სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავანადგუროთ ფაროსანა სახლის პირობებში - ბიოლოგის რეკომენდაციები
როგორ გავანადგუროთ ფაროსანა სახლის პირობებში - ბიოლოგის რეკომენდაციები

ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, თსუ-ს გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ბი­ო­მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო და მა­გის­ტრა­ტუ­რის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ინა­სა­რი­ძე ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის რამ­დე­ნი­მე მე­თოდს უზი­ა­რებს მო­სახ­ლე­ო­ბას.

ის ბრძო­ლის მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს და გან­მარ­ტავს, რომ ჯერ არ­სად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა შემ­თხვე­ვა, რომ მწერს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

"პირ­ველ რიგ­ში, უნდა გი­თხრათ, რომ ეს მწე­რი არ არის არც მკბე­ნა­რი და არა­ნა­ირ ალერ­გი­ას არ იწ­ვევს, არ უშ­ვებს სუნს თუ არა და­ჭყლი­ტე. მას­თან შე­ხე­ბა არ იწ­ვევს არა­ნა­ირ ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას. ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის და პრაქ­ტი­კი­დან აღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. უკვე დიდი ხა­ნია, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­სა და იტა­ლი­ა­ში ებ­რძვი­ან აღ­ნიშ­ნულ მწერს და არ­სად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რა­ი­მე ზი­ა­ნი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ნინო ინა­სა­რი­ძემ.

ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი იმ მე­თო­დებ­ზეც სა­უბ­რობს, რომ­ლის სა­შე­უ­ა­ლე­ბი­თაც მწე­რის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი:

"ერ­თა­დერ­თი გზა აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის არის, რომ შე­ვამ­ცი­როთ მისი რა­ო­დე­ნო­ბა მე­ქა­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ცო­ცხით კედ­ლი­დან ჩა­მო­ღე­ბა, მტვერ­სას­რუ­ტით შეგ­რო­ვე­ბა და ა.შ. უნდა მო­ვაგ­რო­ვოთ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­ნად­გუ­როთ. ის ად­ვი­ლად არ ემორ­ჩი­ლე­ბა ასეთ შე­ტე­ვებ­საც კი, ამი­ტომ გა­ნად­გუ­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თუ საქ­მე ეხე­ბა ფა­რო­სა­ნას დიდ რა­ო­დე­ნო­ბას, რაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, იქ უკვე შეგ­ვიძ­ლია ვი­მოქ­მე­დოთ სახ­ლის ხა­ფან­გე­ბის მე­თო­დე­ბით, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ად­ვი­ლი და­სამ­ზა­დე­ბე­ლია.

შე­საძ­ლოა, ეს იყოს ღა­მით და­ტო­ვე­ბუ­ლი ან­თე­ბუ­ლი ფა­ნა­რი რა­ი­მე სა­ხის ჭურ­ჭელ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მწერს იზი­დავს და ერთ ად­გი­ლას აგ­რო­ვებს, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ქა­ფი­ა­ნი წყა­ლი, რო­მე­ლიც ჯამ­ში მო­თავ­სდე­ბა და და­ნა­თე­ბუ­ლი აქვს სა­ნა­თი. ანუ ფა­რო­სა­ნას ბი­ო­ლო­გია არის ის, რომ ის მი­დის სი­ნათ­ლე­ზე. თუ ღა­მით დავ­ტო­ვებთ სა­ნათს ისე, რომ მი­ვი­დეს ნა­თუ­რას­თან, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ცხე­ლი, ფა­რო­სა­ნა ჩა­მო­ვარ­დე­ბა და ჩა­ვარ­დე­ბა ქა­ფი­ან წყალ­ში, ის გა­ნად­გურ­დე­ბა ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში. გარ­და ამი­სა, იქ, სა­დაც ეზო­ე­ბი აქვს მო­სახ­ლე­ო­ბას, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მუ­ყა­ოს ყუ­თე­ბის დად­გმა, რო­მელ­საც აქვს ხვრე­ლე­ბი. მწერს ამ შემ­თხვე­ვა­ში უჩ­ნდე­ბა სახ­ლის ასო­ცი­ა­ცია და გროვ­დე­ბა ყუთ­ში. ვფიქ­რობ, ეს მიდ­გო­მა ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ვებს. ჩვენ არ ვართ პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ებ­რძვის მწერს, ასე ებ­რძვის სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ფა­რო­სა­ნას ამე­რი­კაც, იტა­ლი­აც, ეს­პა­ნე­თიც და ა.შ.", - აღ­ნიშ­ნავს ბი­ო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს როლს მწერ­თან ბრძო­ლა­ში, ნინო ინა­სა­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს როლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში დი­დია, ძი­რი­თა­დად სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის და სწავ­ლე­ბის კუ­თხით.

"აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას თემა არის ისე­თი სა­კი­თხი, რო­მელ­შიც რაც არ უნდა დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ი­ჩი­ნოს სა­ხელ­მწი­ფომ, შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ა­მარ­ცხოს მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე. სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა სახ­ლში ვერ შევა და რომც შე­ვი­დეს, სახ­ლებს ქი­მი­უ­რად ვერ და არ შე­წამ­ლავს. მწერს უნდა ებ­რძო­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, უბ­რა­ლოდ მას სა­ხელ­მწი­ფო უნდა მი­ეხ­მა­როს და ას­წავ­ლოს, რო­გორ არის უმ­ჯო­ბე­სი. სა­უ­ბა­რი არ არის პლან­ტა­ცი­ებ­ზე, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფომ შე­იძ­ლე­ბა კე­თი­ლი ნება გა­მო­ი­ჩი­ნოს და და­ეხ­მა­როს მო­სახ­ლე­ო­ბას წამ­ლის და­რი­გე­ბით, ვი­ნა­ი­დან ამ ეტაპ­ზე ის არ იყი­დე­ბა.

ასე­თი ტი­პის პრაქ­ტი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა ჩემი პი­რა­დი აზ­რით და მსოფ­ლიო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვით, სა­ხელ­მწი­ფოს ძი­რი­თა­დი როლი ის არის, რომ დრო­უ­ლად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, გა­ა­კე­თოს პრე­ვენ­ცია და მო­სახ­ლე­ო­ბას ას­წავ­ლოს მწერ­თან ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი. და­მერ­წმუ­ნეთ, ის, რა­საც აკე­თებს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, არის გა­ცი­ლე­ბით მეტი, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა ნე­ბის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ნინო ინა­სა­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

როგორ გავანადგუროთ ფაროსანა სახლის პირობებში - ბიოლოგის რეკომენდაციები

როგორ გავანადგუროთ ფაროსანა სახლის პირობებში - ბიოლოგის რეკომენდაციები

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ინასარიძე ფაროსანასთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდს უზიარებს მოსახლეობას.

ის ბრძოლის მსოფლიო გამოცდილებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ჯერ არსად დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ მწერს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი მიეყენებინა.

"პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ეს მწერი არ არის არც მკბენარი და არანაირ ალერგიას არ იწვევს, არ უშვებს სუნს თუ არა დაჭყლიტე. მასთან შეხება არ იწვევს არანაირ ალერგიულ რეაქციას. ეს არის საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკიდან აღებული ინფორმაცია. უკვე დიდი ხანია, მაგალითად, ამერიკასა და იტალიაში ებრძვიან აღნიშნულ მწერს და არსად დაფიქსირებულა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა", - განაცხადა ნინო ინასარიძემ.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იმ მეთოდებზეც საუბრობს, რომლის საშეუალებითაც მწერის რაოდენობის შემცირება სახლის პირობებში იქნება შესაძლებელი:

"ერთადერთი გზა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის არის, რომ შევამციროთ მისი რაოდენობა მექანიკური საშუალებებით და ეს შეიძლება იყოს ცოცხით კედლიდან ჩამოღება, მტვერსასრუტით შეგროვება და ა.შ. უნდა მოვაგროვოთ და აუცილებლად გავანადგუროთ. ის ადვილად არ ემორჩილება ასეთ შეტევებსაც კი, ამიტომ განადგურება აუცილებელია. თუ საქმე ეხება ფაროსანას დიდ რაოდენობას, რაც დაფიქსირებულია დასავლეთ საქართველოში, იქ უკვე შეგვიძლია ვიმოქმედოთ სახლის ხაფანგების მეთოდებით, რომლებიც ძალიან ადვილი დასამზადებელია.

შესაძლოა, ეს იყოს ღამით დატოვებული ანთებული ფანარი რაიმე სახის ჭურჭელთან ერთად, რომელიც მწერს იზიდავს და ერთ ადგილას აგროვებს, ასევე შეიძლება იყოს ქაფიანი წყალი, რომელიც ჯამში მოთავსდება და დანათებული აქვს სანათი. ანუ ფაროსანას ბიოლოგია არის ის, რომ ის მიდის სინათლეზე. თუ ღამით დავტოვებთ სანათს ისე, რომ მივიდეს ნათურასთან, რომელიც იქნება ცხელი, ფაროსანა ჩამოვარდება და ჩავარდება ქაფიან წყალში, ის განადგურდება ავტომატურ რეჟიმში. გარდა ამისა, იქ, სადაც ეზოები აქვს მოსახლეობას, რეკომენდებულია მუყაოს ყუთების დადგმა, რომელსაც აქვს ხვრელები. მწერს ამ შემთხვევაში უჩნდება სახლის ასოციაცია და გროვდება ყუთში. ვფიქრობ, ეს მიდგომა ძალიან ეფექტურად იმუშავებს. ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც ებრძვის მწერს, ასე ებრძვის სახლის პირობებში ფაროსანას ამერიკაც, იტალიაც, ესპანეთიც და ა.შ.", - აღნიშნავს ბიოლოგიის დოქტორი.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს მწერთან ბრძოლაში, ნინო ინასარიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს როლი ამ ყველაფერში დიდია, ძირითადად საინფორმაციო კამპანიის და სწავლების კუთხით.

"აზიური ფაროსანას თემა არის ისეთი საკითხი, რომელშიც რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს სახელმწიფომ, შეუძლებელია დაამარცხოს მოსახლეობის აქტიური ჩარევის გარეშე. სახელმწიფო ყველა სახლში ვერ შევა და რომც შევიდეს, სახლებს ქიმიურად ვერ და არ შეწამლავს. მწერს უნდა ებრძოლოს მოსახლეობა ტექნიკური საშუალებებით, უბრალოდ მას სახელმწიფო უნდა მიეხმაროს და ასწავლოს, როგორ არის უმჯობესი. საუბარი არ არის პლანტაციებზე, სადაც სახელმწიფომ შეიძლება კეთილი ნება გამოიჩინოს და დაეხმაროს მოსახლეობას წამლის დარიგებით, ვინაიდან ამ ეტაპზე ის არ იყიდება.

ასეთი ტიპის პრაქტიკული დახმარებები მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემი პირადი აზრით და მსოფლიო სპეციალისტების რჩევით, სახელმწიფოს ძირითადი როლი ის არის, რომ დროულად მიაწოდოს ინფორმაცია, გააკეთოს პრევენცია და მოსახლეობას ასწავლოს მწერთან ბრძოლის მეთოდები. დამერწმუნეთ, ის, რასაც აკეთებს ჩვენი სახელმწიფო, არის გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლებოდა გაეკეთებინა ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მთავრობას", - განაცხადა ნინო ინასარიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ