Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლავენ ცხენებს და ბაზარში როგორც საქონელს ისე ასაღებენ..." - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი გლდანში მომხდარ შემთხვევაზე
"კლავენ ცხენებს და ბაზარში როგორც საქონელს ისე ასაღებენ..." - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი გლდანში მომხდარ შემთხვევაზე

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი თე­ო­ნა კუპ­რე­იშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ­ზე შემ­ზა­რავ ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს და წერს, რომ თბი­ლის­ში, გლ­დან­ში ცხე­ნებს კლა­ვენ და რო­გორც სა­ქო­ნელს ასა­ღე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კუპ­რე­იშ­ვილ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა - GSPSA"-ს ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­ში - "ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სი­სას­ტი­კე" გა­ნა­თავ­სა. პოსტს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა.

"ორი კვი­რაა, სი­სას­ტი­კის და ადა­მი­ა­ნის ბო­რო­ტე­ბის თვითმხილ­ვე­ლი ვარ. უმო­წყა­ლოდ კლა­ვენ ცხე­ნებს და მერე ბა­ზარ­ში რო­გორც სა­ქო­ნელს ისე ასა­ღე­ბენ. ვი­საც შე­მეძ­ლო ყვე­ლას ხმა მი­ვაწ­ვდი­ნე, მაგ­რამ უშე­დე­გოდ... არა­ვის არ აღელ­ვენს უბე­დუ­რი ცხე­ნე­ბის ბედი და არც ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტყუვ­დე­ბი­ან და უნებ­ლი­ედ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხდე­ბი­ან. ნუთუ არ შე­ი­ლე­ბა ქუ­ჩა­ში ვაჭ­რო­ბის აკ­რძალ­ვა?! იქ­ნებ ამით მა­ინც ვუშ­ვე­ლოთ სა­ცო­დავ არ­სე­ბებს... ამ ადა­მი­ანს თუ ეს სის­ხლისღვრა შერ­ჩე­ბა და არ და­ის­ჯე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს. ცანტრა­ლურ ბა­ზარ­შიც ხში­რად არი­სო, ერთ-ერ­თმა ხორ­ცის გამ­ყიდ­ველ­მა მი­თხრა. ალ­ბათ ვი­ღა­ცას აწყობს, ან ფულს აკე­თე­ბენ. მე თუ ვიცი და შევ­ნიშ­ნე, ნუთუ ვი­საც ევა­ლე­ბა ვერ ხე­დავს? ამ ლო­დინ­ში 4 ცხე­ნი მოკ­ლეს და ხორ­ცად გა­ყი­დეს "მარ­შრუტ­კე­ბი­დან" ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე" - წერს კუპ­რე­იშ­ვი­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვის ფო­ტო­ებ­საც ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "დღის თემა" - გლ­დან­ში ცხე­ნებს ხო­ცა­ვენ და დახ­ლებ­ზე ძრო­ხის ხორ­ცად ასა­ღე­ბენ?

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობს. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენტს და მათ კო­მენ­ტა­რებს მალე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

"კლავენ ცხენებს და ბაზარში როგორც საქონელს ისე ასაღებენ..." - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი გლდანში მომხდარ შემთხვევაზე

"კლავენ ცხენებს და ბაზარში როგორც საქონელს ისე ასაღებენ..." - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი გლდანში მომხდარ შემთხვევაზე

ინტერნეტმომხმარებელი თეონა კუპრეიშვილი ფეისბუქზე შემზარავ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ თბილისში, გლდანში ცხენებს კლავენ და როგორც საქონელს ასაღებენ. აღნიშნული ინფორმაცია კუპრეიშვილმა "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება - GSPSA"-ს ფეისბუქ-ჯგუფში - "ცხოველებისადმი სისასტიკე" განათავსა. პოსტს უამრავი გამოხმაურება მოყვა.

"ორი კვირაა, სისასტიკის და ადამიანის ბოროტების თვითმხილველი ვარ. უმოწყალოდ კლავენ ცხენებს და მერე ბაზარში როგორც საქონელს ისე ასაღებენ. ვისაც შემეძლო ყველას ხმა მივაწვდინე, მაგრამ უშედეგოდ... არავის არ აღელვენს უბედური ცხენების ბედი და არც ადამიანები, რომლებიც ტყუვდებიან და უნებლიედ თანამონაწილეები ხდებიან. ნუთუ არ შეილება ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვა?! იქნებ ამით მაინც ვუშველოთ საცოდავ არსებებს... ამ ადამიანს თუ ეს სისხლისღვრა შერჩება და არ დაისჯება, აუცილებლად გააგრძელებს. ცანტრალურ ბაზარშიც ხშირად არისო, ერთ-ერთმა ხორცის გამყიდველმა მითხრა. ალბათ ვიღაცას აწყობს, ან ფულს აკეთებენ. მე თუ ვიცი და შევნიშნე, ნუთუ ვისაც ევალება ვერ ხედავს? ამ ლოდინში 4 ცხენი მოკლეს და ხორცად გაყიდეს "მარშრუტკებიდან" ბაზრის ტერიტორიაზე" - წერს კუპრეიშვილი და აღნიშნული შემთხვევის ფოტოებსაც ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: "დღის თემა" - გლდანში ცხენებს ხოცავენ და დახლებზე ძროხის ხორცად ასაღებენ?

აღნიშნულთან დაკავშირებით AMBEBI.GE დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და მათ კომენტარებს მალე შემოგთავაზებთ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"