქორწინებისას და განქორწინებისას აირჩიოს მეუღლის გვარი ან შეაერთოს საკუთარი და მეუღლის გვარები, თუმცა ამ არჩევანის გაკეთება მხოლოდ ქორწინების მომენტში იქნება დასაშვები.

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ უკვე შეიცვალა გვარი 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, როდესაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, გვარის ხელმეორედ შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ამასთან, ახალი კანონმდებლობით არ იცვლება ისტორიული გვარის აღდგენის მკაცრი წესები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ