პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირდაპირ მკითხეს, მოსაპარად ხარ ჩამოსულიო?" - რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები?
"პირდაპირ მკითხეს, მოსაპარად ხარ ჩამოსულიო?" - რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები?

ევ­რო­კავ­ში­რის ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა უკ­მა­ყო­ფი­ლოა თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რი­ცხვის ზრდით სა­ქარ­თვე­ლო­დან, სა­ქარ­თვე­ლო კი თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტენ­სი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებს და სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში ჩას­მას ითხოვს - ევ­რო­კავ­ში­რი­სა და შენ­გე­ნის ზო­ნის 30 ქვეყ­ნი­დან, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მი ვრცელ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვეყ­ნად მხო­ლოდ შვიდ სა­ხელ­მწი­ფოს ჰყავს აღი­ა­რე­ბუ­ლი და ამ სი­ა­ში არ არის გერ­მა­ნია, სა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ უვი­ზო­რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის გამო, ყვე­ლა­ზე მეტი პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა.­ სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 2016 წელ­თან შედ­არე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­დან ევ­რო­კავ­შირ­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რი­ცხვი 35%-ით­ გა­ი­ზარ­და. მხო­ლოდ შვე­დეთს შარ­შან თავ­შე­სა­ფა­რი სა­ქარ­თვე­ლოს 963-მა მო­ქა­ლა­ქემ­ სთხო­ვა, თუმ­ცა შვე­დეთ­მა არც ერთი მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს შვე­დეთ­ში სი­რია, ერა­ყი, ერიტ­რეა და ავ­ღა­ნე­თი უს­წრე­ბენ. ბევ­რად მძი­მე ვი­თა­რე­ბაა გერ­მა­ნი­ა­ში - ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ 2018 წლის იან­ვარ­ში თავ­შე­სა­ფა­რი სა­ქარ­თვე­ლოს 745-მა­ მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა (თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ ასე­თია: სექ­ტემ­ბე­რი - 238, ოქ­ტომ­ბე­რი - 355, ნო­ემ­ბე­რი - 444, დე­კემ­ბე­რი - 522). 44%-ით არის გაზ­რდი­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რი­ცხვი, თუ 2016 წელს თავ­შე­სა­ფა­რი 465-მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა, 2017 წელს 670 მი­მარ­თვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლი, რონ­დე­ლის ფონ­დის ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი:- ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლობ­აში გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­სამ­მა­გე­ბუ­ლია, თუმ­ცა მხო­ლოდ ეს არ არის მთა­ვა­რი­ პრობ­ლე­მა - თუ ქვე­ყა­ნა უარს ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მა­ზე, თით­ქოს მარ­ტი­ვად უნდა მოხ­დეს­ მათი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, თუმ­ცა სწო­რედ ამ პრო­ცე­დუ­რის აღ­სრუ­ლე­ბა გაძ­ნელ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხო­ლოდ 55% დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში მას შემ­დეგ, რაც კონ­კრე­ტულ­მა ქვე­ყა­ნამ თავ­შე­სა­ფარ­ზე უარი გა­ნუ­ცხა­და, და­ნარ­ჩე­ნი კი ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად დარ­ჩა, რაც ზრდის ალ­ბა­თო­ბას, რომ ისი­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ არ­სე­ბო­ბის­თვის ბრძო­ლას.

- ციფ­რე­ბი შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა,­ მაგ­რამ თუ მას სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მებს შე­ვა­და­რებთ, ევ­რო­კავ­შირ­ში რო­გორც კრი­მი­ნა­ლის, ისე თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელ­თა რა­ო­დე­ნო­ბით არა­ერთ სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მოვ­რჩე­ბით. მა­გა­ლი­თად, ალ­ბა­ნეთს, რო­მე­ლიც ჩვენ­ზე ორ­ჯერ­ მცი­რე სა­ხელ­მწი­ფოა და ოთხჯერ მეტი არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტი ჰყავს ევ­რო­კავ­შირ­ში... რას უკავ­ში­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნე­გა­ტი­ურ კამ­პა­ნი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით გერ­მა­ნი­ა­ში?- დიახ, ალ­ბა­ნეთს ჩვენ­თან შე­და­რე­ბით ოთხჯერ მეტი არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტი ჰყავს ევ­რო­კავ­შირ­ში, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ მცირ­დე­ბა. მოლ­დო­ვი­სა და უკ­რა­ი­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბიც უკე­თე­სია, ვიდ­რე ჩვე­ნი. მოლ­დო­ვი­დან ევ­რო­კავ­შირ­ში თავ­შე­სა­ფა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 3000-მა მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა, სა­ი­და­ნაც 48% სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნეს, უკ­რა­ი­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო მცი­რეა. 2017 წელს კი სა­ქარ­თვე­ლოს 8000-მა მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­შე­სა­ფა­რი. ვი­ზა­ლი­ბე­რალ­იზა­ცი­ის შემ­დეგ ვე­ლო­დით, რომ ქვეყ­ნი­დან გამ­სვლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გაიზ­რდე­ბო­და, თუმ­ცა დი­ნა­მი­კა მუდ­მი­ვად მზარ­დია...

რას ჰყვე­ბი­ან ევ­რო­პა­ში ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი

მიშა ხა­ჩი­ძე, გერ­მა­ნულ მე­დი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი: - ადგი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ქურ­დო­ბის, ძარ­ცვის, ყა­ჩა­ღო­ბი­სა და სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვე­ბის ფაქ­ტებს აშუ­ქე­ბენ... აქ, ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში უფა­სოდ რიგ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლურ ქრო­ნი­კებ­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი და თა­ნაც კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"პირდაპირ მკითხეს, მოსაპარად ხარ ჩამოსულიო?" - რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები?

"პირდაპირ მკითხეს, მოსაპარად ხარ ჩამოსულიო?" - რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები?

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უკმაყოფილოა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდით საქართველოდან, საქართველო კი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებისა და უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით ევროკავშირთან ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩასმას ითხოვს - ევროკავშირისა და შენგენის ზონის 30 ქვეყნიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ვრცელდება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მხოლოდ შვიდ სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული და ამ სიაში არ არის გერმანია, სადაც, საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზორეჟიმის დარღვევის გამო, ყველაზე მეტი პრობლემა შეიქმნა. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 35%-ით გაიზარდა. მხოლოდ შვედეთს შარშან თავშესაფარი საქართველოს 963-მა მოქალაქემ სთხოვა, თუმცა შვედეთმა არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამ მაჩვენებლით საქართველოს შვედეთში სირია, ერაყი, ერიტრეა და ავღანეთი უსწრებენ. ბევრად მძიმე ვითარებაა გერმანიაში - ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა (თვეების მიხედვით თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ასეთია: სექტემბერი - 238, ოქტომბერი - 355, ნოემბერი - 444, დეკემბერი - 522). 44%-ით არის გაზრდილი შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, თუ 2016 წელს თავშესაფარი 465-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, 2017 წელს 670 მიმართვაა დაფიქსირებული.

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი:- ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი გასამმაგებულია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის მთავარი პრობლემა - თუ ქვეყანა უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემაზე, თითქოს მარტივად უნდა მოხდეს მათი სამშობლოში დაბრუნება, თუმცა სწორედ ამ პროცედურის აღსრულება გაძნელდა. საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 55% დაბრუნდა სამშობლოში მას შემდეგ, რაც კონკრეტულმა ქვეყანამ თავშესაფარზე უარი განუცხადა, დანარჩენი კი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად დარჩა, რაც ზრდის ალბათობას, რომ ისინი კრიმინალური მოქმედებებით ცდილობენ არსებობისთვის ბრძოლას.

- ციფრები შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ თუ მას სხვა ქვეყნების მონაცემებს შევადარებთ, ევროკავშირში როგორც კრიმინალის, ისე თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით არაერთ სახელმწიფოს ჩამოვრჩებით. მაგალითად, ალბანეთს, რომელიც ჩვენზე ორჯერ მცირე სახელმწიფოა და ოთხჯერ მეტი არალეგალი მიგრანტი ჰყავს ევროკავშირში... რას უკავშირებთ საქართველოსთვის ნეგატიურ კამპანიას, განსაკუთრებით გერმანიაში?- დიახ, ალბანეთს ჩვენთან შედარებით ოთხჯერ მეტი არალეგალი მიგრანტი ჰყავს ევროკავშირში, თუმცა ბოლო პერიოდში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა მცირდება. მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლებიც უკეთესია, ვიდრე ჩვენი. მოლდოვიდან ევროკავშირში თავშესაფარი დაახლოებით 3000-მა მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც 48% სამშობლოში დააბრუნეს, უკრაინის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა. 2017 წელს კი საქართველოს 8000-მა მოქალაქემ მოითხოვა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფარი. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ველოდით, რომ ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა გაიზრდებოდა, თუმცა დინამიკა მუდმივად მზარდია...

რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები

მიშა ხაჩიძე, გერმანულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტი: - ადგილობრივი გამოცემები ქართველების შესახებ მხოლოდ ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და სისხლიანი გარჩევების ფაქტებს აშუქებენ... აქ, ჟურნალ-გაზეთები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფასოდ რიგდება. საქართველო მხოლოდ კრიმინალურ ქრონიკებშია მოხსენიებული და თანაც კვირაში რამდენჯერმე. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"