პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერი სისტემა და ტირანია უნდა დაინგრეს" - "ბერნარდა ალბას სახლის" პრემიერა ახმეტელის თეატრში
"ნებისმიერი სისტემა და ტირანია უნდა დაინგრეს" - "ბერნარდა ალბას სახლის" პრემიერა ახმეტელის თეატრში

სან­დრო ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლის "ბერ­ნარ­და ალ­ბას სახ­ლის" პრე­მი­ე­რა შედ­გა. "ბერ­ნარ­და ალ­ბას სახ­ლი" გარ­სია ლორ­კას ბოლო პი­ე­საა, რომ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან ორ თვე­ში დახ­ვრი­ტეს. ავ­ტორ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბა ასა­ხა ნა­მუ­შე­ვარ­ში და ასა­ხა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟის - მკაც­რი, შე­უ­ვა­ლი, ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ცვე­ლი, კონ­სერ­ვა­ტო­რი ქალ­ბა­ტო­ნის სახე, რო­მე­ლიც დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ეს­პა­ნე­ლი დარ­მა­ტურ­გი­სა და პო­ე­ტის - ფე­დე­რი­კო გარ­სია ლორ­კას პი­ე­სის ახ­ლე­ბუ­რი გა­აზ­რე­ბა ახ­მე­ტე­ლის თე­ატრმა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

ბერ­ნარ­დას ოჯა­ხი მის და სოფ­ლის მო­რა­ლურ კო­დექსს ეყ­რდნო­ბა და იცავს - ყვე­ლა მას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მის სახ­ლში ყვე­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს, მაგ­რამ რო­გორც კი ვინ­მე და­მო­უ­კი­დე­ბელ ნა­ბიჯს დგამს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი სა­ერ­თო ძა­ლე­ბით უჭ­რი­ან გზას. თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს ბერ­ნარ­დას 80 წლის დედა, სურს გა­თხოვ­დეს და შვი­ლი გა­ა­ჩი­ნოს - ქა­ლუ­რი სა­წყი­სი ხომ ჩა­უკ­ლეს.

ბერ­ნარ­და ალბა თა­ვის სახ­ლსა და ხუთ ქა­ლიშ­ვილს გა­რე­შე თვა­ლის­გან გა­მა­ლე­ბით იცავს და ყვე­ლას სთხოვს, მის წე­სებს და­ე­მორ­ჩი­ლონ, ყვე­ლა­ნი სა­კუ­თარ პა­ტა­რა ჩარ­ჩო­ში ჩა­კე­ტი­ლან და ამ ჩარ­ჩო­დან იბ­რძვი­ან სი­ცო­ცხლის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რე­ბი არი­ან: ირაკ­ლი გო­გია და ლაშა გოგ­ნი­აშ­ვი­ლი.

ირაკ­ლი გო­გია, ახ­მე­ტე­ლის თე­ა­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ბერ­ნან­და ალ­ბას სახ­ლი" ახ­ლაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია და მა­ში­ნაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, როცა ამ გე­ნი­ოს­მა თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბი და­წე­რა. ნე­ბის­მი­ე­რი სის­ტე­მა და ტი­რა­ნია უნდა და­ინ­გრეს იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რად ვერ გა­აგ­რძე­ლე­ბენ მშვე­ნი­ე­რე­ბა­ში ცხოვ­რე­ბას. იმი­ტომ ვი­ბა­დე­ბით, რომ ამ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი შევ­ცვა­ლოთ. ვი­ყოთ ნაკ­ლებ ძა­ლა­დო­ბა­ში, კონ­ფლიქ­ტში. ჩვე­ნი ინ­ტერპრე­ტა­ცია არ არის ის, რომ ტი­რა­ნია გა­ი­მარ­ჯვებს და ბერ­ნან­დას შვი­ლი გახ­დე­ბა ამის მსხვერ­პლი. ჩვენ ვა­მარ­ცხებთ ტი­რა­ნი­ას და ეს ჩვე­ნი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა! გა­ვალთ აქე­დან და გა­ვი­მარ­ჯვებთ, რაც ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მშვე­ნი­ე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლია.

- კმა­ყო­ფი­ლი ხართ ბერ­ნან­დას რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლით?

- არას­დროს ვი­წყებ არაფ­რის დად­გმას ისე, თუ მსა­ხი­ობ­ში არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და თუ რო­მე­ლი­მე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა როლს. ქალ­ბა­ტო­ნი მზია ტა­ლი­აშ­ვი­ლი ის მსა­ხი­ო­ბია, ვი­საც უნდა ეთა­მა­შა ეს როლი და ეს ჩვე­ნი ერთ-ერთი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა. თე­ატ­რი ვერ გახ­დე­ბა მუ­ზე­უ­მი, ინ­ტერპრე­ტა­ტო­რი უნდა იყოს და ტრანსფორმ­მი­რე­ბე­ლი თუნ­დაც იმ კა­ტას­ტრო­ფის, რაც ბო­ლო­შია და ბოლო უნდა შევ­ცვა­ლოთ, ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა! პრობ­ლე­მა უნდა და­იძ­ლი­ოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უნდა ჩა­ვუ­ბეჭ­დოთ რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი შე­უც­ვლე­ლი დოგმე­ბი.

- მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში რა აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ახა­ლი?

- მთვა­რია, რომ, როცა ვმუ­შა­ობთ, ის იდე­ა­ლუ­რი პრო­ცე­სია, გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი და ამ ემო­ცი­ას, სიყ­ვა­რულს გავ­ცემთ შემ­დგომ მა­ყუ­რე­ბელ­ში. დღეს უკვე მა­ყუ­რებ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ...

მზია ტა­ლი­აშ­ვი­ლი, ბერ­ნან­და ალ­ბას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- ისე­თი რო­ლია, რომ ყვე­ლა მსა­ხი­ობ­თან უნდა იყოს ახ­ლოს, ბედ­ნი­ე­რია, ვი­საც ეს როლი უთა­მა­შია და ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ეს როლი შეგ­ხვდე­ბა. რო­გორ და რა­ნა­ი­რად გა­არ­თმევ თავს, ეს სხვა სა­კი­თხია... ჩვენ სპექ­ტაკ­ლით ძა­ლა­დო­ბას ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით და სწო­რედ ეს იყო რე­ჟი­სო­რე­ბის - ირაკ­ლი გო­გი­ას და ლაშა გო­გო­ნი­აშ­ვი­ლის მი­ზა­ნიც. ეს იყო მათ მიერ ჩა­დე­ბუ­ლი, რომ მსხვერ­პლშე­წირ­ვით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო წარ­მოდ­გე­ნა... თუმ­ცა ლორ­კას­თან კვდე­ბა ადე­ლა და ტი­რა­ნია იმარ­ჯვებს. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ ტი­რა­ნი­ამ არ გა­ი­მარ­ჯვოს! ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს გა­მარ­თლე­ბა, ყო­ველ­თვის მო­აქვს რა­ღაც სი­კე­თე. ინ­გრე­ვა ჩარ­ჩო­ე­ბი და უნდა და­ან­გრიო ის. ეს გზავ­ნი­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ არაფ­რის არ უნდა შე­გე­შინ­დეს. უნდა იბ­რძო­ლო.

სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე, მაგ­და­ლე­ნა, ბერ­ნან­დას ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი:

- მაგ­და­ლე­ნა მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კის მქო­ნეა. რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ვე­ცა­დე, ქა­ლუ­რო­ბა ამ პერ­სო­ნაჟ­ში მი­ნი­მუ­მამ­დე და­მეყ­ვა­ნა და მა­მის სამ­ყა­რო ყო­ფი­ლი­ყო ამ გო­გოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მამა ხომ ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს. არის ეპი­ზო­დე­ბი, რო­დე­საც მაგ­და­ლე­ნა მა­მის ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გა­მო­დის, სა­სე­ირ­ნოდ მი­დის და დები არ უშ­ვე­ბენ. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მეტ წნეხ­ში მო­ექ­ცა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი­დევ უფრო შე­ე­ზღუ­და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის მა­ინც ვერ გარ­ბის სახ­ლი­დან, ამას პირ­ვე­ლად ადე­ლა აკე­თებს. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო ასე­თი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხის მორ­გე­ბა.

ვერო კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი, მარ­ტი­რიო, ბერ­ნან­დას ქა­ლიშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია, თან, რთუ­ლი სა­მუ­შა­ოა. რო­დე­საც დავ­ფიქ­რდით იმა­ზე, ამ სპექ­ტაკ­ლით თუ რისი თქმა გვინ­დო­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფი­ნა­ლიც და­იდ­გა და ფორ­მაც ვი­პო­ვეთ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მუ­შა­ო­ბა. თვი­თონ მარ­ტი­რიო ბევ­რჯერ უთა­მა­ში­ათ, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დე, კი­დევ უფრო სიღ­რმე­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი. მისი კუზი თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მა­დაა ქცე­უ­ლი და ცდი­ლობს, გა­სა­წყლე­ბით თავი და­იც­ვას და თან, ამ პო­ზი­ცი­ი­დან იბ­რძვის კი­დეც. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას უშ­ვრე­ბა ასე­თი გა­რე­მო ადა­მი­ანს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ბო­რო­ტოს, და­ჩაგ­როს, და­ა­სუს­ტოს, შე­იძ­ლე­ბა, ტი­რა­ნა­დაც კი გა­და­აქ­ცი­ოს. ასე რომ, ბევ­რი ვიმ­სჯე­ლეთ, ვი­ფიქ­რეთ და სა­ბო­ლო­ოდ იმა­ზე შევ­ჯერ­დით, რაც მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა. მე სხვა წარ­მოდ­გე­ნა­ში ასე­თი მარ­ტი­რიო არ მი­ნა­ხავს. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის და მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც. ზუს­ტად ამ მე­სი­ჯის გაგ­ზავ­ნა გვინ­დო­და სპექ­ტაკ­ლით. არ უნდა დავ­ხა­როთ თავი, მით უმე­ტეს, არ უნდა შე­ვე­წი­როთ. თავ­დახ­რი­ლე­ბი უნდა ვიბ­რძო­დეთ, ზოგ­ჯერ უბ­რა­ლოდ, მარ­ტი­ვა­დაც შეგ­ვიძ­ლია წას­ვლა. პირ­და­პირ ამ ტი­რა­ნი­ას გა­მო­ვე­ცა­ლოთ და ეს იმა­ზე მარ­ტი­ვია, ვიდ­რე ჩვენ გვგო­ნია, უბ­რა­ლოდ, მთა­ვა­რია, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ვი­ღა­ცამ გა­დად­გას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ნებისმიერი სისტემა და ტირანია უნდა დაინგრეს" - "ბერნარდა ალბას სახლის" პრემიერა ახმეტელის თეატრში

"ნებისმიერი სისტემა და ტირანია უნდა დაინგრეს" - "ბერნარდა ალბას სახლის" პრემიერა ახმეტელის თეატრში

სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლის "ბერნარდა ალბას სახლის" პრემიერა შედგა. "ბერნარდა ალბას სახლი" გარსია ლორკას ბოლო პიესაა, რომლის გამოქვეყნებიდან ორ თვეში დახვრიტეს. ავტორმა აბსოლუტური რეალობა ასახა ნამუშევარში და ასახა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის - მკაცრი, შეუვალი, ტრადიციების დამცველი, კონსერვატორი ქალბატონის სახე, რომელიც დღესაც აქტუალურია. ესპანელი დარმატურგისა და პოეტის - ფედერიკო გარსია ლორკას პიესის ახლებური გააზრება ახმეტელის თეატრმა შემოგვთავაზა.

ბერნარდას ოჯახი მის და სოფლის მორალურ კოდექსს ეყრდნობა და იცავს - ყველა მას ექვემდებარება. მის სახლში ყველა თავისუფლებაზე ოცნებობს, მაგრამ როგორც კი ვინმე დამოუკიდებელ ნაბიჯს დგამს, დანარჩენები საერთო ძალებით უჭრიან გზას. თავისუფლებაზე ოცნებობს ბერნარდას 80 წლის დედა, სურს გათხოვდეს და შვილი გააჩინოს - ქალური საწყისი ხომ ჩაუკლეს.

ბერნარდა ალბა თავის სახლსა და ხუთ ქალიშვილს გარეშე თვალისგან გამალებით იცავს და ყველას სთხოვს, მის წესებს დაემორჩილონ, ყველანი საკუთარ პატარა ჩარჩოში ჩაკეტილან და ამ ჩარჩოდან იბრძვიან სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის. სპექტაკლის რეჟისორები არიან: ირაკლი გოგია და ლაშა გოგნიაშვილი.

ირაკლი გოგია, ახმეტელის თეარის სამხატვრო ხელმძღვანელი: "ბერნანდა ალბას სახლი" ახლაც აქტუალურია და მაშინაც აქტუალური იყო, როცა ამ გენიოსმა თავისი ნაწარმოები დაწერა. ნებისმიერი სისტემა და ტირანია უნდა დაინგრეს იმიტომ, რომ ადამიანები სხვანაირად ვერ გააგრძელებენ მშვენიერებაში ცხოვრებას. იმიტომ ვიბადებით, რომ ამ ცხოვრებაში რაღაცები შევცვალოთ. ვიყოთ ნაკლებ ძალადობაში, კონფლიქტში. ჩვენი ინტერპრეტაცია არ არის ის, რომ ტირანია გაიმარჯვებს და ბერნანდას შვილი გახდება ამის მსხვერპლი. ჩვენ ვამარცხებთ ტირანიას და ეს ჩვენი ინტერპრეტაციაა! გავალთ აქედან და გავიმარჯვებთ, რაც ეს თავისუფლება, მშვენიერება და სიყვარულია.

- კმაყოფილი ხართ ბერნანდას როლის შემსრულებლით?

- არასდროს ვიწყებ არაფრის დადგმას ისე, თუ მსახიობში არ ვარ დარწმუნებული და თუ რომელიმე არ შეესაბამება როლს. ქალბატონი მზია ტალიაშვილი ის მსახიობია, ვისაც უნდა ეთამაშა ეს როლი და ეს ჩვენი ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. თეატრი ვერ გახდება მუზეუმი, ინტერპრეტატორი უნდა იყოს და ტრანსფორმმირებელი თუნდაც იმ კატასტროფის, რაც ბოლოშია და ბოლო უნდა შევცვალოთ, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება! პრობლემა უნდა დაიძლიოს და საზოგადოებას არ უნდა ჩავუბეჭდოთ რაღაც კონკრეტული შეუცვლელი დოგმები.

- მუშაობის პროცესში რა აღმოაჩინეთ ახალი?

- მთვარია, რომ, როცა ვმუშაობთ, ის იდეალური პროცესია, გვიყვარს ერთმანეთი და ამ ემოციას, სიყვარულს გავცემთ შემდგომ მაყურებელში. დღეს უკვე მაყურებლიდან გამომდინარე, მე კმაყოფილი ვარ...

მზია ტალიაშვილი, ბერნანდა ალბას როლის შემსრულებელი:

- ისეთი როლია, რომ ყველა მსახიობთან უნდა იყოს ახლოს, ბედნიერია, ვისაც ეს როლი უთამაშია და ბედნიერებაა, როცა ეს როლი შეგხვდება. როგორ და რანაირად გაართმევ თავს, ეს სხვა საკითხია... ჩვენ სპექტაკლით ძალადობას ვუპირისპირდებით და სწორედ ეს იყო რეჟისორების - ირაკლი გოგიას და ლაშა გოგონიაშვილის მიზანიც. ეს იყო მათ მიერ ჩადებული, რომ მსხვერპლშეწირვით არ დამთავრებულიყო წარმოდგენა... თუმცა ლორკასთან კვდება ადელა და ტირანია იმარჯვებს. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ტირანიამ არ გაიმარჯვოს! ბრძოლას ყოველთვის აქვს გამართლება, ყოველთვის მოაქვს რაღაც სიკეთე. ინგრევა ჩარჩოები და უნდა დაანგრიო ის. ეს გზავნილია, საზოგადოებისთვის, რომ არაფრის არ უნდა შეგეშინდეს. უნდა იბრძოლო.

სოფია სებისკვერაძე, მაგდალენა, ბერნანდას ერთ-ერთი ქალიშვილი:

- მაგდალენა მამაკაცური ენერგეტიკის მქონეა. რაღაცნაირად შევეცადე, ქალურობა ამ პერსონაჟში მინიმუმამდე დამეყვანა და მამის სამყარო ყოფილიყო ამ გოგოსთვის მნიშვნელოვანი. მამა ხომ ყველაზე მეტად უყვარს. არის ეპიზოდები, როდესაც მაგდალენა მამის ტანსაცმელში გამოწყობილი გამოდის, სასეირნოდ მიდის და დები არ უშვებენ. მამის გარდაცვალების შემდეგ მეტ წნეხში მოექცა, თავისუფლება კიდევ უფრო შეეზღუდა, მიუხედავად ამისა, ის მაინც ვერ გარბის სახლიდან, ამას პირველად ადელა აკეთებს. ჩემთვის საინტერესო იყო ასეთი პერსონაჟის სახის მორგება.

ვერო კალანდარიშვილი, მარტირიო, ბერნანდას ქალიშვილი:

- ძალიან საინტერესო პერსონაჟია, თან, რთული სამუშაოა. როდესაც დავფიქრდით იმაზე, ამ სპექტაკლით თუ რისი თქმა გვინდოდა, აქედან გამომდინარე ფინალიც დაიდგა და ფორმაც ვიპოვეთ. ძალიან საინტერესო იყო მუშაობა. თვითონ მარტირიო ბევრჯერ უთამაშიათ, მაგრამ შევეცადე, კიდევ უფრო სიღრმეში ჩავსულიყავი. მისი კუზი თავდაცვის მექანიზმადაა ქცეული და ცდილობს, გასაწყლებით თავი დაიცვას და თან, ამ პოზიციიდან იბრძვის კიდეც. ასევე მნიშვნელოვანია, რას უშვრება ასეთი გარემო ადამიანს, როგორ შეიძლება გააბოროტოს, დაჩაგროს, დაასუსტოს, შეიძლება, ტირანადაც კი გადააქციოს. ასე რომ, ბევრი ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და საბოლოოდ იმაზე შევჯერდით, რაც მაყურებელმა ნახა. მე სხვა წარმოდგენაში ასეთი მარტირიო არ მინახავს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მაყურებლისთვისაც. ზუსტად ამ მესიჯის გაგზავნა გვინდოდა სპექტაკლით. არ უნდა დავხაროთ თავი, მით უმეტეს, არ უნდა შევეწიროთ. თავდახრილები უნდა ვიბრძოდეთ, ზოგჯერ უბრალოდ, მარტივადაც შეგვიძლია წასვლა. პირდაპირ ამ ტირანიას გამოვეცალოთ და ეს იმაზე მარტივია, ვიდრე ჩვენ გვგონია, უბრალოდ, მთავარია, პირველი ნაბიჯი ვიღაცამ გადადგას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება