ქეთა თოფურიას გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა თაყვანისმცემლებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რამაც ქართული საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა - მომღერალი ინსტაგრამზე მკაცრად გააკრიტიკეს. ქეთამ თაყვანისმცემლები უპასუხოდ არ დატოვა და პოლიტიკური კომენტარები დაწერა:
"სულ ვცდილობ ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძაან გავბრაზდი რო ესეთი რეაქცია მოყვა წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით, რო თუ არ წავლენ უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ჩემი აზრით დღეს რო აირჩიონ სხვა, რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება თქვენ რო არ დაგესიზმრებათ, 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც ბლიად" - დაწერა თოფურიამ. ამან კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. კომენტარებში მას "მოღალატე" უწოდეს.
რას ფიქრობენ ქეთა თოფურიას სკანდალურ კომენტარებზე ქართველი მომღერლები, ამის გასარკვევად რამდენიმე ცნობილ სახეს დავუკავშირდით. აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ბევრმა თოფურიას პოზიცია დაგმო, თუმცა საჯაროდ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. იყვნენ ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ამ თემის ტირაჟირება არ უნდა მოხდეს.
ანრი ჯოხაძე:
"მე ვნახე, რომ ქეთა თოფურიამ ხალხს მოუწოდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ასეთ აქციაში შესაძლოა, ქართველი მომღერლებიც იყვნენ ჩართული. მე კონკრეტული პიროვნების მხარდაჭერას ვერ ვხედავ. რაც შეეხება მის განცხადებას, 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, რატომ გიკვირთ ეს განცხადება რუსეთში მოღვაწე მომღერლისგან? როგორც ხედავს და ესმის პატრიოტიზმი, ისე გამოხატავს".
გიორგი უშიკიშვილი:
"ჩემი აზრით სრულიად არაადეკვატური განცხადებაა ის, რაც თოფურიამ თქვა. ეს არის იმის დადასტურება, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ინტერესები, მატერიალური კეთილდღეობის გამო გაცვალო მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებზე. ვერასდროს ამოვხსნი, ქართველმა ასეთი განცხადება რატომ უნდა გააკეთოს? ასეთი განცხადება შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელიც არის კონკრეტული ქვეყნის მტერი" განაგრძეთ კითხვა