პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანია, შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ
გერმანია, შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ

გერ­მა­ნი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა ფე­დე­რა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტროს მიგ­რან­ტთა დაბ­რუ­ნე­ბის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი კრის­ტი­ან კლო­სი და გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რწმუ­ნე­ბუ­ლი ლტოლ­ვილ­თა და მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში, ელჩი ანეტ გი­უნ­თე­რი დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდე­ბი­ან.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­დან აც­ნო­ბეს, შეხ­ვედ­რე­ბის მთა­ვა­რი თემა მიგ­რა­ცი­ის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტუ­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი იქ­ნე­ბა.

“გერ­მა­ნი­ამ, რო­გორც ათე­უ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მჭიდ­რო პარტნი­ორ­მა და მე­გო­ბარ­მა, 2017 წლის მარ­ტში მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უვი­ზო მი­მოს­ვლას შენ­გე­ნის ზო­ნა­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი­სათ­ვის. 200 ათას­ზე მეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ გა­მო­ი­ყე­ნა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა. უვი­ზო მი­მოს­ვლა ემ­სა­ხუ­რე­ბა ასე­ვე გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტაქ­ტე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას. მაგ­რამ უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სულ უფრო მზარ­დი რი­ცხვი იყე­ნებს ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას იმი­სათ­ვის, რომ მო­ი­თხო­ვოს გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­სა­ფა­რი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უმე­ტე­სო­ბა მათ­გა­ნი თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბა­ზე უარს იღებს. ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ამ­დე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელ­თა რი­ცხვი სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და. მხო­ლოდ იან­ვარ­ში შვი­დას­ზე მეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა თავ­შე­სა­ფა­რი გერ­მა­ნი­ა­ში. მათ­გან თით­ქმის 100%-მა მი­ი­ღო უარი. მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის სხვა წევრ ქვეყ­ნებ­ში.

გერ­მა­ნი­ა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყოფ პირ­თა და თავ­შე­საფ­რის და­უ­სა­ბუ­თე­ბელ მთხოვ­ნელ­თა რი­ცხვის საგ­რძნო­ბი მა­ტე­ბა იწ­ვევს გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის დიდ შეშ­ფო­თე­ბას, ამი­ტომ მისი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწრა­ფი და ქმე­დი­თი რე­ა­გი­რე­ბა. იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნულ და ევ­რო­კავ­ში­რის დო­ნე­ებ­ზე ტარ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ასე­ვე პარტნი­ო­რულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან იმი­სათ­ვის, რომ საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­დეს უვი­ზოდ მი­მოს­ვლის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა. ამი­ტომ გერ­მა­ნი­ას სურს, კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს­თან რე­ად­მი­სი­ის სა­კი­თხებ­ში უკვე არ­სე­ბუ­ლი მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. გარ­და ამი­სა, გერ­მა­ნია არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რამ­დე­ნი­მე წლით შენ­გე­ნის მთლი­ან ზო­ნა­ში შეს­ვლას აუკ­რძა­ლავს იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც უარი ეთ­ქვათ თავ­შე­სა­ფარ­ზე.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, არ­სე­ბულ ტენ­დენ­ცი­ა­ში მოხ­დეს სწრა­ფი და მდგრა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი, რათა გამ­ყარ­დეს 2017 წლის მარ­ტში ძა­ლა­ში შე­სუ­ლი ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია შენ­გე­ნის ზო­ნა­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი­სათ­ვის“, - ნათ­ქვა­მია გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გერმანია, შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ

გერმანია, შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩი ანეტ გიუნთერი დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საქართველოში გერმანიის საელჩოდან აცნობეს, შეხვედრების მთავარი თემა მიგრაციის სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენები იქნება.

“გერმანიამ, როგორც ათეული წლების მანძილზე საქართველოს მჭიდრო პარტნიორმა და მეგობარმა, 2017 წლის მარტში მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის. 200 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. უვიზო მიმოსვლა ემსახურება ასევე გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალფეროვანი კულტურული, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კონტაქტების გაღრმავებას. მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ამ თავისუფლებას იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს. ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მხოლოდ იანვარში შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში.

გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობი მატება იწვევს გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდ შეშფოთებას, ამიტომ მისი აზრით, აუცილებელია სწრაფი და ქმედითი რეაგირება. იმ ღონისძიებების გარდა, რომლებიც ეროვნულ და ევროკავშირის დონეებზე ტარდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე პარტნიორულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან იმისათვის, რომ საგრძნობლად შემცირდეს უვიზოდ მიმოსვლის ბოროტად გამოყენება. ამიტომ გერმანიას სურს, კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან რეადმისიის საკითხებში უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. გარდა ამისა, გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში, რამდენიმე წლით შენგენის მთლიან ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

აუცილებელია, არსებულ ტენდენციაში მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები, რათა გამყარდეს 2017 წლის მარტში ძალაში შესული ვიზალიბერალიზაცია შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები