მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე კარგად ცნობილი და პოპულარული კრუასანი მუდმივად საფრანგეთთან ასოცირდება, იგი სულაც არ არის ფრანგული წარმოშობის დესერტი.
როგორც აღმოჩნდა, კრუასანის სამშობლო ავსტრიაა. იგი პირველად სწორედ ავსტრიაში, მე–13 საუკუნეში გამოაცხვეს.
თუმცა, არსებობს ლეგენდა, რომ 1683 წელს ავსტრიელმა კონდიტერმა, პიტერ ვენდლერმა, პირველად გამოაცხო მთვარის ფორმის ფუნთუშა, ვენაზე თურქების წარუმატებელი თავდასხმის აღსანიშნავად.
"კრუასანმა" თავისი პოპულარობის ზენიტს მიაღწია 1839 წელს, როდესაც ავსტრიელმა არტილერიის ოფიცერმა, ავგუსტ ცანგმა, გახსნა პირველი საცხობი პარიზში, სახელწოდებით "ვენური საცხობი".
ავსტრიული და ფრანგული კრუასანი განსხვავდება ერთმანეთისაგან – ეს არის ორი განსხვავებული ნაწარმი. ავსტრიული კრუასანი შიგთავსის გარეშე ტკბილი ცომისგან მზადდება, შესაბამისად, ფორმა და სტრუქტურა არის ავსტრიული, ხოლო ფრანგებმა XX ს –დან ,"კრუასანი" უფრო მეტად დახვეწეს და ის სხვადასხვა შიგთავსით შემოგვთავაზეს.
დღეს "კრუასანი" ძალიან პოპულარული კერძია არამარტო საფრანგეთში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ძირითადად მას საუზმეზე ყავასთან ერთად მიირთმევენ.
დესერტის ისტორია წარმოგიდგინათ წიგნის კაფე "პიატომ", რომელიც დღის საუკეთესო დასაწყისს, სხვადასხვა შიგთავსის მქონე კრუასანსა და Grand Coffee-ს, საინტერესო აქციის ფარგლებში გთავაზობთ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ჭავჭავაძის #7, კანდელაკის #7 და ვაჟა-ფშაველას #47