საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ავარიული შენობაა თბილისში, რომელიც 1960 დან 1990 წლებამდე აშენდა და როგორ გადავურჩეთ დამანგრეველ მიწისძვრას
რამდენი ავარიული შენობაა თბილისში, რომელიც 1960 დან 1990 წლებამდე აშენდა და როგორ გადავურჩეთ დამანგრეველ მიწისძვრას

ჯერ კი­დევ წინა სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში, სპი­ტა­კის და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც ისე­დაც აქ­ტი­ურ სე­ის­მურ ზო­ნა­შია, უფრო დიდი საფრ­თხე და­ე­მუქ­რა. შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის სე­ის­მო­მე­დე­გო­ბის გან­მსა­ზღვრელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 ბალ­ზე ნაკ­ლე­ბი გამ­ძლე­ო­ბის სე­ის­მო­მე­დე­გო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. თუმ­ცა შეც­ვლილ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბას მშე­ნებ­ლო­ბის სფე­რო­ში ხან­გრძლი­ვი­ უძ­რა­ო­ბა და სა­მეც­ნი­ე­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­წყვე­ტა მოჰ­ყვა. ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით­ უა­ნა­ლო­გო ზავ­რი­ე­ვის სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტი და "თბილზ­ნი­ე­პი" არა მხო­ლოდ სხვა ქვეყ­ნებს ვე­ღარ კარ­ნა­ხობ­დნენ მი­წისძვრის­გან თავ­და­სა­ცავ სი­ახ­ლე­ებს, მი­ნი­მა­ლურ კვლე­ვებ­საც ვე­ღარ ატა­რებ­დნენ - კრი­ზი­სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის და­სა­ხარ­ჯი ფული დე­ფი­ცი­ტი გახ­და.­ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რე­ფორ­მე­ბის სა­ხე­ლით, სე­ის­მურ პრობ­ლე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე ინ­სტი­ტუ­ტე­ბი სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მეს. რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ამ გა­და­წყ­ვე­ტი­ლე­ბის მო­ტი­ვი ის იყო, რომ ხა­რის­ხი­ან მშე­ნებ­ლო­ბას მნიშ­ვნ­ელო­ვა­ნი კვლე­ვე­ბი, მათ შო­რის სე­ის­მო­მე­დე­გო­ბა­ზეც სჭირ­დე­ბა­, ეს კი თან­ხებს მო­ი­თხოვს, რაც თურ­მე მშე­ნებ­ლო­ბას აძ­ვი­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, მშე­ნე­ბელს, დე­ვე­ლო­პერ­სა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში­ მათ ზურგს უკან მყოფ მო­ხე­ლე­ებს მო­გე­ბას უმ­ცი­რებს. ძნე­ლია, მოკ­ვლე­ვე­ბის გა­რე­შე კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ნათ­ლად ჩანს სამ­შე­ნებ­ლო სფე­რო­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ე.წ. რე­ფორ­მე­ბის უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი - უკონ­ტრო­ლო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე, რომ­ლის წი­ნა­შე სა­ქარ­თვე­ლო და გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლი­სი დგას? ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, სწო­რედ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბის გამო ამის თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია. კერ­ძოდ, უნდა შე­ის­წავ­ლონ, რა ტი­პის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა თბი­ლი­სი, რო­გო­რია მათი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა, რა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეშ­ვე­ლოს უკვე ავა­რი­ულ შე­ნო­ბებს. ამ დრო­ის­თვის მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ ქა­ლა­ქის ერთი ნა­წი­ლი მა­ნამ­დე აშენ­და, ვიდ­რე სე­ის­მო­მე­დე­გო­ბის სა­კი­თხი წა­მო­იჭ­რე­ბო­და, უფრო დიდი ნა­წი­ლი კი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-დან 80-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე პე­რი­ოდ­ში გა­ნა­შე­ნი­ან­და და მაქ­სი­მა­ლუ­რი სე­ის­მო­გამ­ძლე­ო­ბა 7 ბალ­ზეა გათ­ვლი­ლი. ექ­სპერ­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სა­გან­გე­ბო კვლე­ვე­ბის გა­რე­შეც ჩანს, რომ ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ სე­ის­მო­ი­ზო­ლა­ცია. უსაფრ­თხო­ე­ბის ასე­თი მე­თო­დი მხო­ლოდ გმირ­თა მო­ედ­ნის ეს­ტა­კა­დებ­ზეა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" შე­ე­ცა­და მე­რი­ა­ში გა­ერ­კვია, არის თუ არა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბაა თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც აშენ­და 1960 წლამ­დე და 1990 წლამ­დე; "მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის სე­ის­მო­მე­დე­გო­ბა გათ­ვლი­ლი უნდა იყოს 8 ბალ­ზე, იგეგ­მე­ბა თუ არა იმ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის გა­მაგ­რე­ბა, რო­მელ­თა სე­ის­მო­მე­დე­გო­ბა მხო­ლოდ 7 ბალ­ზე ან ნაკ­ლებ­ზეა გათ­ვლი­ლი; მო­სა­ლოდ­ნე­ლი მი­წისძვრის­გან და­სა­ცა­ვად თუ იგეგ­მე­ბა სე­ის­მო­ი­ზო­ლა­ტო­რე­ბის და­ნერგვა?

მე­რი­ა­ში გვი­პა­სუ­ხეს, რომ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის წლო­ვა­ნე­ბის ან სე­ის­მო­მე­დე­გო­ბის და­სად­გე­ნად კვლე­ვე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და არც სტა­ტის­ტი­კა არ­სე­ბობს, ახლა და­ვი­წყეთ ძვე­ლი თბი­ლი­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და პირ­ველ ეტაპ­ზე ძველ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ სახ­ლებს შე­ვის­წავ­ლი­თო. ახა­ლი გენ­გეგ­მის და­წუ­ნე­ბის მი­ზე­ზი კვლე­ვე­ბის უქონ­ლო­ბაც ყო­ფი­ლა. სა­ნამ სა­ხელ­მწი­ფო ამ პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, თუ ვინ­მეს სურს გა­ი­გოს, რო­გორ სახ­ლში ცხოვ­რობს, შე­უძ­ლია და­ი­ქი­რა­ოს ექ­სპერტთა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს შე­ნო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და შე­უძ­ლია ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა­ზე იზ­რუ­ნოს. მით უფრო, რომ მშე­ნებ­ლო­ბის დარ­გში ევ­რო­კავ­ში­რის ექ­სპერ­ტი მალ­ხაზ ბე­დი­აშ­ვი­ლი გვა­ი­მე­დებს, რომ გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რამდენი ავარიული შენობაა თბილისში, რომელიც 1960 დან 1990 წლებამდე აშენდა და როგორ გადავურჩეთ დამანგრეველ მიწისძვრას

რამდენი ავარიული შენობაა თბილისში, რომელიც 1960 დან 1990 წლებამდე აშენდა და როგორ გადავურჩეთ დამანგრეველ მიწისძვრას

ჯერ კიდევ წინა საუკუნის მიწურულს მეზობელ სომხეთში, სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს, რომელიც ისედაც აქტიურ სეისმურ ზონაშია, უფრო დიდი საფრთხე დაემუქრა. შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობის განმსაზღვრელმა ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ საქართველოში 8 ბალზე ნაკლები გამძლეობის სეისმომედეგობის მშენებლობა დაუშვებელია. თუმცა შეცვლილ პოლიტიკურ რეალობას მშენებლობის სფეროში ხანგრძლივი უძრაობა და სამეცნიერო სამუშაოების შეწყვეტა მოჰყვა. ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით უანალოგო ზავრიევის სამეცნიერო ინსტიტუტი და "თბილზნიეპი" არა მხოლოდ სხვა ქვეყნებს ვეღარ კარნახობდნენ მიწისძვრისგან თავდასაცავ სიახლეებს, მინიმალურ კვლევებსაც ვეღარ ატარებდნენ - კრიზისულ საქართველოში მეცნიერებისთვის დასახარჯი ფული დეფიციტი გახდა. მოგვიანებით, რეფორმების სახელით, სეისმურ პრობლემებზე მომუშავე ინსტიტუტები საერთოდ გააუქმეს. როგორც ვარაუდობენ, ამ გადაწყვეტილების მოტივი ის იყო, რომ ხარისხიან მშენებლობას მნიშვნელოვანი კვლევები, მათ შორის სეისმომედეგობაზეც სჭირდება, ეს კი თანხებს მოითხოვს, რაც თურმე მშენებლობას აძვირებს და შესაბამისად, მშენებელს, დეველოპერსა და ხშირ შემთხვევაში მათ ზურგს უკან მყოფ მოხელეებს მოგებას უმცირებს. ძნელია, მოკვლევების გარეშე კონკრეტული პირების დადანაშაულება, თუმცა, ექსპერტების თქმით, ნათლად ჩანს სამშენებლო სფეროსა და კანონმდებლობაში გატარებული ე.წ. რეფორმების უმძიმესი შედეგი - უკონტროლო მშენებლობები.

როგორ შეიძლება შეფასდეს მოსალოდნელი საფრთხე, რომლის წინაშე საქართველო და განსაკუთრებით თბილისი დგას? ექსპერტების თქმით, სწორედ ზემოთ აღნიშნული ინსტიტუტების გაუქმების გამო ამის თქმა შეუძლებელია. კერძოდ, უნდა შეისწავლონ, რა ტიპის შენობა-ნაგებობებისგან შედგება თბილისი, როგორია მათი ხანდაზმულობის ვადა, რა უსაფრთხოების ნორმებია გამოყენებული და როგორ შეიძლება ეშველოს უკვე ავარიულ შენობებს. ამ დროისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ ქალაქის ერთი ნაწილი მანამდე აშენდა, ვიდრე სეისმომედეგობის საკითხი წამოიჭრებოდა, უფრო დიდი ნაწილი კი გასული საუკუნის 60-დან 80-იანი წლების ბოლომდე პერიოდში განაშენიანდა და მაქსიმალური სეისმოგამძლეობა 7 ბალზეა გათვლილი. ექსპერტების განმარტებით, საგანგებო კვლევების გარეშეც ჩანს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში აშენებულ შენობებში, ფაქტობრივად, არ გამოუყენებიათ სეისმოიზოლაცია. უსაფრთხოების ასეთი მეთოდი მხოლოდ გმირთა მოედნის ესტაკადებზეა გათვალისწინებული.

"კვირის პალიტრა" შეეცადა მერიაში გაერკვია, არის თუ არა რეგისტრირებული, რამდენი ავარიული შენობაა თბილისში, რომელიც აშენდა 1960 წლამდე და 1990 წლამდე; "მშენებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობა გათვლილი უნდა იყოს 8 ბალზე, იგეგმება თუ არა იმ შენობა-ნაგებობების გამაგრება, რომელთა სეისმომედეგობა მხოლოდ 7 ბალზე ან ნაკლებზეა გათვლილი; მოსალოდნელი მიწისძვრისგან დასაცავად თუ იგეგმება სეისმოიზოლატორების დანერგვა?

მერიაში გვიპასუხეს, რომ შენობა-ნაგებობების წლოვანების ან სეისმომედეგობის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა და არც სტატისტიკა არსებობს, ახლა დავიწყეთ ძველი თბილისის რეაბილიტაცია და პირველ ეტაპზე ძველ თბილისში არსებულ სახლებს შევისწავლითო. ახალი გენგეგმის დაწუნების მიზეზი კვლევების უქონლობაც ყოფილა. სანამ სახელმწიფო ამ პრობლემით დაინტერესდება, თუ ვინმეს სურს გაიგოს, როგორ სახლში ცხოვრობს, შეუძლია დაიქირაოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს შენობის მდგომარეობას და შეუძლია ხარვეზების აღმოფხვრაზე იზრუნოს. მით უფრო, რომ მშენებლობის დარგში ევროკავშირის ექსპერტი მალხაზ ბედიაშვილი გვაიმედებს, რომ გამოსავალი არსებობს. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი